პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე
„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე

1999 წელს და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი და 20-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა - ახა­ლი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის და­ვით ჩო­მა­ხი­ძის რო­მა­ნი „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ მალე მკი­თხვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

„მას შემ­დეგ, რაც ამ რო­მა­ნის წერა და­ვი­წყე, ოცი წელი გა­ვი­და. თუმ­ცა წე­რას ჩემ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად რამ­დენ­ჯერ­მე და­ვა­ნე­ბე თავი, რა­ღაც ძალა ყო­ველ­თვის მაბ­რუ­ნებ­და მის­კენ, ნელა მის­ხალ-მის­ხალ ვწერ­დი, თით­ქოს და ყო­ველ ასოთ­ნი­შანს სა­გულ­და­გუ­ლოდ ვწო­ნი­დი და მხო­ლოდ შემ­დეგ გა­დამ­ქონ­და ფურ­ცელ­ზე. 2019 წელს ნა­წარ­მო­ე­ბი და­ვას­რუ­ლე და კონ­კურ­სშიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­ვი­მარ­ჯვე და მალე ჩემი წიგ­ნი და­ი­ბეჭ­დე­ბა,“ - ასე იხ­სე­ნებს რო­მან­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცესს თა­ვად ავ­ტო­რი და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე გვიყ­ვე­ბა:

„სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბა­რი ალ­ბათ არც ისე რთუ­ლია, რად­გან მაქვს მშვი­დი და სტა­ბი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა, მყავს ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, სამ­სა­ხუ­რი. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა თუ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში. თუმ­ცა, აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არც ასე მარ­ტი­ვა­დაა შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მე, რად­გან ჩვენ უფრო მეტი ფან­ტა­ზია, იდეა და აზრი გვა­წუ­ხებს და სწო­რედ წე­რის პრო­ცეს­ში ხდე­ბა ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რი­ე­ბის სა­ხით, რაც შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლურ სტა­ბი­ლურ ცხოვ­რე­ბას არ ახა­სი­ა­თებ­დეს. ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რე­ა­ლი­ზე­ბა, მხო­ლოდ ჩემს ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში შე­მიძ­ლია, ჩემი გმი­რე­ბი მუ­დამ ხი­ფა­თით, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე ის­ტო­რი­ე­ბით მიმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბენ ცხოვ­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ. ეს რამ­დე­ნად და­გეხ­მა­რათ სამ­წერ­ლო­ბო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

ვფიქ­რობ, ჟურ­ნა­ლისტს მხო­ლოდ ერთი ნა­ბი­ჯი აკ­ლია მწერ­ლო­ბამ­დე. რა თქმა უნდა, ჟურ­ნალ­სტურ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ჩემს სამ­წერ­ლო­ბო ას­პა­რეზ­ზე გას­ვლა­ში. წერა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, ჟურ­ნა­ლის­ტი­კამ კი სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა წერა პრო­ფე­სი­ად გა­და­მექ­ცია. რამ­დე­ნი­მე წელი ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში, ასო­ბით რეს­პონ­დენ­ტთან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც აშ­კა­რად და­მეხ­მა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თე­ბის, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის შეც­ნო­ბა­ში.

კონ­კურ­სში „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ ად­რეც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით, თუმ­ცა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბით. რო­გორ ფიქ­რობთ, ამ­ჯე­რად, ჟანრ­მა ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი?

რა თქმა უნდა, ჟანრ­ზე ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მა­შინ კონ­კურ­სში სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კუ­რი რო­მა­ნი „შე­მოქ­მედ­ნი“ მქონ­და წარ­დგე­ნი­ლი. ვფიქ­რობ, ის ჟან­რის მოყ­ვა­რულ­თა მო­თხოვ­ნებს სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ფან­ტას­ტი­კის ჟანრ­ზე გაზ­რდილ მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე.

წლე­ვან­დელ კონ­კურ­სში მკი­თხველს კრი­მი­ნა­ლუ­რი თრი­ლე­რი შევ­თა­ვა­ზე, ნა­წარ­მო­ებ­მა კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მო­ი­პო­ვა და კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

პირ­ვე­ლი მარ­ცხის მერე რა შე­იც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

ჩემი აზ­რით, მარ­ცხი ბე­დის­წე­რის გა­მოც­დაა, არ უნდა ჩა­იჭ­რა, არ უნდა და­ნებ­დე, უნდა იბ­რძო­ლო, რად­გან ყო­ვე­ლი მარ­ცხი ახა­ლი ბრძო­ლის­კენ მო­წო­დე­ბას ნიშ­ნავს, მეც არ დავ­ნე­ბე­ბულ­ვარ, უფრო მი­ზან­და­სა­ხუ­ლი გავ­ხდი, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლით შე­ვუ­დე­ქი ახალ ნა­წარ­მო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბას, უფრო სწო­რად მი­ვუბ­რუნ­დი იმ მი­ვი­წყე­ბულ ნა­წარ­მო­ებს, რომ­ლის წერა დიდი ხნის წინ და­ვი­წყე, მაგ­რამ გა­რე­მო­ე­ბა­თა გამო არ და­მის­რუ­ლე­ბია. ვგო­ნებ, ჩა­ვა­ბა­რე ბე­დის­წე­რის გა­მოც­და: - „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ სწო­რედ პირ­ველ­მა მარ­ცხმა შე­მაქ­მნე­ვი­ნა.

ამ­ჯე­რად რან­დე­ნად ელო­დით გა­მარ­ჯვე­ბას?

რო­გორც ამ­ბო­ბენ „ყვე­ლა იუნ­გას - კა­პიტ­ნო­ბა სურს“, მეც მსურ­და რი­გი­თი კონ­კურ­სან­ტი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ხალ­ხის რჩე­უ­ლი რომ გავ­ხდი. ამი­ტომ, მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც გვერ­დი გახ­სნა, ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ი­კი­თხა და ხმა მომ­ცა. ხალ­ხი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ჟი­უ­რია, თუმ­ცა ამა­ვე დროს სა­მარ­თლი­ა­ნიც, ამი­ტომ ჩემი აზ­რით, ხალ­ხის რჩე­უ­ლო­ბა დი­დად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. როცა მკი­თხველ­მა შენი ნა­წარ­მო­ე­ბის მცი­რე ფრაგ­მენ­ტი მო­ი­წო­ნა, შენც არ უნდა გა­უწ­ბი­ლო იმე­დე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მას შემ­დეგ რაც „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ დღის სი­ნათ­ლეს იხი­ლავს, მკი­თხველ­თა ის წრე, რო­მე­ლიც ჩემს ნა­წარ­მო­ებს უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭა, გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი არ დარ­ჩე­ბა.

მოგ­ვი­ყე­ვით თა­ვად რო­მან­ზეც

ჩემი აზ­რით, „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ ორი ტი­პის მკი­თხვე­ლის­თვის იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო, პირ­ვე­ლი: - ვინც 90-იანი წლე­ბი გა­მო­ი­ა­რა, ნაც­ნობ გა­რე­მო­ში დაბ­რუნ­დე­ბა, ბევრ ისეთ წვრილ­მანს აღ­მო­ა­ჩენს, რო­მე­ლიც მა­შინ ძალ­ზედ ახ­ლო­ბე­ლი იყო, ახლა კი მი­ვი­წყე­ბუ­ლია და მე­ო­რეც: - თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხვე­ლის­თვის, რო­მელ­საც 90-ია­ნე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი­დან ან ნაც­ნო­ბე­ბი­დან სმე­ნია, „დე­ტექ­ტი­ვო­ბა­ნა“ მათ­თვის 90-ია­ნე­ბის გზამ­კვლე­ვის როლს იკის­რებს, ვფიქ­რობ, მისი წყა­ლო­ბით, გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნე­ბათ, არა მარ­ტო პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, არა­მედ გა­ი­გე­ბენ, რა პი­რო­ბებ­ში უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა მა­შინ­დელ ახალ­გაზ­რდებს.

ნა­წარ­მო­ე­ბი მოგ­ვი­თხრობს მა­რა­დი­ულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ბო­რო­ტე­ბა­სა და სი­კე­თეს შო­რის, იქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი მე­გობ­რო­ბას და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლას უჭი­რავს, ახლა არ „და­გას­პო­ი­ლე­რებთ“, ნა­წარ­მო­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ სი­უ­ჟეტს არ ავღ­წერ, უბ­რა­ლოდ, მკი­თხველს და­ვა­ი­მე­დებ, რომ წინ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ელის. კი­თხვის პრო­ცე­სი აზარ­ტუ­ლი, შე­მეც­ნე­ბი­თი და სა­სი­ა­მოვ­ნოა, იქ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი კი კი­დევ დიდ ხანს გაჰ­ყვე­ბა მკი­თხველს.

ზო­გა­დად, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა გახ­და ინ­სპი­რა­ცია, რომ წერა და­გე­წყოთ?

წერა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყე, ვწერ­დი ლექ­სებს, ჩა­ნა­ხა­ტებს, სე­რი­ო­ზულს არა­ფერს, ერთხელ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შემ­თხვე­ვით გა­და­ვა­წყდი ძველ წიგნს, კარ­გად მახ­სოვს ის წიგ­ნი ძმე­ბი სტრუ­გაც­კე­ბის „მე­წა­მუ­ლი ღრუბ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა“ იყო, მას შემ­დეგ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კა შე­მო­იჭ­რა.

თა­ვი­დან მხო­ლოდ ვკი­თხუ­ლობ­დი, რო­გორც ქარ­თულ ასე­ვე უცხო­ურ სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­მიჩ­ნდა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა თა­ვად შე­მექ­მნა რა­ღაც, თით­ქოს­და უხი­ლა­ვი ძალა მა­ი­ძუ­ლებ­და ხელ­ში კა­ლა­მი ამე­ღო და ფან­ტას­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი მო­მე­გო­ნე­ბი­ნა, ასე გაჩ­ნდა ჩემი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი“.

ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, რომ წერა - ეს არ არის ჩემ­თვის ჰობი, ან პრო­ფე­სია, ეს უკვე ჩემი ცხოვ­რე­ბის ხა­სი­ა­თი და სტი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე

„ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“ – დავით ჩომახიძის გზა იუნგობიდან კაპიტნობამდე ანუ ლიტერატურული კონკურსიდან გამოცემულ წიგნამდე

1999 წელს დაწყებული რომანი და 20-წლიანი მუშაობა - ახალი ქართველი ავტორის დავით ჩომახიძის რომანი „დეტექტივობანა“ მალე მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

„მას შემდეგ, რაც ამ რომანის წერა დავიწყე, ოცი წელი გავიდა. თუმცა წერას ჩემგან დამოუკიდებლად რამდენჯერმე დავანებე თავი, რაღაც ძალა ყოველთვის მაბრუნებდა მისკენ, ნელა მისხალ-მისხალ ვწერდი, თითქოს და ყოველ ასოთნიშანს საგულდაგულოდ ვწონიდი და მხოლოდ შემდეგ გადამქონდა ფურცელზე. 2019 წელს ნაწარმოები დავასრულე და კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა. გავიმარჯვე და მალე ჩემი წიგნი დაიბეჭდება,“ - ასე იხსენებს რომანზე მუშაობის პროცესს თავად ავტორი და საკუთარი ცხოვრების შესახებ სხვა საინტერესო დეტალებზე გვიყვება:

„საკუთარ თავზე საუბარი ალბათ არც ისე რთულია, რადგან მაქვს მშვიდი და სტაბილური ცხოვრება, მყავს ოჯახი, მეგობრები, სამსახური. მათთან ურთიერთობა დიდი მოტივაციაა ჩემი ცხოვრებისეული ღირებულებებისა თუ პრიორიტეტების ფორმირებაში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ასე მარტივადაა შემოქმედი ადამიანების საქმე, რადგან ჩვენ უფრო მეტი ფანტაზია, იდეა და აზრი გვაწუხებს და სწორედ წერის პროცესში ხდება შინაგანი სამყაროს გათავისუფლება მრავალფეროვანი ისტორიების სახით, რაც შეიძლება რეალურ სტაბილურ ცხოვრებას არ ახასიათებდეს. ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება, მხოლოდ ჩემს ნაწარმოებებში შემიძლია, ჩემი გმირები მუდამ ხიფათით, წინააღმდეგობებით და მოულოდნელობებით აღსავსე ისტორიებით მიმრავალფეროვნებენ ცხოვრებას“, - აღნიშნავს ავტორი.

ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება გაქვთ. ეს რამდენად დაგეხმარათ სამწერლობო საქმიანობაში?

ვფიქრობ, ჟურნალისტს მხოლოდ ერთი ნაბიჯი აკლია მწერლობამდე. რა თქმა უნდა, ჟურნალსტურმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს სამწერლობო ასპარეზზე გასვლაში. წერა ყოველთვის მიყვარდა, ჟურნალისტიკამ კი საშუალება მომცა წერა პროფესიად გადამექცია. რამდენიმე წელი ვმუშაობდი სხვადასხვა ბეჭდურ მედიაში, ასობით რესპონდენტთან მქონდა ურთიერთობა, რაც აშკარად დამეხმარა ადამიანების ხასიათების, შეხედულებებისა და ინდივიდუალიზმის შეცნობაში.

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ადრეც მონაწილეობდით, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ნაწარმოებით. როგორ ფიქრობთ, ამჯერად, ჟანრმა ითამაშა გადამწყვეტი როლი?

რა თქმა უნდა, ჟანრზე ბევრია დამოკიდებული. მაშინ კონკურსში სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი „შემოქმედნი“ მქონდა წარდგენილი. ვფიქრობ, ის ჟანრის მოყვარულთა მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, თუმცა საქართველოში არ არის ფანტასტიკის ჟანრზე გაზრდილ მკითხველთა ფართო წრე.

წლევანდელ კონკურსში მკითხველს კრიმინალური თრილერი შევთავაზე, ნაწარმოებმა კარგი გამოხმაურება მოიპოვა და კონკურსის გამარჯვებულიც გახდა.

პირველი მარცხის მერე რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

ჩემი აზრით, მარცხი ბედისწერის გამოცდაა, არ უნდა ჩაიჭრა, არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო, რადგან ყოველი მარცხი ახალი ბრძოლისკენ მოწოდებას ნიშნავს, მეც არ დავნებებულვარ, უფრო მიზანდასახული გავხდი, გაორმაგებული ძალით შევუდექი ახალ ნაწარმოებზე მუშაობას, უფრო სწორად მივუბრუნდი იმ მივიწყებულ ნაწარმოებს, რომლის წერა დიდი ხნის წინ დავიწყე, მაგრამ გარემოებათა გამო არ დამისრულებია. ვგონებ, ჩავაბარე ბედისწერის გამოცდა: - „დეტექტივობანა“ სწორედ პირველმა მარცხმა შემაქმნევინა.

ამჯერად რანდენად ელოდით გამარჯვებას?

