მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“
ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“

1 ოქ­ტობ­რი­დან, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, გა­მო­ვა წიგ­ნე­ბი სე­რი­ი­დან "ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე".

ეს სე­რია კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შებს გა­აც­ნობს მკი­თხველს.

კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია ომე­ბის ის­ტო­რი­აა. ომი არა­ერ­თი მწერ­ლის ფიქ­რის მი­ზე­ზად და უამ­რა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რის თე­მად იქცა. და­ი­წე­რა წიგ­ნე­ბი ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე _ ოც­ნე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც ომი ანად­გუ­რებს, ბედ­ზე, რო­მელ­საც ომი ძი­რე­უ­ლად ცვლის, ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც ომმა ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცია... და, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნის სუ­ლის სიმ­ტკი­ცე­ზე, მის უნარ­ზე _ უყ­ვარ­დეს და სწამ­დეს უკი­დუ­რე­სი სა­სო­წარ­კვე­თის ჟამ­საც კი.

სწო­რედ ასეთ წიგ­ნებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სე­რია "ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე". სე­რია და­ი­წყე­ბა ბუ­კე­რის ლა­უ­რე­ა­ტი წიგ­ნით - თო­მას კე­ნი­ლის "შინდლე­რის სიით", რო­მე­ლიც სი­კე­თის, თავ­გან­წირ­ვი­სა და უან­გა­რო თა­ნად­გო­მის უა­ნა­ლო­გო რე­ა­ლურ ამ­ბავს ეძღვნე­ბა.

სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ვა და მკი­თხვე­ლი ამ პრო­ექ­ტში გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რას თვე­ში ერთხელ მი­ი­ღებს.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი იქ­ნე­ბა 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად 10.00 ლარი. მკი­თხველს ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა წიგ­ნი ჟურ­ნალ­თან ერ­თად, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­ხე­ვარ ფა­სად შე­ი­ძი­ნოს, ერთი კვი­რის შემ­დგომ - მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე 16.00 ლარი იქ­ნე­ბა.

პრო­ექ­ტზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი:

რომ დავ­ფიქ­რდეთ, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ომე­ბი­სა და სის­ხლისღვრე­ბის წილ­ზე და შემ­დეგ ამ თვა­ლით გა­დავ­ხე­დოთ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ სწო­რედ ომი - ეს უდი­დე­სი ბო­რო­ტე­ბა - გამ­ხდა­რა არა­ერ­თი მწერ­ლის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. ჩა­მოთ­ვლა ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ომია „მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი“ უამ­რა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რი­სა, ომი - არა მხო­ლოდ ბრძო­ლის ველ­ზე, ტყვი­ე­ბი­სა და ქვე­მე­ხე­ბის გრუ­ხუ­ნის, ტან­კე­ბი­სა თუ ბომ­ბე­ბის ფონ­ზე, არა­მედ ყვე­ლა თან­მდე­ვი მოვ­ლე­ნით: ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ე­ბით, დან­გრე­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბით, თავ­გან­წირ­ვით, ღა­ლა­ტით, ერ­თგუ­ლე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით... ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ არა­თუ არ ქრე­ბა ომის დროს და ომის გამო, ზოგ­ჯერ კი­დევ უფრო მძაფ­რდე­ბა კი­დეც და სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნელ ფორ­მა­სა და ში­ნა­არსს იძენს.

„ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ - ასე და­ვარ­ქვით ჩვენს ახალ პრო­ექტს, რო­მელ­შიც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვა­ერ­თი­ა­ნებთ ამ­გვა­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ნი­მუ­შებს, წიგ­ნებს, რო­მელ­თა გე­ოგ­რა­ფი­აც ისე­ვე უსა­ზღვროა, რო­გორც თა­ვად ომის სა­ში­ნე­ლე­ბა და სი­სას­ტი­კე.

რა­ტომ გა­და­წყდა ამ სე­რი­ის გა­მო­ცე­მა?

ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბია. მათი ნა­წი­ლი, რა თქმა უნდა, იცის მკი­თხველ­მა, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ აქ­ტუ­ა­ლო­ბა აღარ აქვთ ან სა­ჭი­რო აღარ არის გა­მო­ცე­მა. მკი­თხველ­თა ახა­ლი თა­ო­ბა მო­დის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბი­თა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბით. ისი­ნი ახა­ლი, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი დრო­ის შვი­ლე­ბი არი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, ლი­ტე­რა­ტუ­რაც მა­თი­ვე დრო­ი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით „შე­ფუ­თუ­ლი“ უნდა შეს­თა­ვა­ზო. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლია სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნის მიგ­ნე­ბა, რო­დე­საც ის თე­მა­ტი­კის, ჟან­რის ან სხვა ნიშ­ნით არის დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი. ეს - პრაგ­მა­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბით. თუმ­ცა არის კი­დევ ერ­თგვა­რი ხა­რის­ხის ნი­შა­ნი - ამ პრო­ექ­ტში თავს მო­იყ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი, აღი­ა­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აგ­ვა­ღელ­ვებს, თავ­ზარს დაგ­ვცემს, ცრემლსაც მოგ­ვგვრის... მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ბევ­რს გვა­ფიქ­რებს ომებ­სა ადა­მი­ა­ნებ­ზე.

რამ­დე­ნი წიგ­ნი შევა სე­რი­ა­ში და რო­გორ შე­ირ­ჩა ისი­ნი?

ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბის თქმა გა­მი­ჭირ­დე­ბა - სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბის სია საკ­მა­ოდ გრძე­ლია. ჩვენს მკი­თხველ­თა ნა­წი­ლი ზოგ მათ­განს უკვე იც­ნობს - მარ­კუს ზუ­ზა­კის „წიგ­ნის ქურ­დი“, კრის­ტინ ჰა­ნას „ბულ­ბუ­ლი“, ჰი­ზერ მო­რი­სის „აუშ­ვი­ცის ტა­ტუ­ის­ტი“, ენ­ტო­ნი დო­ე­რის „ნა­თე­ლი, რო­მელ­საც ვერ ვხე­დავთ“ და სხვა წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გული უკვე და­ი­პყრო. სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა რი­დი­ან ბრუ­კის „ომის შე­დე­გე­ბი“, არ­ტურ გოლ­დე­ნის „გე­ი­შას დღი­უ­რი“ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი. ჯერ კი­დევ ვა­ა­ნა­ლი­ზებთ ამა თუ იმ წიგ­ნის „ბი­ოგ­რა­ფი­ას“, მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ვა­წარ­მო­ებთ ავ­ტო­რებ­თან, გა­მომ­ცემ­ლებ­თან. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ვი­ღებთ ყო­ველ­მხრივ გა­მარ­თულ პრო­ექტს, რომ­ლის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა დიდ­წი­ლად მკი­თხველ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რა იქ­ნე­ბა სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი და რა­ტომ?

სე­რი­ას ვი­წყებთ მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე და­წე­რი­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი წიგ­ნით - თო­მას კე­ნი­ლის „შინდლე­რის სიით“. მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, თუნ­დაც სტი­ვენ სპილ­ბერ­გის ამა­ვე­სა­თა­უ­რი­ა­ნი დრა­მის წყა­ლო­ბით, ვფიქ­რობთ, ეს სწო­რი და­სა­წყი­სია - ერთი მხრივ, ომის სი­სას­ტი­კი­სა და, მე­ო­რე მხრივ, უან­გა­რო­ბის, თავ­გან­წირ­ვის, სი­კე­თის, კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ას ეყ­რდნო­ბა და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის გულს აფო­რი­ა­ქებს.

ქარ­თველ მკი­თხველს რამ­დე­ნად მოს­წონს და აინ­ტე­რე­სებს მსგავ­სი წიგ­ნე­ბი?

არ ვი­ტყო­დი, რომ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი ამ ინ­ტე­რე­სით ან გა­მო­ირ­ჩე­ვა, ან სხვებს ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. თუმ­ცა ერთი გა­რე­მო­ე­ბა მა­ინც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია: ქარ­თველ მკი­თხველს უყ­ვარს წიგ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ. ეს წარ­სუ­ლი კი დიდ­წი­ლად დამ­პყრო­ბელ­თა შე­მო­სე­ვე­ბით და მათ­თან ბრძო­ლა­ში მარ­ცხი­თა თუ ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბე­ბით არის სავ­სე. ასე­ვე, ცნო­ბი­ლია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ქარ­თველ­თა უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლის შე­სა­ხებ. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ბრძო­ლა თვით­გა­მორ­კვე­ვი­სათ­ვის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც ასე­ვე ეწი­რე­ბო­და და ეწი­რე­ბა უამ­რა­ვი სი­ცო­ცხლე. ეს ერ­თგვა­რად ერის კო­ლექ­ტი­ურ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და­ლე­ქი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი შე­ხე­ბი­სას აღ­ვი­ძებს ტკი­ვილს, სი­ა­მა­ყეს, თა­ნაგ­რძნო­ბას. ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნე­ბი და­ი­წე­რა ამ თე­მა­ზე და ჩვენს პრო­ექ­ტში ისი­ნიც აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­ვდე­ბი­ან

რო­მელ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზეა გათ­ვლი­ლი ეს სე­რია?

ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მკი­თხვე­ლი, 15-16 წლი­დან ზე­ვით, ით­ვლე­ბა ამ სე­რი­ის პო­ტენ­ცი­ურ მკი­თხვე­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“

ჟურნალ "გზასთან" ერთად, იწყება ახალი პროექტი - სერია „ომებსა და ადამიანებზე“

1 ოქტობრიდან, ჟურნალ "გზასთან" ერთად, გამოვა წიგნები სერიიდან "ომებსა და ადამიანებზე".

ეს სერია კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს გააცნობს მკითხველს.

კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა. ომი არაერთი მწერლის ფიქრის მიზეზად და უამრავი ლიტერატურული შედევრის თემად იქცა. დაიწერა წიგნები ომებსა და ადამიანებზე _ ოცნებებზე, რომლებსაც ომი ანადგურებს, ბედზე, რომელსაც ომი ძირეულად ცვლის, ცხოვრებაზე, რომელიც ომმა ჯოჯოხეთად აქცია... და, ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის სულის სიმტკიცეზე, მის უნარზე _ უყვარდეს და სწამდეს უკიდურესი სასოწარკვეთის ჟამსაც კი.

სწორედ ასეთ წიგნებს გააერთიანებს სერია "ომებსა და ადამიანებზე". სერია დაიწყება ბუკერის ლაურეატი წიგნით - თომას კენილის "შინდლერის სიით", რომელიც სიკეთის, თავგანწირვისა და უანგარო თანადგომის უანალოგო რეალურ ამბავს ეძღვნება.

სერიის პირველი წიგნი ჟურნალ "გზასთან" ერთად, 1-ელ ოქტომბერს გამოვა და მკითხველი ამ პროექტში გაერთიანებულ ლიტერატურას თვეში ერთხელ მიიღებს.

წიგნის სპეციალური ფასი იქნება 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად 10.00 ლარი. მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა წიგნი ჟურნალთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, ნახევარ ფასად შეიძინოს, ერთი კვირის შემდგომ - მისი ღირებულება წიგნის მაღაზიებში უკვე 16.00 ლარი იქნება.

პროექტზე დეტალურად გვესაუბრება გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური:

რომ დავფიქრდეთ, კაცობრიობის ისტორიაში ომებისა და სისხლისღვრების წილზე და შემდეგ ამ თვალით გადავხედოთ მსოფლიო ლიტერატურას, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ომი - ეს უდიდესი ბოროტება - გამხდარა არაერთი მწერლის შთაგონების წყარო. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ომია „მთავარი პერსონაჟი“ უამრავი ლიტერატურული შედევრისა, ომი - არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, ტყვიებისა და ქვემეხების გრუხუნის, ტანკებისა თუ ბომბების ფონზე, არამედ ყველა თანმდევი მოვლენით: ადამიანური ტრაგედიებით, დანგრეული ოცნებებით, თავგანწირვით, ღალატით, ერთგულებით, სიყვარულით... ეს ყველაფერი ხომ არათუ არ ქრება ომის დროს და ომის გამო, ზოგჯერ კიდევ უფრო მძაფრდება კიდეც და სრულიად წარმოუდგენელ ფორმასა და შინაარსს იძენს.

„ომებსა და ადამიანებზე“ - ასე დავარქვით ჩვენს ახალ პროექტს, რომელშიც შეძლებისდაგვარად გავაერთიანებთ ამგვარი ლიტერატურის ნიმუშებს, წიგნებს, რომელთა გეოგრაფიაც ისევე უსაზღვროა, როგორც თავად ომის საშინელება და სისასტიკე.

რატომ გადაწყდა ამ სერიის გამოცემა?

ეს ძალიან საინტერესო წიგნებია. მათი ნაწილი, რა თქმა უნდა, იცის მკითხველმა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქტუალობა აღარ აქვთ ან საჭირო აღარ არის გამოცემა. მკითხველთა ახალი თაობა მოდის, განსხვავებული გემოვნებითა და პრიორიტეტებით. ისინი ახალი, აჩქარებული დროის შვილები არიან და, შესაბამისად, ლიტერატურაც მათივე დროისა და მოთხოვნების გათვალისწინებით „შეფუთული“ უნდა შესთავაზო. გარდა ამისა, ძალიან მოხერხებულია სასურველი წიგნის მიგნება, როდესაც ის თემატიკის, ჟანრის ან სხვა ნიშნით არის დაჯგუფებული. ეს - პრაგმატული მოსაზრებით. თუმცა არის კიდევ ერთგვარი ხარისხის ნიშანი - ამ პროექტში თავს მოიყრის გამორჩეული, აღიარებული წიგნები, რომლებიც აგვაღელვებს, თავზარს დაგვცემს, ცრემლსაც მოგვგვრის... მოკლედ, ძალიან ბევრს გვაფიქრებს ომებსა ადამიანებზე.

