საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის შემდეგ - დასრულდა თუ არა 9/11-ის ერა?
19 წლის შემდეგ - დასრულდა თუ არა 9/11-ის ერა?

ე.წ. 9/11-ის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ თით­ქმის ორი ათწლე­უ­ლი გა­ვი­და. 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ნიუ იორკში "ტყუ­პე­ბი" - მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ორი ცა­თამ­ბრჯე­ნი ალ-ქა­ე­დას მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად ჩა­მო­ინ­გრა.

  • "ში­ნა­უ­რი თხა"

აშშ-ს ის­ტო­რი­ა­ში სა­ბე­დის­წე­რო დი­ლას მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ჯორჯ ბუში უმ­ცრო­სი ფლო­რი­და­ში, ერთ-ერთ და­წყე­ბით სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­დე­საც სკო­ლა­ში მი­ვი­და, ბუშს პირ­ვე­ლი თვითმფრი­ნა­ვის სა­ვაჭ­რო ცენ­ტრზე შე­ტა­კე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, თუმ­ცა დას­ძი­ნეს, რომ ეს სა­ვა­რა­უ­დოდ, უბ­რა­ლოდ პა­ტა­რა ზო­მის ვერ­ტა­ლი­ო­ტი იყო. მა­შინ, რო­დე­საც ბუშ­თან ერ­თად პა­ტა­რა მოს­წავ­ლე­ე­ბი ცნო­ბილ თა­მაშს - "ში­ნა­ურ თხას" თა­მა­შობ­დნენ, თეთ­რი სახ­ლის პერ­სო­ნა­ლის უფ­როს­მა, ენ­დრიუ ქარ­დმა მას მე­ო­რე შე­ტა­კე­ბის შე­სა­ხებ ყურ­ში ჩას­ჩურ­ჩუ­ლა: "მე­ო­რე თვითმფრი­ნავ­მა მე­ო­რე შე­ნო­ბას და­არ­ტყა. ამე­რი­კა თავ­დას­ხმის ქვე­შაა".

ბუში საკ­ლა­სო ოთახ­ში ბო­ლომ­დე დარ­ჩა. რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ისი­ნი მა­შინ­ვე მიხ­ვდნენ, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო - შე­ამ­ჩნი­ეს, რომ პრე­ზი­დენტს სახე აუ­ჭარხლდა და და­უ­სე­რი­ო­ზულ­და, მისი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა კი "გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, შო­კი­რე­ბუ­ლი, და შეძრწუ­ნე­ბუ­ლი" გახ­და.

  • 9/11-ის მკა­ფიო და მკრთა­ლი აჩ­რდი­ლე­ბი

მსოფ­ლი­ო­ში იმ დრო­ის­თვის ორ ყვე­ლა­ზე მა­ღალ შე­ნო­ბა­ზე თვითმფრი­ნა­ვე­ბის შე­ჯა­ხე­ბამ სულ 2 753 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, მაგ­რამ ამ მოვ­ლე­ნამ უდი­დე­სი ის­ტო­რი­უ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა მსოფ­ლიო წეს­რიგ­ზეც. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ზე ტე­რო­რის­ტულ­მა შე­ტე­ვამ დიდ­წი­ლად, გან­სა­ზღვრა ეპო­ქა და ამე­რი­კას სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის ახა­ლი ფურ­ცე­ლი გა­და­აშ­ლე­ვი­ნა, ასე­ვე, გახ­და წი­ნა­პი­რო­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით დაზ­ვერ­ვის ახა­ლი მე­თო­დე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ტო­კო­ლე­ბის შე­მო­შა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­აზ­რეს, რომ "ის­ტო­რია არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა", რაც ია­პო­ნე­ლი პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რის, ფრენ­სის ფუ­კუ­ია­მას ნაშ­რო­მის - "ის­ტო­რი­ის და­სას­რუ­ლი" მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი იყო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში ლი­ბე­რა­ლურ­მა დე­მოკ­რა­ტი­ამ სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­ჯვა. გლო­ბა­ლუ­რი "ომის ტე­რო­რიზ­მზე" დად­გო­მის შე­დე­გად, აშშ-ს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი დე­და­მი­წის ფარ­თო რკალ­ზე გან­ლაგ­დნენ, და­სავ­ლეთ აფ­რი­კი­დან შუა აღ­მო­სავ­ლე­თამ­დე, ის­ლა­მურ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან შებ­რძო­ლე­ბის მსოფ­ლიო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში.

