სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამდენი დევნისა და უბედურებების შემდეგ..." - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
"ამდენი დევნისა და უბედურებების შემდეგ..." - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ამ­დე­ნი დევ­ნის და უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა „ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ „ძალა ერ­თო­ბა­შია“ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის გუნ­დის წარ­მოდ­გე­ნა შეძ­ლეს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, წყალ­ტუ­ბოს, სამ­ტრე­დი­ის, ვა­ნი­სა და ხო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში დევი ჭან­კო­ტა­ძის კან­დი­და­ტუ­რა იმი­ტომ ჩა­ა­ნაც­ვლეს, რომ ის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­ულ სი­ა­ში იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

„გარ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ლი­დე­რე­ბი­სა, აქ არის ახა­ლი შე­მო­მა­ტე­ბუ­ლი ხალ­ხი, აქ არის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი მა­ნუ­ჩარ კვირ­კვე­ლია, აქ არის მალ­ხაზ ჯა­ლა­ღო­ნია - ძა­ლი­ან მა­გა­რი ექი­მი ზუგ­დი­დი­დან. აქ არი­ან მთე­ლი რიგი გა­მორ­ჩე­უ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა და ის, რომ ბიზ­ნე­სი გად­მო­ვი­და აქეთ, ეს არის უტყუ­ა­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა და ახა­ლი ეპო­ქა იწყე­ბა. ასე­ვე, შე­მოგ­ვი­ერ­თდა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი, არა მხო­ლოდ ტე­ლე­სივ­რცის, არა­მედ ზო­გა­დად. ესეც ძა­ლი­ან დიდი შე­ნა­ძე­ნია.

ასე­ვე, დევი ჭან­კო­ტა­ძე, ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ვვა­რა­უ­დობ­დით, რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, იქ­ნე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სიის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ლი­დე­რი, რად­გან ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის წი­ნა­შე. ის, რომ დევი ჩვენ­თა­ნა და ისევ სა­ქარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურ­შია, ის, რომ იქ­ნე­ბა ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტის და იმე­დია, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ეს სწო­რედ ნი­შა­ნია, რომ ჩვენ მივ­დი­ვართ გა­მარ­ჯვე­ბის­კენ და ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ” მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის სია წა­რად­გი­ნა. მათ შო­რის, წყალ­ტუ­ბოს, სამ­ტრე­დი­ის, ვა­ნი­სა და ხო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში დევი ჭან­კო­ტა­ძე ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის კან­დი­და­ტუ­რით ჩა­ა­ნაც­ვლეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
otari
61

მიდი მიდი აბა რაც შეგიძლია დაუგდე რეიტინგები ნაცხროვას!

2020
65

დაგვანებე თავი რააააა

ავტორი:

"ამდენი დევნისა და უბედურებების შემდეგ..." - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

"ამდენი დევნისა და უბედურებების შემდეგ..." - მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა იმიტომ ჩაანაცვლეს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში იქნება წარმოდგენილი.

„გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი გამორჩეული ბიზნესმენებისა და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და ახალი ეპოქა იწყება. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი, არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ ზოგადად. ესეც ძალიან დიდი შენაძენია.

ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთანა და ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და იმედია, ასევე საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარადგინა. მათ შორის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში დევი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით ჩაანაცვლეს.

"კალაძე ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების დამცველად" - გიორგი ვაშაძის კრიტიკა და მერის პასუხი

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

გახარია თბილისის ცენტრალური პარკის პროექტზე - "ეს კიდევ ერთი მაგალითია ქველმოქმედების, რაზეც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ''