მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა კარგი ინფორმაციით დავიწყო..." - როგორია რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ
"მინდა კარგი ინფორმაციით დავიწყო..." - როგორია რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი კლუ­ბე­ბის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რის სან­დრო სა­კან­დე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლი მო­რაგ­ბის, რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლის ოპერ­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. ამის შე­სა­ხებ სან­დრო სა­კან­დე­ლი­ძემ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"ძა­ლი­ან ცუდ ფაქ­ტზე ვარ შეკ­რე­ბი­ლი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მინ­და შეხ­ვედ­რა მა­ინც კარ­გი ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ვი­წყო. ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და რა­მაზს და ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ვი­მე­დოვ­ნებთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­კან­დე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რაგ­ბის კავ­შირ­ში სრო­ლა დღეს იყო. დაჭ­რი­ლია მო­რაგ­ბე რა­მაზ ხა­რა­ზიშ­ვი­ლი. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, გას­რო­ლა სა­ვა­რა­უ­დოდ, რაგ­ბის კავ­ში­რის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მე­რაბ ბე­სე­ლი­ამ, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რაგ­ბის კავ­შირ­ში სრო­ლის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2 მუხ­ლით და­ი­წყო. რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შე­სა­ბა­მი­სად, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

ველური დასავლეთია ყველა იარაღით რო დადის

777
1

ერთი ეს არის კაცი სოკარში მუშაობისას საწყალი კაცი ,,მძღოლი გაგდო სამსახურიდან იმ მიზეზით რომ ოჯახის წევრი დროზე ვერ მიყვანა ადგილზე,

ავტორი:

"მინდა კარგი ინფორმაციით დავიწყო..." - როგორია რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ

"მინდა კარგი ინფორმაციით დავიწყო..." - როგორია რაგბის კავშირში სროლის შედეგად დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ

საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის სანდრო საკანდელიძის ინფორმაციით, დაჭრილი მორაგბის, რამაზ ხარაზიშვილის ოპერციამ წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ სანდრო საკანდელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ძალიან ცუდ ფაქტზე ვარ შეკრებილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა შეხვედრა მაინც კარგი ინფორმაციით დავიწყო. ოპერაცია ჩაუტარდა რამაზს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა საკანდელიძემ.

ცნობისთვის, რაგბის კავშირში სროლა დღეს იყო. დაჭრილია მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული კლიპი „Your Longing is Gone” უკვე ონლაინშია

მაშველებმა ხანძრის დროს სახლში მყოფი მწოლიარე ქალი გადაარჩინეს - ფოტოები გორიდან

გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, გადაკოცნისა და ჩახუტებისგან თავი შეიკავონ - "მოდით, დავძლიოთ ემოციები..."