სპორტი
პოლიტიკა
კონფლიქტები

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?
"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?

მოს­კო­ვის ის­ტო­რი­ა­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა ისე­თი სწრა­ფი კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის არ­ქი­ტექ­ტორ­თა კავ­შირ­მა გა­მო­ა­ცხა­და და ერთ დღე­ში დას­რულ­და: 12 სექ­ტემ­ბერს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია "სრუ­ლი­ად რუ­სე­თის სა­ხალ­ხო კონ­კურ­სის" თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც წი­თელ მო­ე­დან­ზე, კრემლთან მდე­ბა­რე ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის მავ­ზო­ლე­უ­მის ახ­ლე­ბუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბო­და. რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ბევ­რმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კონ­კურ­სში მავ­ზო­ლე­უ­მი­დან ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის ნეშ­ტის გა­ტა­ნა და თვი­თონ მავ­ზო­ლე­უ­მის გა­უქ­მე­ბის მცდე­ლო­ბა და­ი­ნა­ხა. მა­ს­მე­დი­ა­ში არ­ქი­ტექ­ტორ­თა კავ­ში­რის მი­მართ იმ­დე­ნად ნე­გა­ტი­უ­რი მა­სა­ლე­ბი დაგ­როვ­და, რომ ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ ნაჩ­ქა­რე­ვად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა­ზე უარი ეთ­ქვათ. სხვა­თა შო­რის, იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა სი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი ობი­ექ­ტის - ლე­ნი­ნის მავ­ზო­ლე­უ­მის შე­სა­ხებ, კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის გეგ­მებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ოლღა ლუ­ბი­მო­ვა­მაც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­ი­გო.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ჯა­რო სკან­დალ­ში გა­და­ი­ზარ­და. თა­ვი­სი აზრი გა­მოთ­ქვეს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა - მწერ­ლებ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა... ჩა­ტარ­და გა­მო­კი­თხვე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში - რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა 40% თა­ნახ­მაა, რომ ლე­ნი­ნი მავ­ზო­ლე­უ­მი­დან გა­მო­ი­ტა­ნონ და სა­საფ­ლა­ო­ზე პა­ტი­ვის მი­გე­ბით დაკ­რძა­ლონ, 22% კი წი­ნა­აღ­მდე­გია. სა­ერ­თოდ, ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის მავ­ზო­ლე­უ­მის არ­სე­ბო­ბა მოს­კო­ვის ცენ­ტრში, უკვე 30 წელ­ზე მე­ტია რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ვას იწ­ვევს.

ცოტა რამ ახლო წარ­სუ­ლი­დან: "და­საფ­ლა­ვე­ბა" ადა­მი­ა­ნუ­რად

მსოფ­ლიო პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ბე­ლა­დის ნეშ­ტის მი­წი­სათ­ვის მი­ბა­რე­ბის იდეა პირ­ვე­ლად 1989 წელს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დე­პუ­ტატ­თა პირ­ველ ყრი­ლო­ბა­ზე გაჟ­ღერ­და იური კა­რი­ა­კი­ნის მიერ, რომ­ლის თქმით, ვლა­დი­მერ ლე­ნინს თურ­მე ბოლო ან­დერ­ძად დე­დის გვერ­დით და­საფ­ლა­ვე­ბა სურ­დაო, მაგ­რამ ბე­ლა­დის ძმის­შვილ­მა (უმ­ცრო­სი ძმის - დი­მიტ­რი ული­ა­ნო­ვის შვილ­მა), ღრმად მო­ხუ­ცე­ბულ­მა ოლღა ული­ა­ნო­ვამ მსგავ­სი და­ნა­ბა­რე­ბის არ­სე­ბო­ბა უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ­ქივ­ში არ არ­სე­ბობს. 1991 წელს, მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის თან­ხმო­ბით, იგი­ვე წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­ვი­და დე­პუ­ტა­ტი ანა­ტო­ლი სობ­ჩა­კი, მაგ­რამ ინი­ცი­ა­ტი­ვა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. 1997 წელს პრე­ზი­დენ­ტი ბო­რის ელ­ცი­ნიც არ იყო წი­ნა­აღ­მდე­გი ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის გვა­მის გა­და­ტა­ნა-და­მარ­ხვი­სა, მაგ­რამ მის გან­ზრახ­ვა­საც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ ეწე­რა. 2010 წელს პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა "ვალ­და­ის კლუ­ბის" წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის და­საფ­ლა­ვე­ბის სა­კითხს რუსი ხალ­ხი თა­ვის დრო­ზე გა­და­წყვეტს - "ის­ტო­რია ისე­თი რა­ღა­ცაა, რო­მე­ლიც აჩ­ქა­რე­ბას ვერ იტანს".

