კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს
"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს, რომ ის ექიმ გი­ორ­გი კან­დე­ლაკს ტე­ლე­და­ბა­ტებ­ში იწ­ვევს.

რო­გორც თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამით ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი კი­თხვას, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ COVID-19-ის პან­დე­მი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი - სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა, თუ სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა?

"გი­ორ­გი კან­დე­ლაკს ვიწ­ვევ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში. 12 სექ­ტემ­ბერს ცნო­ბილ­მა ექიმ­მა, ბა­ტონ­მა გი­ორ­გი კან­დე­ლაკ­მა თა­ვის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­რი­გი პოს­ტი COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც იგი ნე­გა­ტი­უ­რად აფა­სებს ქვე­ყა­ნა­ში სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი­სა და ექი­მე­ბის მიერ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ლი­ტი­კას და ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რის შე­დე­გა­დაც მისი სი­ტყვე­ბით „ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი და და­სა­ხუ­ლი იყო შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბი “ - თით­ქოს „სწო­რი“ და „ქმე­დი­თი“ ღო­ნი­სი­ძი­ე­ბე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ეპი­დე­მია და ა.შ. რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ ქვე­ყა­ნას მძი­მე შე­დე­გე­ბი მო­უ­ტა­ნა. ბ-ნი გი­ორ­გი უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ღია კო­რუფ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც კი არ გა­მო­რი­ცხავს.

ბა­ტო­ნი გი­ორ­გი ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მია. მე მას უდი­დეს პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ რო­გორც იტყვი­ან „Amicus Plato sed magis amica veritas“ - პლა­ტო­ნი ჩემი მე­გო­ბა­რია, მაგ­რამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა უფრო დიდი მე­გო­ბა­რია. ბ-ნი გი­ორ­გის შე­ფა­სე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კი მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან შორს არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­დან და ტენ­დენ­ცი­უ­რია, უფრო მე­ტიც - ისი­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რა­მე­თუ შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ნი­ჰი­ლიზ­მი, უნ­დობ­ლო­ბა და იმის გან­ცდა, რომ ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვი­სი არას­წო­რი ქმე­დე­ბე­ბით დარ­ტყმის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

ამი­ტომ მე მინ­და ვთხო­ვო ბ-ნ გი­ორ­გის შევ­ხვდეთ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს მთა­ვარ კი­თხვას - ექი­მე­ბის და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლის მიერ COVID-19-ის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (პრე­ვენ­ცი­უ­ლი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი და სამ­კურ­ნა­ლო) სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო სწო­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი (რო­გორც ამას მთე­ლი მსოფ­ლიო თვლის), თუ ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა მძი­მე შე­დე­გე­ბით (რო­გორც ამას ბ-ნი გი­ორ­გი თვლის). ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმის გა­და­სა­წყვე­ტად, სწო­რი გზით მი­დის, თუ არა ქვე­ყა­ნა COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით“, - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბო ლი­დე­რია ევ­რო­პის 49 ქვე­ყა­ნას შო­რის.

"რაც შე­ე­ხე­ბა ბ-ნი გი­ორ­გის ცალ­კე­ულ კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ერთ პოს­ტში ყვე­ლა­ფერს პა­სუ­ხი გას­ცე, ამი­ტომ შე­ვე­ხე­ბი მხო­ლოდ ძი­რი­თადს. ხოლო და­ნარ­ჩენ­ზე ალ­ბათ ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში ვი­სა­უბ­რებთ.

პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, კრე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის 1 მი­ლი­ონ­ზე COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, რაც არა­ნა­ირ მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას და გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და მსოფ­ლი­ოს (World meter, ჯან­მო და სხვ.) ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ორი­ვე ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბო ლი­დე­რია ევ­რო­პის 49 ქვე­ყა­ნას შო­რის. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ 1 მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე სულ COVID-19-ის 643 შემ­თხვე­ვა და 5 გარ­დაც­ვლი­ლი მო­დის, რაც ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ში.

