სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან
"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან

23 წლის პროგ­რა­მისტ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე იმი­თაც არის ალ­ბათ უც­ნა­უ­რი, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ, ჩნდე­ბი­ან საქ­მის ახა­ლი ფი­გუ­რან­ტე­ბი, რო­მელ­თაც, წე­სით, გო­გო­ნას საქ­მე­ში არც არა­ფე­რი უნდა ესაქ­მე­ბო­დეთ. ერთ-ერთი ასე­თი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეა, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც უამ­რა­ვი კი­თხვა დაგ­როვ­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან. "მი­თე­ბის დექ­ტე­ტო­რის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ით ირ­კვე­ვა, წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით: "ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი - თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის ლი­დე­რი", რო­მე­ლიც და­წე­რი­ლია ბან­გლა­დე­შის მო­ქა­ლა­ქე ვინ­მე აშოკ გუპ­ტას მიერ, გა­მოს­ცა კომ­პა­ნია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე.

"ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც წიგ­ნი "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი-თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რი" გა­მოს­ცა, ეკუთ­ვნის და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ კომ­პა­ნია ევ­რო­პი­სა და აზი­ის ბაზ­რებს კო­მერ­ცი­უ­ლი და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში და მათ შეს­რუ­ლე­ბა­ში უწევს დახ­მა­რე­ბას. 2013 წლი­დან ESL Georgia-ს დი­რექ­ტო­რი და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე ასე­ვე არის ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ა­გენ­ტო "უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი. და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­ხელ­ზე ბიზ­ნეს რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია "სპუტ­ნიკ ტვ", რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი თა­ვა­დაა", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

2012 წელს ერთ-ერთ პრო­რუ­სულ გა­მო­ცე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ექ­სპერ­ტად და "პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს" დი­რექ­ტო­რად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ
11:55 / 21-09-2020

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი

10:31 / 22-09-2020

"მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი" - პროკურორი

16:27 / 23-09-2020

"ფურცხვანიძეზე ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი კვლევიდან გამომდინარე" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

17:21 / 23-09-2020

"რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში "ყარაბაღას" სახელით დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა" - ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი

12:15 / 25-09-2020

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მას ე.წ. სატელიტური ფოტოები გადასცა, დააკავეს

ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და შეს­წავ­ლის ობი­ექ­ტი გახ­და მას მერე, რაც მის მიერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებ­ზესამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ას­კვნა, რომ მა­სა­ლა ყალ­ბია და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ერ პირ­ზე."

ambebi.ge და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს ესა­უბ­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ბა­ტო­ნი და­ვი­თის რიგი პა­სუ­ხე­ბი პირ­და­პირ ჩა­ე­წე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის პრო­პა­გან­დის­ტულ გზავ­ნი­ლებ­ში.

- პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის მო­ბი­ლურ­ში სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებ­თან ერ­თად, აღ­მო­ა­ჩი­ნეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია თქვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში. თუ ხვდე­ბით, რა მო­ი­პო­ვა ასე­თი უწყე­ბამ?

- იქ აღ­მო­სა­ჩე­ნი არა­ფე­რი იყო. რა­მიშ­ვილ­მა 8 სექ­ტემ­ბერს რა ფო­ტო­ე­ბიც აჩ­ვე­ნა "ფორ­ტუ­ნას" ეთერ­ში, იგი­ვე 6 ფოტო ვუჩ­ვე­ნე "პა­ლიტ­რა ნი­უსს" - ერთი ორე­უ­ლი 19 და 20 ივ­ლი­სი­საა, მე­ო­რე ორე­უ­ლიც იგი­ვე დღე­ე­ბი­საა, ოღონდ, გა­დი­დე­ბუ­ლი, მო­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი და მე­სა­მეა 21-22 ივ­ლი­სის ღრუბ­ლი­ა­ნი ამინ­დის. 8 სექ­ტემ­ბრის ახლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს? მე­ო­რეც, რომ ავ­რცე­ლე­ბენ ტყუ­ილ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მე თურ­მე ფო­ტო­ე­ბის მომ­წო­დე­ბე­ლი წყა­როს სა­ხე­ლი და გვა­რი არ ვუ­თხა­რი, ამო­ი­ღონ ჩემი გა­მო­კი­თხვის ოქმი და გა­ა­სა­ჯა­რო­ონ. შა­ბათ სა­ღა­მოს მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის თან­დას­წრე­ბით ჩა­ტარ­და ჩემი გა­მო­კი­თხვა, სა­დაც და­ვა­სა­ხე­ლე იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი, გვა­რი, ქვე­ყა­ნა, რეკ­ვი­ზი­ტე­ბი...

- პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, თქვენ გა­მო­ძი­ე­ბას უთხა­რით, რომ წყა­რო არის სლა­ვუ­რი წარ­მო­შო­ბის, ცხოვ­რობს ინ­გლის­ში, არ იცით მისი გვარ-სა­ხე­ლი, მაგ­რამ ენ­დო­ბით...

- ეს ტყუ­ი­ლია. ეროვ­ნე­ბით ებ­რა­ე­ლია-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი, მაგ­რამ ბა­ტონ­მა პრო­კუ­რორ­მა იქა­მა­დე ვერ მი­ი­ტა­ნა, აღარ ეყო მეხ­სი­ე­რე­ბის ჩიპი. ის კაცი ჩემი მე­გო­ბა­რია, გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და მის სა­ნა­ხა­ვად ყო­ველ დღე ლონ­დონ­ში ან ბერ­ლინ­ში ვერ ვირ­ბენ, რო­გორც ის ჩემ­თან ვერ ირ­ბენს.

- ანუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ ფო­ტო­მა­სა­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა­ში და არ ეთან­ხმე­ბით ექ­სპერ­ტი­ზას, რო­მელ­მაც და­ას­კვნა, რომ ისი­ნი ყალ­ბია და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი?

- მეც ვა­პი­რებ ამა­ზე ჩა­ვა­ტა­რო ექ­სპერ­ტი­ზა ევ­რო­პის ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში. იგი­ვე გა­კეთ­დე­ბა ამე­რი­კა­ში. და­წყე­ბუ­ლი მაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რომ სხვა თა­ნამ­გზავ­რით კი­დევ გა­და­ვი­ღოთ იგი­ვე კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი და ამო­ვი­ღოთ იმა­ვე თა­რი­ღის კი­დევ ერთი ეგ­ზემპლა­რი.

- კი, მო­გი­წევთ ამის გა­კე­თე­ბა, ვი­ნა­ი­დან, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა თქვე­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს...

- მე არ მაქვს მტკი­ცე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

- ვი­საც აქვს, იმან წარ­მო­ად­გი­ნა უკვე დას­კვნა, რომ ფო­ტო­ე­ბი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია...

- რა და­ამ­ტკი­ცა? თურ­მე თა­რი­ღი რომ არის დას­მუ­ლი გა­დი­დე­ბულ ფო­ტო­ზე, ეს ყო­ფი­ლა გა­ყალ­ბე­ბა. ეს გა­ყალ­ბე­ბა კი არა, რე­დაქ­ტი­რე­ბაა. ლან­დშაფ­ტი არის ისე­თი, რო­გო­რიც იყო, არა­ფე­რი იქ არ შეც­ვლი­ლა. როცა მიშა რა­მიშ­ვილ­მა "ფორ­ტუ­ნას" ეთერ­ში უჩ­ვე­ნა ფო­ტო­ე­ბი შუა კვად­რა­ტე­ბის გა­რე­შე, მა­ყუ­რებ­ლის­თვის თვალ­სა­ჩი­ნოდ გა­კე­თე­ბუ­ლი, გა­დი­დე­ბუ­ლი. მა­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ, თვი­თონ სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­ი­თხო­ვოს თა­ნამ­გზავ­რი­დან იმ თა­რი­ღის და იმ კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის ფო­ტო­ე­ბი, რა ფული არ აქვს, თუ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა? ან რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­გზავ­რის თა­ნაკ­ვე­თა უნდა გა­კეთ­დეს და შე­იქ­მნას ერ­თი­ა­ნი სუ­რა­თი. ამას უნდა შრო­მა, უნდა შე­უკ­ვე­თო ნა­სას, ჯაფა ად­გე­ბათ? ფული უნდა გა­და­უ­ხა­დო და მო­გაწ­ვდი­ან. ეს კერ­ძო პირ­მა შევ­ძე­ლი და ეგე­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ?

- შე­საძ­ლოა იმი­ტომ არ ცდი­ლო­ბენ, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ა­ში და სხვა ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტად ეჩ­ვე­ნე­ბათ.

- თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მა­შინ იმ დღე­ებ­ში მან­ქა­ნა ად­გილ­ზე უნდა იყოს და ეს და­ამ­ტკი­ცონ. ამას რომ ვერ ამ­ტკი­ცე­ბენ, ამა­შია საქ­მე. ეს ფო­ტო­ე­ბი არაა ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, იმ დღე­ებ­ში მან­ქა­ნა იქ არ იდგა და დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გო­გო­ნა მოკ­ლუ­ლია. ერთი შე­კი­თხვაც მაქვს - სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო თუ აქამ­დე ტო­ტა­ლუ­რად აყალ­ბებ­და და მისი დას­კვნე­ბი 100-დან 80 თუ ყალ­ბი იყო, ახლა გახ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მექა? გა­ა­სა­ჯა­რო­ვონ სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­როს დას­კვნა ან ჩემი გა­მო­კი­თხვის ოქმი, მაგ­რამ ეში­ნი­ათ, ამა­შია საქ­მე.

- ამ­ბობთ, რომ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე დიდი გა­მო­ძი­ე­ბის პა­ტა­რა ნა­წი­ლია, რაც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას და სხვა მა­ქი­ნა­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა. გო­გო­ნა იმ საქ­მის ფი­გუ­რან­ტია, რო­მელ­საც თქვენ იძი­ებთ?

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ ეს არის ეპი­ზო­დი. გო­გო­ნა იყო კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი იმ საქ­მე­ში, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მო­ნა­ცემ­თა სის­ტე­მე­ბი, მათ სის­ტე­მა­ტი­ზე­ბას აკე­თებ­და და ბუ­ნებ­რი­ვია, გა­უჩ­ნდა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დიდი ბაზა. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ეს ადა­მი­ა­ნი იყო პა­ტი­ო­სა­ნი და მის­თვის, მისი მო­რა­ლუ­რი თუ ზნე­ობ­რი­ვი სა­ხის­თვის, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა არც თუ ისე მი­სა­ღე­ბი იყო. ეს რომ შე­ა­ტყო მის­მა ბოს­მა, თუ მო­ად­გი­ლემ, ად­გნენ და მო­ი­შო­რეს. აღარ­ვის ახ­სოვს, ვინ გა­ა­უქ­მა მისი "ფე­ის­ბუ­ქის" პრო­ფი­ლი. ეგ ჯან­და­ბას, მაქვს სხვა შე­კი­თხვაც - თა­მარს ჰქონ­და პრო­ფი­ლი ისეთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­გო­რი­ცაა "ლინკდი­ნი. მისი პრო­ფი­ლის მო­ნი­ტო­რინგს ჩვენ ვა­კე­თებ­დით ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან. რა­ტომ­ღაც კი­თხვას ამა­ზე არა­ვინ სვამს, რომ გო­გო­ნას პრო­ფი­ლი 4 სექ­ტემ­ბრის ღა­მეს გაქ­რა. ეს ნიშ­ნავს, არ მოხ­დეს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა, რაც მიგ­ვიყ­ვან­და რე­ა­ლურ სუ­რა­თამ­დე.

