სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით" - ივანე ჩხაიძე
"ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით" - ივანე ჩხაიძე

იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ნო­ემ­ბრი­დან რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მისი გან­მარ­ტე­ბით, „თუ ასე­თი ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუნ­და, ეს მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა და ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის, არა­მედ გრი­პის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც“.

„შეგ­ვიძ­ლია არამ­ხო­ლოდ მი­ახ­ლო­ე­ბით, არა­მედ ზუს­ტად ვთქვათ ბოლო წლე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრს აქვს, რომ ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბის მა­ტე­ბა, გრი­პის და გრი­პის მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბის. ასე, რომ ნო­ემ­ბრი­დან და­წყე­ბუ­ლი, პი­კით დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში ჩვენ გრი­პის და გრი­პის მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბას ვე­ლო­დე­ბით“, - ახა­დებს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

მისი შე­ფა­სე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა უფრო მეტ გა­და­ად­გი­ლე­ბას და გა­ფარ­თო­ე­ბულ ტეს­ტი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

„ზა­ფხუ­ლი ასო­ცი­რე­ბუ­ლია უფრო მეტ გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან, მეტ მო­ბი­ლო­ბას­თან, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ციფ­რი მი­ვი­ღეთ. არც ის უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, რომ ამის ერთ-ერთი ახ­სნა შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ტეს­ტი­რე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. და­სა­წყის­ში ტეს­ტი­რე­ბა რა­დე­ნი­მე ასე­უ­ლი იყო, ახლა კი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 ათა­სამ­დე ტეს­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რა­მაც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა ასე­თი­ვე ტემ­პით ზრდა. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა თით­ქმის ერთ და იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ვრჩე­ბით. თუ მომ­დევ­ნო დღე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს ზრდა არ იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თა­ლოთ, რომ მი­ვაღ­წი­ეთ გარ­კვე­ულ პიკს, მაქ­სი­მუმს და ამის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლია სტა­ბი­ლუ­რი მა­ტე­ბა ან შემ­ცი­რე­ბა. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ზა­ფხუ­ლის შემ­დეგ შე­ი­ნიშ­ნე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის რი­ცხვის მა­ტე­ბა”, - აცხა­დებს ჩხა­ი­ძე.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ის, თუ რამ­დე­ნია მათ შო­რის მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვა. რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას ვერ შე­უქ­მნის.

„მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე შემ­თხვე­ვად ვა­ფა­სებთ პა­ცი­ენ­ტებს ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნურ ვენ­ტი­ლა­ცი­ას სა­ჭი­რო­ე­ბენ. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ შემ­თხვე­ვე­ბის რა­დე­ნო­ბის მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს შემ­თხვე­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძი­მით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ასე, რომ ის თა­ნა­ფარ­დო­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა 80%-ზე მეტი მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო და სულ 3%-ია კრი­ტი­კუ­ლი, ეს ახ­ლაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია. ასე, რომ მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ვერ შე­უქ­მნის გან­სა­კუთ­რე­ბულ დატ­ვირ­თვას ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს“, - აცხა­დებს ჩხა­ი­ძე.

მისი თქმით, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ორ­მაგ­დე­ბა და გა­სამ­მაგ­დე­ბა, გა­იზ­რდე­ბა რის­კი იმი­სა, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლად მო­ი­მა­ტებს მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც.

„რის­კი და საფრ­თხე არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერთი - თუ 100 შემ­თხვე­ვი­დან ნა­ხე­ვა­რი მა­ინც იქ­ნე­ბა მძი­მე. რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია. კო­რო­ნა­ვირუ­სი არ გახ­ლავთ ის ვირუ­სი, რომ­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი ჭარ­ბობს. ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც დღე­ის­თვის არის, მი­უ­თი­თებს იმას, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა მსუ­ბუ­ქად და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე, რომ 100 და 150 შემ­თხვე­ვის მარ­თვა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამ შემ­თხვე­ვე­ბის გა­ორ­მა­გე­ბი­სა და გა­სამ­მა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რის­კი იმი­სა, რომ პრო­პორ­ცი­უ­ლად მო­ი­მა­ტებს მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს და­აწ­ვე­ბა, რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს“, - აცხა­დებს ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ilona
3

ამათ რომ ვუსმინოთ სიცოცხლე აღარ მოგინდება

გენა
2

ომის დროს პანიკის მთესველებს ადგილზე ხვრეტდნენ, დროა აღვადგინოთ ეს ტრადიცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით" - ივანე ჩხაიძე

"ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით" - ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძის განცხადებით, ნოემბრიდან რესპირაციული ვირუსების მატებაა მოსალოდნელი. მისი განმარტებით, „თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდა, ეს მდგომარეობა გაცილებით უფრო სერიოზული იქნება და ძალისხმევა მიმართული იქნება არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის, არამედ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდაც“.

