სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის აჭა­რის რე­გი­ო­ნის 3 თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ამ ეტაპ­ზე, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 3 თა­ნამ­შრომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

„ახალ კო­რო­ნა­ვირუს­ზე (COVID-19) რისკ ჯგუ­ფე­ბის მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სი­სა და პე­რი­ო­დუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის "ბა­თუ­მის გა­ფორ­მე­ბის ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნა­ში“ მე­ბა­ჟე ოფიც­რებ­სა და თა­ნამ­შრო­მელ­თა სრულ შე­მად­გენ­ლო­ბას (სა­ერ­თო ჯამ­ში 185 პირი) გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დათ. ამას­თან, მიზ­ნობ­რი­ვი, გეგ­მი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი „სარ­ფის“ 99 მე­ბა­ჟე ოფი­ცერს.

გა­მოკ­ვლე­უ­ლი პი­რე­ბი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და სამ თა­ნამ­შრო­მელს (ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­მოკ­ვლე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბის პა­სუ­ხე­ბი "COVID-19“-ზე და­დე­ბი­თია).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა რისკ ჯგუ­ფებ­ში მყოფ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ჩა­უ­ტარ­და. ამას­თან, სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის ექი­მი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მიერ, გან­ხორ­ცი­ელ­და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც გუ­ლის­ხმობს სა­თა­ნა­დო კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბას და მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­სა­ბა­მი­სი დე­ტა­ლუ­რი ანამ­ნე­ზის შეკ­რე­ბას.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით კო­რო­ნა­ვირუს­ზე სრუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტებ­სა და გა­ფორ­მე­ბის ეკო­ნო­მი­კურ ზო­ნებ­ში ეტა­პობ­რი­ვად კი­დევ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი ყვე­ლას სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას უსურ­ვებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის რეგიონის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში“ მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 185 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. ამასთან, მიზნობრივი, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ 99 მებაჟე ოფიცერს.

გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს (ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“-ზე დადებითია).

აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, განხორციელდა ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად კიდევ განხორციელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებასა და გაძლიერებას უსურვებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეს ადამიანი 4 სექტემბერს ჩვენთან მუსიკალურ საღამოზე მოვიდა" - "ცისკარი გარდენის" განცხადება ინფიცირებულ პირზე, რომელიც მათთან იმყოფებოდა

კახეთში კორონავირუსი ექიმს დაუფიქსირდა - ის ერთდროულად თბილისის რამდენიმე კლინიკაში მუშაობს

"ისეთი წამალი მაქვს დალეული, ანტიდოტი თუ არ მივიღე, საღამოს მოვკვდები" - თამაზ ხომასურიძე