ასე მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ყო­ველ 1 მი­ლი­ონ­ზე COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი 121-ჯერ ნაკ­ლე­ბია ვიდ­რე აშშ-ში, 116-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე შვე­დეთ­ში, 128-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე ეს­პა­ნეთ­ში, 123-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, 118-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე იტა­ლი­ა­ში, 95-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე საფ­რან­გეთ­ში, 26-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე რუ­სეთ­ში, 22-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე გერ­მა­ნი­ა­ში, 62-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე სომ­ხეთ­ში, 11-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე აზერ­ბა­ი­ჯან­ში, 17-ჯერ ნაკ­ლე­ბი ვიდ­რე თურ­ქეთ­ში, 25-ჯერ ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ის­რა­ელ­ში და ა.შ. და ა.შ. ანუ სა­ქარ­თვე­ლო ბევ­რად სჯობ­ნის არა­მარ­ტო ევ­რო­პის და ამე­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბადსაც და ასე გან­სა­ჯეთ, იმ ქვეყ­ნებ­საც კი, რომ­ლე­ბიც მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი. ეს არის ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო კრე­ბი­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბო­და ესა თუ ის ქვე­ყა­ნა COVID-19-ის პა­ნე­დე­მი­ას და მისი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ბ-ნი გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ ქვეყ­ნის “ტო­ტა­ლუ­რი პა­რა­ლი­ზე­ბის პო­ლი­ტი­კა”, რაც მარ­ტი­დან ივ­ნი­სის ჩათ­ვლით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, გარ­და უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, სა­მე­დი­ცი­ნო (?! თ.ც.) შე­დე­გე­ბი­სა მო­ი­ტა­ნა ის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ტალ­ღის პიკი პირ­და­პირ თან­ხვედ­რი იქ­ნე­ბა გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის პი­კი­სა და შე­საძ­ლოა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­ა­ლუ­რად პა­რა­ლი­ზე­ბის რის­კიც დად­გეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ასე არ არის. ჯერ ერთი ე.წ. „ლო­ქ­და­უ­ნი“(ჩა­კეტ­ვა, კა­რან­ტი­ნი) ჩვენ­თან გრძელ­დე­ბო­და 21 მარ­ტი­დან 22 მა­ი­სამ­დე და არა ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე. მე­ო­რეც, ამ პე­რი­ოდ­ში მსოფ­ლი­ოს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ქვე­ყა­ნამ (შვე­დე­თის გარ­და) გა­მო­ა­ცხა­და ე.წ. „ლო­ქ­და­უ­ნი“ და თან ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბით, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლომ. ასე მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში მო­ქა­ლა­ქეს სა­კუ­თა­რი ბი­ნის და­ტო­ვე­ბა შე­ეძ­ლო მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი ნე­ბარ­თვით , ხოლო ბი­ნის გა­რეთ თა­ვი­სუფ­ლად ყოფ­ნა შე­ეძ­ლოთ არა­უ­მე­ტეს ერთი სა­ა­თით და არა უმე­ტეს 1 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უ­სით.

უფრო მე­ტიც - ევ­რო­პის ბევ­რი ქვე­ყა­ნა გა­ნი­ხი­ლავს გან­მე­ო­რე­ბი­თი „ლო­ქ­და­უ­ნის“ შე­საძ­ლებ­ლო­ბას , ხოლო ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თო ქვეყ­ნად მიჩ­ნე­ულ­მა ის­რა­ელ­მა უკვე გა­მო­ა­ცხა­და გან­მე­ო­რე­ბი­თი „ლო­ქ­და­უ­ნი“. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო შვე­დე­თი, რომ­ლის მო­დელ­თა­ნაც ბ-ნი გი­ორ­გის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა და რა მი­ი­ღო შვე­დეთ­მა ამით?! - COVID-19-ის 87575 შემ­თხვე­ვა და 5860 გარ­დაც­ვლი­ლი (6,69%) (შვე­დე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა­ზე სულ 2.5-ჯერ მე­ტია). მა­შინ როცა სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს COVID-19-ის 2758 შემ­თხვე­ვა და სულ 19 (ცხრა­მე­ტი) გარ­დაც­ვლი­ლი (0.69%). რაც შე­ე­ხე­ბა შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის პე­რი­ოდს და გრი­პის ეპი­დე­მი­ის პიკს, არ გვგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რის შემ­თხვე­ვა­შიც კი სა­ქარ­თვე­ლო ავად­მყოფ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბით შვე­დეთს მი­უ­ახ­ლოვ­დეს. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ გრი­პის ეპი­დე­მია წელს შე­საძ­ლოა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე სუს­ტი იყოს, ვი­ნა­ი­დან COVID-19-ის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კო ზო­მე­ბი და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად გრი­პის საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოც არის და გრიპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ცი­აც წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა.