„შეგვიძლია არამხოლოდ მიახლოებით, არამედ ზუსტად ვთქვათ ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს აქვს, რომ ნოემბრიდან დაიწყება რესპირაციული ვირუსების მატება, გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების. ასე, რომ ნოემბრიდან დაწყებული, პიკით დეკემბერ-იანვარში ჩვენ გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების შემთხვევების მატებას ველოდებით“, - ახადებს ივანე ჩხაიძე.

მისი შეფასებით, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების მატება უფრო მეტ გადაადგილებას და გაფართოებულ ტესტირებას უკავშირდება.

„ზაფხული ასოცირებულია უფრო მეტ გადაადგილებასთან, მეტ მობილობასთან, შესაბამისად, ასეთი ციფრი მივიღეთ. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამის ერთ-ერთი ახსნა შესაძლებელია იყოს ტესტირების გაზრდილი რაოდენობა. დასაწყისში ტესტირება რადენიმე ასეული იყო, ახლა კი, დღის განმავლობაში 10 ათასამდე ტესტის გაკეთება შეიძლება, რამაც რასაკვირველია, შემთხვევების მატება გამოიწვია. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, გაგრძელდება თუ არა ასეთივე ტემპით ზრდა. ბოლო რამდენიმე დღეა თითქმის ერთ და იგივე მაჩვენებელზე ვრჩებით. თუ მომდევნო დღების განმავლობაში, ეს ზრდა არ იქნება, შეიძლება ჩავთალოთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ პიკს, მაქსიმუმს და ამის შემდეგ მოსალოდნელია სტაბილური მატება ან შემცირება. ამ მხრივ განსაკუთრებული არ ხდება. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში ზაფხულის შემდეგ შეინიშნება ინფიცირების რიცხვის მატება”, - აცხადებს ჩხაიძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა ინფიცირებულების რაოდენობა, არამედ ის, თუ რამდენია მათ შორის მძიმედ მიმდინარე შემთხვევა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ამჟამინდელი სიტუაცია ჰოსპიტალურ სექტორს განსაკუთრებულ დატვირთვას ვერ შეუქმნის.

„მძიმედ მიმდინარე შემთხვევად ვაფასებთ პაციენტებს ფილტვების ანთებით და განსაკუთრებით იმ პაციენტებს, რომლებიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციას საჭიროებენ. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შემთხვევების რადენობის მატების მიუხედავად, ეს შემთხვევები განსაკუთრებული სიმძიმით არ გამოირჩევა. ასე, რომ ის თანაფარდობა, რაც საქართველოში დღემდე იყო, აბსოლუტური უმრავლესობა 80%-ზე მეტი მსუბუქი და საშუალო და სულ 3%-ია კრიტიკული, ეს ახლაც შენარჩუნებულია. ასე, რომ მატების მიუხედავად, ეს ვერ შეუქმნის განსაკუთრებულ დატვირთვას ჰოსპიტალურ სექტორს“, - აცხადებს ჩხაიძე.

მისი თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება, გაიზრდება რისკი იმისა, რომ პროპორციულად მოიმატებს მძიმე შემთხვევების რაოდენობაც.

„რისკი და საფრთხე არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - თუ 100 შემთხვევიდან ნახევარი მაინც იქნება მძიმე. რაც კორონავირუსის ბუნებიდან გამომდინარე, კატეგორიულად გამორიცხულია. კორონავირუსი არ გახლავთ ის ვირუსი, რომლის მიმდინარეობაში მძიმე შემთხვევები ჭარბობს. ასაკობრივი ჯგუფების მიუხედავად, ის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც დღეისთვის არის, მიუთითებს იმას, რომ კორონავირუსის აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. ასე, რომ 100 და 150 შემთხვევის მართვა სავსებით შესაძლებელია. ამ შემთხვევების გაორმაგებისა და გასამმაგების შემთხვევაში, რისკი იმისა, რომ პროპორციულად მოიმატებს მძიმე შემთხვევების რაოდენობა, რაც ჰოსპიტალურ სექტორს დააწვება, რა თქმა უნდა, არსებობს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ბოლო 24 საათის მონაცემები

ბავშვის გაჩენის შემდეგ სოფო ნიჟარაძემ ჩაცმის სტილიც შეიცვალა - მომღერლის ახალი ფოტოები ამერიკიდან

"მეც მაქვს პრობლემები ოჯახში... შვილიშვილები მეუბნებიან, რატომ არ გვიშვებ სკოლაშიო, ჰგონიათ, მე არ ვუშვებ" - ამირან გამყრელიძე