სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათხოვრად ვიქეცი, 3 დღეში ერთხელ ვაჭმევ ძაღლებს... ხალხო, რამ გაგაქვავათ?!" - რატომ აჩუქებს თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფარს, რომელსაც 17 წელი პატრონოდა
"მათხოვრად ვიქეცი, 3 დღეში ერთხელ ვაჭმევ ძაღლებს... ხალხო, რამ გაგაქვავათ?!" - რატომ აჩუქებს თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფარს, რომელსაც 17 წელი პატრონოდა

თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი მის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარს აჩუ­ქებს. ამის შე­სა­ხებ მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

"ჩუქ­დე­ბა თავ­შე­სა­ფა­რი, 249 ძაღ­ლთან და 4 მურა დათვთან ერ­თად!!! თავ­შე­სა­ფა­რი გან­თავ­სე­ბუ­ლია გრი­გოლ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ქუ­ჩის 9 ნო­მერ­ში. 2 500 (ორი ათას ხუ­თა­სი) კვად­რა­ტულ მეტრზე. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის და მი­წის ფარ­თი შე­ად­გენს მი­ლი­ონ 350 ათას ლარს. გა­ჩუ­ქე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, იქ არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის 10 წელი მოვ­ლა, შე­ნახ­ვა და პატ­რო­ნო­ბა. (ამ­ჟა­მად თავ­შე­სა­ფარ­ში მყო­ფი ძაღ­ლე­ბი 10 წლის შემ­დეგ სი­ბე­რით მოკ­ვდე­ბი­ან). მი­წის ნაკ­ვე­თი, შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბე­ბით ეკუთ­ვნის ბა­ტონ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს.

გა­ჩუ­ქე­ბის მი­ზა­ნი არის იქ მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლი­სა­გან. მთავ­რო­ბამ, ბიზ­ნეს­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ვი­საც გაქვთ სურ­ვი­ლი იჩუ­ქოთ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბით, და­ვუ­კავ­შირ­დით ბა­ტონ თა­მაზს: 599 51 68 86".

ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი წუხს იმის გამო, რომ მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის რჩე­ნას ვე­ღარ ახერ­ხებს. ქო­ნე­ბის გა­ჩუ­ქე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას წინ უძღვო­და ისევ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­კე­ე­ბუ­ლი მისი გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებ­და, რომ მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ და გა­ე­ღოთ შე­მო­წი­რუ­ლო­ბა, კონ­კრე­ტულ ან­გა­რიშ­ზე თან­ხა ჩა­ე­რი­ცხათ. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამ მო­წო­დე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გულ­გრი­ლი აღ­მოჩ­ნდა და ამი­ტომ ქო­ნე­ბის გა­ჩუ­ქე­ბა გა­და­წყვი­ტა.

თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვილს წლე­ბია ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი აქვს და ქუ­ჩა­ში მი­ტო­ვე­ბულ ძაღ­ლებს თა­ვი­სი ფი­ნან­სე­ბით კვე­ბავ­და და მკურ­ნა­ლობ­და. 2015 წელს, როცა თბი­ლის­ში მომ­ხდარ­მა წყალ­დი­დო­ბამ თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი წა­ი­ღო, ბიზ­ნეს­მენს თა­ვი­დან მო­უხ­და ძაღ­ლე­ბის­თვის ახა­ლი თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბა, რაც ასე­ვე თა­ვი­სი სახ­სრე­ბით გა­ა­კე­თა.

რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, 17 წე­ლია მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებს პატ­რო­ნობს, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გამო მას ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და რჩე­ნას ვერ ახერ­ხებს.

თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი:

- თავ­შე­სა­ფარ­ში ახლა შიმ­ში­ლია და უსახ­სრო­ბის გამო ძაღ­ლე­ბის გა­მოკ­ვე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ, რაც ძა­ლი­ან მტკი­ვა. 249 ძაღ­ლი მყავს, ყვე­ლა დიდი ტა­ნის ძაღ­ლია. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ქარ­თუ­ლი ნა­გა­ზი რომ გა­ვუშ­ვა ახლა ქუ­ჩა­ში. ამის ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და თან აკ­რძა­ლუ­ლია. ამ გან­ცხა­დე­ბით ვე­ძებ გა­მო­სა­ვალს, რომ ძაღ­ლე­ბი შიმ­ში­ლით არ და­ი­ხო­ცონ.