"ვა­შინგტონ პოსტზე" ვკი­თხუ­ლობთ, რომ უამ­რა­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე მო­ეს­წრო, თუ რო­გორ აი­ზი­ლა მათი ცხოვ­რე­ბა, ოჯა­ხე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის კას­კად­ში, იქ­ნე­ბა ეს აშშ-ს მიერ ერაყ­ში შეჭ­რა, არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის არე­უ­ლო­ბე­ბი, თუ სი­რი­ა­სა და ავ­ღა­ნე­თის გა­და­უჭ­რე­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი.

თუმ­ცა, მრა­ვა­ლი თვალ­საზ­რი­სით, 9/11 და ის ეპო­ქა­ლუ­რი "აფეთ­ქე­ბა", რაც მას მოჰ­ყვა, თით­ქოს, შორს დარ­ჩა. და­სავ­ლეთ­ში, უკა­ნას­კნელ ათწლე­ულ­ში ტრავ­მუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შო­კე­ბი და რე­ცე­სი­ე­ბი და­ი­წყო და დას­რულ­და; გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა კვლავ მტკი­ცე რჩე­ბა, ვა­შინგტონ­ში პო­ლი­ტი­კურ ელი­ტებს გა­უჩ­ნდათ სურ­ვი­ლი, ჩა­მო­შორ­დნენ შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბებს და ამის ნაც­ვლად, ჩი­ნე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვის შე­სახ­ვედ­რად მომ­ზა­დე­ბა­ზე კონ­ცენ­ტრირ­დნენ.

  • 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს და­წყე­ბუ­ლი თა­ვის დას­რუ­ლე­ბა

გარ­და ამი­სა, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ისე, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბი ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას იმის ფორ­მი­რე­ბა­ზე, თუ რო­გორ და­ა­წე­სე­ბენ მთავ­რო­ბე­ბი მათი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტებ­სა და დღის წეს­რიგს.

ბენ როუდსმა, ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მიმ­დი­ნა­რე წელს თა­ვის ეს­სე­ში და­წე­რა: "COVID-19-მა შეც­ვა­ლა ის, თუ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ამე­რი­კე­ლე­ბი, და ის ემუქ­რე­ბა უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე ტე­რო­რის­ტი აქამ­დე და­მუქ­რე­ბია. დროა, ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის ეს თავი, რო­მე­ლიც 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო, და­ვას­რუ­ლოთ".

ვა­შინგტო­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის სის­ტე­მა­ში, 9/11-ის ერა თით­ქოს, აშშ-ს მსოფ­ლიო გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბის სი­ნო­ნი­მი ხდე­ბა. RAND Corporation-ის პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­ში, რო­მელ­შიც აშშ-ს სა­გა­რეო გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბაა გან­ხი­ლუ­ლი, წე­რია: "9/11-ის თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად და შემ­დეგ, თა­ლი­ბა­ნის სწრა­ფი და­ცე­მი­სა და ალ ქა­ე­დას დაშ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბით, ამე­რი­კელ­მა ლი­დე­რებ­მა ტე­რო­რიზ­მზე გლო­ბა­ლუ­რი ომი და­ი­წყეს, მი­ი­ღეს სამ­ხედ­რო პო­ლი­ტი­კა ბირ­თვულ გა­მავ­რცე­ლებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­იჭრ­ნენ ერაყ­ში, გა­მო­ა­ცხა­დეს იმ გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ, რომ ქვე­ყა­ნა და­ნარ­ჩე­ნი შუა აღ­მო­სავ­ლე­თის­თვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­დე­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო. ამ რამ­დე­ნი­მე მი­სი­ამ აშშ-ს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ფი­ტა და არც ერთი მათ­გა­ნი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად".

  • ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გაკ­ვე­თი­ლი

თუმ­ცა, მემ­კვიდ­რე­ო­ბი­დან მთლი­ა­ნი ჩა­მო­შო­რე­ბა სა­ხე­ზე არ არის. ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ იმა­ზე, რომ რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის მთა­ვა­რი რის­კი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ან მე­ტის­მე­ტად სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბაა.

