საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი პროექტი „ომებსა და ადამიანებზე“  - რომლის ფარგლებში 1 ოქტომბერს ჟურნალ გზასთან ერთად თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოვა
ახალი პროექტი „ომებსა და ადამიანებზე“  - რომლის ფარგლებში 1 ოქტომბერს ჟურნალ გზასთან ერთად თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოვა

“ის, ვინც ერთ სულს გა­და­არ­ჩენს, გა­და­არ­ჩენს მსოფ­ლი­ოს“ - შე­უძ­ლე­ბე­ლია, სტი­ვენ სპილ­ბერ­გის „შინდლე­რის სია“ ნა­ნა­ხი გქონ­დეს და ეს ფრა­ზა არ გახ­სოვ­დეს. ფილ­მი მოგ­ვი­თხრობსგერ­მა­ნე­ლი კა­თო­ლი­კე ბიზ­ნეს­მე­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, ნა­ცის­ტურ პარ­ტი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და და ჰო­ლო­კოს­ტის­გან 1300 ებ­რა­ე­ლის დახ­სნა შეძ­ლო.

1993 წელს გა­და­ღე­ბულ­მა ამ ეპო­ქა­ლურ­მა ფილმმა ემო­ცი­უ­რად ასა­ხა, რამ­დე­ნად უსა­ზღვროა ადა­მი­ა­ნის სი­სას­ტი­კე და ამავ­რო­უ­ლად, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა; რო­გორ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ერ­თმა ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი სტა­ტუ­სი და სი­ცო­ცხლეც კი გა­წი­როს ათა­სო­ბით უდა­ნა­შა­უ­ლოს გა­და­სარ­ჩე­ნად. ფილ­მს გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­ძაფ­რეს სძენს ჯონ უი­ლი­ამ­სის მუ­სი­კა და შავ-თეთ­რი ფე­რე­ბი.

ეს გე­ნი­ა­ლუ­რი ფილ­მი სტი­ვენ სპილ­ბერ­გმა ავ­სტრა­ლი­ე­ლი მწერ­ლის თო­მას კე­ნი­ლის რო­მა­ნის მი­ხედ­ვით გა­და­ი­ღო. ფილ­მის სცე­ნა­რი კი სტი­ვენ ზე­ი­ლი­ანს ეკუთ­ვნის. რო­მა­ნი „შინდლე­რის კი­დო­ბა­ნი“ 1982 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ის მხატ­ვრუ­ლად მოგ­ვი­თხრობ­და ოს­კარ შინდლე­რის ჰუ­მა­ნურ აქტს, მას შემ­დეგ, რაც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა რო­გორ ექ­ცე­ო­და ნა­ცის­ტუ­რი რე­ჟი­მი ებ­რა­ლებს. შინდლე­რი სა­კუ­თარ სა­წარ­მო­ში 1300 ებ­რა­ელს ასაქ­მებს და ასე გა­და­არ­ჩენს მათ სი­ცო­ცხლეს, თუმ­ცა გა­დარ­ჩე­ნამ­დე გრძე­ლი, სა­ხი­ფა­თო, უფსკრუ­ლე­ბი­თა და სის­ხლით სავ­სე გზა უნდა გა­ი­ა­როს და ეცა­დოს, თა­ვა­დაც მსხვერ­პლი არ გახ­დეს.

ყვე­ლა­ზე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი და სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი კი ისაა, რომ ოს­კარ შინდლე­რი რე­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო და მარ­თლაც იხ­სნა პო­ლო­ნეთ­ში და­სახ­ლე­ბუ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი გა­ზის კა­მე­რე­ბის­გან.

ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რის სტი­ვენ სპილ­ბერ­გის ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, „შინდლე­რის კი­დო­ბან­მა“ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. რო­გორც 80-იან და 90-იან წლებ­ში, ისე ახ­ლაც, ნა­ცის­ტე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის და ზო­გა­დად, ამ დიქ­ტა­ტო­რუ­ლი სის­ტე­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი არ ცხრე­ბა. დღე­საც, გვა­ინ­ტე­რე­სებს მო­ტი­ვე­ბი, რა­ტომ ექ­ცე­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს ასე, ჰქონ­დათ თუ არა გა­დარ­ჩე­ნის რა­ი­მე შან­სი რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლებს, რო­გო­რი სა­ხელ­მწი­ფო მო­წყო­ბა იყო ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში, რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ის­ჯე­ბოდ­ნენ თუ არა თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლის­თვის...

