პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის
"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის

სომ­ხე­თი "COVID-19"-ის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში ლი­დე­რობს. 11 სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სომ­ხეთ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 909-ს მი­აღ­წია. ერთ დღე-ღა­მე­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბის 200 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და.

ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ცნო­ბით, 6 სექ­ტემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, მას აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ას­წრებ­და, იქ ერთ დღე-ღა­მე­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 350-ს, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 550-ს აჭარ­ბებ­და. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მე­დია იქ არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებს.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, სომ­ხეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 4550-ზე მე­ტია, აზერ­ბა­ი­ჯან­ში კი, 37 340-ზე მეტი...

გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბის გამო, სომ­ხეთ­ში სა­კა­რან­ტი­ნო ვადა 2021 წლის 11 იან­ვრამ­დე გაგ­რძელ­და. ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლი­ლია სახ­მელ­თო სა­ზღვრი­დან შეს­ვლა, დიპ­ლო­მა­ტე­ბის, მათი ოჯა­ხე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და სხვა მცი­რე გა­მო­ნა­კა­ლი­სის გარ­და. აკ­რძალ­ვა არ მოქ­მე­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვებ­ზე მო­მუ­შა­ვე მძღო­ლებ­ზე.

AMBEBI.GE შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რო­გო­რია ეპიდ­ვი­თა­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­წყო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც კო­ვი­დი-ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ახალ-ახალ რე­კორ­დებს ხსნის...

ჰას­მიკ აბ­რა­მი­ა­ნი, სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე:

- აზერ­ბა­ი­ჯან­ში არ ვიცი, რა ხდე­ბა და არც მა­ინ­ტე­რე­სებს, თუმ­ცა, სტა­ტის­ტი­კა ვიცი, რომ ჩვენ­ზე 10 000-ით ნაკ­ლე­ბი შემ­თხვე­ვაა. სომ­ხეთ­ში, ამა­ზე უა­რე­სი დღე­ე­ბიც გვქონ­და, ახლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და და იმე­დიც გაგ­ვიჩ­ნდა, რომ მე­ო­რე ეტა­პიც გა­დავ­ლა­ხეთ... თუმ­ცა, პირ­ველ და მე­ო­რე ეტა­პებს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად არც გვქო­ნია...

ჩვენს ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ძალ­ზე ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. იმე­დია, მას­შტა­ბუ­რი ზრდა არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა, ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა, გავ­ლი­ლი გვაქვს. ჩვე­ნი ექი­მე­ბი ზამ­თრის­თვის კი­დევ ერთ ეტაპ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ეს ჩვე­ნი ძალ­ზე და­სუს­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნის­თვის, ძა­ლი­ან დიდი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა. ექი­მე­ბი გვა­ი­მე­დე­ბენ, რომ იმ დრო­ის­თვის უკვე იმუ­ნი­ტე­ტი გვექ­ნე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ გა­მო­იწ­ვია ვირუ­სის ასე­თი მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბა?

- ბევ­რმა რა­მემ, არც ისე გა­მარ­თულ­მა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, რომ "მე ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის არ მჯე­რა...". ეს კა­ტე­გო­რია სომ­ხეთ­ში, სა­დაც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ძალ­ზე ძლი­ე­რია, იმა­ზე მეტი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­ვიდ­გენ­დი. მე და ჩემი მე­უღ­ლე ქუ­ჩა­ში პირ­ბა­დე­ე­ბით რომ გა­მოვ­დი­ო­დით, დაგ­ვცი­ნოდ­ნენ, ზოგი ზურგსუ­კან, ზო­გიც - ხმა­მაღ­ლა, პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი ხართ, ამ ზღაპ­რე­ბის რო­გორ გჯე­რა­თო...

ბოლო ხა­ნებ­ში შე­წყდა ასე­თი თავ­დას­ხმე­ბი და ცი­ნიზ­მი, ახლა პი­რი­ქით არის, თუ პირ­ბა­დის გა­რე­შე და­გი­ნა­ხა­ვენ, მა­შინ­ვე თავს გეს­ხმი­ან, უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­ი­ცა­ვი­თო. თუმ­ცა, რაღა დრო­სია. ალ­ბათ სწო­რედ იმი­ტომ, რომ თა­ვად არ სჯე­რო­დათ და არც ფრთხი­ლობ­დნენ, უამ­რა­ვი ასე­თი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რმა გა­და­ლა­ხა და შემ­დეგ თავს გვა­რი­დებ­და. ასე­ვე იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხის ერთი წევ­რი და­ინ­ფი­ცირ­და და სხვებს არა­ფე­რი და­მარ­თნი­ათ, ან და­ვირუს­დნენ, მაგ­რამ უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ არაფ­რად მი­იჩ­ნი­ეს, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სებს არ იცავ­დნენ და გარ­შე­მოც გა­ავ­რცე­ლეს...

ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ერთ-ერთ სკო­ლა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი 14 მოს­წავ­ლეს და­უდ­გინ­და. დიდი ალ­ბა­თო­ბით მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან გა­და­ე­დოთ. თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ 15 სექ­ტემ­ბერს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მა­ინც და­ი­წყე­ბა... დღემ­დე არი­ან ისე­თე­ბი, ვი­საც ამ უმ­ძი­მე­სი რე­ა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის მა­ინც არ სჯე­რათ.

რო­ბერტ გრი­გო­რი­ა­ნი:

- ჩემი მე­გო­ბა­რი ერთ-ერთი კლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მია და თა­ვა­დაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ჯი­უ­ტით. შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი შე­მო­იყ­ვა­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით, საკ­მა­ოდ მძი­მე ფორ­მე­ბით, 4 დღე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იყო, თუმ­ცა, მა­ინც არ სჯე­რო­და, რომ კო­რო­ნა ჰქონ­და, ალ­ბათ გავ­ცივ­დი და გა­მიმწვავ­დაო... ასე­თე­ბი არა­ერ­თი ჰყო­ლია, არ აღი­ა­რე­ბენ არც დას­კვნას, არც მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სებს, აღარც შე­დე­გებს. არ ვიცი, ასე არ­წმუ­ნე­ბენ ამა­ში, მაგ­რამ იქი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, უბ­რა­ლო გა­ცი­ე­ბა მქონ­და, ესე­ნი ხომ ყვე­ლა­ფერს კო­რო­ნას უწო­დე­ბე­ნო...

აზერ­ბა­ი­ჯან­ში უჭირთ იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სტა­ტის­ტი­კას მა­ლავს, თუმ­ცა, იმას არ უარ­ყო­ფენ, რომ იქ სომ­ხეთ­თან შე­და­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაა და და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლიც ნაკ­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო...

მა­რატ აბა­ზო­ვი:

- სტა­ტის­ტი­კა მზარ­დია, რად­გან ად­გი­ლობ­რივ ნა­წილს უჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ კო­ვიდ­საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს არ იცა­ვენ, ან მხო­ლოდ მოჩ­ვე­ნე­ბი­თად იცა­ვენ, მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ჯა­რი­მა ემუქ­რე­ბათ... და­დი­ან დიდი ხნის წინ შე­ძე­ნი­ლი პირ­ბა­დით, ჩუ­მად აწყო­ბენ მა­სობ­რივ შეკ­რე­ბებს, მუდ­მი­ვად არ­ღვე­ვენ რე­გუ­ლა­ცი­ებს, არ იცა­ვენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას.

აქ მხო­ლოდ იმათ არ ვგუ­ლის­ხმობ, ვი­საც სა­ერ­თოდ არ სჯე­რა, მა­თაც, ვი­საც სჯე­რა, მაგ­რამ ჰგო­ნია, რომ თა­ვად არ და­ე­მარ­თე­ბა. არა­და, უმ­რა­ვი ასე­თი შემ­თხვე­ვაა, და­ინ­ფი­ცირ­დნენ, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან ცო­ტას­თვის არის სიგ­ნა­ლი. ურ­ჩევ­ნი­ათ, თუნ­დაც შე­მო­სა­ვა­ლი არ და­კარ­გონ. ასე­თი პი­რო­ბებ­ში კი, ვირუ­სის მარ­თვა ძნე­ლია და თუ უახ­ლო­ეს ჟა­მებ­ში სან­ქცი­ე­ბი არ გამ­კაცრ­და, ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად არას­ტა­ბი­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
82

რაში გვაინტერესებს სომხეთში რა ხდება ან სომხების აზრი?

არამიანოვნა
27

ო რა არიან ?არ ეშინიათ იმიტომ რომ 22მილიონი საზღვარგარეთაა და მიდიიიიი

ავტორი:

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის

სომხეთი "COVID-19"-ის გავრცელების კუთხით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიდერობს. 11 სექტემბრის მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსით დაღუპული პაციენტების რაოდენობამ 909-ს მიაღწია. ერთ დღე-ღამეში, ინფიცირების 200 შემთხვევა გამოვლინდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, 6 სექტემბრის მონაცემებით, მას აზერბაიჯანი ასწრებდა, იქ ერთ დღე-ღამეში დაინფიცირებულთა რაოდენობა 350-ს, დაღუპულთა რაოდენობა კი 550-ს აჭარბებდა. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანის მედია იქ არსებულ ეპიდვითარებაზე სრულ ინფორმაციას არ ავრცელებს.

მთლიანობაში, სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 4550-ზე მეტია, აზერბაიჯანში კი, 37 340-ზე მეტი...

გამწვავებული ეპიდვითარების გამო, სომხეთში საკარანტინო ვადა 2021 წლის 11 იანვრამდე გაგრძელდა. ქვეყანაში აკრძალილია სახმელთო საზღვრიდან შესვლა, დიპლომატების, მათი ოჯახების, სასულიერო პირებისა და სხვა მცირე გამონაკალისის გარდა. აკრძალვა არ მოქმედებს საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლებზე.

AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, როგორია ეპიდვითარება და საზოგადოებრივი განწყობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, სადაც კოვიდი-ინფიცირებულთა რაოდენობა ახალ-ახალ რეკორდებს ხსნის...

ჰასმიკ აბრამიანი, სომხეთის მოქალაქე:

- აზერბაიჯანში არ ვიცი, რა ხდება და არც მაინტერესებს, თუმცა, სტატისტიკა ვიცი, რომ ჩვენზე 10 000-ით ნაკლები შემთხვევაა. სომხეთში, ამაზე უარესი დღეებიც გვქონდა, ახლა მაჩვენებელი შედარებით შემცირდა და იმედიც გაგვიჩნდა, რომ მეორე ეტაპიც გადავლახეთ... თუმცა, პირველ და მეორე ეტაპებს შორის ინტერვალი ფაქტობრივად არც გვქონია...

ჩვენს ფონზე, საქართველო ჯერ კიდევ ძალზე ღირსეულად გამოიყურება. იმედია, მასშტაბური ზრდა არ იქნება, თუმცა, ის ყველაფერი, რაც ახლა საქართველოში ხდება, გავლილი გვაქვს. ჩვენი ექიმები ზამთრისთვის კიდევ ერთ ეტაპზე საუბრობენ და ეს ჩვენი ძალზე დასუსტებული ქვეყნისთვის, ძალიან დიდი დარტყმა იქნება. ექიმები გვაიმედებენ, რომ იმ დროისთვის უკვე იმუნიტეტი გვექნება.

- როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ვირუსის ასეთი მასშტაბური გავრცელება?

- ბევრმა რამემ, არც ისე გამართულმა ჯანდაცვის სისტემამ, ყველაზე მეტად დამოკიდებულებამ, რომ "მე ვირუსის არსებობის არ მჯერა...". ეს კატეგორია სომხეთში, სადაც რუსული პროპაგანდა ძალზე ძლიერია, იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. მე და ჩემი მეუღლე ქუჩაში პირბადეებით რომ გამოვდიოდით, დაგვცინოდნენ, ზოგი ზურგსუკან, ზოგიც - ხმამაღლა, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, განათლებული ხალხი ხართ, ამ ზღაპრების როგორ გჯერათო...

ბოლო ხანებში შეწყდა ასეთი თავდასხმები და ცინიზმი, ახლა პირიქით არის, თუ პირბადის გარეშე დაგინახავენ, მაშინვე თავს გესხმიან, უსაფრთხოების წესები დაიცავითო. თუმცა, რაღა დროსია. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ თავად არ სჯეროდათ და არც ფრთხილობდნენ, უამრავი ასეთი ადამიანი დაინფიცირდა.

საბედნიეროდ, ბევრმა გადალახა და შემდეგ თავს გვარიდებდა. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახის ერთი წევრი დაინფიცირდა და სხვებს არაფერი დამართნიათ, ან დავირუსდნენ, მაგრამ უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მაგრამ არაფრად მიიჩნიეს, თვითიზოლაციის წესებს არ იცავდნენ და გარშემოც გაავრცელეს...

ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი 14 მოსწავლეს დაუდგინდა. დიდი ალბათობით მასწავლებლებისგან გადაედოთ. თუმცა, ამბობენ, რომ 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი მაინც დაიწყება... დღემდე არიან ისეთები, ვისაც ამ უმძიმესი რეალობის მიუხედავად, ვირუსის არსებობის მაინც არ სჯერათ.

რობერტ გრიგორიანი:

- ჩემი მეგობარი ერთ-ერთი კლინიკის მთავარი ექიმია და თავადაც გაოგნებული იყო პაციენტების სიჯიუტით. შუახნის მამაკაცი შემოიყვანეს კორონავირუსის დიაგნოზით, საკმაოდ მძიმე ფორმებით, 4 დღე რეანიმაციაში იყო, თუმცა, მაინც არ სჯეროდა, რომ კორონა ჰქონდა, ალბათ გავცივდი და გამიმწვავდაო... ასეთები არაერთი ჰყოლია, არ აღიარებენ არც დასკვნას, არც მკურნალობის პროცესებს, აღარც შედეგებს. არ ვიცი, ასე არწმუნებენ ამაში, მაგრამ იქიდან გამოსულები აცხადებენ, უბრალო გაციება მქონდა, ესენი ხომ ყველაფერს კორონას უწოდებენო...

აზერბაიჯანში უჭირთ იმის დაჯერება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სტატისტიკას მალავს, თუმცა, იმას არ უარყოფენ, რომ იქ სომხეთთან შედარებით გამართული ჯანდაცვის სისტემაა და დაინფიცირებულიც ნაკლები უნდა ყოფილიყო...

მარატ აბაზოვი:

- სტატისტიკა მზარდია, რადგან ადგილობრივ ნაწილს უჭირს იმის დაჯერება, რომ კოვიდსაფრთხე რეალურია, უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ, ან მხოლოდ მოჩვენებითად იცავენ, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯარიმა ემუქრებათ... დადიან დიდი ხნის წინ შეძენილი პირბადით, ჩუმად აწყობენ მასობრივ შეკრებებს, მუდმივად არღვევენ რეგულაციებს, არ იცავენ თვითიზოლაციას.

აქ მხოლოდ იმათ არ ვგულისხმობ, ვისაც საერთოდ არ სჯერა, მათაც, ვისაც სჯერა, მაგრამ ჰგონია, რომ თავად არ დაემართება. არადა, უმრავი ასეთი შემთხვევაა, დაინფიცირდნენ, მაგრამ ეს ძალიან ცოტასთვის არის სიგნალი. ურჩევნიათ, თუნდაც შემოსავალი არ დაკარგონ. ასეთი პირობებში კი, ვირუსის მართვა ძნელია და თუ უახლოეს ჟამებში სანქციები არ გამკაცრდა, ვითარება მუდმივად არასტაბილური იქნება.

პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს - მკვლევართა იმედისმომცემი დასკვნა

"გუშინ, შევძელი მთელი დღე დამოუკიდებლად მესუნთქა" - "ინსტაგრამზე" გამოქვეყნდა ნავალნის პირველი ფოტო მისი ავადმყოფობის შემდეგ

"მარტში დავინფიცირდი და 6 თვის შემდეგ თავს კვლავ ცუდად ვგრძნობ" - ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, პოსტ-კოვიდ სიმპტომებს აღწერენ