- "ლინკდი­ნის" მო­ნი­ტო­რინ­გით რას მი­აკ­ვლი­ეთ?

- ნა­წი­ლობ­რივ მი­ვაკ­ვლი­ეთ გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი კარ­ტე­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას, რა­საც აკე­თე­ბენ დიდი ფუ­ლის მეშ­ვე­ო­ბით. სა­დაც არის დიდი ფული, იქ არის კრი­მი­ნა­ლი - იგი­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბა, ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა, უკა­ნო­ნო პორ­ნო­ინ­დუსტრია და ა.შ. გა­მო­ძი­ე­ბა წინ არის და რა­ტომ­ღაც, ჩვენ­მა ბე­დოვ­ლა­თებ­მა რე­იხ­ბა­ხე­ბი და ვი­ღა­ცე­ე­ბი ძა­ლი­ან უწყინ­რე­ბად მი­იჩ­ნი­ეს. მე კომ­პა­ნია "ზეგს" არ შევ­ხე­ბი­ვარ, მხო­ლოდ მის მფლო­ბელს. "ზეგ"-ის ად­ვო­კა­ტი ისე გა­მო­ე­სარ­ჩლა, თით­ქოს მისი მა­მი­დაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყოს ეს რე­იხ­ბა­ხი. ესე­ნი მარ­ტო "სპუტ­ნიკ ტვს" დას­დე­ვენ. ეს ჩვენ­თვის ბრენ­დუ­ლია იმი­ტომ, რომ ჩვენ მა­უ­წყებ­ლო­ბას ვა­პი­რებ­დით და ვა­პი­რებთ კი­დეც და ის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სეგ­მენ­ტის­თვის უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მელ­საც სა­ხე­ლი ექ­ნე­ბო­და "სპუტ­ნიკ ტვ". ეს არის შპს, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და რა გნი­ა­სია, ვერ გა­ვი­გე?

- თქვენ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან და პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ვე­ბულ ექ­სპერ­ტად და მის მე­ხოტ­ბე­დაც მო­გიხ­სე­ნი­ე­ბენ. თქვენ­მა კომ­პა­ნი­ამ პუ­ტინ­ზე წიგ­ნიც გა­მოს­ცა - "ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი - თა­ნა­მედ­რო­ვე კა­ცობ­რი­ო­ბის უმაღ­ლე­სი ლი­დე­რი"... რა­ტომ უნდა და­გი­ჯე­როთ თქვენ?

- ტრამ­პთა­ნაც ვძმა­კა­ცობ, ბერ­ლუს­კო­ნის­თა­ნაც და ნა­ზარ­ბა­ევ­თა­ნაც? მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის სე­რი­ა­ლია და გა­მოვ­ცემთ, ავ­ტორ­მა გა­მოს­ცა და რა ვუ­თხრა, პუ­ტი­ნი არ მიყ­ვარს-თქო? რა, პუ­ტი­ნი არ არის მსოფ­ლიო დო­ნის პო­ლი­ტი­კოს ლი­დე­რებს შო­რის? ჩვენ ქარ­თვე­ლებს გვჭირს ქარ­თულ-ხალ­ხუ­რი სიბ­რიყ­ვე, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვენ ვართ ყვე­ლა­ზე კარ­გე­ბი და ყვე­ლა სხვა და­ნარ­ჩე­ნი არის ჩვე­ნი მსა­ხუ­რი თურ­მე.

- მარ­თლა რუ­სე­თის მთავ­რო­ბა გა­ფი­ნან­სებთ?

- შე­იძ­ლე­ბა დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რად მიჩ­ვე­ნონ ეს? ვინც ამას ამ­ბობს, მათ რომ ვუ­თხრა, ჩი­ნე­თის, ან ჩრდი­ლო კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ფი­ნან­სებთ-თქო? რას ნიშ­ნავს, რუ­სე­თი მა­ფი­ნან­სებს? და­მა­ფი­ნან­სოს რუ­სეთ­მა, მერე, რა მა­გა­თი საქ­მეა? შენ გა­ზით, წყლით და სხვა რე­სურ­სე­ბით რუ­სეთ­ზე ხარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჩემ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ? ეს მარ­ტო ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი არა, იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც სჭირ­და და ახლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძეს თურ­მე ვი­ღა­ცა პუ­ტი­ნი აძ­ლევს ფულს. ჩვენ რომ ცო­ტა­თი თავ­მოყ­ვა­რე ერი ვი­ყოთ, ასეთ რა­მეს არ ვი­კად­რებ­დით.

- ია­რაღ­თან და ყა­რა­ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის­თვის თქვენ იყა­ვით? აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ გან­ცხა­დე­ბად შე­ფას­და, რა მი­ზა­ნი გქონ­დათ?

- ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი 5 სექ­ტემ­ბერს, მა­შინ გა­ვი­ცა­ნი და ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე ფრა­ზა გა­ვუ­ზი­ა­რეთ. 2 და 28 აგ­ვის­ტოს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე ორი სტა­ტია, სა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იყო თა­მა­რის საქ­მე. ამ ქალ­ბა­ტონ­მა ეს ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა 30 აგ­ვის­ტოს და მთლი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბის­თვის რომ მოგ­ვეს­მი­ნა, აღარ გვე­ყო მოთ­მი­ნე­ბა? მან თქვა, მე ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც პრე­სა­ში იყო თავ­მოყ­რი­ლი და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი დას­კვნა გა­ვა­კე­თეო. ამის გარ­და, ინ­ფორ­მა­ცია მქონ­და ჟურ­ნა­ლისტ და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლის­გა­ნო. არა, მა­ინც და მა­ინც "რუ­სუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ფურ­ცხვა­ნი­ძემ" მის­ცა ინ­ფორ­მა­ცია თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილს, თა­ნაც არ იც­ნობ­და და ისე. იმა­ვე მიშა რა­მიშ­ვილს რომ გა­და­ე­კიდ­ნენ, თით­ქოს მან და­მიკ­ვე­თა მა­სა­ლე­ბი, მე თვი­თონ, ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ვუ­კავ­შირ­დი მას და შევ­თა­ვა­ზე ფო­ტო­ე­ბი, რა უნ­დათ ამ კა­ცის­გან?!

- თქვით, და­მა­ტე­ბით მექ­ნე­ბა სხვა თა­ნამ­გზავ­რის ფო­ტო­ე­ბი­ცო. სა­ი­დან, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან ელო­დე­ბით მათ და რა არის თქვე­ნი ინ­ტე­რე­სი?

- დიახ, ვცდი­ლობთ ამას. შე­საძ­ლოა იყოს ამე­რი­კუ­ლიც, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, არ გა­გიკ­ვირ­დეთ, რომ თა­ნამ­გზავ­რი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ ფული ვი­სი­ცაა, იმ ქვეყ­ნის იარ­ლიყს აწე­ბე­ბენ ხოლ­მე. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩი­ნუ­რი ან ია­პო­ნუ­რიც, ვი­ნა­ი­დან ია­პო­ნი­ის წილი ამ თა­ნამ­გზავ­რე­ბის პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში არის დო­მი­ნან­ტი. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი ისაა, რომ ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და­დოს. ჩვენ ვიკ­ვლევთ და საკ­მა­ოდ სა­რის­კო სფე­როს ვართ შე­ჭი­დე­ბუ­ლი, ესაა ჩრდი­ლო­ვა­ნი ინ­ტერ­ნე­ტი, "დარკნე­ტი", ანუ აის­ბერ­გის ის ქვე­და მხა­რე, რო­მელ­შიც თავ­მოყ­რი­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი კრი­მი­ნა­ლი - ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ნარ­კო­ტი­კე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი კი ისაა, რომ ვმუ­შა­ობთ უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე.

ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ ჩემი შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და თუნ­დაც უც­ნო­ბე­ბი, მინ­და ყვე­ლა იყოს და­ცუ­ლი, ვი­ცხოვ­როთ ნორ­მა­ლურ და მშვიდ გა­რე­მო­ში.

- ამ­ბობთ, რომ თა­მუ­ნა საფ­რან­გეთ­ში ისეთ კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებ­ში გა­დი­ო­და სტა­ჟი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც სპეც­სამ­სა­ხუ­რის ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­როს წარ­მო­ად­გენ­სო. ანუ გინ­დათ თქვათ, რომ თა­მა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ამ­ზა­დეს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა და ის მათ­ზე მუ­შა­ობ­და...

- ყვე­ლა­ფე­რი ჯერ კვლე­ვის პრო­ცეს­შია, მაგ­რამ ეს გო­გო­ნა რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რის მიერ იყო "და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი", ამის თა­ო­ბა­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­და ერ­თმა ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს გო­გო­ნა იყო შსს-ს კადრში აყ­ვა­ნი­ლი იმი­ტომ, რომ ამის თა­ო­ბა­ზე მის­მა "დამ­ვერ­ბოვ­კე­ბელ­მა", თე­მურ ზარ­ქუ­ამ გა­ნა­ცხა­და.- მან თქვა, არ მახ­სენ­დე­ბა, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს რე­კო­მენ­და­ცია თუ გა­ვუ­წიე ამ უწყე­ბას­თა­ნო...

ის თუ ახ­სენ­დე­ბა, რომ ეს იყო უნი­ჭი­ე­რე­სი გოგო, გა­მორ­ჩე­უ­ლი, საფ­რან­გეთ­ში ერას­მუ­სის პროგ­რა­მა­ზე თუ გა­უ­წია რე­კო­მენ­და­ცია, ის არ ახ­სოვს, შსს-ში რომ გა­ა­კე­თა მისი "და­ვერ­ბოვ­კე­ბა"? ამის კვლე­ვა არ არის ჩემი პრე­რო­გა­ტი­ვა, მე თუ დამ­ჭირ­და, ამას ისე­დაც გა­ვი­გებ. ჯერ­ჯე­რო­ბით ქარ­თუ­ლი კვა­ლი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო არ არის, რამ­დე­ნა­დაც ეს უკავ­შირ­დე­ბა უფრო გარე ძა­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ირ­გვლივ აგო­რე­ბულ ვერ­სი­ებს, ორ­ღო­ბის ჭო­რებს ჰგავს და დამ­ტკი­ცე­ბა სჭირ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, ჩემს ის­ტო­რი­ას "სპუტ­ნიკ ტვ"- სთან და პუ­ტინ­თან ძმა­კა­ცო­ბას. არც ერ­თია საძ­რა­ხი­სი და არც - მე­ო­რე. ისე, პუ­ტინ­თან ბარე ორი აქა­უ­რი ძლი­ე­რი ამა ქვეყ­ნი­სა ოც­ნე­ბობს, იქ­ნე­ბა იმ კაც­ზე ჩა­მო­მარ­თმე­ვი­ნა ხე­ლიო. ასე რომ, მო­დით, რა, ყვე­ლამ თა­ვის საქ­მეს მი­ხე­დოს.