კრე­მა­ტო­რი­უ­მის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა: მავ­ზო­ლე­უმ­ში სტა­ლინ­თან ერ­თად?

ბოლო დღე­ე­ბის მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე კი რუ­სე­თის ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, სა­თათ­ბი­როს წევ­რმა ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკიმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნის ცხედ­რის კრე­მა­ცია შეს­თა­ვა­ზა: "ჩვენ ეს გვა­მი არ გვჭირ­დე­ბა. გთხოვთ, ნუ გავ­ყი­დით, მო­დით კრე­მა­ტო­რი­უმ­ში დავ­წვათ ცხე­და­რი და სიმ­ბირსკში მისი მა­მის საფ­ლავ­თან ან პე­ტერ­ბურ­გში, დე­დის საფ­ლა­ვის გვერ­დით დავ­კრძა­ლოთ" მარ­თა­ლია, მან ორი­ო­დე დღის შემ­დეგ აზრი შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ამა­ზე ქვე­მოთ.

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს წევ­რის, კომ­პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის (ცე­კას) თავ­მჯდო­მა­რის გე­ნა­დი ზი­უ­გა­ნო­ვის თქმით, "ის, რაც ლე­ნინ­თან და მავ­ზო­ლე­უმ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, საბ­ჭო­თა ეპო­ქას­თან გა­ნუ­ყო­ფე­ლია. ლე­ნი­ნი იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ტრა­დი­ცი­ით და­იკ­რძა­ლა, მათ შო­რის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ტრა­დი­ცი­ი­თაც. ასე რომ, ვლა­დი­მერ ილი­ჩის ცხედ­რის მავ­ზო­ლე­უ­მი­დან გა­ტა­ნის მო­წო­დე­ბა პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია".

ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და პუბ­ლი­ცის­ტის მაქ­სიმ შევ­ჩენ­კოს აზ­რით, "მავ­ზო­ლე­უმ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მით­ქმა-მოთ­ქმას და "ცეკ­ვა-თა­მაშს" პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით უნდა შევ­ხე­დოთ. მალე სა­თათ­ბი­როს არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და ეს თემა უფრო მე­ტად კო­მუ­ნის­ტებს აწყობთ - შე­იძ­ლე­ბა მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ით ხმე­ბის და­მა­ტე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბა მი­ი­ღონ. სა­ერ­თოდ კი ვთვლი, რომ ამ თე­მის სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ხილ­ვა არ ღირს: ისე­დაც გა­სა­გე­ბია, რომ მავ­ზო­ლე­უმს ხელს არა­ვინ ახ­ლებს". მწე­რალ ალექ­სან­დრე პრო­ხა­ნო­ვის თქმით, "მე რუ­სე­თის მთავ­რო­ბას და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მავ­ზო­ლე­უ­მი­დან ლე­ნი­ნის გა­მო­ტა­ნას კი არ შევ­თა­ვა­ზებ­დი, არა­მედ იქ იო­სებ სტა­ლი­ნის ნეშ­ტის შე­ტა­ნას".

თვი­თონ არ­ქი­ტექ­ტორ­თა კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლაი შუ­მა­კო­ვი კი ამ­ბობს: "ადრე თუ გვი­ან ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. ლე­ნინს 100 ან 150 წლის შემ­დეგ მა­ინც გა­მო­ი­ტა­ნენ. რა­ღაც გო­ნივ­რუ­ლი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­ნამ­დე უნდა მი­ვი­ღოთ, სა­ნამ მავ­ზო­ლე­უ­მის დან­გრე­ვის საფრ­თხე არ შე­იქ­მნე­ბა".