ბ-ნი გი­ორ­გის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს „კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის გზით“ (?! თ.ც.) ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა უნდა მი­ე­ღო ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რელ თვე­ებ­ში - აპ­რილ­ში, მა­ის­ში, ივ­ნის­ში (ისე, რო­გორც ეს მოხ­და ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში) და მა­შინ თა­ვი­დან ავი­ცი­ლებ­დით შემ­თხვე­ვე­ბის მკვეთრ მა­ტე­ბას გრი­პის პი­კის პე­რი­ოდ­ში (შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი). ასე­თი ლო­გი­კა სო­ფის­ტი­კის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია (არ მინ­და სხვა უფრო ზუს­ტი და მკვეთ­რი სი­ტყვა ვიხ­მა­რო), ჯერ ერთი სხვა ქვეყ­ნებ­მა შეგ­ნე­ბუ­ლად კი არ მი­ი­ღეს ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა აპ­რილ-ივ­ნის­ში (მა­შინ „ლო­ქ­და­უნს“ არ გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ), არა­მედ უბ­რა­ლოდ ვერ შეძ­ლეს ამ დარ­ტყმის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, მე­ო­რე - სა­ინ­ტე­რე­სოა რას ნიშ­ნავს „კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი გავ­რცე­ლე­ბის გზა“ , მა­გა­ლი­თად, აპ­რილ­ში უნდა დაგ­ვეშ­ვა, ვთქვათ, COVID-19-ის 10-15 ათა­სი შემ­თხვე­ვა და და­ახ­ლო­ე­ბით 600-900 ავად­მყო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, შემ­დეგ მა­ის­ში კი­დევ 10-15 ათა­სი შემ­თხვე­ვა და კი­დევ 600-900 ავად­მყო­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ა.შ. ხვდე­ბით რა დღე­ში ვიქ­ნე­ბო­დით?

სხვას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, თუ COVID-19-ის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას და­ვუშ­ვებ­დით, რო­გორ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა რე­გუ­ლი­რე­ბა თვე­ში 5 ათა­სი შემ­თხვე­ვა გვექ­ნე­ბო­და, 10 ათა­სი, თუ 20 ათა­სი. და ბო­ლოს მთა­ვა­რი - არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი გა­რან­ტია, რომ იმ ქვეყ­ნებ­ში (შვე­დე­თის ჩათ­ვლით) რომ­ლებ­მაც ძი­რი­თა­დი დარ­ტყმა აპ­რილ­ში, მა­ის­ში და ივ­ნის­ში მი­ი­ღეს, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში COVID-19-ის ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვა ექ­ნე­ბათ, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს, რამე თუ ამ ქვეყ­ნებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით ე.წ. „იმუ­ნუ­რი ფე­ნის“ (ვი­საც COVID-19 გა­და­ტა­ნი­ლი აქვს და სის­ხლში IgG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი აქვთ), სი­დი­დე მო­სახ­ლე­ო­ბის 10-12%-ს არ აღე­მა­ტე­ბა, რაც სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს შე­მოდ­გო­მა-ზამ­თარ­ში შემ­თხვე­ვე­ბის სიხ­ში­რე­ზე. ანუ, ე.წ. „ჯო­გუ­რი“ იმუ­ნი­ტე­ტის იმე­დი ვერ გვექ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ ჯერ ისიც არ არის ცნო­ბი­ლი, თუ რამ­დე­ნად მყა­რია იმუ­ნი­ტე­ტი COVID-19 გა­და­ტა­ნილ პი­რებ­ში.

სხვას რომ ყვე­ლა­ფერს თავი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ქარ­თვე­ლომ COVID-19 წარ­მა­ტე­ბუ­ლი მარ­თვით სულ ცოტა შვი­დი თვე მო­ი­გო, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა იმის­თვის, რომ პან­დე­მი­ის და­სას­რულს (ვაქ­ცი­ნით, ან ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე) ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით შევ­ხვდეთ“, - აღ­ნიშ­ნავს ცერ­ცვა­ძე.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ე.წ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებ­ზე და მათ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცას­თან დაკვში­რებ­თაც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მათ­მა ოპო­ნენ­ტებმ სხვა „შე­ო­მო­სად­ვე­ბე­ლი“ ვე­რა­ვე­რი ნა­ხეს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. „უსიმპტო­მო“ ავად­მყო­ფე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, ეტყო­ბა ჩვენ­მა ოპო­ნენ­ტებ­მა შე­მო­სა­და­ვე­ბე­ლი სხვა ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს და სულ ამას გვი­კი­ჟი­ნე­ბენ. გე­გო­ნე­ბა ამით მარ­თლა რა­ი­მე შავ­დე­ბო­დეს. საქ­მე იმა­შია, რომ როცა COVID-19-ით ავად­მყო­ფე­ბის რი­ცხვი მცი­რეა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლე­ბის პრობ­ლე­მა არ არის, ე.წ. „უსიმპტო­მო“ ავად­მყო­ფე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გა­მარ­თლე­ბუ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, ისი­ნი (ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი) აღარ წარ­მო­ად­გე­ნენ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როს, რა­საც მთლი­ა­ნად ვერ ავი­ცი­ლებ­დით მათი სახ­ლში და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. გარ­და ამი­სა, COVID-19-ს არა­იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს სწრა­ფი დამ­ძი­მე­ბა და სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა „უსიმპტო­მო“ და­სა­წყი­სის შემ­თხვე­ვა­შიც. ასე მა­გა­ლითდ, ინ­გლის­ში ა.წ. აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ყო­ვე­ლი 10 ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვი­დან 1 შემ­თხვე­ვა ჰოს­პი­ტალს გა­რეთ, მათ შო­რის სა­კუ­თარ ბი­ნებ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლებ­ზე მო­დი­ო­და. ეს არის კარ­გი? ხოლო თუ ჩვენ­თან შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად მო­ი­მა­ტებს, რომ სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნე­ბა, ჩვენც, რა თქმა უნდა, უსიმპტო­მო და მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს ბი­ნა­ზე ვუმ­კურ­ნა­ლებთ. ჩვენ ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ მოქ­ნი­ლი ტაქ­ტი­კით და არა დოგმე­ბით.

ბ-ნი გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ იტა­ლი­ის ლომ­ბარ­დი­ის პრო­ვინ­ცი­ის გარ­და, არ­სად მსოფ­ლი­ო­ში „კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ას არ გა­მო­უწ­ვია სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მის პა­რა­ლი­ზე­ბა და კრა­ხი“. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი. მაშ რა ერ­ქვა იმას, რაც გა­სულ თვე­ებ­ში ევ­რო­პის (შე­საძ­ლოა გერ­მა­ნი­ის გარ­და) და ამე­რი­კის კლი­ნი­კურ სექ­ტორ­ში ხდე­ბო­და? როცა კლი­ნი­კე­ბი უად­გი­ლო­ბის გამო არა­იშ­ვი­ა­თად უარს აცხა­დებ­დნენ COVID-19-ით სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის და მძი­მე, მათ შო­რის ზოგ­ჯერ ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზეც კი, რაც შორს რომ არ წა­ვი­დეთ, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­მა ბევ­რა ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­მაც თა­ვის თავ­ზე გა­მოს­ცა­და. ამა­ზე არა­ერ­თი წყა­რო ღიად სა­უბ­რობ­და. შვე­დეთ­ში „სათ­ნო­ე­ბის სახ­ლებს“ პირ­და­პირ ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა 65 წელ­ზე მეტი ასა­კის ავად­მყო­ფე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში არ მი­ეყ­ვა­ნათ და მათი ნა­წი­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე იღუ­პე­ბო­და. ან კი­დევ რო­გორ გა­მოჰ­ყავ­დათ სახ­ლე­ბი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი სპეც. მან­ქა­ნე­ბით, სპეც. ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბილ პერ­სო­ნალს. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი დაკ­რძალ­ვებს ვერ აუ­დი­ოდ­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე არ იყო? ამ ფონ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის რე­სურ­სი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­სა­ზე შე­უ­და­რებ­ლად მწი­რია, არ­ცერ­თი COVID-ით ავად­მყო­ფი ერთი სა­ა­თიც კი არ მდგა­რა რიგ­ში და მი­თუ­მე­ტეს არ დარ­ჩე­ნი­ლა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე.

ამ­დე­ნად, სრუ­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ COVID -19-ით ავა­დო­ბის და ლე­ტა­ლო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ძა­ლი­ან და­ბალ ნიშ­ნულს მი­აღ­წია არა „ლო­ქ­და­უ­ნე­ბის“ და ე.წ. „დრა­კო­ნუ­ლი ზო­მე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბით, არა­მედ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლი­სა და ექი­მე­ბის სა­ა­თი­ვით გა­მარ­თუ­ლი, სწო­რი და ეფექ­ტი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით. სა­ქარ­თვე­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრინ­ცი­პით „პირ­ველ რიგ­ში - მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა, შემ­დეგ - ეკო­ნო­მი­კა“. მაგ­რამ აქაც ქვე­ყა­ნამ გა­მო­ავ­ლი­ნა კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვის (მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კის მარ­თვის) შე­სა­შუ­რი უნა­რი, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ გან­ვლილ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კის ვარ­დნა არ ყო­ფი­ლა იმა­ზე მეტი, ვიდ­რე ევ­რო­პის და ამე­რი­კის უმ­რავ­ლეს ქვეყ­ნებ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, მსოფ­ლიო ბან­კის „Global Economic Prospects”-ის ივ­ნი­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 2020 წლის ბო­ლოს­თვის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ეკო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბა სა­შუ­ა­ლოდ იქ­ნე­ბა 9.1%, აშშ-ში - 6.1%, ია­პო­ნი­ა­ში - 6.1%, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში 4.8%.

და მა­ინც, „წი­წი­ლებს შე­მოდ­გო­მა­ზე ით­ვლი­ა­ნო“. რო­დე­საც COVID-19-ის პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა (ვაქ­ცი­ნით, ან ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე) ვნა­ხავთ, თუ რო­მე­ლი ქვე­ყა­ნა შეხ­ვდე­ბა ამ მო­მენტს ადა­მი­ა­ნე­ბის ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით და ნაკ­ლე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზა­რა­ლით“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანო
292

სამწუხაროდ ,ბატონი გიორგი ნაცების კლასტერია და ამასთან ერთად არც ავადობის და სიკვდილობის სტატისტიკაში ვერ ერკვევა. ბატონო თენგიზ არ დახარჯოთ მასთან დებატებში დრო

სტალინი
103

მართალია. წიწილებს შემოდგომით ითვლიან. 

ავტორი:

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

"...და მაინც, "წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო" - თენგიზ ცერცვაძე ექიმ გიორგი კანდელაკს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ ტელედაბატებში იწვევს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ის ექიმ გიორგი კანდელაკს ტელედაბატებში იწვევს.

როგორც თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამით ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, სახელმწიფოს მიერ COVID-19-ის პანდემიის საწინააღმდეგოდ გატარებული საპასუხო ღონისძიებები - სერიოზული წარმატება, თუ სერიოზული შეცდომა?

"გიორგი კანდელაკს ვიწვევ ტელედებატებში. 12 სექტემბერს ცნობილმა ექიმმა, ბატონმა გიორგი კანდელაკმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა მორიგი პოსტი COVID-19-ის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, სადაც იგი ნეგატიურად აფასებს ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკას და ღონისძიებებს, რის შედეგადაც მისი სიტყვებით „ხელოვნურად შეიქმნა არასწორი მოლოდინები და დასახული იყო შეუსრულებელი ამოცანები “ - თითქოს „სწორი“ და „ქმედითი“ ღონისიძიებებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან ეპიდემია და ა.შ. რამაც საბოლოოდ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. ბ-ნი გიორგი უსიმპტომო პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით ღია კორუფციის შესაძლებლობასაც კი არ გამორიცხავს.

ბატონი გიორგი ძალიან კარგი ექიმია. მე მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც იტყვიან „Amicus Plato sed magis amica veritas“ - პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია. ბ-ნი გიორგის შეფასებები და რეკომენდაციები კი მიმაჩნია, რომ ძალიან შორს არის ჭეშმარიტებიდან და ტენდენციურია, უფრო მეტიც - ისინი გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, რამეთუ შესაძლოა გამოიწვიოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი, უნდობლობა და იმის განცდა, რომ ისინი სახელმწიფომ თავისი არასწორი ქმედებებით დარტყმის ქვეშ დააყენა.

ამიტომ მე მინდა ვთხოვო ბ-ნ გიორგის შევხვდეთ ტელედებატებში, რათა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას - ექიმების და სახელისუფლებო ვერტიკალის მიერ COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული საპასუხო ღონისძიებები (პრევენციული, ეპიდემიოლოგიური და სამკურნალო) სინამდვილეში იყო სწორი და წარმატებული (როგორც ამას მთელი მსოფლიო თვლის), თუ ეს იყო სერიოზული შეცდომა მძიმე შედეგებით (როგორც ამას ბ-ნი გიორგი თვლის). ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გადასაწყვეტად, სწორი გზით მიდის, თუ არა ქვეყანა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - აცხადებს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის.

"რაც შეეხება ბ-ნი გიორგის ცალკეულ კრიტიკულ შეფასებებს, შეუძლებელია ერთ პოსტში ყველაფერს პასუხი გასცე, ამიტომ შევეხები მხოლოდ ძირითადს. ხოლო დანარჩენზე ალბათ ტელედებატებში ვისაუბრებთ.

პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის წარმატების თუ წარუმატებლობის ყველაზე მთავარი, კრებითი მაჩვენებელი - ეს არის მოსახლეობის 1 მილიონზე COVID-19-ის შემთხვევების და განსაკუთრებით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც არანაირ მანიპულირებას და განსხვავებულ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება და მსოფლიოს (World meter, ჯანმო და სხვ.) ოფიციალური მონაცემებით ორივე ამ მაჩვენებლით საქართველო უპირობო ლიდერია ევროპის 49 ქვეყანას შორის. კერძოდ, საქართველოში ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე სულ COVID-19-ის 643 შემთხვევა და 5 გარდაცვლილი მოდის, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ევროპის და ამერიკის ქვეყნებში.

ასე მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის ყოველ 1 მილიონზე COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 121-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში, 116-ჯერ ნაკლები ვიდრე შვედეთში, 128-ჯერ ნაკლები ვიდრე ესპანეთში, 123-ჯერ ნაკლები ვიდრე დიდ ბრიტანეთში, 118-ჯერ ნაკლები ვიდრე იტალიაში, 95-ჯერ ნაკლები ვიდრე საფრანგეთში, 26-ჯერ ნაკლები ვიდრე რუსეთში, 22-ჯერ ნაკლები ვიდრე გერმანიაში, 62-ჯერ ნაკლები ვიდრე სომხეთში, 11-ჯერ ნაკლები ვიდრე აზერბაიჯანში, 17-ჯერ ნაკლები ვიდრე თურქეთში, 25-ჯერ ნაკლები, ვიდრე ისრაელში და ა.შ. და ა.შ. ანუ საქართველო ბევრად სჯობნის არამარტო ევროპის და ამერიკის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ განვითარებადსაც და ასე განსაჯეთ, იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც მანიპულირებაში არიან ეჭვმიტანილნი. ეს არის ყველაზე სარწმუნო კრებითი მაჩვენებელი, თუ როგორ უმკლავდებოდა ესა თუ ის ქვეყანა COVID-19-ის პანედემიას და მისი განსხვავებული ინტერპრეტაცია შეუძლებელია.

ბ-ნი გიორგი ამბობს, რომ ქვეყნის “ტოტალური პარალიზების პოლიტიკა”, რაც მარტიდან ივნისის ჩათვლით ხორციელდებოდა, გარდა უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო (?! თ.ც.) შედეგებისა მოიტანა ის, რომ კორონავირუსის ტალღის პიკი პირდაპირ თანხვედრი იქნება გრიპის გავრცელების პიკისა და შესაძლოა ჯანდაცვის სისტემის რეალურად პარალიზების რისკიც დადგეს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჯერ ერთი ე.წ. „ლოქდაუნი“(ჩაკეტვა, კარანტინი) ჩვენთან გრძელდებოდა 21 მარტიდან 22 მაისამდე და არა ივნისის ბოლომდე. მეორეც, ამ პერიოდში მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ (შვედეთის გარდა) გამოაცხადა ე.წ. „ლოქდაუნი“ და თან ზოგიერთმა მათგანმა გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვებით, ვიდრე საქართველომ. ასე მაგალითად, საფრანგეთში მოქალაქეს საკუთარი ბინის დატოვება შეეძლო მხოლოდ წინასწარი ნებართვით , ხოლო ბინის გარეთ თავისუფლად ყოფნა შეეძლოთ არაუმეტეს ერთი საათით და არა უმეტეს 1 კილომეტრის რადიუსით.

უფრო მეტიც - ევროპის ბევრი ქვეყანა განიხილავს განმეორებითი „ლოქდაუნის“ შესაძლებლობას , ხოლო ბევრისთვის სამაგალითო ქვეყნად მიჩნეულმა ისრაელმა უკვე გამოაცხადა განმეორებითი „ლოქდაუნი“. გამონაკლისი იყო შვედეთი, რომლის მოდელთანაც ბ-ნი გიორგის რეკომენდაციები ყველაზე ახლოსაა და რა მიიღო შვედეთმა ამით?! - COVID-19-ის 87575 შემთხვევა და 5860 გარდაცვლილი (6,69%) (შვედეთის მოსახლეობა საქართველოსაზე სულ 2.5-ჯერ მეტია). მაშინ როცა საქართველოს ჰყავს COVID-19-ის 2758 შემთხვევა და სულ 19 (ცხრამეტი) გარდაცვლილი (0.69%). რაც შეეხება შემოდგომა-ზამთრის პერიოდს და გრიპის ეპიდემიის პიკს, არ გვგონია, რომ ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი საქართველო ავადმყოფთა და გარდაცვლილთა რაოდენობით შვედეთს მიუახლოვდეს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გრიპის ეპიდემია წელს შესაძლოა ჩვეულებრივზე სუსტი იყოს, ვინაიდან COVID-19-ის საპროფილაქტიკო ზომები და რეგულაციები ავტომატურად გრიპის საპროფილაქტიკოც არის და გრიპზე ვაქცინაციაც წინა წლებთან შედარებით მასშტაბური იქნება.

ბ-ნი გიორგის აზრით, საქართველოს „კონტროლირებული გავრცელების გზით“ (?! თ.ც.) ძირითადი დარტყმა უნდა მიეღო ყველაზე ხელსაყრელ თვეებში - აპრილში, მაისში, ივნისში (ისე, როგორც ეს მოხდა ბევრ სხვა ქვეყანაში) და მაშინ თავიდან ავიცილებდით შემთხვევების მკვეთრ მატებას გრიპის პიკის პერიოდში (შემოდგომა-ზამთარი). ასეთი ლოგიკა სოფისტიკის კლასიკური მაგალითია (არ მინდა სხვა უფრო ზუსტი და მკვეთრი სიტყვა ვიხმარო), ჯერ ერთი სხვა ქვეყნებმა შეგნებულად კი არ მიიღეს ძირითადი დარტყმა აპრილ-ივნისში (მაშინ „ლოქდაუნს“ არ გამოაცხადებდნენ), არამედ უბრალოდ ვერ შეძლეს ამ დარტყმის თავიდან აცილება, მეორე - საინტერესოა რას ნიშნავს „კონტროლირებული გავრცელების გზა“ , მაგალითად, აპრილში უნდა დაგვეშვა, ვთქვათ, COVID-19-ის 10-15 ათასი შემთხვევა და დაახლოებით 600-900 ავადმყოფის გარდაცვალება, შემდეგ მაისში კიდევ 10-15 ათასი შემთხვევა და კიდევ 600-900 ავადმყოფის გარდაცვალება და ა.შ. ხვდებით რა დღეში ვიქნებოდით?

სხვას რომ თავი დავანებოთ, თუ COVID-19-ის ფართოდ გავრცელებას დავუშვებდით, როგორ უნდა გაგვეკეთებინა რეგულირება თვეში 5 ათასი შემთხვევა გვექნებოდა, 10 ათასი, თუ 20 ათასი. და ბოლოს მთავარი - არ არსებობს არავითარი გარანტია, რომ იმ ქვეყნებში (შვედეთის ჩათვლით) რომლებმაც ძირითადი დარტყმა აპრილში, მაისში და ივნისში მიიღეს, შემოდგომა-ზამთარში COVID-19-ის ნაკლები შემთხვევა ექნებათ, ვიდრე საქართველოს, რამე თუ ამ ქვეყნებში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით ე.წ. „იმუნური ფენის“ (ვისაც COVID-19 გადატანილი აქვს და სისხლში IgG ანტისხეულები აქვთ), სიდიდე მოსახლეობის 10-12%-ს არ აღემატება, რაც სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს შემოდგომა-ზამთარში შემთხვევების სიხშირეზე. ანუ, ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის იმედი ვერ გვექნება, მითუმეტეს, რომ ჯერ ისიც არ არის ცნობილი, თუ რამდენად მყარია იმუნიტეტი COVID-19 გადატანილ პირებში.

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველომ COVID-19 წარმატებული მართვით სულ ცოტა შვიდი თვე მოიგო, რაც სერიოზული წინაპირობაა იმისთვის, რომ პანდემიის დასასრულს (ვაქცინით, ან ვაქცინის გარეშე) ნაკლები დანაკარგებით შევხვდეთ“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე ე.წ უსიმპტომო პაციენტებზე და მათ ჰოსპიტალიზაცასთან დაკვშირებთაც საუბრობს და ამბობს, რომ მათმა ოპონენტებმ სხვა „შეომოსადვებელი“ ვერავერი ნახეს.

„რაც შეეხება ე.წ. „უსიმპტომო“ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციას, ეტყობა ჩვენმა ოპონენტებმა შემოსადავებელი სხვა ვერაფერი ნახეს და სულ ამას გვიკიჟინებენ. გეგონება ამით მართლა რაიმე შავდებოდეს. საქმე იმაშია, რომ როცა COVID-19-ით ავადმყოფების რიცხვი მცირეა და თავისუფალი საწოლების პრობლემა არ არის, ე.წ. „უსიმპტომო“ ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია გამართლებულია, თუნდაც იმიტომ, ისინი (ჰოსპიტალიზებული პაციენტები) აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, რასაც მთლიანად ვერ ავიცილებდით მათი სახლში დატოვების შემთხვევაში. გარდა ამისა, COVID-19-ს არაიშვიათად ახასიათებს სწრაფი დამძიმება და სერიოზული გართულებების განვითარება „უსიმპტომო“ დასაწყისის შემთხვევაშიც. ასე მაგალითდ, ინგლისში ა.წ. აპრილის მონაცემებით COVID-19-ით გამოწვეული ყოველი 10 ლეტალური შემთხვევიდან 1 შემთხვევა ჰოსპიტალს გარეთ, მათ შორის საკუთარ ბინებში დატოვებულებზე მოდიოდა. ეს არის კარგი? ხოლო თუ ჩვენთან შემთხვევების რაოდენობა იმდენად მოიმატებს, რომ საწოლების დეფიციტი შეიქმნება, ჩვენც, რა თქმა უნდა, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს ბინაზე ვუმკურნალებთ. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მოქნილი ტაქტიკით და არა დოგმებით.

