სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება
"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ფურხვა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი მი­ა­წო­და, ბრა­ლად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის და პი­რა­დი მო­ტი­ვით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ედე­ბა. ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და პი­რა­დი მო­ტი­ვით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ფაქ­ტზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დ.ფ. და­ა­კა­ვა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ერთ-ერთი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მისი თქმით, სა­ტე­ლი­ტი­და­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი და სო­ფელ მა­წე­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას 2020 წლის 19-22 ივ­ლისს ასა­ხავს. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით არ ირ­კვე­ო­და მისი წარ­მო­შო­ბის წყა­რო, კერ­ძოდ, არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დი და სხვა მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს შე­ე­თა­ვა­ზა მი­ე­თი­თე­ბი­ნა კონ­კრე­ტუ­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი თა­ნამ­გზავ­რის და მისი მფლო­ბე­ლის მო­ნა­ცე­მე­ბი, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა წარ­მო­ად­გი­ნა 2 ფო­ტო­სუ­რა­თი და უარი გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის და კონ­კრე­ტუ­ლი წყა­როს და­სა­ხე­ლე­ბის­გან, რის გა­მოც აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა.

ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ორი­ვე ფო­ტო­სუ­რა­თი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაჟ­ღე­რე­ბის შემ­დგომ, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა რო­გორც მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას, ასე­ვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­სა­უბ­რე­ბი­სას გან­მარ­ტა, რომ მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა მი­ა­წო­და დ.ფ.-მ.აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა შე­ი­ცავ­და შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს და სა­ჭი­რო­ებ­და და­მა­ტე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, მათ შო­რის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

ვი­ნა­ი­დან, ად­ვო­კა­ტე­ბის მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­იწ­ვევ­და მო­ცე­მულ საქ­მე­ზე შემ­დგომ­ში სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის­გან მათ ჩა­მო­ცი­ლე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მო­ცე­მუ­ლი საქ­მი­დან ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტებ­ზე. მო­ცე­მულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო თუ საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა.

"შვილს სთხო­ვა ფოტო და­ე­მუ­შა­ვე­ბა ისე, თით­ქოს ის გა­და­ღე­ბუ­ლია 19 ივ­ლისს და მას­ზე ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა არ არის ასა­ხუ­ლი"

ამო­ღე­ბულ იქნა რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლის, ისე მისი შვი­ლის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­სა­მარ­თლის მიერ გა­ცე­მუ­ლი გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა.ამა­ვე საქ­მე­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი­დან მას­სა და და­კა­ვე­ბულს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და ე.წ. სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის მო­პო­ვე­ბა, ასე­ვე მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე მოწ­მის სა­ხით გა­მო­ი­კი­თხნენ თა­ვად დ.ფ., მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი და ეკა ქო­ბე­საშ­ვი­ლი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს მის მიერ და­ფუძ­ნე­ბულ არა­კო­მერ­ცი­ულ იუ­რი­დი­ულ პირს -„უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრი“.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად, დ.ფ.-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის და მისი ად­ვო­კა­ტე­ბის ვერ­სი­ის თა­ო­ბა­ზე, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა თით­ქოს­და 2020 წლის 18-22 ივ­ლისს არ იმ­ყო­ფე­ბო­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ნა­ნა­ხი იქნა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ატა­რებ­და შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბებს სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბის მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით.დ.ფ.-მ სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რეკ­ლა­მი­რე­ბის და სხვა­დას­ხვა დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით გა­ნიზ­რა­ხა ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შექ­მნა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბა.

გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, და­კა­ვე­ბუ­ლი და­უ­კავ­შირ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს და სთხო­ვა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის მი­წო­დე­ბა. 2020 წლის 07 სექ­ტემ­ბერს დ.ფ.-მ სო­ცი­ა­ლურ ქსელ “სკა­ი­პის” სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ი­ღო ვებგ­ვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნო­ემ­ბრის შე­სა­ბა­მი­სი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი, თუმ­ცა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის მიზ­ნით გა­ნიზ­რა­ხა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­ყალ­ბე­ბა, რა მიზ­ნი­თაც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­უგ­ზავ­ნა მის შვილს და სთხო­ვა და­მუ­შა­ვე­ბა იმ ფორ­მით, რომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შექ­მნი­ლი­ყო თით­ქოს­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია 2020 წლის 19 ივ­ლისს და მას­ზე თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა არ არის ასა­ხუ­ლი.

და­კა­ვე­ბუ­ლის შვი­ლის ჯ.ფ-ს მიერ მოხ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თის და­მუ­შა­ვე­ბა და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გა­დაგ­ზავ­ნა დ.ფ.-სთვის. და­კა­ვე­ბულ­მა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ “Whats App”-ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­უგ­ზავ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს, რო­მელ­მაც თა­ვის მხრივ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბი წა­რუდ­გი­ნა გა­მო­ძი­ე­ბას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით.

მო­ცე­მულ ფო­ტო­ებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი არის ყალ­ბი და დამ­ზა­დე­ბუ­ლია მონ­ტა­ჟის გზით. მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში 2020 წლის 19 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვი­სას მო­სა­მარ­თლის მიერ დ.ფ.-ს გა­ნე­მარ­ტა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 49-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ, კერ­ძოდ, უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ არ მი­ე­ცა მისი და მისი ახლო ნა­თე­სა­ვის და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბა. და­კა­ვე­ბულ­მა არ ისარ­გებ­ლა აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბით და თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე.

და­კა­ვე­ბუ­ლი ასე­ვე გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იქნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 370-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, პი­რა­დი გა­მორ­ჩე­ნის მი­ღე­ბის გან­ზრახ­ვით მოქ­მედ­მა დ.ფ.-მ გა­მო­ძი­ე­ბას და სა­სა­მარ­თლოს მი­ა­წო­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს­და მის პარტნი­ორს აქვს წვდო­მა სამ­ხედ­რო-სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტის შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან, რო­მელ­მაც ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთი ქვეყ­ნის სა­ტე­ლი­ტი­დან მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი ფო­ტო­ე­ბი. მის მიერ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე და­სა­ხელ­და თით­ქოს­და ორი სა­ტე­ლი­ტის კო­დუ­რი და­სა­ხე­ლე­ბე­ბი და გან­მარ­ტა, რომ მის მიერ ად­ვო­კა­ტის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ტე­ლი­ტე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

მა­შინ, რო­დე­საც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გე­ნი­ლია, რომ ად­ვო­კა­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი 2020 წლის 19 ივ­ლი­სით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ფო­ტოს ზო­გა­დი ინ­ტერ­ფე­ი­სი თან­ხვედ­რა­შია ვებგ­ვერდ zoom.earth-ის ზო­გად ინ­ტერ­ფე­ის­თან, კერ­ძოდ, ხე-ბუჩ­ქე­ბი, შუქ-ჩრდი­ლე­ბი და გზა სრულ თან­ხვედ­რა­შია ვებგ­ვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნო­ემ­ბრის შე­სა­ბა­მი­სი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის სა­ტე­ლი­ტურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან, თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა კადრში და­ფიქ­სი­რე­ბულ გზა­ზე აღ­ბეჭ­დილ ორ მო­თეთ­რო მართკუ­თხა ფორ­მის სა­განს, გზა­ზე არ­სე­ბულ მუქი ფე­რის მომრგვა­ლო ფორ­მის ლა­ქას და თა­რი­ღის აღმნიშ­ვნელ ღი­ლა­კებს, ისი­ნი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ერ­თმა­ნეთს და გა­ყალ­ბე­ბუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლის მი­თი­თე­ბით. დ.ფ.-ს წა­რედ­გი­ნე­ბა ბრალ­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 3691-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლით და ამა­ვე კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ორი­დან ექვს წლამ­დე ვა­დით.