დე­ი­ვიდ და­თუ­ნა: "ვი­ყი­დი ლე­ნინს... მი­ლი­არდ დო­ლა­რად"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აშშ-ში მოღ­ვა­წე მხატ­ვარ­მა დე­ი­ვიდ და­თუ­ნამ ლე­ნი­ნის ცხედ­რის შეს­ყიდ­ვი­სა და აშშ-ში გა­და­ტა­ნის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა. მისი თქმით, ამე­რი­კა კო­მუ­ნიზ­მი­სა და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი იდე­ე­ბის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა და ახლა მავ­ზო­ლე­უ­მის ატ­რი­ბუ­ტე­ბი და ლე­ნი­ნი აშშ-ს უფრო სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე რუ­სეთს. დე­ი­ვიდ და­თუ­ნას მსოფ­ლიო პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის ბე­ლა­დის ცხედ­რი­დან არტ-ობი­ექ­ტის შექ­მნა აქვს გან­ზრა­ხუ­ლი, მის სა­ყიდ­ლად 50 მი­ლი­ო­ნი უკვე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი აქვს. ასე­ვე მზა­დაა, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი და­ხარ­ჯოს. ცნო­ბი­სათ­ვის: დე­ი­ვიდ და­თუ­ნა წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია, თბი­ლი­სე­ლი, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი. და­თუ­ნა 1999 წლი­დან აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლია "მი­ლი­ო­ნე­ბის ხედ­ვის" სე­რი­ე­ბი (Viewpoints of Millions), რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა უნი­კა­ლუ­რი ხედ­ვი­დან იკ­ვლე­ვენ კულ­ტუ­რუ­ლი იდენ­ტო­ბის წყა­რო­ებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ბებს. გაგ­რძე­ლე­ბა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
1

სტალინის დასაფლავებისას ანეკდოტი გაჩნდა - ერთს გამოუჩნდა პატრონი და დაასაფლავაო, მეორე კია ასე უპატრონოდო

emigranti
243

ეს სტატია ძალიან მომეწონა ბევრი ახალიც გავიგე. ძალიან მომეწონა თუ ამერიკა კომუიძმის გზიტ წავა მსოფლიოში დიდი ცვლილება მოხდება. ხალხისთვის ყველაზე კარგი კომუნისტური წყობაააააა და არა ტყუილებზე აგებული ვიტომ დემოკრატია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?

"ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად" - რას უპირებენ საბჭოთა ბელადს და რატომ ფიქრობს ქართველი მხატვარი, რომ ილიჩის ნეშტი ამერიკაში უნდა იყოს?

მოსკოვის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ისეთი სწრაფი კონკურსი, რომელიც რუსეთის არქიტექტორთა კავშირმა გამოაცხადა და ერთ დღეში დასრულდა: 12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია "სრულიად რუსეთის სახალხო კონკურსის" თაობაზე, რომელიც წითელ მოედანზე, კრემლთან მდებარე ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმის ახლებურად გამოყენებას ეხებოდა. რუსეთის საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა კონკურსში მავზოლეუმიდან ვლადიმერ ლენინის ნეშტის გატანა და თვითონ მავზოლეუმის გაუქმების მცდელობა დაინახა. მასმედიაში არქიტექტორთა კავშირის მიმართ იმდენად ნეგატიური მასალები დაგროვდა, რომ ინიციატორები იძულებულები გახდნენ ნაჩქარევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარებაზე უარი ეთქვათ. სხვათა შორის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ობიექტის - ლენინის მავზოლეუმის შესახებ, კონკურსის ჩატარების გეგმებზე ინფორმაცია რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლღა ლუბიმოვამაც ტელევიზიიდან გაიგო.

მოკლედ რომ ვთქვათ, შემოქმედებითი ღონისძიება საჯარო სკანდალში გადაიზარდა. თავისი აზრი გამოთქვეს პოლიტიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა - მწერლებმა, ჟურნალისტებმა... ჩატარდა გამოკითხვები მოსახლეობაში - რუსეთის მოქალაქეთა 40% თანახმაა, რომ ლენინი მავზოლეუმიდან გამოიტანონ და სასაფლაოზე პატივის მიგებით დაკრძალონ, 22% კი წინააღმდეგია. საერთოდ, ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმის არსებობა მოსკოვის ცენტრში, უკვე 30 წელზე მეტია რუსულ საზოგადოებაში დავას იწვევს.