- თქვენ თხოვ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­მო­წი­რუ­ლო­ბას ამ ძაღ­ლე­ბის­თვის, არ გად­მო­რი­ცხა ხალ­ხმა ფული?

- არა­ვის აინ­ტე­რე­სებს და ეს კი­დევ მე­ტად მა­ღელ­ვებს. 17 წელი ვი­ნა­ხავ­დი ჩემი ჯი­ბის ფუ­ლით ქუ­ჩი­დან აყ­ვა­ნილ მი­ტო­ვე­ბულ ძაღ­ლებს. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე 30 000 ძაღ­ლმა გა­ი­ა­რა ჩემი თავ­შე­სა­ფა­რი, მო­უყ­ვა­ნი­ათ ტყვი­ით დაჭ­რი­ლი, ნა­ჯა­ხით, და­ნით დაჭ­რი­ლი ძაღ­ლე­ბი. ვინ იცის რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბით არ მო­უყ­ვა­ნი­ათ, ექიმ­თან წა­მიყ­ვა­ნია, ოპე­რა­ცი­ე­ბი მათ­თვის ჩემი სახ­სრე­ბით გა­მი­კე­თე­ბია და გა­და­მირ­ჩე­ნია ისი­ნი.

პა­ტა­რა ტა­ნის ძაღ­ლე­ბის პრობ­ლე­მა არ მაქვს, ავცრი, გა­ვუ­კე­თებ კას­ტრა­ცი­ას, სტე­რი­ლი­ზა­ცი­ას, ასეთ ძაღ­ლებს ყურ­ზე უკე­თი­ათ ბირ­კა და და­დი­ან ქუ­ჩა­ში. თავ­შე­სა­ფარ­ში კი მყავს კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზი, აზი­უ­რი ნა­გა­ზი, მა­ლა­მუ­ტი და ა.შ. ამ ძაღ­ლე­ბის გა­ჩუ­ქე­ბა ვე­რაფ­რით მო­ვა­ხერ­ხე, ყვე­ლას უნდა პა­ტა­რა ლეკ­ვი სა­თა­მა­შოდ რომ წა­იყ­ვა­ნოს. მერე თუ არ მო­ე­წო­ნათ ზოგო იმა­საც ქუ­ჩა­ში აგ­დებს.

ჩემ­თან თავ­შე­სა­ფარ­ში მყო­ფი ძაღ­ლე­ბის 70 პრო­ცენ­ტი ქუ­ჩა­ში პატ­რო­ნის მიერ გაგ­დე­ბუ­ლი ძაღ­ლია, ქუ­ჩი­დან შე­მო­ვიყ­ვა­ნე და ვა­ჩუ­ქე მათ სი­ცო­ცხლე. ზოგი 5 წე­ლია ჩემ­თა­ნაა, ზოგი - 6 წე­ლია. ვაჭ­მევ­დი და ვას­მევ­დი. არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც პატ­რონ­მა მო­იყ­ვა­ნა, რად­გან ზოგს კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, ზოგს ფეხი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი, ზოგს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და ცუ­დად იყო. ყვე­ლას ვუმ­კურ­ნა­ლე ჩემი სახ­სრე­ბით, გა­მო­ვა­ჯან­მრთე­ლე, მაგ­რამ პატ­რონ­მა არ წა­იყ­ვა­ნა, დამ­რჩა თავ­შე­სა­ფარ­ში.

- რას გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა­ტომ არ მი­ყავ­დათ?

- გული რომ არ აქვთ, ადა­მი­ა­ნის სახე რომ აქვთ მხო­ლოდ გა­დაკ­რუ­ლი ამი­ტომ, თო­რემ ადა­მი­ა­ნი თა­ვის ერ­თგულ მე­გო­ბარს ასე მი­აგ­დებს? ასეთ ხალ­ხს ადა­მი­ა­ნო­ბა და­კარ­გუ­ლი აქვთ. გარ­და 249 ძაღ­ლი­სა თავ­შე­სა­ფარ­ში 4 მურა დათ­ვი მყავს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს მო­ბა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ერთი ნა­ტე­ხი პუ­რიც კი არ მო­უ­ტა­ნია მის­თვის.

- რამ­დე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი გყავთ თავ­შე­სა­ფარ­ში?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­რე და დამ­რჩა 12 კაცი, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა 249 ძაღლს და 4 მურა დათვს. 17 წელი არ დამ­ჭირ­ვე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა და ამ ყვე­ლა­ფერს ჩე­მით ვუ­ძღვე­ბო­დი, მაგ­რამ ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა დამ­ჭირ­და და მო­ვუ­წო­დე ხალ­ხს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ძაღ­ლებს საკ­ვე­ბით.

მა­თხო­ვა­რად ვი­ქე­ცი, ერთი ლარი ჩა­უ­რი­ცხეთ რომ შიმ­ში­ლით არ და­ი­ხო­ცონ-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ვის ადარ­დებს. როცა არ­სე­ბობს ძაღ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­სა­ფა­რი თბი­ლის­ში, რო­მელ­საც წე­ლი­წად­ში 5 მი­ლი­ო­ნი აქვს და­ფი­ნან­სე­ბა.

მე ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი წე­ლი­წად­ში 240 000 ლარი მიჯ­დე­ბო­და და ჩემ­თან გა­ცი­ლე­ბით მეტი ძაღ­ლი შე­მო­დი­ო­და, ვმკურ­ნა­ლობ­დით. მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­თან მე­მო­რან­დუ­მი მქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს. ისი­ნიც დიდ საქ­მეს აკე­თე­ბენ. ყვე­ლა კას­ტრა­ცია და სტერ­ლი­ზა­ცია რაც კი გა­კე­თე­ბუ­ლა ჩემი თავ­შე­საფ­რის ძაღ­ლებ­ზე, იქ კეთ­დე­ბა უფა­სოდ, მაგ­რამ ძაღლს ჭამა ხომ უნდა, ვო­ლი­ე­რებს - გა­რე­ცხვა.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბი სჭირ­დე­ბათ ძაღ­ლებს, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ოპე­რა­ცია, ამას არა­ვინ აფი­ნან­სებს და ამის გა­დახ­და მე ჩემი ჯი­ბი­დან მი­წევ­და. ახლა გა­მი­ჭირ­და და მზად ვარ ჩემი ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც არის მი­ლი­ონ 350 000 ღი­რე­ბუ­ლე­ბის ვა­ჩუ­ქო, გინ­დათ მთავ­რო­ბას ან ნე­ბის­მი­ერ პირს, ოღონდ ერთი პი­რო­ბით - 10 წელი მო­უ­ა­როს ამათ, აჭა­მოს და შიმ­ში­ლით არ მოკ­ლას.

- სა­ხელ­მწი­ფოს­თან ხომ არ გქონ­დათ მო­ლა­პა­რა­კე­ბა რომ თან­ხა გა­მო­გი­ყონ?

- ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში კერ­ძო თავ­შე­საფ­რებს ეხ­მა­რე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი და აფი­ნან­სებს. მე ვე­უბ­ნე­ბი იქით, გჩუქ­ნით ჩემს ქო­ნე­ბას-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ვის უნდა. სა­წყალ ძაღ­ლებს შიმ­ში­ლით ხომ არ დავ­ხო­ცავ, ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღე მა­შინ სა­კუ­თარ თავ­ზე. სირ­ცხვი­ლი ქარ­თვე­ლებს, სხვა ბიზ­ნეს­მე­ნებს ან ჩი­ნოვ­ნი­კებს რომ დავ­მსგა­სე­ბუ­ლი­ყა­ვი 8 მი­ლი­ო­ნად რამ­დენ რა­მეს გა­ვა­კე­თებ­დი.

არ მინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი. მან­ქა­ნის ნომ­რებ­ში ყრი­ან ფუ­ლებს და ბევრ სუ­ლე­ლურ რა­მე­ში და ძაღ­ლე­ბის­თვის არ იმე­ტე­ბენ არა­ფერს. ჩვენ ვცხოვ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მში­ე­რი ძაღ­ლი, რო­მელ­საც აქვს უფ­ლე­ბა ჩვენს ქა­ლაქ­ში იცხოვ­როს მივა რეს­ტო­რან­თან, ითხოვს ერთ ნა­ტეხ პურს და ქვას ეს­ვრი­ან და იმ პურს ნა­გავ­ში ყრი­ან.

ახლა ისე გა­მი­ჭირ­და, 3 დღე­ში ერთხელ ვაჭ­მევ ძაღ­ლებს და გავ­ნად­გურ­დი ძა­ლი­ან. მათ თვა­ლებს ვე­ღარ ვუ­ყუ­რებ. ან ეს სა­წყა­ლი ძაღ­ლე­ბი ინექ­ცი­ით უნდა და­ვა­ძი­ნოთ, ამის გამ­კე­თე­ბე­ლი მე არ ვარ, მა­შინ თავი უნდა მო­ვიკ­ლა, ან შიმ­ში­ლით და­ი­ხო­ცე­ბი­ან და გული გა­მის­კდე­ბა. გული მიკ­ვდე­ბა რომ ვერ ვაჭ­მევ. სა­ცო­და­ვად რომ გი­ყუ­რებს და თვა­ლე­ბით გე­უბ­ნე­ბა მა­ჭა­მეო, შე­იძ­ლე­ბა ცრემ­ლი ვერ შე­ი­კა­ვო ადა­მი­ან­მა.

ძაღ­ლი ხომ სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია ადა­მი­ა­ნის, ხალხნო რამ გა­გაქ­ვა­ვათ. ერთი პური გვე­ნა­ნე­ბა ძაღლს მივ­ცეთ და იმ პურს ნა­გავ­ში ვყრით. გული გა­მის­კდე­ბა რომ მოკ­ვდეს ძაღ­ლი შიმ­ში­ლით, რო­მე­ლიც ერთხელ პატ­რონ­მა გა­წი­რა და ქუ­ჩა­ში მი­აგ­დო. ის მე გა­და­ვარ­ჩი­ნე, ვუმ­კურ­ნა­ლე, მო­ვუ­ა­რე და ახლა შიმ­ში­ლით მოვ­კლა? ძაღლსაც აქვს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, ნუ იქ­ნე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბო გულ­გრილ­ნი.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კკკ
9

კარგი კაცი ხართ. ნეტა მქონდეს მაგათი მოვლის საშუალება.

გურ
8

სამჭუხაროა ეს ამბავი,არ უყვარს ხალხს ბუნება,ცხოველფრინველთა სამყარო,ცოცხალი არსება რო დაიბადება ადამიანო უნდა მოუარო,არ შეგიძლია-არ დაბადო,ჩემის აზრით ეს მარტო ძაღლებს არ უნდა ეხებოდეს,ძაღლებთან ერთად კატებს,ცხენებს,ყველა ცხოველფრინველს,ვირუსიო,პანდემიაო,ჯანდაბაო ყველაფერი მოდის ბუნების,ადამიანების,ცხოველფრინველის არა სიყვარულისგან,მნიშვნელობა არა აქვს ვირუსი ბუნებრივია თუ ხელოვნური,სიყვარული,სიყვარული ბუნებაში გვიყვარდეს ყველაფერი,ეს მარტო ჩვენი პრობლემა ხო არაა,მსოფლიო პრობლემაა,ვიფიქროთ,ვიფიქროთ ყველამ ამაზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მათხოვრად ვიქეცი, 3 დღეში ერთხელ ვაჭმევ ძაღლებს... ხალხო, რამ გაგაქვავათ?!" - რატომ აჩუქებს თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფარს, რომელსაც 17 წელი პატრონოდა

"მათხოვრად ვიქეცი, 3 დღეში ერთხელ ვაჭმევ ძაღლებს... ხალხო, რამ გაგაქვავათ?!" - რატომ აჩუქებს თამაზ ელიზბარაშვილი თავშესაფარს, რომელსაც 17 წელი პატრონოდა

თამაზ ელიზბარაშვილი მის კუთვნილებაში არსებულ ცხოველთა თავშესაფარს აჩუქებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად!!! თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს. გაჩუქების აუცილებელი პირობაა, იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. (ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან). მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს.

გაჩუქების მიზანი არის იქ მყოფი ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან. მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ვისაც გაქვთ სურვილი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დავუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86".

ცნობილი ბიზნესმენი წუხს იმის გამო, რომ მიუსაფარი ძაღლების რჩენას ვეღარ ახერხებს. ქონების გაჩუქებაზე განცხადებას წინ უძღვოდა ისევ სოციალური ქსელით გაკეებული მისი განცხადება, სადაც საზოგადოებას მოუწოდებდა, რომ მიუსაფარი ძაღლების გადასარჩენად გაერთიანებულიყვნენ და გაეღოთ შემოწირულობა, კონკრეტულ ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ. როგორც თავად ამბობს, ამ მოწოდების მიმართ საზოგადოება გულგრილი აღმოჩნდა და ამიტომ ქონების გაჩუქება გადაწყვიტა.

თამაზ ელიზბარაშვილს წლებია ძაღლების თავშესაფარი აქვს და ქუჩაში მიტოვებულ ძაღლებს თავისი ფინანსებით კვებავდა და მკურნალობდა. 2015 წელს, როცა თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი წაიღო, ბიზნესმენს თავიდან მოუხდა ძაღლებისთვის ახალი თავშესაფრის აშენება, რაც ასევე თავისი სახსრებით გააკეთა.

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, 17 წელია მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს, მაგრამ პანდემიის გამო მას ფინანსური პრობლემები შეექმნა და რჩენას ვერ ახერხებს.

თამაზ ელიზბარაშვილი:

- თავშესაფარში ახლა შიმშილია და უსახსრობის გამო ძაღლების გამოკვებას ვერ ვახერხებ, რაც ძალიან მტკივა. 249 ძაღლი მყავს, ყველა დიდი ტანის ძაღლია. თქვენ წარმოიდგინეთ ქართული ნაგაზი რომ გავუშვა ახლა ქუჩაში. ამის ქუჩაში გაშვება შეუძლებელია და თან აკრძალულია. ამ განცხადებით ვეძებ გამოსავალს, რომ ძაღლები შიმშილით არ დაიხოცონ.

- თქვენ თხოვდით საზოგადოებას შემოწირულობას ამ ძაღლებისთვის, არ გადმორიცხა ხალხმა ფული?

- არავის აინტერესებს და ეს კიდევ მეტად მაღელვებს. 17 წელი ვინახავდი ჩემი ჯიბის ფულით ქუჩიდან აყვანილ მიტოვებულ ძაღლებს. ამ წლების მანძილზე 30 000 ძაღლმა გაიარა ჩემი თავშესაფარი, მოუყვანიათ ტყვიით დაჭრილი, ნაჯახით, დანით დაჭრილი ძაღლები. ვინ იცის რა დაზიანებებით არ მოუყვანიათ, ექიმთან წამიყვანია, ოპერაციები მათთვის ჩემი სახსრებით გამიკეთებია და გადამირჩენია ისინი.

პატარა ტანის ძაღლების პრობლემა არ მაქვს, ავცრი, გავუკეთებ კასტრაციას, სტერილიზაციას, ასეთ ძაღლებს ყურზე უკეთიათ ბირკა და დადიან ქუჩაში. თავშესაფარში კი მყავს კავკასიური ნაგაზი, აზიური ნაგაზი, მალამუტი და ა.შ. ამ ძაღლების გაჩუქება ვერაფრით მოვახერხე, ყველას უნდა პატარა ლეკვი სათამაშოდ რომ წაიყვანოს. მერე თუ არ მოეწონათ ზოგო იმასაც ქუჩაში აგდებს.

ჩემთან თავშესაფარში მყოფი ძაღლების 70 პროცენტი ქუჩაში პატრონის მიერ გაგდებული ძაღლია, ქუჩიდან შემოვიყვანე და ვაჩუქე მათ სიცოცხლე. ზოგი 5 წელია ჩემთანაა, ზოგი - 6 წელია. ვაჭმევდი და ვასმევდი. არიან ისეთებიც, რომლებიც პატრონმა მოიყვანა, რადგან ზოგს კანის დაავადება ჰქონდა, ზოგს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს მანქანა დაეჯახა და ცუდად იყო. ყველას ვუმკურნალე ჩემი სახსრებით, გამოვაჯანმრთელე, მაგრამ პატრონმა არ წაიყვანა, დამრჩა თავშესაფარში.

- რას გეუბნებოდნენ, რატომ არ მიყავდათ?

- გული რომ არ აქვთ, ადამიანის სახე რომ აქვთ მხოლოდ გადაკრული ამიტომ, თორემ ადამიანი თავის ერთგულ მეგობარს ასე მიაგდებს? ასეთ ხალხს ადამიანობა დაკარგული აქვთ. გარდა 249 ძაღლისა თავშესაფარში 4 მურა დათვი მყავს, რომელიც სახელმწიფოს მობარებულია, მაგრამ ერთი ნატეხი პურიც კი არ მოუტანია მისთვის.

- რამდენი თანამშრომელი გყავთ თავშესაფარში?

