საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კოალიცია დაგვჭირდება, როცა ქვეყნის პრემიერი ვიქნები, სხვებს მოუწევთ იმ განრიგზე აწყობა, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს" - გიორგი ვაშაძე
"კოალიცია დაგვჭირდება, როცა ქვეყნის პრემიერი ვიქნები, სხვებს მოუწევთ იმ განრიგზე აწყობა, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს" - გიორგი ვაშაძე

როცა ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ნე­ბი, სხვებს იმ გან­რიგ­ზე აწყო­ბა მო­უ­წევთ, რო­მე­ლიც აღმშე­ნებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ა­ში გვაქვს , - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლიტ-ქა­ლა­ქი“ გა­ნა­ცხა­და.

გი­ორ­გი ვა­შა­ძის თქმით, ქვეყ­ნის აშე­ნე­ბას გეგ­მავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად და კად­რებ­თან, რომ­ლე­ბიც დღეს არი­ან ექ­სპერ­ტულ წრე­ებ­ში.

„პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად ვა­პი­რებ, ვა­პი­რებ ძა­ლი­ან ბევრ ძლი­ერ კადრთან ერ­თად, რო­მელ­თაც ვიც­ნობ, ზოგი ჩემ­თან ერ­თად პო­ლი­ტი­კა­ში უკვე წა­მო­ვი­და, ზოგი ექ­სპერ­ტულ წრე­ებ­შია და ვა­პი­რებთ, შევ­თა­ვა­ზოთ სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი.

კო­ა­ლი­ცია დაგ­ვჭირ­დე­ბა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბაა. პრო­და­სავ­ლუ­რი კო­ა­ლი­ცია იქ­ნე­ბა, მაგ­რამ წამ­ყვა­ნი ძალა ვიქ­ნე­ბით ჩვენ. როცა მე ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვიქ­ნე­ბი, ვფიქ­რობ, რომ სხვებს იმ გან­რიგ­ზე აწყო­ბა მო­უ­წევთ, რო­მე­ლიც ჩვენ აღმშე­ნებ­ლო­ბის სტრა­ტე­გი­ა­ში გვაქვს. სწო­რედ ამი­ტომ არის ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი-გა­წე­რი­ლი სტრა­ტე­გია, რომ­ლი­თაც მსურს, კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­დეს ყვე­ლას­თან“, - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც მან სა­მეგ­რე­ლო­ში გა­ა­კე­თა.

ვა­შა­ძე პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას რე­ა­გი­რე­ბას "ამ უმ­ძი­მეს თე­მა­ზე" უპა­სუ­ხის­მგებ­ლოს უწო­დებს და მი­მარ­თავს პრე­მირს:

"ხვალ გი­პა­სუ­ხებთ, და­მე­ლო­დეთ", - აცხა­დებს ვა­შა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „სტრა­ტე­გია ღმა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთი წევ­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბით შან­ტა­ჟის ფაქ­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის დღვან­დე­ლი ბრი­ფინ­გის მთა­ვა­რი თემა იყო.

გი­ორ­გი ვა­შა­ძე ქმე­დე­ბას მმარ­თვე­ლი გუნ­დის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რებს, რაც ბრი­ფინგზეც გა­ნა­ცხა­და. ამას­თან, მი­აჩ­ნია, რომ „დამ­სხვრე­უ­ლი ოცნ­ბე­ბის" პარ­ტია არ­ჩევ­ნე­ბის წინ შან­ტაჟ­საც არ ერი­დე­ბა, რაც უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს და მმარ­თვე­ლი გუნ­დი გა­აფრ­თხი­ლა, რომ გან­მე­ო­რე­ბი­თი მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი მხრი­დან უმ­კაც­რე­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
19

თუ! (თუ იქნები ანუ ლაკონიელების პასუხივით ფილიპეს რომ გაუგზავნეს)! დდდ

დაგვეხსენი
30

ამ კაცს ან ფული აწუხებს ან ტვინი!!!

ავტორი:

"კოალიცია დაგვჭირდება, როცა ქვეყნის პრემიერი ვიქნები, სხვებს მოუწევთ იმ განრიგზე აწყობა, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს" - გიორგი ვაშაძე

"კოალიცია დაგვჭირდება, როცა ქვეყნის პრემიერი ვიქნები, სხვებს მოუწევთ იმ განრიგზე აწყობა, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს" - გიორგი ვაშაძე

როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, სხვებს იმ განრიგზე აწყობა მოუწევთ, რომელიც აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყნის აშენებას გეგმავს პროფესიონალებთან ერთად და კადრებთან, რომლებიც დღეს არიან ექსპერტულ წრეებში.

„პროფესიონალებთან ერთად ვაპირებ, ვაპირებ ძალიან ბევრ ძლიერ კადრთან ერთად, რომელთაც ვიცნობ, ზოგი ჩემთან ერთად პოლიტიკაში უკვე წამოვიდა, ზოგი ექსპერტულ წრეებშია და ვაპირებთ, შევთავაზოთ საჯარო სამსახური.

კოალიცია დაგვჭირდება, რაც აბსოლუტური რეალობაა. პროდასავლური კოალიცია იქნება, მაგრამ წამყვანი ძალა ვიქნებით ჩვენ. როცა მე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქნები, ვფიქრობ, რომ სხვებს იმ განრიგზე აწყობა მოუწევთ, რომელიც ჩვენ აღმშენებლობის სტრატეგიაში გვაქვს. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პრინციპული-გაწერილი სტრატეგია, რომლითაც მსურს, კომუნიკაცია მქონდეს ყველასთან“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც მან სამეგრელოში გააკეთა.

ვაშაძე პრემიერ გახარიას რეაგირებას "ამ უმძიმეს თემაზე" უპასუხისმგებლოს უწოდებს და მიმართავს პრემირს:

"ხვალ გიპასუხებთ, დამელოდეთ", - აცხადებს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია ღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალებით შანტაჟის ფაქტი პოლიტიკური მოძრაობის დღვანდელი ბრიფინგის მთავარი თემა იყო.

გიორგი ვაშაძე ქმედებას მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს, რაც ბრიფინგზეც განაცხადა. ამასთან, მიაჩნია, რომ „დამსხვრეული ოცნბების" პარტია არჩევნების წინ შანტაჟსაც არ ერიდება, რაც უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და მმართველი გუნდი გააფრთხილა, რომ განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, მათი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება მოჰყვებოდა.

ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

რა დავალება მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ და რას ამბობს გიორგი გახარია არჩევნების თარიღის შეცვლაზე

გიორგი ვაშაძე, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა

თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი ლევან გოგიჩაიშვილისგან გადაედო - "გადაცემაში მიკროფონი, რომელიც ბატონ ლევანს ეკეთა, შემდეგ მე გამიკეთეს“