ცოტა რამ ახლო წარსულიდან: "დასაფლავება" ადამიანურად

მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ნეშტის მიწისათვის მიბარების იდეა პირველად 1989 წელს, საბჭოთა კავშირის დეპუტატთა პირველ ყრილობაზე გაჟღერდა იური კარიაკინის მიერ, რომლის თქმით, ვლადიმერ ლენინს თურმე ბოლო ანდერძად დედის გვერდით დასაფლავება სურდაო, მაგრამ ბელადის ძმისშვილმა (უმცროსი ძმის - დიმიტრი ულიანოვის შვილმა), ღრმად მოხუცებულმა ოლღა ულიანოვამ მსგავსი დანაბარების არსებობა უარყო და განაცხადა, რომ არანაირი დოკუმენტი არქივში არ არსებობს. 1991 წელს, მიხეილ გორბაჩოვის თანხმობით, იგივე წინადადებით გამოვიდა დეპუტატი ანატოლი სობჩაკი, მაგრამ ინიციატივა უშედეგო აღმოჩნდა. 1997 წელს პრეზიდენტი ბორის ელცინიც არ იყო წინააღმდეგი ვლადიმერ ლენინის გვამის გადატანა-დამარხვისა, მაგრამ მის განზრახვასაც განხორციელება არ ეწერა. 2010 წელს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ვალდაის კლუბის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ ლენინის დასაფლავების საკითხს რუსი ხალხი თავის დროზე გადაწყვეტს - "ისტორია ისეთი რაღაცაა, რომელიც აჩქარებას ვერ იტანს".

კრემატორიუმის ალტერნატივა: მავზოლეუმში სტალინთან ერთად?

ბოლო დღეების მოვლენების ფონზე კი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სათათბიროს წევრმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა: "ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ" მართალია, მან ორიოდე დღის შემდეგ აზრი შეიცვალა, თუმცა ამაზე ქვემოთ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკას) თავმჯდომარის გენადი ზიუგანოვის თქმით, "ის, რაც ლენინთან და მავზოლეუმთან არის დაკავშირებული, საბჭოთა ეპოქასთან განუყოფელია. ლენინი იმ დროისთვის არსებული ყველა ტრადიციით დაიკრძალა, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციითაც. ასე რომ, ვლადიმერ ილიჩის ცხედრის მავზოლეუმიდან გატანის მოწოდება პროვოკაციულია".

ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის მაქსიმ შევჩენკოს აზრით, "მავზოლეუმთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას და "ცეკვა-თამაშს" პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. მალე სათათბიროს არჩევნები მოდის და ეს თემა უფრო მეტად კომუნისტებს აწყობთ - შეიძლება მისი ექსპლუატაციით ხმების დამატებითი რაოდენობა მიიღონ. საერთოდ კი ვთვლი, რომ ამ თემის სერიოზულად განხილვა არ ღირს: ისედაც გასაგებია, რომ მავზოლეუმს ხელს არავინ ახლებს". მწერალ ალექსანდრე პროხანოვის თქმით, "მე რუსეთის მთავრობას და საზოგადოებას მავზოლეუმიდან ლენინის გამოტანას კი არ შევთავაზებდი, არამედ იქ იოსებ სტალინის ნეშტის შეტანას".

თვითონ არქიტექტორთა კავშირის პრეზიდენტი ნიკოლაი შუმაკოვი კი ამბობს: "ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. ლენინს 100 ან 150 წლის შემდეგ მაინც გამოიტანენ. რაღაც გონივრული, ცივილიზებული გადაწყვეტილება მანამდე უნდა მივიღოთ, სანამ მავზოლეუმის დანგრევის საფრთხე არ შეიქმნება".

დეივიდ დათუნა: "ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად"

რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში მოღვაწე მხატვარმა დეივიდ დათუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ამერიკა კომუნიზმისა და სოციალისტური იდეებისკენ მიემართება და ახლა მავზოლეუმის ატრიბუტები და ლენინი აშშ-ს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს. დეივიდ დათუნას მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ცხედრიდან არტ-ობიექტის შექმნა აქვს განზრახული, მის საყიდლად 50 მილიონი უკვე შეგროვებული აქვს. ასევე მზადაა, თუ საჭირო გახდება, მილიარდი დოლარი დახარჯოს. ცნობისათვის: დეივიდ დათუნა წარმოშობით ქართველია, თბილისელი, 1974 წელს დაბადებული. დათუნა 1999 წლიდან აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ცნობილია "მილიონების ხედვის" სერიები (Viewpoints of Millions), რომლებიც სხვადასხვა უნიკალური ხედვიდან იკვლევენ კულტურული იდენტობის წყაროებსა და მნიშვნელობებს. გაგრძელება

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება: სომხეთმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა

7-მილიონიანი უძრავი ქონება, მემუარები და პენსია - როგორია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შემოსავლები

როგორ ცხოვრობს ჩრდილოეთ კორეის პრივილეგირებული ელიტა - ღარიბებს საკუთარი ტუალეტებიც არ აქვთ, ჭამენ მკაცრად განსაზღვრულ საჭმელს და ეკრძალებათ ზედმეტი ძილი