ბ-ნი გიორგი ამბობს, რომ იტალიის ლომბარდიის პროვინციის გარდა, არსად მსოფლიოში „კორონავირუსის ეპიდემიას არ გამოუწვია სამედიცინო სისტემის პარალიზება და კრახი“. კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მაშ რა ერქვა იმას, რაც გასულ თვეებში ევროპის (შესაძლოა გერმანიის გარდა) და ამერიკის კლინიკურ სექტორში ხდებოდა? როცა კლინიკები უადგილობის გამო არაიშვიათად უარს აცხადებდნენ COVID-19-ით საშუალო სიმძიმის და მძიმე, მათ შორის ზოგჯერ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების მიღებაზეც კი, რაც შორს რომ არ წავიდეთ, უცხოეთში მცხოვრებმა ბევრა ჩვენმა თანამოქალაქემაც თავის თავზე გამოსცადა. ამაზე არაერთი წყარო ღიად საუბრობდა. შვედეთში „სათნოების სახლებს“ პირდაპირ ჰქონდათ მიღებული მითითება 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფები საავადმყოფოებში არ მიეყვანათ და მათი ნაწილი კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე იღუპებოდა. ან კიდევ როგორ გამოჰყავდათ სახლებიდან მიცვალებულები სპეც. მანქანებით, სპეც. ტანსაცმელში გამოწყობილ პერსონალს. ზოგიერთ ქვეყანაში კი დაკრძალვებს ვერ აუდიოდნენ. ეს ყველაფერი ასე არ იყო? ამ ფონზე საქართველოში, სადაც ჯანდაცვის სისტემის რესურსი განვითარებული ქვეყნებისაზე შეუდარებლად მწირია, არცერთი COVID-ით ავადმყოფი ერთი საათიც კი არ მდგარა რიგში და მითუმეტეს არ დარჩენილა მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე.

ამდენად, სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველომ COVID -19-ით ავადობის და ლეტალობის შემთხვევების ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია არა „ლოქდაუნების“ და ე.წ. „დრაკონული ზომების“ გამოყენებით, არამედ სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების საათივით გამართული, სწორი და ეფექტიანი მუშაობით. საქართველო ხელმძღვანელობდა პრინციპით „პირველ რიგში - მოსახლეობის ჯანმრთელობა, შემდეგ - ეკონომიკა“. მაგრამ აქაც ქვეყანამ გამოავლინა კრიზისული სიტუაციის მართვის (მათ შორის ეკონომიკის მართვის) შესაშური უნარი, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ განვლილ პერიოდში საქართველოში ეკონომიკის ვარდნა არ ყოფილა იმაზე მეტი, ვიდრე ევროპის და ამერიკის უმრავლეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, მსოფლიო ბანკის „Global Economic Prospects”-ის ივნისის ოფიციალური მონაცემებით 2020 წლის ბოლოსთვის ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის მოცულობის შემცირება საშუალოდ იქნება 9.1%, აშშ-ში - 6.1%, იაპონიაში - 6.1%, ხოლო საქართველოში 4.8%.

და მაინც, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო“. როდესაც COVID-19-ის პანდემია დასრულდება (ვაქცინით, ან ვაქცინის გარეშე) ვნახავთ, თუ რომელი ქვეყანა შეხვდება ამ მომენტს ადამიანების ნაკლები დანაკარგით და ნაკლები ეკონომიკური ზარალით“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

"ვერ ვიტყვით, რომ ფილტვები მთლად დანგრეული რჩება, მაგრამ კვალს ტოვებს" - თენგიზ ცერცვაძე გამოგონებაზე, რომელიც  შეიძლება კოვიდთან ბრძოლაში რევოლუციური აღმოჩნდეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ბავშვი მკურნალობს, მათგან ოთხი 1 წლამდე ასაკისაა

რამდენი ხნით აჩერებს მუშაობას ე.წ. ოქროს ბირჟა, რომელიც თანამშრომლების ინფიცირების გამო დაიხურა