საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან გურგულიას ყოფილი ცოლები და რა გახდა მათთან დაშორების მიზეზი - ქალი, რომელმაც უჩივლა, მასზე 20 წლით უმცროსია
ვინ არიან გურგულიას ყოფილი ცოლები  და რა გახდა მათთან დაშორების მიზეზი - ქალი, რომელმაც უჩივლა, მასზე 20 წლით უმცროსია

ბოლო დროს ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ხში­რია იმ ქა­ლე­ბის რი­ცხვი, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ და ახ­ლან­დელ ქმრებს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ამ­ჯე­რად სამ­წლი­ა­ნი ციხე მსა­ხი­ობ გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ას ემუქ­რე­ბა, რო­მელ­საც მე­ო­თხე მე­უღ­ლემ უჩივ­ლა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბაც მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა არც სა­ქა­ლა­ქო და არც სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებ­მა ეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს და გურ­გუ­ლია 4000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თა­ვად გურ­გუ­ლია და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ მან ცოლს შე­ა­გი­ნა, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა კი არ მი­უ­ყე­ნე­ბია.

„გა­მო­ძი­ე­ბა მე­და­ვე­ბა ცო­ლის შე­გი­ნე­ბას, ხე­ლით არ შევ­ხე­ბი­ვარ. ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­ვარ­თვი ჩემი ნა­ჩუ­ქა­რი და მა­გა­ზე მი­ჩივ­ლა, ეგ იყო მი­ზე­ზი და გამ­წა­რე­ბულ­ზე, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე და­წე­რა, რა­საც ახლა ნა­ნობს. ყვე­ლა­ფერს ეს­წრე­ბო­და ჩემი მე­გო­ბა­რიც, მე­ზობ­ლე­ბიც და იქ არა­ფე­რი კონ­ფლიქ­ტი არ მომ­ხდა­რა. სა­სა­მარ­თლოს ეხ­ვე­წე­ბა, რომ არ მინ­დო­და ჩემი ქმა­რი და­ე­ჭი­რა­თო და უბ­რა­ლოდ გამ­წა­რე­ბა მინ­დო­დაო“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ამ „რუს­თა­ვი 2“-თან.

ლა­რი­სა გი­გა­უ­რი გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ას მე­ო­თხე ცო­ლია და წყვილ­მა 2014 წელს იქორ­წი­ნა.

"6 თვით არის პა­ტა­რა ჩემს შვილ­ზე. 29 წლის ხდე­ბა ახლა. მე აგ­ვის­ტო­ში 50 წლის გავ­ხდე­ბი. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ერთ-ერთ კლუბ­ში ვი­ყა­ვი. მო­ვი­და, ად­გი­ლი არ იყო და უკან მი­დი­ო­და, გა­რეთ ტაქ­სი ელო­დე­ბო­და. მე მე­გო­ბარს ვა­ცი­ლებ­დი. სად მი­დი­ხარ-მეთ­ქი, ვკი­თხე და გა­ვუ­ღი­მე. მა­ნაც გა­მი­ღი­მა, არ­სა­დო, მი­პა­სუ­ხა, ტაქ­სი გა­უშ­ვა და დარ­ჩა. მას მერე ერ­თად მოვ­დი­ვართ, უკვე წე­ლი­წა­დი ხდე­ბა...“ - ამ­ბობ­და ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი გურ­გუ­ლია ჟურ­ნალ „რე­ი­ტინგთან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ლა­რი­სა გი­გა­ურ­სა და გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ას სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნა ჰყავთ. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ერთი წლის წინ და­შორ­და და მსა­ხი­ო­ბი ყო­ფილ მე­უღ­ლეს ბავ­შვის სა­ნა­ხა­ვად აკი­თხავ­და. ზა­ფხულ­ში მო­რი­გი სტუმ­რო­ბი­სას წყვილს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, რა დრო­საც გურ­გუ­ლი­ამ ქალს ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვა და ლა­რი­სა გი­გა­ურ­მა პატ­რუ­ლი გა­მო­ი­ძა­ხა.

30 ივ­ლის და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი 2 აგ­ვის­ტოს ერ­თთვი­ა­ნი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გა­მო­უშ­ვეს. რო­გორ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, მას შემ­დეგ ყო­ფი­ლი ცოლი ზღვი­და­ნაც კი ჩა­მო­იყ­ვა­ნა და მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი ამო­წუ­რუ­ლია. ყვე­ლა­ფერს კი მე­უღ­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭერ მე­გო­ბარს აბ­რა­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა მსა­ხი­ო­ბის სხვა ცო­ლებს, გურ­გუ­ლია პირ­ვე­ლად 19 წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და. მისი მე­უღ­ლე ნინო ფე­რა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ერთი ვაჟი ლუკა გურ­გუ­ლია შე­ე­ძი­ნა.