"ნე­ბის­მი­ერ მცდე­ლო­ბას, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს ჩა­მო­შორ­დეს, ბევ­რი ჩახ­ლარ­თუ­ლი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე ახ­ლავს", - და­წე­რა უი­ლი­ამ ბარნსმა - კარ­ნე­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო მშვი­დო­ბის ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტმა და ამე­რი­კელ­მა ყო­ფილ­მა დიპ­ლო­მატ­მა. მი­სი­ვე თქმით: "ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ბა­რაკ ობა­მას მცდე­ლო­ბა, შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში აშშ-ს ჩარ­თვის პი­რო­ბე­ბი შე­ეც­ვა­ლა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიფრ­თხი­ლის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. მის გა­აზ­რე­ბულ, გრძელ თა­მაშს რე­გი­ო­ნის მოკ­ლე თა­მა­შის არა­სინ­ქრო­ნი­ზე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი დახ­ვდა, რა­მაც ამე­რი­კუ­ლი ძა­ლის მი­მართ ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა".

ვა­შინგტონ­ში ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ხედი ფარ­თო მას­შტა­ბით ფერ­მკრთალ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად ცუდი ვი­თა­რე­ბაა, რომ ბევრ ამე­რი­კელ პო­ლი­ტი­კოსს ამის ატა­ნა უბ­რა­ლოდ, აღარ სურს.

  • სა­ჭი­რო "ახა­ლი ცივი ომი"

მარ­ცხნივ გა­დახ­რი­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი იმ იდე­ო­ლო­გი­უ­რი შე­ტა­კე­ბის ხან­მოკ­ლე­ო­ბა­საც უს­ვა­მენ ხაზს, რო­მე­ლიც 9/11-მა მო­ი­ტა­ნა. ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­კო­სის, და­ნი­ელ ბესნე­რის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში აშშ-ს კულ­ტუ­რა­ში ის­ლამ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შფოთვი­თა და ში­შით გა­იჟღინ­თა, 2010-იანი წლე­ბის­თვის აშ­კა­რა გახ­და, რომ ამ საფრ­თხეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მსგავ­სი, გამ­ძლე ეფექ­ტი არ ჰქონ­და - ესე­ნი იყ­ვნენ "ჯი­ჰა­დის­ტე­ბი", რო­მელ­თაც უბ­რა­ლოდ, არ ჰქონ­დათ საკ­მა­რი­სი ძალა, რე­ა­ლუ­რად და­მუქ­რე­ბოდ­ნენ აშშ-ს.

"ნა­წი­ლობ­რივ, ამის გამო ვართ იმ მცდე­ლო­ბე­ბის მომსწრე­ნი, რომ ჩი­ნეთ­თან "ახალ ცივ ომს" ჩა­ე­ყა­როს სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც, თუ და­ი­წყე­ბა, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ის­ტებ­ლიშ­მენტს იმ ლო­გი­კით მო­ა­მა­რა­გებს, რო­მე­ლიც მას სჭირ­დე­ბა, რათა ის მზარ­დი ხარ­ჯე­ბი გა­ა­მარ­თლოს, რაც "ამე­რი­კის იმ­პე­რი­ას" უჭერს მხარს", - აღ­ნიშ­ნავს ბესნე­რი.

Washinton Post-ის სტა­ტი­ა­ში დას­კვნის სა­ხით ვკი­თხუ­ლობთ, რომ იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ ის­ტო­რი­ის ახა­ლი თავი გა­და­იშ­ლე­ბა, რო­გორც რო­უდსი ამ­ბობს, წინა თავი ბო­ლომ­დე დას­რუ­ლე­ბუ­ლი მა­ინც არ არის - რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნე­ბის მკვიდრთათ­ვის, რო­მელ­ზეც აშშ-ს მიერ წა­მო­წყე­ბულ­მა "ტე­რო­რიზ­მთან ომმა" მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა. ერთ-ერთი ბოლო კვლე­ვის შე­ფა­სე­ბით, 9/11-ის შემ­დეგ აშშ-ს პა­სუხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ომე­ბის შე­დე­გად, მსოფ­ლი­ო­ში სულ 37 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს მო­უ­წია გა­და­სახ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბენდელა
1

ვერტალიოტი კი არა ურემი :(

levan
1

"ვერტალიოტი" რა უბედურებაა!

ავტორი:

19 წლის შემდეგ - დასრულდა თუ არა 9/11-ის ერა?

19 წლის შემდეგ - დასრულდა თუ არა 9/11-ის ერა?

ე.წ. 9/11-ის მოვლენების შემდეგ თითქმის ორი ათწლეული გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ იორკში "ტყუპები" - მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი ცათამბრჯენი ალ-ქაედას მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად ჩამოინგრა.