ამ­გვა­რი ინ­ტე­რე­სი არ ცხრე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც, რო­მელ­მაც სულ რა­ღაც 19 წლის წინ და­აღ­წია თავი „თა­ვის დიქ­ტა­ტო­რულ რე­ჟიმს“ სა­ხე­ლად საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქემ იმ 14 ქვეყ­ნის გარ­და, სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, გარე სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი იცო­და. შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო­სი და უმ­ცრო­სი თა­ო­ბა ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის სი­სას­ტი­კე­სა და და­ნა­შა­უ­ლებ­ზე მხო­ლოდ ორი-სამი ათწლე­უ­ლია, დე­ტა­ლუ­რად იგებს (ისე­ვე, რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე).

ამით აიხ­სნე­ბა თო­მას კე­ნი­ლის რო­მა­ნის კი­დევ და კი­დევ გა­მო­ცე­მა და მას­ზე მო­თხოვ­ნის მუდ­მი­ვად არ­სე­ბო­ბა. მწერ­ლის რო­მა­ნი პირ­ვე­ლად აშშ-ში „შინდლე­რის სიის“ სა­ხე­ლით გა­მო­ი­ცა და მას შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში ხში­რად ამ სა­თა­უ­რით მოგ­ზა­უ­რობს. ასეა სა­ქარ­თვე­ლო­შიც - 1 ოქ­ტომ­ბერს წიგ­ნე­ბის ახალ სე­რი­ა­ში „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ გა­მო­ვა „შინდლე­რის სია“, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ გზას სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გაყ­ვე­ბა.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად 10.00 ლარი. მკი­თხველს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა წიგ­ნი ჟურ­ნალ­თან ერ­თად, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­ხე­ვარ ფა­სად შე­ი­ძი­ნოს, ერთი კვი­რის შემ­დგომ - მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე 16.00 ლარი იქ­ნე­ბა.

სე­რია "ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე" კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს გა­აც­ნობს მკი­თხველს. წიგ­ნე­ბის ნა­წილს, რო­მელ­საც ეს სე­რია გა­ა­ერ­თი­ა­ნებს, მკი­თხვე­ლი უკვე იც­ნობს - მარ­კუს ზუ­ზა­კის „წიგ­ნის ქურ­დი“, კრის­ტინ ჰა­ნას „ბულ­ბუ­ლი“, ჰი­ზერ მო­რი­სის „აუშ­ვი­ცის ტა­ტუ­ის­ტი“, ენ­ტო­ნი დო­ე­რის „ნა­თე­ლი, რო­მელ­საც ვერ ვხე­დავთ“ და სხვა წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გული უკვე და­ი­პყრო. სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა რი­დი­ან ბრუ­კის „ომის შე­დე­გე­ბი“, არ­ტურ გოლ­დე­ნის „გე­ი­შას დღი­უ­რი“ და სხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ახალი პროექტი „ომებსა და ადამიანებზე“  - რომლის ფარგლებში 1 ოქტომბერს ჟურნალ გზასთან ერთად თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოვა

ახალი პროექტი „ომებსა და ადამიანებზე“  - რომლის ფარგლებში 1 ოქტომბერს ჟურნალ გზასთან ერთად თომას კენილის „შინდლერის სია“ გამოვა

“ის, ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“ - შეუძლებელია, სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია“ ნანახი გქონდეს და ეს ფრაზა არ გახსოვდეს. ფილმი მოგვითხრობსგერმანელი კათოლიკე ბიზნესმენის შესახებ, რომელიც ამავდროულად, ნაცისტურ პარტიაში ირიცხებოდა და ჰოლოკოსტისგან 1300 ებრაელის დახსნა შეძლო.

1993 წელს გადაღებულმა ამ ეპოქალურმა ფილმმა ემოციურად ასახა, რამდენად უსაზღვროა ადამიანის სისასტიკე და ამავროულად, ჰუმანურობა; როგორ არის შესაძლებელი, ერთმა ადამიანმა საკუთარი სტატუსი და სიცოცხლეც კი გაწიროს ათასობით უდანაშაულოს გადასარჩენად. ფილმს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენს ჯონ უილიამსის მუსიკა და შავ-თეთრი ფერები.

ეს გენიალური ფილმი სტივენ სპილბერგმა ავსტრალიელი მწერლის თომას კენილის რომანის მიხედვით გადაიღო. ფილმის სცენარი კი სტივენ ზეილიანს ეკუთვნის. რომანი „შინდლერის კიდობანი“ 1982 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე პოპულარული გახდა. ის მხატვრულად მოგვითხრობდა ოსკარ შინდლერის ჰუმანურ აქტს, მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახა როგორ ექცეოდა ნაცისტური რეჟიმი ებრალებს. შინდლერი საკუთარ საწარმოში 1300 ებრაელს ასაქმებს და ასე გადაარჩენს მათ სიცოცხლეს, თუმცა გადარჩენამდე გრძელი, სახიფათო, უფსკრულებითა და სისხლით სავსე გზა უნდა გაიაროს და ეცადოს, თავადაც მსხვერპლი არ გახდეს.

ყველაზე გულისამაჩუყებელი და სულისშემძვრელი კი ისაა, რომ ოსკარ შინდლერი რეალური პიროვნება იყო და მართლაც იხსნა პოლონეთში დასახლებული ებრაელები გაზის კამერებისგან.

ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ფილმის გამოსვლის შემდეგ, „შინდლერის კიდობანმა“ მსოფლიო მოიარა. როგორც 80-იან და 90-იან წლებში, ისე ახლაც, ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების და ზოგადად, ამ დიქტატორული სისტემის მიმართ ინტერესი არ ცხრება. დღესაც, გვაინტერესებს მოტივები, რატომ ექცეოდნენ ადამიანებს ასე, ჰქონდათ თუ არა გადარჩენის რაიმე შანსი რეპრესირებულებს, როგორი სახელმწიფო მოწყობა იყო ნაცისტურ გერმანიაში, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, ისჯებოდნენ თუ არა თავიანთი დანაშაულისთვის...

ამგვარი ინტერესი არ ცხრება საქართველოშიც, რომელმაც სულ რაღაც 19 წლის წინ დააღწია თავი „თავის დიქტატორულ რეჟიმს“ სახელად საბჭოთა კავშირი. საბჭოთა მოქალაქემ იმ 14 ქვეყნის გარდა, სადაც გადაადგილებისა და ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდა, გარე სამყაროს შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. შესაბამისად, უფროსი და უმცროსი თაობა ნაცისტური გერმანიის სისასტიკესა და დანაშაულებზე მხოლოდ ორი-სამი ათწლეულია, დეტალურად იგებს (ისევე, როგორც საბჭოთა კავშირზე).

ამით აიხსნება თომას კენილის რომანის კიდევ და კიდევ გამოცემა და მასზე მოთხოვნის მუდმივად არსებობა. მწერლის რომანი პირველად აშშ-ში „შინდლერის სიის“ სახელით გამოიცა და მას შემდეგ, მსოფლიოში ხშირად ამ სათაურით მოგზაურობს. ასეა საქართველოშიც - 1 ოქტომბერს წიგნების ახალ სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ გამოვა „შინდლერის სია“, რომელიც ჟურნალ გზას სპეციალურ ფასად გაყვება.

წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად 10.00 ლარი. მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა წიგნი ჟურნალთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, ნახევარ ფასად შეიძინოს, ერთი კვირის შემდგომ - მისი ღირებულება წიგნის მაღაზიებში უკვე 16.00 ლარი იქნება.

სერია "ომებსა და ადამიანებზე" კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გააცნობს მკითხველს. წიგნების ნაწილს, რომელსაც ეს სერია გააერთიანებს, მკითხველი უკვე იცნობს - მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“, კრისტინ ჰანას „ბულბული“, ჰიზერ მორისის „აუშვიცის ტატუისტი“, ენტონი დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ და სხვა წიგნები, რომლებმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი ადამიანის გული უკვე დაიპყრო. სიახლე იქნება რიდიან ბრუკის „ომის შედეგები“, არტურ გოლდენის „გეიშას დღიური“ და სხვა.

რა ლიტერატურული სიახლეები ელოდებათ მოზარდებს შემოდგომის საკითხავების სიისთვის?

მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება

"შემოვალ ეტლით" - წიგნი ბედნიერებისათვის მებრძოლთათვის ჟურნალ "გზასთან" ერთად