ნინო ფე­რა­ძე

ათწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და და მე­ო­რედ რე­ჟი­სორ ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლის დაზე, მხატ­ვარ თა­მარ ფო­ცხიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. ათწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ თა­მარ­საც და­შორ­და. თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, ამ­ჯე­რა­დაც ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.

თა­მარ ფო­ცხიშ­ვი­ლი

მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბა ხა­თუ­ნა სა­ლუქ­ვა­ძეს­თან სკან­და­ლუ­რად დას­რულ­და. შვიდ­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და სა­ერ­თო ვა­ჟის შე­ძე­ნის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილს შო­რის იმ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, რომ და­შო­რე­ბის შემ­დეგ ქალ­მა თავი გა­და­ი­პარ­სა, მსა­ხი­ო­ბი კი დრო­ე­ბით მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და.

გია გურ­გუ­ლია და ხა­თუ­ნა სა­ლუქ­ვა­ძე

"მარ­თა­ლია, მე და ხა­თუ­ნა დავ­შორ­დით, მაგ­რამ ისევ ვმე­გობ­რობთ. სა­მი­ვე მე­უღ­ლეს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­მი­ვეს­თან შვი­ლე­ბი მყავს. არ მეს­მის ისე­თი ოჯა­ხე­ბის, რომ შორ­დე­ბი­ან და შვილს არ აჩ­ვე­ნე­ბენ ერ­თმა­ნეთს.“ - ამ­ბობ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გურ­გუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მსა­ხი­ო­ბი წლე­ბის წინ "რე­ი­ტინგთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­უღ­ლე­ებ­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზებს ასე ხსნის.

"პირ­ვე­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბა ერთი მი­ზე­ზით და­ინ­გრა - სხვა ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­მიყ­ვარ­და. მე ტყუ­ილ­ში ვერ ვი­ცხოვ­რებ. არ შე­მიძ­ლია, ერთ ქალ­თან ვიყო, მერე წა­ვი­დე და სხვა ქალ­თან დავ­წვე. მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბის დან­გრე­ვას სხვა მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და. ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი, მე და ხა­თუ­ნას ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ დაგ­ვე­ძა­ბა. ექ­ვსი თვე არ ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში.

რომ ჩა­მო­ვე­დი, უკვე და­ძა­ბუ­ლი იყო ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემი და ხა­თუ­ნას და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი სხვა ქალი არ ყო­ფი­ლა. ნი­ნო­საც და მე­ო­რე მე­უღ­ლე­საც ათ წე­ლი­წად­ში დავ­შორ­დი. რო­გორც ჩანს, ათ წე­ლი­წად­ში ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დი დგე­ბა.

მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბი­სას მეშ­ვი­დე წელს და­ინ­გრა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ფსი­ქო­ლო­გე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ შვიდ წე­ლი­წად­ში იც­ვლე­ბი­ან. სულ ვამ­ბობ, როცა ადა­მი­ა­ნი სახ­ლში შე­დი­ხარ და მო­ციმ­ცი­მე თვა­ლებს ვე­ღარ ხე­დავ, უნდა წა­მოხ­ვი­დე. არის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ირ ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხა­ვენ და ბო­ლომ­დე ერ­თად რჩე­ბი­ან. ამა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ფე­რია. ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ინ­გრე­ვა ოჯა­ხე­ბი".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიკა
0

არ მესმის რატომ ამტყუნებთ ყოველთვის კაცს??? შეიძლება ქალები არიან დამნაშავე?! 

dima
2

კულტურული კაცი ჩანს, ცოლებს აგინებს და ტელეფონს ართმევს, ქალებო არ გაუშვათ შანსი, სად ნახავთ ასეთ ღვთისნიერ კაცს.

ავტორი:

ვინ არიან გურგულიას ყოფილი ცოლები და რა გახდა მათთან დაშორების მიზეზი - ქალი, რომელმაც უჩივლა, მასზე 20 წლით უმცროსია

ვინ არიან გურგულიას ყოფილი ცოლები  და რა გახდა მათთან დაშორების მიზეზი - ქალი, რომელმაც უჩივლა, მასზე 20 წლით უმცროსია

ბოლო დროს ქართულ რეალობაში ხშირია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც ყოფილ და ახლანდელ ქმრებს ძალადობაში ადანაშაულებენ. ამჯერად სამწლიანი ციხე მსახიობ გიორგი გურგულიას ემუქრება, რომელსაც მეოთხე მეუღლემ უჩივლა.

პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვა, თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და გურგულია 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თავად გურგულია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მან ცოლს შეაგინა, ფიზიკური შეურაცხყოფა კი არ მიუყენებია.

„გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ. ტელეფონი გამოვართვი ჩემი ნაჩუქარი და მაგაზე მიჩივლა, ეგ იყო მიზეზი და გამწარებულზე, რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. ყველაფერს ესწრებოდა ჩემი მეგობარიც, მეზობლებიც და იქ არაფერი კონფლიქტი არ მომხდარა. სასამართლოს ეხვეწება, რომ არ მინდოდა ჩემი ქმარი დაეჭირათო და უბრალოდ გამწარება მინდოდაო“, - განაცხადა გიორგი გურგულიამ „რუსთავი 2“-თან.

ლარისა გიგაური გიორგი გურგულიას მეოთხე ცოლია და წყვილმა 2014 წელს იქორწინა.

"6 თვით არის პატარა ჩემს შვილზე. 29 წლის ხდება ახლა. მე აგვისტოში 50 წლის გავხდები. მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კლუბში ვიყავი. მოვიდა, ადგილი არ იყო და უკან მიდიოდა, გარეთ ტაქსი ელოდებოდა. მე მეგობარს ვაცილებდი. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა, არსადო, მიპასუხა, ტაქსი გაუშვა და დარჩა. მას მერე ერთად მოვდივართ, უკვე წელიწადი ხდება...“ - ამბობდა ახალდაქორწინებული გურგულია ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში.

ლარისა გიგაურსა და გიორგი გურგულიას საერთო შვილი, გოგონა ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს ერთი წლის წინ დაშორდა და მსახიობი ყოფილ მეუღლეს ბავშვის სანახავად აკითხავდა. ზაფხულში მორიგი სტუმრობისას წყვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც გურგულიამ ქალს ტელეფონი წაართვა და ლარისა გიგაურმა პატრული გამოიძახა.

30 ივლის დაკავებული მსახიობი 2 აგვისტოს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერით გამოუშვეს. როგორ მედიასთან საუბარში მსახიობი ამბობს, მას შემდეგ ყოფილი ცოლი ზღვიდანაც კი ჩამოიყვანა და მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია. ყველაფერს კი მეუღლის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მეგობარს აბრალებს.

რაც შეეხება მსახიობის სხვა ცოლებს, გურგულია პირველად 19 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი მეუღლე ნინო ფერაძე გახლდათ, რომელთანაც ერთი ვაჟი ლუკა გურგულია შეეძინა.

ნინო ფერაძე

ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა და მეორედ რეჟისორ ბასა ფოცხიშვილის დაზე, მხატვარ თამარ ფოცხიშვილზე იქორწინა. ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ თამარსაც დაშორდა. თანაცხოვრების პერიოდში წყვილს ერთი საერთო შვილი, ამჯერადაც ვაჟი შეეძინათ.

თამარ ფოცხიშვილი

მესამე ქორწინება ხათუნა სალუქვაძესთან სკანდალურად დასრულდა. შვიდწლიანი თანაცხოვრებისა და საერთო ვაჟის შეძენის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს შორის იმდენად დაძაბული ურთიერთობა იყო, რომ დაშორების შემდეგ ქალმა თავი გადაიპარსა, მსახიობი კი დროებით მონასტერში წავიდა.

გია გურგულია და ხათუნა სალუქვაძე

"მართალია, მე და ხათუნა დავშორდით, მაგრამ ისევ ვმეგობრობთ. სამივე მეუღლესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუნდაც იმიტომ, რომ სამივესთან შვილები მყავს. არ მესმის ისეთი ოჯახების, რომ შორდებიან და შვილს არ აჩვენებენ ერთმანეთს.“ - ამბობდა მოგვიანებით გურგულია ჟურნალისტთან ინტერვიუში.

მსახიობი წლების წინ "რეიტინგთან" ინტერვიუში მეუღლეებთან დაშორების მიზეზებს ასე ხსნის.

"პირველი ორი ქორწინება ერთი მიზეზით დაინგრა - სხვა ადამიანი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, შემიყვარდა. მე ტყუილში ვერ ვიცხოვრებ. არ შემიძლია, ერთ ქალთან ვიყო, მერე წავიდე და სხვა ქალთან დავწვე. მესამე ქორწინების დანგრევას სხვა მიზეზები ჰქონდა. ამერიკაში წავედი, მე და ხათუნას ურთიერთობა მაშინ დაგვეძაბა. ექვსი თვე არ ვიყავი თბილისში.

რომ ჩამოვედი, უკვე დაძაბული იყო ურთიერთობა. ჩემი და ხათუნას დაშორების მიზეზი სხვა ქალი არ ყოფილა. ნინოსაც და მეორე მეუღლესაც ათ წელიწადში დავშორდი. როგორც ჩანს, ათ წელიწადში ჩემს ცხოვრებაში გარდატეხის პერიოდი დგება.

მესამე ქორწინებისას მეშვიდე წელს დაინგრა ჩვენი ურთიერთობა. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ ადამიანები ყოველ შვიდ წელიწადში იცვლებიან. სულ ვამბობ, როცა ადამიანი სახლში შედიხარ და მოციმციმე თვალებს ვეღარ ხედავ, უნდა წამოხვიდე. არის ოჯახები, რომლებიც ყველანაირ ბარიერს გადალახავენ და ბოლომდე ერთად რჩებიან. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ბოლო დროს საქართველოში ხშირად ინგრევა ოჯახები".