ავტორი:

"საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელების უმეტესობა ინდაურია" - რევაზ ძოძუაშვილი "დინამოს" ფარერულ კლუბთან მარცხს აფასებს

"საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელების უმეტესობა ინდაურია" - რევაზ ძოძუაშვილი "დინამოს" ფარერულ კლუბთან მარცხს აფასებს

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი ამბობს, რომ გუშინ "დინამომ" ფარერების კუნძულის გუნდთან შეხვედრისას მოყვარულთა დონის ფეხბურთი აჩვენა.

ამის შესახებ ვეტერანმა "დინამოელმა" "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"გუშინ "დინამომ" მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა.

როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ... სამი ბურთი შეაგდო ჩვენს კარში პიროვნებამ, რომელიც მწყემსია. ნუ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, მწყემსი რომ გოლს ჩაგვიდებს. რა უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია.

არ არის გამორიცხული რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის იმ სიბრძნის კანონებს არ გავაყვებით, რომელის იყო საქართველოში," - აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი.

თბილისის "დინამომ" გუშინ ფარერების კუნძულის გუნდთან, "კლაკსვიკთან“ გამანადგურებელი ანგარიშით, 6-1 წააგო. ფარერული კლუბი კი ამ მოგების შემდეგ ევროპის ლიგის ფლეი-ოპში ითამაშებს და თუ იმ თამაშსაც მოიგებს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, რაც ამ კლუბისთვის ისტორიული შედეგი იქნება.

ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე”

წნორში, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

რა შემთხვევაში მკურნალობენ კოვიდპაციენტებს შინ და როგორ მუშაობენ ონლაინკლინიკები ქვეყანაში? - რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი