მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო
3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

სო­ფელ შამ­გო­ნა­ში ცო­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­კურ სორ­დია ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ სცნო. მსჯავ­რე­ბულს 3 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი კი­დევ 1 წლით გა­უ­ხან­გრძლივ­და და ცი­ხე­ში 4 წელს გა­ა­ტა­რებს. Ambebi.ge აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებ­და გახ­მა­უ­რე­ბულ ტრა­გე­დი­ას.

გარ­დაც­ვლი­ლი ეკა მი­ქა­ვას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ბა­კურ სორ­დი­ას კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით გა­სა­მარ­თლე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე Ambebi.ge-სთან აცხა­დებს, რომ ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი იყო 115-ე მუხ­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას. თუმ­ცა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა, რომ ეს არ იყო თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და იყო 126-ე, ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლი, რაც ნაკ­ლებ სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბო­დით ფორ­მუ­ლი­რე­ბას, რომ მან თავი მო­იკ­ლა თვით­ნე­ბუ­რად და ამ თვით­მკვლე­ლო­ბას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და უმ­ძი­მეს ძა­ლა­დო­ბას­თან. წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თეთ ზუგ­დი­დის პრო­კუ­რა­ტუ­რას, რათა მათ გა­ე­სა­ჩივ­რე­ბი­ნათ ეს გა­ნა­ჩე­ნი ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ამ მხრივ პრაქ­ტი­კა არის მწი­რი, ვი­ნა­ი­დან თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხლთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ებ­ზე ხში­რად დგე­ბა გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ან სხვა მუხ­ლით კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. ეს იყო სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც პრაქ­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", - აცხა­დებს "სა­ფა­რის" იუ­რის­ტი.

სამი შვი­ლის დედა, 32 წლის ეკა მი­ქა­ვა, მე­ზობ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე ნა­გე­ბო­ბა­ში 2019 წლის 28 დე­კემ­ბერს ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს.

მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ნა­შა­უ­ლის ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო ვერ­სი­ე­ბი გავ­რცელ­და: გარ­დაც­ვლი­ლის ძმა და მამა სუ­ი­ციდს გა­მო­რი­ცხავ­დნენ და ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდა ქალი მე­უღ­ლემ ჯერ სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მა, შემ­დეგ კი მე­ზობ­ლის ბო­სელ­ში ჩა­მო­კი­და. ხოლო მე­ზობ­ლე­ბი, თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ გა­მო­რი­ცხავ­დნენ. მათი ნა­ამ­ბო­ბით, ეკა მი­ქა­ვა ყვი­რი­ლით თხოვ­და დახ­მა­რე­ბას მე­ზობ­ლებს, ერ­თმა ურ­ჩია ერთ-ერთ სახ­ლში შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი და ბო­ლოს სწო­რედ იმ ეზოს­კენ მი­მა­ვა­ლი ნა­ხეს ახალ­გაზ­რდა ქალი...

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა, სსკ-ის 115-ე (თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა) და 126-ე (ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა) მუხ­ლე­ბით და­ი­წყო. მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს და­ა­კა­ვეს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე - ბა­კურ სორ­დია, რო­მელ­საც ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 31 დე­კემ­ბერს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვიკა
6

მოიცა ის მეზობლები იდგნენ და უყურებდნენ სეირს? და ხომ ნახეს კიდეც... რა იქნებოდა დახმარებოდნენ და გადაერჩინათ ასეთი ლამა,ი გოგო.....ან 4წელი რა არის? მეზობლებიც უნდა მიუსვა

მზია
6

 რა უსამართლობაა - ადამიანის ასეთი გამწარებისა და თვითმკვლელობის იძულების გამო მხოლოდ 4 წელი უნდა დაისაჯოს ეს არაადამიანი?

 

 

ავტორი:

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

3 შვილის დედის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, მისი მეუღლე ციხეში 4 წელს გაატარებს - ბაკურ სორდია სასამართლომ დამნაშავედ სცნო

სოფელ შამგონაში ცოლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებული ბაკურ სორდია ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მსჯავრებულს 3 წლიანი სასჯელი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივდა და ციხეში 4 წელს გაატარებს. Ambebi.ge აქტიურად აშუქებდა გახმაურებულ ტრაგედიას.

გარდაცვლილი ეკა მიქავას ოჯახის წევრები ბაკურ სორდიას კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლებას მოითხოვდნენ. გარდაცვლილი ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი ელისო რუხაძე Ambebi.ge-სთან აცხადებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოსგან განსხვავებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"გამოძიება დაწყებული იყო 115-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თვითმკვლელობამდე მიყვანას. თუმცა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი და იყო 126-ე, ძალადობის მუხლი, რაც ნაკლებ სასჯელს ითვალისწინებს. ჩვენ არ ვეთანხმებოდით ფორმულირებას, რომ მან თავი მოიკლა თვითნებურად და ამ თვითმკვლელობას არანაირი კავშირი არ ჰქონდა უმძიმეს ძალადობასთან. წერილობით მივმართეთ ზუგდიდის პროკურატურას, რათა მათ გაესაჩივრებინათ ეს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ მხრივ პრაქტიკა არის მწირი, ვინაიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთან დაკავშირებული საქმეებზე ხშირად დგება გამამართლებელი განაჩენი ან სხვა მუხლით კვალიფიცირდება. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც პრაქტიკის თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - აცხადებს "საფარის" იურისტი.

სამი შვილის დედა, 32 წლის ეკა მიქავა, მეზობლის ეზოში მდებარე ნაგებობაში 2019 წლის 28 დეკემბერს ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მომხდარიდან მალევე დანაშაულის ურთიერთსაპირისპირო ვერსიები გავრცელდა: გარდაცვლილის ძმა და მამა სუიციდს გამორიცხავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა ქალი მეუღლემ ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი მეზობლის ბოსელში ჩამოკიდა. ხოლო მეზობლები, თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავდნენ. მათი ნაამბობით, ეკა მიქავა ყვირილით თხოვდა დახმარებას მეზობლებს, ერთმა ურჩია ერთ-ერთ სახლში შეეფარებინა თავი და ბოლოს სწორედ იმ ეზოსკენ მიმავალი ნახეს ახალგაზრდა ქალი...

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება, სსკ-ის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 126-ე (ოჯახური ძალადობა) მუხლებით დაიწყო. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს გარდაცვლილის მეუღლე - ბაკურ სორდია, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 31 დეკემბერს პატიმრობა შეუფარდა.

პოლიცია ეძებს თეთრკანიან მამაკაცს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა - ვინ იყო 18 წლის ქართველი, რომელიც ნიუ იორკში მოკლეს

პოლიციამ დააჯარიმა კორონავირუსით ინფიცირებული საკრებულოს წევრი, რომელიც სამტრედიაში ავტომანქანით გადაადგილდებოდა

"ხელები შემიკრეს და დამაგდეს ქვემოთ, მუშტები მირტყეს. მერე უთო მოიტანეს..." - ხობში მომხდარი სასტიკი ყაჩაღობის დეტალები