და­კა­ვე­ბულს ბრა­ლად ედე­ბა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ იგი აპი­რებს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას და უკვე შე­ძე­ნი­ლი აქვს ავი­ა­ბი­ლე­თი, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რე­თის ერთ-ერთ ბან­კში გა­აჩ­ნია ან­გა­რი­ში, რო­მელ­ზეც სის­ტე­მა­ტი­უ­რად ახ­დენს სხვა­დას­ხვა თან­ხე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბას, რაც ბრალ­დე­ბის მხა­რეს აძ­ლევს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ დ.ფ. აპი­რებს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბას, რათა თავი აა­რი­დოს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას, რის გა­მოც ბრალ­დე­ბის მხა­რე იშუ­ამ­დგომ­ლებს სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე"- გა­ნა­ცხა­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თუ ბრი­ფინგზე.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
12

შვილიც გახვია შარში? 

გიორგი
7

ამას ქვია ადამიანს რომ ჭკუა არ ააქვს თავში , შვილს რაღას ერჩოდა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება

"ფურცხვანიძემ შვილს სთხოვა, ფოტო დაემუშავებინა ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული" - პროკურატურის განცხადება

პროკურატურის ინფორმაციით, დავით ფურხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

"საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დ.ფ. დააკავა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს. ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა ამ უკანასკნელმა წარმოადგინა 2 ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც აღნიშნული ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ორივე ფოტოსურათი გაყალბებულია. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდგომ, მიხეილ რამიშვილმა როგორც მედიასთან საუბრისას, ასევე საგამოძიებო ორგანოში გასაუბრებისას განმარტა, რომ მას აღნიშნული ფოტომასალა მიაწოდა დ.ფ.-მ.აღნიშნული ქმედება შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებდა დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მონაწილეობით.

ვინაიდან, ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე შემდგომში საადვოკატო საქმიანობისგან მათ ჩამოცილებას, საქართველოს პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე. მოცემულ საქმეზე გამოძიების მიერ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება.

"შვილს სთხოვა ფოტო დაემუშავება ისე, თითქოს ის გადაღებულია 19 ივლისს და მასზე ბაჩალიაშვილის მანქანა არ არის ასახული"

ამოღებულ იქნა როგორც დაკავებულის, ისე მისი შვილის კომპიუტერული ტექნიკა და მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ტექნიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა.ამავე საქმეზე განხორციელდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან მასსა და დაკავებულს შორის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაციის და ე.წ. სატელიტური ფოტოების მოპოვება, ასევე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხნენ თავად დ.ფ., მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი. ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს -„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება. 2020 წლის 07 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ “სკაიპის” საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული.

დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის. დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ “Whats App”-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით.

მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით. მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში 2020 წლის 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვისას მოსამართლის მიერ დ.ფ.-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესახებ, კერძოდ, უფლების შესახებ არ მიეცა მისი და მისი ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება. დაკავებულმა არ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

დაკავებული ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით მოქმედმა დ.ფ.-მ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები. მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს.

მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან, თუმცა, რაც შეეხება კადრში დაფიქსირებულ გზაზე აღბეჭდილ ორ მოთეთრო მართკუთხა ფორმის საგანს, გზაზე არსებულ მუქი ფერის მომრგვალო ფორმის ლაქას და თარიღის აღმნიშვნელ ღილაკებს, ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს და გაყალბებულია დაკავებულის მითითებით. დ.ფ.-ს წარედგინება ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.

დაკავებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე"- განაცხადეს პროკურატურაში გამართუ ბრიფინგზე.

"მამაკაცი გოგონას ბიძაშვილის ქმარია... ამბობენ, გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდაო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საგარეჯოს მკვლელობაზე

მკვლელობა საგარეჯოში - ქალმა 30 წლამდე მამაკაცი სანადირო თოფით მოკლა

"დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები" - პროკურორი