  • "შინაური თხა"

აშშ-ს ისტორიაში საბედისწერო დილას მაშინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი ფლორიდაში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად იმყოფებოდა. როდესაც სკოლაში მივიდა, ბუშს პირველი თვითმფრინავის სავაჭრო ცენტრზე შეტაკების შესახებ შეატყობინეს, თუმცა დასძინეს, რომ ეს სავარაუდოდ, უბრალოდ პატარა ზომის ვერტალიოტი იყო. მაშინ, როდესაც ბუშთან ერთად პატარა მოსწავლეები ცნობილ თამაშს - "შინაურ თხას" თამაშობდნენ, თეთრი სახლის პერსონალის უფროსმა, ენდრიუ ქარდმა მას მეორე შეტაკების შესახებ ყურში ჩასჩურჩულა: "მეორე თვითმფრინავმა მეორე შენობას დაარტყა. ამერიკა თავდასხმის ქვეშაა".

ბუში საკლასო ოთახში ბოლომდე დარჩა. როგორც მოსწავლეები იხსენებენ, ისინი მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო - შეამჩნიეს, რომ პრეზიდენტს სახე აუჭარხლდა და დაუსერიოზულდა, მისი გამომეტყველება კი "გაბრაზებული, შოკირებული, და შეძრწუნებული" გახდა.

  • 9/11-ის მკაფიო და მკრთალი აჩრდილები

მსოფლიოში იმ დროისთვის ორ ყველაზე მაღალ შენობაზე თვითმფრინავების შეჯახებამ სულ 2 753 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ამ მოვლენამ უდიდესი ისტორიული გავლენა მოახდინა მსოფლიო წესრიგზეც. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ტერორისტულმა შეტევამ დიდწილად, განსაზღვრა ეპოქა და ამერიკას საზღვარგარეთ სამხედრო ინტერვენციების ახალი ფურცელი გადააშლევინა, ასევე, გახდა წინაპირობა ქვეყნის შიგნით დაზვერვის ახალი მეთოდებისა და უსაფრთხოების პროტოკოლების შემოშავების თვალსაზრისით. ადამიანებმა გაიაზრეს, რომ "ისტორია არ დასრულებულა", რაც იაპონელი პოლიტიკის მეცნიერის, ფრენსის ფუკუიამას ნაშრომის - "ისტორიის დასასრული" მთავარი სათქმელი იყო, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოში ლიბერალურმა დემოკრატიამ საბოლოოდ გაიმარჯვა. გლობალური "ომის ტერორიზმზე" დადგომის შედეგად, აშშ-ს სამხედრო ძალები დედამიწის ფართო რკალზე განლაგდნენ, დასავლეთ აფრიკიდან შუა აღმოსავლეთამდე, ისლამურ საომარ მდგომარეობასთან შებრძოლების მსოფლიო კამპანიის ფარგლებში.

"ვაშინგტონ პოსტზე" ვკითხულობთ, რომ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე მოესწრო, თუ როგორ აიზილა მათი ცხოვრება, ოჯახები და საზოგადოებები პოლიტიკური კატასტროფების კასკადში, იქნება ეს აშშ-ს მიერ ერაყში შეჭრა, არაბული გაზაფხულის არეულობები, თუ სირიასა და ავღანეთის გადაუჭრელი კონფლიქტები.

თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, 9/11 და ის ეპოქალური "აფეთქება", რაც მას მოჰყვა, თითქოს, შორს დარჩა. დასავლეთში, უკანასკნელ ათწლეულში ტრავმული ეკონომიკური შოკები და რეცესიები დაიწყო და დასრულდა; გლობალიზაციის გაბატონებული შეხედულება კვლავ მტკიცე რჩება, ვაშინგტონში პოლიტიკურ ელიტებს გაუჩნდათ სურვილი, ჩამოშორდნენ შუა აღმოსავლეთში დაძაბულობებს და ამის ნაცვლად, ჩინეთის სტრატეგიული გამოწვევის შესახვედრად მომზადებაზე კონცენტრირდნენ.

  • 2001 წლის 11 სექტემბერს დაწყებული თავის დასრულება

გარდა ამისა, როგორც კორონავირუსის პანდემიის ბოლოდროინდელი გამოცდილება, ისე, კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, მოსალოდნელი საფრთხეები ახდენენ გავლენას იმის ფორმირებაზე, თუ როგორ დააწესებენ მთავრობები მათი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსა და დღის წესრიგს.

ბენ როუდსმა, ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მიმდინარე წელს თავის ესსეში დაწერა: "COVID-19-მა შეცვალა ის, თუ როგორ ცხოვრობენ ამერიკელები, და ის ემუქრება უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს, ვიდრე რომელიმე ტერორისტი აქამდე დამუქრებია. დროა, ჩვენი ისტორიის ეს თავი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბერს დაიწყო, დავასრულოთ".

ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის სისტემაში, 9/11-ის ერა თითქოს, აშშ-ს მსოფლიო გავლენის შემცირების სინონიმი ხდება. RAND Corporation-ის პოლიტიკურ ანგარიშში, რომელშიც აშშ-ს საგარეო გავლენის შემცირებაა განხილული, წერია: "9/11-ის თავდასხმების შედეგად და შემდეგ, თალიბანის სწრაფი დაცემისა და ალ ქაედას დაშლის წახალისებით, ამერიკელმა ლიდერებმა ტერორიზმზე გლობალური ომი დაიწყეს, მიიღეს სამხედრო პოლიტიკა ბირთვულ გამავრცელებლებთან დაკავშირებით, შეიჭრნენ ერაყში, გამოაცხადეს იმ განზრახვის შესახებ, რომ ქვეყანა დანარჩენი შუა აღმოსავლეთისთვის დემოკრატიული მოდელი უნდა გამხდარიყო. ამ რამდენიმე მისიამ აშშ-ს შესაძლებლობები გამოფიტა და არც ერთი მათგანი არ დასრულებულა დამაკმაყოფილებლად".

  • ობამას ადმინისტრაციის გაკვეთილი

თუმცა, მემკვიდრეობიდან მთლიანი ჩამოშორება სახეზე არ არის. ამერიკელი ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ რეგიონიდან ჩამოშორების მთავარი რისკი გადაჭარბებული ან მეტისმეტად სწრაფი მოქმედებაა.

"ნებისმიერ მცდელობას, შეერთებული შტატები დანარჩენ სამყაროს ჩამოშორდეს, ბევრი ჩახლართული უარყოფითი მხარე ახლავს", - დაწერა უილიამ ბარნსმა - კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის პრეზიდენტმა და ამერიკელმა ყოფილმა დიპლომატმა. მისივე თქმით: "ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მცდელობა, შუა აღმოსავლეთში აშშ-ს ჩართვის პირობები შეეცვალა, მნიშვნელოვანი სიფრთხილის საფუძველს იძლევა. მის გააზრებულ, გრძელ თამაშს რეგიონის მოკლე თამაშის არასინქრონიზებული პასუხები დახვდა, რამაც ამერიკული ძალის მიმართ ეჭვები გააჩინა".

ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ხედი ფართო მასშტაბით ფერმკრთალდება. რამდენიმე ქვეყანაში იმდენად ცუდი ვითარებაა, რომ ბევრ ამერიკელ პოლიტიკოსს ამის ატანა უბრალოდ, აღარ სურს.

  • საჭირო "ახალი ცივი ომი"

მარცხნივ გადახრილი კრიტიკოსები იმ იდეოლოგიური შეტაკების ხანმოკლეობასაც უსვამენ ხაზს, რომელიც 9/11-მა მოიტანა. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, დანიელ ბესნერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს კულტურაში ისლამთან დაკავშირებული შფოთვითა და შიშით გაიჟღინთა, 2010-იანი წლებისთვის აშკარა გახდა, რომ ამ საფრთხეს საბჭოთა კავშირის მსგავსი, გამძლე ეფექტი არ ჰქონდა - ესენი იყვნენ "ჯიჰადისტები", რომელთაც უბრალოდ, არ ჰქონდათ საკმარისი ძალა, რეალურად დამუქრებოდნენ აშშ-ს.

"ნაწილობრივ, ამის გამო ვართ იმ მცდელობების მომსწრენი, რომ ჩინეთთან "ახალ ცივ ომს" ჩაეყაროს საფუძველი, რომელიც, თუ დაიწყება, საგარეო პოლიტიკის ისტებლიშმენტს იმ ლოგიკით მოამარაგებს, რომელიც მას სჭირდება, რათა ის მზარდი ხარჯები გაამართლოს, რაც "ამერიკის იმპერიას" უჭერს მხარს", - აღნიშნავს ბესნერი.

Washinton Post-ის სტატიაში დასკვნის სახით ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ისტორიის ახალი თავი გადაიშლება, როგორც როუდსი ამბობს, წინა თავი ბოლომდე დასრულებული მაინც არ არის - რა თქმა უნდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მკვიდრთათვის, რომელზეც აშშ-ს მიერ წამოწყებულმა "ტერორიზმთან ომმა" მოახდინა გავლენა. ერთ-ერთი ბოლო კვლევის შეფასებით, 9/11-ის შემდეგ აშშ-ს პასუხთან დაკავშირებული ომების შედეგად, მსოფლიოში სულ 37 მილიონ ადამიანს მოუწია გადასახლება.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის