სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიზოლაციო ოთახები, მერხების დეზინფექცია და ლექციების შეზღუდული საათები - რა წესების დაცვა მოუწევთ უნივერსიტეტებში?
საიზოლაციო ოთახები, მერხების დეზინფექცია და ლექციების შეზღუდული საათები - რა წესების დაცვა მოუწევთ უნივერსიტეტებში?

უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბულ კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, ერთ მა­გი­და­ზე და­საშ­ვებ წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. კერ­ძოდ, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გან­თავ­სე­ბულ კა­ფე­ტე­რი­ებ­ში ერთ მა­გი­და­ზე მხო­ლოდ 6 პირი გან­თავ­სდე­ბა.

პრო­ტო­კოლ­ში, რო­მე­ლიც უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის შე­მუ­შავ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში თერ­მოსკრი­ნინ­გი და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ყვე­ლას­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად რჩე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ბექა ფე­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სა­ი­ზო­ლა­ციო ოთა­ხი მო­ე­წყო­ბა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ პირს გა­ნა­თავ­სე­ბენ, ვი­საც რა­ი­მე სა­ხის სიმპტო­მი გა­მო­უვ­ლინ­დე­ბა.

ამას­თან, და­რე­გუ­ლირ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის და­საშ­ვე­ბი რა­ო­დე­ნო­ბაც და სა­ლექ­ციო სა­ა­თე­ბი.

„უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში თერ­მოსკრი­ნინ­გი აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად რჩე­ბა. ასე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა, დე­ზინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლის შეს­რუ­ლე­ბა, რაც ასე­ვე მერ­ხე­ბის ხშირ დე­ზინ­ფექ­ცი­ას მო­ი­ცავს.

რაც შე­ე­ხე­ბა აუ­დი­ტო­რი­ა­ში სტუ­დენ­ტე­ბის გან­თავ­სე­ბას, ამ შემ­თხვე­ვა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა თვი­თონ უნდა შე­ად­გი­ნონ იმგვა­რი გეგ­მა-გრა­ფი­კი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბევ­რი სტუ­დენ­ტი ერთ სივ­რცე­ში არ გან­თავ­სდე­ბა.

თუმ­ცა, თუ აუ­დი­ტო­რი­ებ­ში არის სა­შუ­ა­ლე­ბა და­ცუ­ლი იყოს 1 მეტ­რი დის­ტან­ცია, ამ შემ­თხვე­ვა­ში მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის არ გვი­წე­რია.

სა­ლექ­ციო სა­ა­თე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბაც თვი­თონ უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ.

რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბის ობი­ექ­ტებს, ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე, სა­დაც ერთი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ხვდე­ბი­ან ერ­თად, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა კა­ფეს და რეს­ტორ­ნებს, აქ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ცენ­ტრირ­დნენ ერთ სივ­რცე­ში, ამი­ტომ აქ ლი­მი­ტე­ბი დად­გე­ნი­ლია რო­გორც კვად­რა­ტუ­ლო­ბა­ზე, თუ რამ­დენ კვად­რა­ტულ მეტრზე რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­იშ­ვე­ბა, ასე­ვე ერთ მა­გი­დას­თან და­საშ­ვებ პირ­თა ლი­მი­ტიც და­წეს­და. ამ­გვა­რად, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში 6 ადა­მი­ა­ნი გან­თავ­სდე­ბა ერთ მა­გი­დას­თან, ღია სივ­რცე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა, თუ ნე­ბის­მი­ე­რი კვე­ბის ობი­ექ­ტი, ერთ მა­გი­დას­თან 12 ადა­მი­ა­ნის გან­თავ­სე­ბა და­საშ­ვე­ბი იქ­ნე­ბა.

ყველ­გან, მათ შო­რის, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც მო­თხოვ­ნი­ლია სა­ი­ზო­ლა­ციო ოთა­ხის გა­მო­ყო­ფაც, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მედ­პერ­სო­ნა­ლის ჩა­რე­ვამ­დე სიმპტო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში დრო­ე­ბით გა­ნა­თავ­სე­ბენ სტუ­დენტს თუ ნე­ბის­მი­ერ პირს“,- გა­ნა­ცხა­და ფე­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სას­წავ­ლო კურ­სე­ბის თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის დის­ტან­ცი­უ­რად წარ­მარ­თვას, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი რო­მე­ლი­მე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა აუ­დი­ტო­რი­ა­ში 1-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით შე­საძ­ლე­ბე­ლია უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სას­წავ­ლო კურ­სე­ბის თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის დის­ტან­ცი­უ­რად წარ­მარ­თვა. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტი გავ­რცელ­დე­ბა იმ სტუ­დენ­ტებ­ზეც, რომ­ლე­ბიც იზო­ლა­ცი­ა­ში/კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საიზოლაციო ოთახები, მერხების დეზინფექცია და ლექციების შეზღუდული საათები - რა წესების დაცვა მოუწევთ უნივერსიტეტებში?

საიზოლაციო ოთახები, მერხების დეზინფექცია და ლექციების შეზღუდული საათები - რა წესების დაცვა მოუწევთ უნივერსიტეტებში?

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ კვების ობიექტებში, ერთ მაგიდაზე დასაშვებ წევრთა რაოდენობა ლიმიტირებული იქნება. კერძოდ, უნივერსიტეტებში განთავსებულ კაფეტერიებში ერთ მაგიდაზე მხოლოდ 6 პირი განთავსდება.

პროტოკოლში, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავდა, აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი და პირბადის ტარება ყველასთვის აუცილებელ პირობად რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, პროტოკოლის მიხედვით, უნივერსიტეტებში საიზოლაციო ოთახი მოეწყობა, სადაც ნებისმიერ პირს განათავსებენ, ვისაც რაიმე სახის სიმპტომი გამოუვლინდება.

ამასთან, დარეგულირდება სტუდენტების დასაშვები რაოდენობაც და სალექციო საათები.

„უნივერსიტეტებში თერმოსკრინინგი აუცილებელ პირობად რჩება. ასევე სავალდებულოა პირბადეების ტარება, დეზინფექციასთან დაკავშირებული პროტოკოლის შესრულება, რაც ასევე მერხების ხშირ დეზინფექციას მოიცავს.

რაც შეეხება აუდიტორიაში სტუდენტების განთავსებას, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტებმა თვითონ უნდა შეადგინონ იმგვარი გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, ბევრი სტუდენტი ერთ სივრცეში არ განთავსდება.

თუმცა, თუ აუდიტორიებში არის საშუალება დაცული იყოს 1 მეტრი დისტანცია, ამ შემთხვევაში მკვეთრად გამოხატული რეკომენდაცია უნივერსიტეტისთვის არ გვიწერია.

სალექციო საათების დარეგულირებაც თვითონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, ჩვენ ვსაუბრობდით უნივერსიტეტებზე, სადაც ერთი ჯგუფის წევრები ხვდებიან ერთად, ხოლო რაც შეეხება კაფეს და რესტორნებს, აქ შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული, უცნობი ადამიანები კონცენტრირდნენ ერთ სივრცეში, ამიტომ აქ ლიმიტები დადგენილია როგორც კვადრატულობაზე, თუ რამდენ კვადრატულ მეტრზე რამდენი ადამიანი დაიშვება, ასევე ერთ მაგიდასთან დასაშვებ პირთა ლიმიტიც დაწესდა. ამგვარად, დახურულ სივრცეში 6 ადამიანი განთავსდება ერთ მაგიდასთან, ღია სივრცეში განხორციელებული სოციალური ღონისძიება იქნება, თუ ნებისმიერი კვების ობიექტი, ერთ მაგიდასთან 12 ადამიანის განთავსება დასაშვები იქნება.

ყველგან, მათ შორის, უნივერსიტეტებშიც მოთხოვნილია საიზოლაციო ოთახის გამოყოფაც, სადაც შესაბამისი მედპერსონალის ჩარევამდე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დროებით განათავსებენ სტუდენტს თუ ნებისმიერ პირს“,- განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა. დისტანციური სწავლების ფორმატი გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც იზოლაციაში/კარანტინში იმყოფებიან.

"COVID-19-ის მკურნალობაში დექსამეტაზონის გამოჩენამ გარდატეხა მოახდინა"  - რა სიახლეებია კორონავირუსის გამოვლენისა და მიმდინარეობის თვალსაზრისით?

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პირველ სტუდენტებს მიიღებს

"ფეისბუქზე" ჰყავთ გაცნობილი ბიჭები და მათთან შესახვედრად მოდიოდნენ" - კახეთში დაკარგული დების ბაბუა პოლიციას რეაგირებისთვის მადლობას უხდის