რამდენი წიგნი შევა სერიაში და როგორ შეირჩა ისინი?

ზუსტი რაოდენობის თქმა გამიჭირდება - სასურველი წიგნების სია საკმაოდ გრძელია. ჩვენს მკითხველთა ნაწილი ზოგ მათგანს უკვე იცნობს - მარკუს ზუზაკის „წიგნის ქურდი“, კრისტინ ჰანას „ბულბული“, ჰიზერ მორისის „აუშვიცის ტატუისტი“, ენტონი დოერის „ნათელი, რომელსაც ვერ ვხედავთ“ და სხვა წიგნები, რომლებმაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი ადამიანის გული უკვე დაიპყრო. სიახლე იქნება რიდიან ბრუკის „ომის შედეგები“, არტურ გოლდენის „გეიშას დღიური“ და კიდევ რამდენიმე წიგნი. ჯერ კიდევ ვაანალიზებთ ამა თუ იმ წიგნის „ბიოგრაფიას“, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ავტორებთან, გამომცემლებთან. საბოლოოდ, მივიღებთ ყოველმხრივ გამართულ პროექტს, რომლის სიცოცხლისუნარიანობა დიდწილად მკითხველზე იქნება დამოკიდებული.

რა იქნება სერიის პირველი წიგნი და რატომ?

სერიას ვიწყებთ მსოფლიო ლიტერატურაში ომებსა და ადამიანებზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წიგნით - თომას კენილის „შინდლერის სიით“. მიუხედავდ იმისა, რომ წიგნის სიუჟეტი საყოველთაოდ ცნობილია, თუნდაც სტივენ სპილბერგის ამავესათაურიანი დრამის წყალობით, ვფიქრობთ, ეს სწორი დასაწყისია - ერთი მხრივ, ომის სისასტიკისა და, მეორე მხრივ, უანგარობის, თავგანწირვის, სიკეთის, კაცთმოყვარეობის ამბავი, რომელიც რეალურ ისტორიას ეყრდნობა და მილიონობით ადამიანის გულს აფორიაქებს.

ქართველ მკითხველს რამდენად მოსწონს და აინტერესებს მსგავსი წიგნები?

არ ვიტყოდი, რომ ქართველი მკითხველი ამ ინტერესით ან გამოირჩევა, ან სხვებს ჩამოუვარდება. თუმცა ერთი გარემოება მაინც აღსანიშნავია: ქართველ მკითხველს უყვარს წიგნები საქართველოს, ქართველი ერის ისტორიული წარსულის შესახებ. ეს წარსული კი დიდწილად დამპყრობელთა შემოსევებით და მათთან ბრძოლაში მარცხითა თუ ბრწყინვალე გამარჯვებებით არის სავსე. ასევე, ცნობილია მეორე მსოფლიო ომში ქართველთა უზარმაზარი მსხვერპლის შესახებ. არ დაგვავიწყდეს ბრძოლა თვითგამორკვევისათვის, დამოუკიდებლობისათვის, რომელსაც ასევე ეწირებოდა და ეწირება უამრავი სიცოცხლე. ეს ერთგვარად ერის კოლექტიურ მეხსიერებაში დალექილი ინფორმაციაა, რომელიც ყოველი შეხებისას აღვიძებს ტკივილს, სიამაყეს, თანაგრძნობას. ქართველი ავტორების შესანიშნავი წიგნები დაიწერა ამ თემაზე და ჩვენს პროექტში ისინიც აუცილებლად მოხვდებიან

რომელ ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი ეს სერია?

ნებისმიერი ასაკის მკითხველი, 15-16 წლიდან ზევით, ითვლება ამ სერიის პოტენციურ მკითხველად.

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ - თამაშების ყუთი, რომელიც ბავშვებს ტექნოლოგიებს დროებით დაავიწყებს, უფროსებს კი ბავშვობაში დააბრუნებს

8 შემეცნებითი წიგნი, რომელიც ბავშვს სამყაროს შეცნობაში დაეხმარება

როგორ არ უნდა გავყიდოთ პროდუქტი? - რატომ უნდა ვიცოდეთ, რა არ მუშაობს?