- მაქსიმალურად შევამცირე და დამრჩა 12 კაცი, რომელიც ემსახურება 249 ძაღლს და 4 მურა დათვს. 17 წელი არ დამჭირვებია საზოგადოების დახმარება და ამ ყველაფერს ჩემით ვუძღვებოდი, მაგრამ ახლა საზოგადოების დახმარება დამჭირდა და მოვუწოდე ხალხს დახმარებოდნენ ძაღლებს საკვებით.

მათხოვარად ვიქეცი, ერთი ლარი ჩაურიცხეთ რომ შიმშილით არ დაიხოცონ-მეთქი, მაგრამ არავის ადარდებს. როცა არსებობს ძაღლების სახელმწიფო თავშესაფარი თბილისში, რომელსაც წელიწადში 5 მილიონი აქვს დაფინანსება.

მე ძაღლების თავშესაფარი წელიწადში 240 000 ლარი მიჯდებოდა და ჩემთან გაცილებით მეტი ძაღლი შემოდიოდა, ვმკურნალობდით. მუნიციპალურ თავშესაფართან მემორანდუმი მქონდა გაფორმებული, კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ისინიც დიდ საქმეს აკეთებენ. ყველა კასტრაცია და სტერლიზაცია რაც კი გაკეთებულა ჩემი თავშესაფრის ძაღლებზე, იქ კეთდება უფასოდ, მაგრამ ძაღლს ჭამა ხომ უნდა, ვოლიერებს - გარეცხვა.

მედიკამენტები სჭირდებათ ძაღლებს, ასევე სხვადასხვა ოპერაცია, ამას არავინ აფინანსებს და ამის გადახდა მე ჩემი ჯიბიდან მიწევდა. ახლა გამიჭირდა და მზად ვარ ჩემი ქონება, რომელიც არის მილიონ 350 000 ღირებულების ვაჩუქო, გინდათ მთავრობას ან ნებისმიერ პირს, ოღონდ ერთი პირობით - 10 წელი მოუაროს ამათ, აჭამოს და შიმშილით არ მოკლას.

- სახელმწიფოსთან ხომ არ გქონდათ მოლაპარაკება რომ თანხა გამოგიყონ?

- ყველა ნორმალურ ქვეყანაში კერძო თავშესაფრებს ეხმარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და აფინანსებს. მე ვეუბნები იქით, გჩუქნით ჩემს ქონებას-მეთქი, მაგრამ არავის უნდა. საწყალ ძაღლებს შიმშილით ხომ არ დავხოცავ, ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე მაშინ საკუთარ თავზე. სირცხვილი ქართველებს, სხვა ბიზნესმენებს ან ჩინოვნიკებს რომ დავმსგასებულიყავი 8 მილიონად რამდენ რამეს გავაკეთებდი.

არ მინდა ამაზე ლაპარაკი. მანქანის ნომრებში ყრიან ფულებს და ბევრ სულელურ რამეში და ძაღლებისთვის არ იმეტებენ არაფერს. ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. მშიერი ძაღლი, რომელსაც აქვს უფლება ჩვენს ქალაქში იცხოვროს მივა რესტორანთან, ითხოვს ერთ ნატეხ პურს და ქვას ესვრიან და იმ პურს ნაგავში ყრიან.

ახლა ისე გამიჭირდა, 3 დღეში ერთხელ ვაჭმევ ძაღლებს და გავნადგურდი ძალიან. მათ თვალებს ვეღარ ვუყურებ. ან ეს საწყალი ძაღლები ინექციით უნდა დავაძინოთ, ამის გამკეთებელი მე არ ვარ, მაშინ თავი უნდა მოვიკლა, ან შიმშილით დაიხოცებიან და გული გამისკდება. გული მიკვდება რომ ვერ ვაჭმევ. საცოდავად რომ გიყურებს და თვალებით გეუბნება მაჭამეო, შეიძლება ცრემლი ვერ შეიკავო ადამიანმა.

ძაღლი ხომ საუკეთესო მეგობარია ადამიანის, ხალხნო რამ გაგაქვავათ. ერთი პური გვენანება ძაღლს მივცეთ და იმ პურს ნაგავში ვყრით. გული გამისკდება რომ მოკვდეს ძაღლი შიმშილით, რომელიც ერთხელ პატრონმა გაწირა და ქუჩაში მიაგდო. ის მე გადავარჩინე, ვუმკურნალე, მოვუარე და ახლა შიმშილით მოვკლა? ძაღლსაც აქვს სიცოცხლის უფლება, ნუ იქნებით ადამიანებო გულგრილნი.