სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო ვერსია, თითქოს თამარის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, რაც გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი 1 მეტრზე მეტად არ იღებოდა" - პროკურორი
"იყო ვერსია, თითქოს თამარის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, რაც გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი 1 მეტრზე მეტად არ იღებოდა" - პროკურორი

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ლაშა კოტ­რი­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, გუ­შინ თეთ­რი­წყა­რო­ში, კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე, კერ­ძო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოხ­და.

რო­გორც პრო­კუ­რო­რი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ ად­გილს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ამო­ღე­ბულ იქნა ნივ­თე­ბი.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, ამო­ღე­ბულ ნივ­თებს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­ფა­რეხს, სა­დაც ერთ-ერთი ვერ­სი­ით, თით­ქოს­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო და­მა­ლუ­ლი, პრო­კუ­რო­რი ამ­ბობს, რომ ეს ვერ­სია გა­მო­ი­რი­ცხა, რად­გან ავ­ტო­ფა­რე­ხის კარი ერთ მეტრზე მე­ტად არ იღე­ბო­და, რად­გან ის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, მან­ქა­ნა ვერ შე­ე­ტე­ო­და.

„ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს არის რა­ღაც „ვილა ალ­გე­თის“ ტე­რი­ტო­რია, არა­ნა­ი­რი „ვილა ალ­გე­თი“ არ არის, ეს არის კერ­ძო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, დათ­ვა­ლი­ერ­და კერ­ძო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ავ­ტო­ფა­რე­ხი და პი­რის სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამო­ღე­ბულ ნივ­თებს, ამ ად­გილს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან და საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია. ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი­თაც, ამ ნივ­თე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, კვა­ლი, არა­ნა­ირ შემ­ხებ­ლო­ბას არ გვაძ­ლევს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შემ­დგო­მი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით, ამო­ვი­ღეთ ნივ­თე­ბი სა­კალ­მა­ხე მე­ურ­ნე­ო­ბის სად­გო­მი­დან, ოთა­ხი­დან ამო­ღე­ბუ­ლი იქნა: ბა­ლი­ში, სა­ბა­ნი, იყო შე­შის ღუ­მე­ლი, სა­ი­და­ნაც ნახ­ში­რის ნი­მუ­ში იქნა ამო­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე ამო­ვი­ღეთ რე­ზი­ნის ფეხ­საც­მე­ლი, ხის დაფა.

რაც შე­ე­ხე­ბა ავ­ტო­ფა­რეხს, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ავ­ტო­ფა­რე­ხი. იყო ვერ­სია, რომ თით­ქოს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა იყო შეყ­ვა­ნი­ლი ამ ავ­ტო­ფა­რეხ­ში, ეს ვერ­სია გა­მო­ი­რი­ცხა, რად­გან ავ­ტო­ფა­რე­ხის კარი ერთ მეტრზე მე­ტად არ იღე­ბო­და, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იყო მე­ქა­ნიზ­მი. პატ­რო­ნიც არ იყე­ნებ­და.კა­რის გა­ღე­ბის შე­დე­გად დავ­რწმუნ­დით, რომ ერთ მეტრზე მეტ მან­ძილ­ზე ფი­ზი­კუ­რად კარი ვერ გა­ი­ღე­ბო­და, რა მან­ქა­ნის და­მალ­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, მან­ქა­ნა ვერ შე­ე­ტე­ო­და ფი­ზი­კუ­რა­დაც.

შე­სა­ბა­მი­სად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს ნივ­თე­ბი, რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამა­ზე დავ­ნიშ­ნავთ შე­სა­ბა­მის ექ­სპერ­ტი­ზას და ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბიც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი“, - აღ­ნიშ­ნა ლაშა კო­ტე­რი­კა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
90

რადგან ღარიბაშვილი ახსენეს, მაქ შეიძლება სადმე ტანკიც იყოს დამალული. უცხოეთიდან წყარომ აზერბაიჯან სომხეთის ომზე არაფერი თქვეს.

მერაბი
40

ჭკუის კოლოფებო, იქნებ ეგ კარი მკვლელობის მერე გააფუჭეს, ეგ რა არგუმენტია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"იყო ვერსია, თითქოს თამარის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, რაც გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი 1 მეტრზე მეტად არ იღებოდა" - პროკურორი

"იყო ვერსია, თითქოს თამარის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, რაც გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი 1 მეტრზე მეტად არ იღებოდა" - პროკურორი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გუშინ თეთრიწყაროში, კონკრეტულ ლოკაციაზე, კერძო საცხოვრებელი სახლისა და საკალმახე მეურნეობის დათვალიერება მოხდა.

როგორც პროკურორი განმარტავს, აღნიშნულ ადგილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობა არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და ამოღებულ იქნა ნივთები.

პროკურორის განცხადებით, ამოღებულ ნივთებს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ავტოფარეხს, სადაც ერთ-ერთი ვერსიით, თითქოსდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იყო დამალული, პროკურორი ამბობს, რომ ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, რადგან ის გაფუჭებული იყო და შესაბამისად, მანქანა ვერ შეეტეოდა.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არის რაღაც „ვილა ალგეთის“ ტერიტორია, არანაირი „ვილა ალგეთი“ არ არის, ეს არის კერძო საცხოვრებელი სახლი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა კერძო საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხი და პირის საკალმახე მეურნეობა.

რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, ამ ადგილს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თამარ ბაჩალიაშვილთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ამოღებული ნივთებითაც, ამ ნივთების წარმომავლობა, კვალი, არანაირ შემხებლობას არ გვაძლევს. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ამოვიღეთ ნივთები საკალმახე მეურნეობის სადგომიდან, ოთახიდან ამოღებული იქნა: ბალიში, საბანი, იყო შეშის ღუმელი, საიდანაც ნახშირის ნიმუში იქნა ამოღებული, ასევე ამოვიღეთ რეზინის ფეხსაცმელი, ხის დაფა.

რაც შეეხება ავტოფარეხს, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტოფარეხი. იყო ვერსია, რომ თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იყო შეყვანილი ამ ავტოფარეხში, ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, გაფუჭებული იყო მექანიზმი. პატრონიც არ იყენებდა.კარის გაღების შედეგად დავრწმუნდით, რომ ერთ მეტრზე მეტ მანძილზე ფიზიკურად კარი ვერ გაიღებოდა, რა მანქანის დამალვაზეა საუბარი, მანქანა ვერ შეეტეოდა ფიზიკურადაც.

შესაბამისად, მტკიცებულებითი ღირებულების თვალსაზრისით, ეს ნივთები, რაიმე ინფორმაციის მატარებელი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დავნიშნავთ შესაბამის ექსპერტიზას და ექსპერტიზის პასუხებიც გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ლაშა კოტერიკაძემ.

თბილისში გაუპატიურებისა და თვითნებობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სქესობრივი კავშირი დაამყარა"

გაერთიანებული ოპოზიციის  წევრის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს

ფოთი-ხობის გზაზე თხილით დატვირთული ავტომობილი გაიტაცეს - ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი დააკავეს