- დამ­ტკი­ცე­ბა სჭირ­დე­ბა იმა­საც, თუ ვინ­მეს "და­ვერ­ბოვ­კე­ბას" აბ­რა­ლებთ... ისე, თქვენ თუ გაქვთ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ხელი პუ­ტი­ნის­თვის?

- მე რომ არ მქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია, არ ვი­ტყო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა პუ­ტინს, არა, მაგ­რამ თუ იქ­ნე­ბო­და ამის მო­მენ­ტი, ნამ­დვი­ლად ჩა­მო­ვარ­თმევ­დი იმი­ტომ, რომ ის არის მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ ლი­დერ­თა შო­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი, კარ­გია, თუ - ცუდი, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს.

- მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ის მტე­რი და ოკუ­პან­ტია...

- კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ მეც რომ მქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ვი­ნა­დი­რებ­დი სო­ჭის ოლ­ქამ­დე და მეც ვიქ­ნე­ბო­დი ოკუ­პან­ტი. ის იმი­ტო­მაა ოკუ­პან­ტი, რომ ნახა სო­ფე­ლი უძაღ­ლოდ და გა­ი­ა­რა უჯო­ხოდ, მორ­ჩა და გა­თავ­და! შენ უნდა ვარ­გო­დე, რომ იმან არ წა­გარ­თვას. თურ­ქე­თის ოკუ­პან­ტო­ბა­ზე რა­ტომ­ღაც მორ­ცხვად ვსა­უბ­რობთ, ირან­ზე სა­ერ­თოდ არ ვსა­უბ­რობთ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ხომ ჩვე­ნი ძმე­ბი არი­ან და მარ­ტო რუ­სე­თია ოკუ­პან­ტი. ჩვენ ვართ არ­ტის­ტუ­ლი ერი და დრო­ზე უნდა ავირ­ჩი­ოთ ვინ­მე კლო­უ­ნი, რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში აირ­ჩი­ეს, ესღა გვაქვს დარ­ჩე­ნი­ლი. კლო­უ­ნე­ბი ხომ ძა­ლი­ან ბევ­რი გვყავს - პარ­ლა­მენ­ტში ერთი 150, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში – 50 თა­ვი­სი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­ა­ნად, ჩვენ კი­დევ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მა­ყუ­რებ­ლე­ბი ვართ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტარი
162

უჭკვიანესი კაცია და ყველაფერს მართალს ამბობს.ამხილა ჩვენი მოჩვენებითი სამართალი და გამოძიება.ამ წერილის მერე როგორ უნდა ამტკიცო,რომ ეს გოგონა არ მოუკლავთ. და თუნდაც პუტინი არ არის მსოფლიო დონის ლიდერი?ვინმე უარყოფს ამას?სხვა საკითხია,ის კეთილია თუ ბოროტი, თორემ ლიდერი ნამდვილად არის.

sergi
24

ამას თუარ დააჯდა ვირის აბანოს ბუზი, ისე არ დაოკდება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან

"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან

23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე იმითაც არის ალბათ უცნაური, რომ მისი გარდაცვალებიდან ამდენი ხნის შემდეგ, ჩნდებიან საქმის ახალი ფიგურანტები, რომელთაც, წესით, გოგონას საქმეში არც არაფერი უნდა ესაქმებოდეთ. ერთ-ერთი ასეთი დავით ფურცხვანიძეა, რომლის ირგვლივაც უამრავი კითხვა დაგროვდა.

ინტერნეტში მოძიებული მასალების მიხედვით, დავით ფურცხვანიძე მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. "მითების დექტეტორის" მიერ გამოქვეყნებული სტატიით ირკვევა, წიგნი სახელწოდებით: "ვლადიმირ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის ლიდერი", რომელიც დაწერილია ბანგლადეშის მოქალაქე ვინმე აშოკ გუპტას მიერ, გამოსცა კომპანია Europe Studies Labor (ESL) Georgia-მ, რომლის ხელმძღვანელადაც მოხსენიებულია დავით ფურცხვანიძე.

"ქართული კომპანია, რომელმაც წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი" გამოსცა, ეკუთვნის დავით ფურცხვანიძეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს. Europe Studies Labor (ESL) Georgia-ს ვებ-საიტზე მითითებულია, რომ კომპანია ევროპისა და აზიის ბაზრებს კომერციული და ჰუმანიტარული პროექტების შემუშავებაში და მათ შესრულებაში უწევს დახმარებას. 2013 წლიდან ESL Georgia-ს დირექტორი დავით ფურცხვანიძე ასევე არის ანალიტიკური სააგენტო "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი. დავით ფურცხვანიძის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია "სპუტნიკ ტვ", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა", - ვკითხულობთ სტატიაში.

2012 წელს ერთ-ერთ პრორუსულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში დავით ფურცხვანიძე რუსეთში მოღვაწე ექსპერტად და "პოლიტიკური ექსპერტიზის ბიუროს" დირექტორად არის მოხსენიებული.

ის საგამოძიებო უწყების დაკვირვებისა და შესწავლის ობიექტი გახდა მას მერე, რაც მის მიერ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატისთვის მიწოდებული სატელიტურ ფოტოებზე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მასალა ყალბია და დამონტაჟებული. პროკურატურის განცხადებით, "მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ნებისმიერ პირზე."

ambebi.ge დავით ფურცხვანიძეს ესაუბრა. საინტერესოა, რომ ბატონი დავითის რიგი პასუხები პირდაპირ ჩაეწერა საქართველოში რუსული ჰიბრიდული ომის პროპაგანდისტულ გზავნილებში.

- პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილურში სატელიტურ ფოტოებთან ერთად, აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთან კომუნიკაციის ნაწილში. თუ ხვდებით, რა მოიპოვა ასეთი უწყებამ?

- იქ აღმოსაჩენი არაფერი იყო. რამიშვილმა 8 სექტემბერს რა ფოტოებიც აჩვენა "ფორტუნას" ეთერში, იგივე 6 ფოტო ვუჩვენე "პალიტრა ნიუსს" - ერთი ორეული 19 და 20 ივლისისაა, მეორე ორეულიც იგივე დღეებისაა, ოღონდ, გადიდებული, მოახლოვებული და მესამეა 21-22 ივლისის ღრუბლიანი ამინდის. 8 სექტემბრის ახლა აღმოაჩინეს? მეორეც, რომ ავრცელებენ ტყუილ ინფორმაციას, რომ მე თურმე ფოტოების მომწოდებელი წყაროს სახელი და გვარი არ ვუთხარი, ამოიღონ ჩემი გამოკითხვის ოქმი და გაასაჯაროონ. შაბათ საღამოს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდა ჩემი გამოკითხვა, სადაც დავასახელე იმ ადამიანის სახელი, გვარი, ქვეყანა, რეკვიზიტები...

- პროკურატურის განცხადებით, თქვენ გამოძიებას უთხარით, რომ წყარო არის სლავური წარმოშობის, ცხოვრობს ინგლისში, არ იცით მისი გვარ-სახელი, მაგრამ ენდობით...

- ეს ტყუილია. ეროვნებით ებრაელია-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ბატონმა პროკურორმა იქამადე ვერ მიიტანა, აღარ ეყო მეხსიერების ჩიპი. ის კაცი ჩემი მეგობარია, გვაქვს კომუნიკაცია და მის სანახავად ყოველ დღე ლონდონში ან ბერლინში ვერ ვირბენ, როგორც ის ჩემთან ვერ ირბენს.

- ანუ დარწმუნებული ხართ ფოტომასალის ავთენტურობაში და არ ეთანხმებით ექსპერტიზას, რომელმაც დაასკვნა, რომ ისინი ყალბია და დამონტაჟებული?

- მეც ვაპირებ ამაზე ჩავატარო ექსპერტიზა ევროპის ერთ-ერთ კომპანიაში. იგივე გაკეთდება ამერიკაში. დაწყებული მაქვს მოლაპარაკება, რომ სხვა თანამგზავრით კიდევ გადავიღოთ იგივე კოორდინატები და ამოვიღოთ იმავე თარიღის კიდევ ერთი ეგზემპლარი.

- კი, მოგიწევთ ამის გაკეთება, ვინაიდან, მტკიცებულებების ფალსიფიცირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, შესაძლოა თქვენი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს...

- მე არ მაქვს მტკიცების ვალდებულება.

- ვისაც აქვს, იმან წარმოადგინა უკვე დასკვნა, რომ ფოტოები ფალსიფიცირებულია...

- რა დაამტკიცა? თურმე თარიღი რომ არის დასმული გადიდებულ ფოტოზე, ეს ყოფილა გაყალბება. ეს გაყალბება კი არა, რედაქტირებაა. ლანდშაფტი არის ისეთი, როგორიც იყო, არაფერი იქ არ შეცვლილა. როცა მიშა რამიშვილმა "ფორტუნას" ეთერში უჩვენა ფოტოები შუა კვადრატების გარეშე, მაყურებლისთვის თვალსაჩინოდ გაკეთებული, გადიდებული. მაშინ პროკურატურამ, თვითონ სახელმწიფომ გამოითხოვოს თანამგზავრიდან იმ თარიღის და იმ კოორდინატების ფოტოები, რა ფული არ აქვს, თუ უფლებამოსილება? ან რამდენიმე თანამგზავრის თანაკვეთა უნდა გაკეთდეს და შეიქმნას ერთიანი სურათი. ამას უნდა შრომა, უნდა შეუკვეთო ნასას, ჯაფა ადგებათ? ფული უნდა გადაუხადო და მოგაწვდიან. ეს კერძო პირმა შევძელი და ეგენი ვერ შეძლებენ?

- შესაძლოა იმიტომ არ ცდილობენ, რომ დარწმუნებულები არიან გოგონას თვითმკვლელობის ვერსიაში და სხვა ყველაფერი ზედმეტად ეჩვენებათ.

- თუ დარწმუნებულები არიან, მაშინ იმ დღეებში მანქანა ადგილზე უნდა იყოს და ეს დაამტკიცონ. ამას რომ ვერ ამტკიცებენ, ამაშია საქმე. ეს ფოტოები არაა ფალსიფიცირებული, იმ დღეებში მანქანა იქ არ იდგა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გოგონა მოკლულია. ერთი შეკითხვაც მაქვს - სამხარაულის ბიურო თუ აქამდე ტოტალურად აყალბებდა და მისი დასკვნები 100-დან 80 თუ ყალბი იყო, ახლა გახდა ჭეშმარიტების მექა? გაასაჯაროვონ სამხარაულის ბიუროს დასკვნა ან ჩემი გამოკითხვის ოქმი, მაგრამ ეშინიათ, ამაშია საქმე.

- ამბობთ, რომ ბაჩალიაშვილის საქმე დიდი გამოძიების პატარა ნაწილია, რაც ფულის გათეთრებას და სხვა მაქინაციებს უკავშირდება. გოგონა იმ საქმის ფიგურანტია, რომელსაც თქვენ იძიებთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ეპიზოდი. გოგონა იყო კარგი სპეციალისტი იმ საქმეში, მხედველობაში მაქვს მონაცემთა სისტემები, მათ სისტემატიზებას აკეთებდა და ბუნებრივია, გაუჩნდა კონფიდენციალური ინფორმაციის დიდი ბაზა. ყველაფერთან ერთად, ეს ადამიანი იყო პატიოსანი და მისთვის, მისი მორალური თუ ზნეობრივი სახისთვის, ეს საქმიანობა არც თუ ისე მისაღები იყო. ეს რომ შეატყო მისმა ბოსმა, თუ მოადგილემ, ადგნენ და მოიშორეს. აღარვის ახსოვს, ვინ გააუქმა მისი "ფეისბუქის" პროფილი. ეგ ჯანდაბას, მაქვს სხვა შეკითხვაც - თამარს ჰქონდა პროფილი ისეთ სოციალურ ქსელში, როგორიცაა "ლინკდინი. მისი პროფილის მონიტორინგს ჩვენ ვაკეთებდით ყოველდღიურ რეჟიმში მისი გარდაცვალების დღიდან. რატომღაც კითხვას ამაზე არავინ სვამს, რომ გოგონას პროფილი 4 სექტემბრის ღამეს გაქრა. ეს ნიშნავს, არ მოხდეს იმ ინფორმაციის გასაჯაროვება, რაც მიგვიყვანდა რეალურ სურათამდე.

- "ლინკდინის" მონიტორინგით რას მიაკვლიეთ?

- ნაწილობრივ მივაკვლიეთ გარკვეული ფინანსური კარტელების დანაშაულებრივ საქმიანობას, რასაც აკეთებენ დიდი ფულის მეშვეობით. სადაც არის დიდი ფული, იქ არის კრიმინალი - იგივე ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა, უკანონო პორნოინდუსტრია და ა.შ. გამოძიება წინ არის და რატომღაც, ჩვენმა ბედოვლათებმა რეიხბახები და ვიღაცეები ძალიან უწყინრებად მიიჩნიეს. მე კომპანია "ზეგს" არ შევხებივარ, მხოლოდ მის მფლობელს. "ზეგ"-ის ადვოკატი ისე გამოესარჩლა, თითქოს მისი მამიდაშვილი ყოფილიყოს ეს რეიხბახი. ესენი მარტო "სპუტნიკ ტვს" დასდევენ. ეს ჩვენთვის ბრენდულია იმიტომ, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაპირებდით და ვაპირებთ კიდეც და ის რუსულენოვანი სეგმენტისთვის უნდა ყოფილიყო, რომელსაც სახელი ექნებოდა "სპუტნიკ ტვ". ეს არის შპს, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში და რა გნიასია, ვერ გავიგე?

- თქვენ რუსეთის მთავრობასთან და პუტინთან დაახლოვებულ ექსპერტად და მის მეხოტბედაც მოგიხსენიებენ. თქვენმა კომპანიამ პუტინზე წიგნიც გამოსცა - "ვლადიმერ პუტინი - თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი"... რატომ უნდა დაგიჯეროთ თქვენ?

- ტრამპთანაც ვძმაკაცობ, ბერლუსკონისთანაც და ნაზარბაევთანაც? მსოფლიო ლიდერების სერიალია და გამოვცემთ, ავტორმა გამოსცა და რა ვუთხრა, პუტინი არ მიყვარს-თქო? რა, პუტინი არ არის მსოფლიო დონის პოლიტიკოს ლიდერებს შორის? ჩვენ ქართველებს გვჭირს ქართულ-ხალხური სიბრიყვე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე კარგები და ყველა სხვა დანარჩენი არის ჩვენი მსახური თურმე.

- მართლა რუსეთის მთავრობა გაფინანსებთ?

- შეიძლება დოკუმენტალურად მიჩვენონ ეს? ვინც ამას ამბობს, მათ რომ ვუთხრა, ჩინეთის, ან ჩრდილო კორეის ხელისუფლება გაფინანსებთ-თქო? რას ნიშნავს, რუსეთი მაფინანსებს? დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა? შენ გაზით, წყლით და სხვა რესურსებით რუსეთზე ხარ დამოკიდებული და ჩემზე ლაპარაკობენ? ეს მარტო ამ ხელისუფლებას კი არა, იმ ხელისუფლებასაც სჭირდა და ახლა აღმოაჩინეს, რომ დავით ფურცხვანიძეს თურმე ვიღაცა პუტინი აძლევს ფულს. ჩვენ რომ ცოტათი თავმოყვარე ერი ვიყოთ, ასეთ რამეს არ ვიკადრებდით.

- იარაღთან და ყარაბაღთან დაკავშირებული ინფორმაციის წყარო ქალბატონ თეონა თამაზაშვილისთვის თქვენ იყავით? აღნიშნული ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად შეფასდა, რა მიზანი გქონდათ?

- ქალბატონ თეონას შემთხვევით შევხვდი 5 სექტემბერს, მაშინ გავიცანი და ერთმანეთს რამდენიმე ფრაზა გავუზიარეთ. 2 და 28 აგვისტოს გამოვაქვეყნე ორი სტატია, სადაც მოხსენიებული იყო თამარის საქმე. ამ ქალბატონმა ეს ცნობილი განცხადება გააკეთა 30 აგვისტოს და მთლიანი განცხადებისთვის რომ მოგვესმინა, აღარ გვეყო მოთმინება? მან თქვა, მე ეს განცხადება გავაკეთე იმ ინფორმაციების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც პრესაში იყო თავმოყრილი და შემაჯამებელი დასკვნა გავაკეთეო. ამის გარდა, ინფორმაცია მქონდა ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილისგანო. არა, მაინც და მაინც "რუსული ორიენტაციის ფურცხვანიძემ" მისცა ინფორმაცია თეონა თამაზაშვილს, თანაც არ იცნობდა და ისე. იმავე მიშა რამიშვილს რომ გადაეკიდნენ, თითქოს მან დამიკვეთა მასალები, მე თვითონ, ჩემი ინიციატივით დავუკავშირდი მას და შევთავაზე ფოტოები, რა უნდათ ამ კაცისგან?!