როგორც ამბობენ „ყველა იუნგას - კაპიტნობა სურს“, მეც მსურდა რიგითი კონკურსანტიდან გამარჯვებული გავმხდარიყავი, განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ხალხის რჩეული რომ გავხდი. ამიტომ, მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელმაც გვერდი გახსნა, ნაწარმოები წაიკითხა და ხმა მომცა. ხალხი ყველაზე კრიტიკული ჟიურია, თუმცა ამავე დროს სამართლიანიც, ამიტომ ჩემი აზრით, ხალხის რჩეულობა დიდად საპასუხისმგებლოა. როცა მკითხველმა შენი ნაწარმოების მცირე ფრაგმენტი მოიწონა, შენც არ უნდა გაუწბილო იმედები, დარწმუნებული ვარ მას შემდეგ რაც „დეტექტივობანა“ დღის სინათლეს იხილავს, მკითხველთა ის წრე, რომელიც ჩემს ნაწარმოებს უპირატესობა მიანიჭა, გაწბილებული არ დარჩება.

მოგვიყევით თავად რომანზეც

ჩემი აზრით, „დეტექტივობანა“ ორი ტიპის მკითხველისთვის იქნება საინტერესო, პირველი: - ვინც 90-იანი წლები გამოიარა, ნაცნობ გარემოში დაბრუნდება, ბევრ ისეთ წვრილმანს აღმოაჩენს, რომელიც მაშინ ძალზედ ახლობელი იყო, ახლა კი მივიწყებულია და მეორეც: - თანამედროვე მკითხველისთვის, რომელსაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან ან ნაცნობებიდან სმენია, „დეტექტივობანა“ მათთვის 90-იანების გზამკვლევის როლს იკისრებს, ვფიქრობ, მისი წყალობით, გარკვეული წარმოდგენა შეექმნებათ, არა მარტო პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, არამედ გაიგებენ, რა პირობებში უწევდათ ცხოვრება მაშინდელ ახალგაზრდებს.

ნაწარმოები მოგვითხრობს მარადიულ დაპირისპირებაზე ბოროტებასა და სიკეთეს შორის, იქ მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს, ახლა არ „დაგასპოილერებთ“, ნაწარმოებში განვითარებულ სიუჟეტს არ ავღწერ, უბრალოდ, მკითხველს დავაიმედებ, რომ წინ არაჩვეულებრივი თავგადასავალი ელის. კითხვის პროცესი აზარტული, შემეცნებითი და სასიამოვნოა, იქ მოთხრობილი ამბავი კი კიდევ დიდ ხანს გაჰყვება მკითხველს.

ზოგადად, თქვენს ცხოვრებაში რა გახდა ინსპირაცია, რომ წერა დაგეწყოთ?

წერა ადრეულ ასაკში დავიწყე, ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს, სერიოზულს არაფერს, ერთხელ ბიბლიოთეკაში შემთხვევით გადავაწყდი ძველ წიგნს, კარგად მახსოვს ის წიგნი ძმები სტრუგაცკების „მეწამული ღრუბლების ქვეყანა“ იყო, მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სამეცნიერო ფანტასტიკა შემოიჭრა.

თავიდან მხოლოდ ვკითხულობდი, როგორც ქართულ ასევე უცხოურ სამეცნიერო ფანტასტიკას, მოგვიანებით კი გამიჩნდა მოთხოვნილება თავად შემექმნა რაღაც, თითქოსდა უხილავი ძალა მაიძულებდა ხელში კალამი ამეღო და ფანტასტიკური ისტორიები მომეგონებინა, ასე გაჩნდა ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები „სიკვდილმისჯილი“.

ამიტომაც, ვფიქრობ, რომ წერა - ეს არ არის ჩემთვის ჰობი, ან პროფესია, ეს უკვე ჩემი ცხოვრების ხასიათი და სტილია.

პირველი ვებგვერდი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიოწიგნებს და თანამედროვე ლიტერატურას

რა ნივთები დასჭირდებათ პირველკლასელებს სკოლაში?

ბესტსელერი წიგნები, რომელთა აუდიოვერსიების მოსმენა უკვე შესაძლებელია