საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რელიგია, პოლიტიკა და კორონავირუსი -  რა ხდება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, სადაც ასობით ხასიდი მომლოცველი გააჩერეს და უკრაინაში არ უშვებენ
რელიგია, პოლიტიკა და კორონავირუსი -  რა ხდება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, სადაც ასობით ხასიდი მომლოცველი გააჩერეს და უკრაინაში არ უშვებენ

უკ­რა­ი­ნა-ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­თან, ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 000 ებ­რა­ე­ლი ხა­სი­დი მომ­ლოც­ვე­ლია გა­ჩე­რე­ბუ­ლი. სა­უ­ბა­რია ბრეს­ლო­ვის ხა­სიდ­თა მოძ­რა­ო­ბა­ზე, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ებ­რა­უ­ლი ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნად უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ უმან­ში ჩას­ვლას ბე­ლა­რუ­სის გავ­ლით გეგ­მავ­დნენ, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ უფრო გარ­ცე­ლე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, უკ­რა­ი­ნა მათ ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს.

სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სის“ ცნო­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ე­ვი კრი­ზი­სის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლებს და გა­მო­სა­ვალს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერც ერთი მხა­რე ვერ პო­უ­ლობს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "გან­ზრახ, ან უნებ­ლი­ედ“ ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში იმის შე­სა­ხებ, რომ ბე­ლა­რუ­სი­სა და უკ­რა­ი­ნის სა­ზღვა­რი ღია რჩე­ბო­და. შე­დე­გად წა­ა­ხა­ლი­სა მომ­ლოც­ვე­ლე­ბი და აფიქ­რე­ბი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეს­ვლას შეძ­ლებ­დნენ მა­შინ, როცა სა­ზღვა­რი ჩა­კე­ტი­ლი იყო.

პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­უ­წო­დებს ბე­ლა­რუ­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ შე­წყვი­ტონ სა­ზღვარ­ზე და­მა­ტე­ბით და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნა. თა­ვის მხრივ კი ბე­ლა­რუ­სის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი უკ­რა­ი­ნას კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბას ურ­ჩევს.

"ამ ეტაპ­ზე ვი­თა­რე­ბა არ იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ვუ­შავთ უფრო მეტი მომ­ლოც­ვე­ლი“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, იე­ვ­ჰენ იე­ნინ­მა, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ლოც­ვე­ლე­ბი საკ­ვე­ბი­თა და სასმლით უკ­რა­ი­ნის, ბე­ლა­რუ­სი­სა და ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა უზ­რუნ­ველ­ყვეს.

ურ­თი­ერ­თო­ბა კი­ევ­სა და მინ­სკს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც უკ­რა­ი­ნა შე­უ­ერ­თდა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს და ბე­ლა­რუ­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­მონ­სტრა­ნებ­ზე ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა.

BBC-ის რუ­სუ­ლი ბი­უ­როს ცნო­ბით, პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ დაგ­მო დე­მონ­სტრან­ტებ­ზე ძა­ლა­დო­ბა. თა­ვის მხრივ, ბე­ლა­რუს­მა უკ­რა­ი­ნა პრო­ვო­კა­ტო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"რო­ი­ტერ­სი“ კი წერს, რომ მინ­სკში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ბე­ლა­რუ­სი კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლო­ვა ტრა­დი­ცი­ულ მო­კავ­ში­რეს, რუ­სეთს. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ვი­თა­რე­ბა უკ­რა­ი­ნა-ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც ლუ­კა­შენ­კო რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შეხ­ვდა და და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კის ფონ­ზე, მის­გან სამ­ხედ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო.

რუ­სე­თი­სა და ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა ორ­შა­ბათს, სოჭ­ში გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ მან რუს კო­ლე­გას ბე­ლა­რუ­სის ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბა სთხო­ვა. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რუ­სე­თი ბე­ლა­რუსს სეს­ხის სა­ხით 1.5 მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს გა­მო­უ­ყოფს.

რაც შე­ე­ხე­ბა ებ­რა­ელ მომ­ლოც­ვე­ლებს, ყო­ველ წელს ებ­რა­უ­ლი ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნად ისი­ნი უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ უმანს სტუმ­რო­ბენ. წელს ებ­რა­უ­ლი ახა­ლი წელი 18 სექ­ტემ­ბერს იწყე­ბა და დღე­სას­წა­უ­ლი 20 სექ­ტემ­ბრამ­დე გას­ტანს.

"რო­ი­ტერ­სი“ ავ­რცე­ლებს ფო­ტო­ებ­საც, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია ნოვი ია­რი­ლო­ვი­ჩის სა­სა­ზღვრო გამ­შვებ პუნ­ქტთან ვი­თა­რე­ბა. გაშ­ლი­ლია კარ­კვე­ბი, ზოგ მომ­ლოც­ველს მუ­ყა­ო­ზე სძი­ნავს. პი­ლიგ­რი­მებს შო­რის არი­ან ბავ­შვე­ბიც.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მმმ.
5

უსაქმურები. რისთვის ლოცულობენ ნეტავ- ქვეყნის დასაქცევად?

გიორგი
1

საინტერესოა, შუადღით რომ სძინავთ, ღამით რას აკეთებენ? თვალთმაქცური მოქმედებებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

რელიგია, პოლიტიკა და კორონავირუსი -  რა ხდება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, სადაც ასობით ხასიდი მომლოცველი გააჩერეს და უკრაინაში არ უშვებენ

რელიგია, პოლიტიკა და კორონავირუსი -  რა ხდება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, სადაც ასობით ხასიდი მომლოცველი გააჩერეს და უკრაინაში არ უშვებენ

უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 2 000 ებრაელი ხასიდი მომლოცველია გაჩერებული. საუბარია ბრესლოვის ხასიდთა მოძრაობაზე, რომლის წარმომადგენლებიც ებრაული ახალი წლის აღსანიშნად უკრაინის ქალაქ უმანში ჩასვლას ბელარუსის გავლით გეგმავდნენ, თუმცა კორონავირუსის კიდევ უფრო გარცელების თავიდან არიდებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, უკრაინა მათ ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს.

სააგენტო "როიტერსის“ ცნობით, ოფიციალური კიევი კრიზისის პროვოცირებაში ბელარუსის ხელისუფლებას ადანაშაულებს და გამოსავალს ჯერჯერობით ვერც ერთი მხარე ვერ პოულობს.

სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ დაადანაშაულა ბელარუსის ხელისუფლება "განზრახ, ან უნებლიედ“ ჭორების გავრცელებაში იმის შესახებ, რომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარი ღია რჩებოდა. შედეგად წაახალისა მომლოცველები და აფიქრებინა, რომ უკრაინაში შესვლას შეძლებდნენ მაშინ, როცა საზღვარი ჩაკეტილი იყო.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტონ საზღვარზე დამატებით დაძაბულობის შექმნა. თავის მხრივ კი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას კრიზისის მოგვარებას ურჩევს.

"ამ ეტაპზე ვითარება არ იძლევა საშუალებას, ქვეყანაში შემოვუშავთ უფრო მეტი მომლოცველი“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იევჰენ იენინმა, მისივე ინფორმაციით, მომლოცველები საკვებითა და სასმლით უკრაინის, ბელარუსისა და ისრაელის ხელისუფლებებმა უზრუნველყვეს.

ურთიერთობა კიევსა და მინსკს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინა შეუერთდა ევროკავშირის ქვეყნებს და ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, ასევე ხელისუფლება დემონსტრანებზე ძალის გამოყენების გამო გააკრიტიკა.

BBC-ის რუსული ბიუროს ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაგმო დემონსტრანტებზე ძალადობა. თავის მხრივ, ბელარუსმა უკრაინა პროვოკატორების მომზადებაში დაადანაშაულა.

"როიტერსი“ კი წერს, რომ მინსკში განვითარებულმა მოვლენებმა ბელარუსი კიდევ უფრო დაუახლოვა ტრადიციულ მოკავშირეს, რუსეთს. დასავლურ მედიაში წერენ, რომ ვითარება უკრაინა-ბელარუსის საზღვართან განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და დასავლეთის კრიტიკის ფონზე, მისგან სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მიიღო.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა ორშაბათს, სოჭში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან რუს კოლეგას ბელარუსის იარაღით მომარაგება სთხოვა. შეხვედრის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბელარუსს სესხის სახით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.

რაც შეეხება ებრაელ მომლოცველებს, ყოველ წელს ებრაული ახალი წლის აღსანიშნად ისინი უკრაინის ქალაქ უმანს სტუმრობენ. წელს ებრაული ახალი წელი 18 სექტემბერს იწყება და დღესასწაული 20 სექტემბრამდე გასტანს.

"როიტერსი“ ავრცელებს ფოტოებსაც, სადაც აღბეჭდილია ნოვი იარილოვიჩის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ვითარება. გაშლილია კარკვები, ზოგ მომლოცველს მუყაოზე სძინავს. პილიგრიმებს შორის არიან ბავშვებიც.

"საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღს თვითმფრინავებით კონტრაბანდული გზით გზავნიან" - რაზე ისაუბრა ალიევმა თურქულ ტელეკომპანიასთან

"სომხეთმა განჯაზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, დაღუპულია 12 ადამიანი" - რა განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება

"ამ დროისთვის "დექსამეტაზონი" ერთადერთი პრეპარატია, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმის დროს ეფექტურია" - ჯანმოს დირექტორი