- თქვით, დამატებით მექნება სხვა თანამგზავრის ფოტოებიცო. საიდან, რომელი ქვეყნიდან ელოდებით მათ და რა არის თქვენი ინტერესი?

- დიახ, ვცდილობთ ამას. შესაძლოა იყოს ამერიკულიც, ყოველ შემთხვევაში, არ გაგიკვირდეთ, რომ თანამგზავრი ინტერნაციონალურია, მაგრამ ფული ვისიცაა, იმ ქვეყნის იარლიყს აწებებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ჩინური ან იაპონურიც, ვინაიდან იაპონიის წილი ამ თანამგზავრების პროგრამების დაფინანსებაში არის დომინანტი. ჩვენი ინტერესი ისაა, რომ ჩვენმა კომპანიამ მაღალხარისხიანი გამოძიება დადოს. ჩვენ ვიკვლევთ და საკმაოდ სარისკო სფეროს ვართ შეჭიდებული, ესაა ჩრდილოვანი ინტერნეტი, "დარკნეტი", ანუ აისბერგის ის ქვედა მხარე, რომელშიც თავმოყრილია ყველანაირი კრიმინალი - იარაღით ვაჭრობიდან მოყოლებული, ნარკოტიკებით დამთავრებული. ჩვენი საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ ვმუშაობთ უსაფრთხოების კონცეფციაზე.

ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ჩემი შვილები, შვილიშვილები, ნათესავები და თუნდაც უცნობები, მინდა ყველა იყოს დაცული, ვიცხოვროთ ნორმალურ და მშვიდ გარემოში.

- ამბობთ, რომ თამუნა საფრანგეთში ისეთ კვლევით ინსტიტუტებში გადიოდა სტაჟირებას, რომლებიც სპეცსამსახურის ინტერესების სფეროს წარმოადგენსო. ანუ გინდათ თქვათ, რომ თამარი სპეციალურად მოამზადეს სპეცსამსახურებმა და ის მათზე მუშაობდა...

- ყველაფერი ჯერ კვლევის პროცესშია, მაგრამ ეს გოგონა რომ სპეცსამსახურის მიერ იყო "დავერბოვკებული", ამის თაობაზე ტელევიზიით განაცხადა ერთმა ბატონმა, რომელიც ამ საქმიანობითაა დაკავებული. ეს გოგონა იყო შსს-ს კადრში აყვანილი იმიტომ, რომ ამის თაობაზე მისმა "დამვერბოვკებელმა", თემურ ზარქუამ განაცხადა.- მან თქვა, არ მახსენდება, ბაჩალიაშვილს რეკომენდაცია თუ გავუწიე ამ უწყებასთანო...

ის თუ ახსენდება, რომ ეს იყო უნიჭიერესი გოგო, გამორჩეული, საფრანგეთში ერასმუსის პროგრამაზე თუ გაუწია რეკომენდაცია, ის არ ახსოვს, შსს-ში რომ გააკეთა მისი "დავერბოვკება"? ამის კვლევა არ არის ჩემი პრეროგატივა, მე თუ დამჭირდა, ამას ისედაც გავიგებ. ჯერჯერობით ქართული კვალი იმდენად საინტერესო არ არის, რამდენადაც ეს უკავშირდება უფრო გარე ძალებს.

რაც შეეხება ჩემს ირგვლივ აგორებულ ვერსიებს, ორღობის ჭორებს ჰგავს და დამტკიცება სჭირდება, მაგალითად, ჩემს ისტორიას "სპუტნიკ ტვ"- სთან და პუტინთან ძმაკაცობას. არც ერთია საძრახისი და არც - მეორე. ისე, პუტინთან ბარე ორი აქაური ძლიერი ამა ქვეყნისა ოცნებობს, იქნება იმ კაცზე ჩამომართმევინა ხელიო. ასე რომ, მოდით, რა, ყველამ თავის საქმეს მიხედოს.

- დამტკიცება სჭირდება იმასაც, თუ ვინმეს "დავერბოვკებას" აბრალებთ... ისე, თქვენ თუ გაქვთ ჩამორთმეული ხელი პუტინისთვის?

- მე რომ არ მქონდეს ინფორმაცია, არ ვიტყოდი. რაც შეეხება პუტინს, არა, მაგრამ თუ იქნებოდა ამის მომენტი, ნამდვილად ჩამოვართმევდი იმიტომ, რომ ის არის მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული, კარგია, თუ - ცუდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

- მაგრამ საქართველოსთვის და ქართველებისთვის ის მტერი და ოკუპანტია...

- კი ბატონო, მაგრამ მეც რომ მქონდეს საშუალება, სიამოვნებით გადავინადირებდი სოჭის ოლქამდე და მეც ვიქნებოდი ოკუპანტი. ის იმიტომაა ოკუპანტი, რომ ნახა სოფელი უძაღლოდ და გაიარა უჯოხოდ, მორჩა და გათავდა! შენ უნდა ვარგოდე, რომ იმან არ წაგართვას. თურქეთის ოკუპანტობაზე რატომღაც მორცხვად ვსაუბრობთ, ირანზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, აზერბაიჯანელები ხომ ჩვენი ძმები არიან და მარტო რუსეთია ოკუპანტი. ჩვენ ვართ არტისტული ერი და დროზე უნდა ავირჩიოთ ვინმე კლოუნი, როგორც უკრაინაში აირჩიეს, ესღა გვაქვს დარჩენილი. კლოუნები ხომ ძალიან ბევრი გვყავს - პარლამენტში ერთი 150, მინისტრთა კაბინეტში – 50 თავისი ჩინოვნიკებიანად, ჩვენ კიდევ, დანარჩენები მაყურებლები ვართ.

ოზურგეთში, მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა - არსებული ინფორმაციით, ის ჯერ ეკლესიაში შევარდა, სადაც საეკლესიო ინვენტარი დააზიანა

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა