პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე
"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი - წარ­მო­ვად­გენ ჩვე­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ ავ­ტო­მო­ბილს - მწყემ­სე­ბის ჩვე­ნე­ბებს, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად ცვლის სუ­რათს

დეა კა­პა­ნა­ძის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო თა­მა­რის მხრი­დან მა­ნამ­დე არ­სე­ბულ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან აღ­მოჩ­ნდა სიც­რუე, - ამის შე­სა­ხებ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რა­მიშ­ვილ­მა იმ მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბიც გა­აჟ­ღე­რა, რომ­ლე­ბიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მხრი­დან სკო­ლა­ში თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას უარ­ყო­ფენ.

"ჩემს მიერ და­კი­თხუ­ლე­ბი არი­ან თა­მა­რის კლა­სე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი გამ­ცეს: „არ­ცერთ კლას­ში, არ­ცერთ დროს არ მახ­სოვს და არც მე­გობ­რე­ბის­გან არ გა­მი­გია, რომ თა­მარს თავი მო­ე­წამ­ლოს, ან ვე­ნე­ბი გა­და­ეჭ­რას და ჩემს რო­მე­ლი­მე კლა­სელს ამ­დგა­ვა­რი რამ ეთ­ქვას,“ - ეს არ არის ერთი ადა­მი­ა­ნის ჩვე­ნე­ბა, გუ­რამ ჯე­რა­ნაშ­ვი­ლის. აღ­ნიშ­ნულს ასე­ვე ადას­ტუ­რებს მოწ­მე და­ვით გოგ­ლა­ძე. ამით კი­დევ უფრო ნათ­ლად ჩანს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ამით ცდი­ლობს თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სია გა­ამ­ყა­როს დეა კა­პა­ნა­ძის ჩვე­ნე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, პე­რი­ო­დუ­ლად სხვა ჩვე­ნე­ბებ­საც წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც საქ­მის სუ­რათს არ­სე­ბი­თად შეც­ვლის.

"მე პე­რი­ო­დუ­ლო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად წარ­მო­ვად­გენ და­ნარ­ჩენ ჩვე­ნე­ბებს რომ­ლე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ ავ­ტო­მო­ბილს, მწყემ­სე­ბის ჩვე­ნე­ბებს რომ­ლე­ბიც არ­სე­ბი­თად ცვლის სუ­რათს. კი­დევ ერთხელ ვი­თხოვ პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით სა­ტე­ლი­ტი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი მო­ძი­ე­ბუ­ლი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

რა­მიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, დეა კა­პა­ნა­ძე ერთ-ერთ ჩვე­ნე­ბა­ში გა­მო­რი­ცხავ­და, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი უცხო ადა­მი­ა­ნის თხოვ­ნით ან დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით უც­ნობ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში წა­სუ­ლი­ყო.

რა­მიშ­ვი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლე­იშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნა­ცე­მე­ბის აღ­დგე­ნას ითხოვს.

„მინ­და შე­ვე­ხო რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნე­ბას. ერთ-ერთი არის დეა კა­პა­ნა­ძის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნე­ბე­ბი­დან გა­მოვ­ყოფ რამ­დე­ნი­მე ფაქტს. ერთ-ერ­თია ის, რომ როცა დეა კა­პა­ნა­ძე და­კი­თხვა­ზე მი­ვი­და, სა­ერ­თოდ არ იყო არა­ნა­ირ თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე სა­უ­ბა­რი. ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, კი­თხვა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და თა­მა­რი იქ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, დეამ შემ­დეგ­ნა­ი­რი პა­სუ­ხი გას­ცა, რომ თა­მა­რი რად­გან იყო ძა­ლი­ან გულ­ჩვი­ლი და ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან მში­შა­რა ადა­მი­ა­ნი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი, გა­მო­რი­ცხავ­და, რომ ვი­ღა­ცის თხოვ­ნით ან დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით თა­მა­რი წა­სუ­ლი­ყო მის­თვის უც­ნობ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში, თუმ­ცა, კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავ­და, რომ ეს შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მა­მა­კა­ცი. ანუ, ამ შემ­თხვე­ვა­ში დეა კა­პა­ნა­ძე არ გა­მო­რი­ცხავ­და, რომ ეს შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ მან­დი­ლო­სა­ნი და ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი. თვით მისი მე­გო­ბა­რიც კი ამ­ტკი­ცებს, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, რომ ში­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე ვინ­მეს თა­მა­რი გა­ეყ­ვა­ნა სახ­ლი­დან“, - აცხა­დებს მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი.

ის ასე­ვე კა­პა­ნა­ძის ჩვე­ნე­ბებ­ში შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას.

„თა­ვის ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ თა­მა­რის თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო ანა ჭანკვე­ტა­ძის­გან, ეს გახ­ლავთ თა­მა­რის კლა­სე­ლი, ხოლო მე­ო­რე ჩვე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტის თა­ო­ბა­ზე მან არა მისი მე­გობ­რის­გან, ანუ, თა­ვი­სი და თა­მა­რი მე­გობ­რის­გან - ანა ჭანკვე­ტა­ძის­გან, არა­მედ თვით თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის­გან შე­ი­ტყო და ეს მოხ­და და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის უკან:

„ხსე­ნე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი არ მა­ხოვს, თუმ­ცა, მახ­სოვს რომ თა­მარ­მა მო­მიყ­ვა იმის შე­სა­ხებ , რომ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ორ­ჯერ ჰქონ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, ერთხელ მან და­ი­ზი­ა­ნა ვე­ნე­ბი და იხ­სე­ნებ­და, რომ ძა­ლი­ან რცხვე­ნო­და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის და და­ზი­ა­ნე­ბულ ხე­ლებ­ზე იფა­რებ­და ქურ­თუკ­სა და გრძელმკლა­ვი­ან მა­ი­სუ­რებს, რომ ვინ­მეს არ შე­ემ­ჩნია მისი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ხოლო მე­ო­რედ და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლის ასაკ­ში, როცა მათ ოჯახ­ში მის მშობ­ლებს შო­რის მოხ­და კონ­ფლიქ­ტი და საქ­მე­ში ჩა­ერ­თო პო­ლი­ცია. თა­მარს ხსე­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის გამო და­უ­ლე­ვია ძლი­ერ მოქ­მე­დი წამ­ლე­ბი თა­ვის მოკ­ვლის მიზ­ნით, რა დრო­საც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და კო­მა­ში და მკურ­ნა­ლობ­და იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში.“

როცა პო­ლი­ცი­ის და გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან და­ი­წყო თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის გამ­ყა­რე­ბა და ამა­ზე მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, რომ ეს იყო აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­დე­ნი­ლი თვით­მკვლე­ლო­ბა, ეს ჩვე­ნე­ბე­ბიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ აქეთ იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი“, - აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი
124

ვინღა გაბედავს მაგის თქმას თამარის დედა მათაც სესხის აღებასა და შვილის გაქრობაში დაადანაშაულებს. გახდის საჯიჯგნად

დ.ჯ.
113

ეს ადვოკატი არის სუსტი ან მიზანმიმართულად ახეთქებს აბდაუბდა აზრებს. ამ სტატიიდან ერთს მოვიტან. ბაჩალიაშვილის მშობლებმა იჩხუბეს და პოლიცია ჩაერია. ამბობს კაპანაძე ჩვენებაში. ადვოკატო აბდაუბდების ლაპარაკს გეთქვა,რომ ეს არის ტყუილი ჩხუბი და პოლიციის ჩარევა არ ყოფილა და პოლიციაშიც ვერ მოიძიებთ ამის შესახებ ინფორმაციას. ამით ადვოკატი ამხელდა კაპანაძის ტყუილებს. მაგრამ რა ხდება ისევ აბდაუბდებს უბრუნდება რამიშვილი. რა გამოდის კაპანაძე არ ტყუის? ამ ადვოკატის ასეთი""შეცდომები" ბევრია. მეტი მუშაობა ადვოკატო, თუ გინდა რამე დამაჯერო შენს პროფესიონალიზმში და კეთილსინდისიერება ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე

"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - წარმოვადგენ ჩვენებებს, რომლებიც უკავშირდება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ავტომობილს - მწყემსების ჩვენებებს, რომელიც არსებითად ცვლის სურათს

დეა კაპანაძის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო თამარის მხრიდან მანამდე არსებულ თვითმკვლელობის მცდელობასთან აღმოჩნდა სიცრუე, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

რამიშვილმა იმ მოწმეების ჩვენებებიც გააჟღერა, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილის მხრიდან სკოლაში თვითმკვლელობის მცდელობას უარყოფენ.

"ჩემს მიერ დაკითხულები არიან თამარის კლასელები, რომლებმაც შესაბამისი პასუხი გამცეს: „არცერთ კლასში, არცერთ დროს არ მახსოვს და არც მეგობრებისგან არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და ჩემს რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას,“ - ეს არ არის ერთი ადამიანის ჩვენება, გურამ ჯერანაშვილის. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმე დავით გოგლაძე. ამით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ გამოძიება ამით ცდილობს თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს დეა კაპანაძის ჩვენებით“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, პერიოდულად სხვა ჩვენებებსაც წარმოადგენს, რომლებიც საქმის სურათს არსებითად შეცვლის.

"მე პერიოდულობით აუცილებლად წარმოვადგენ დანარჩენ ჩვენებებს რომლებიც უკავშირდება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ავტომობილს, მწყემსების ჩვენებებს რომლებიც არსებითად ცვლის სურათს. კიდევ ერთხელ ვითხოვ პროკურატურისგან, რომ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით სატელიტიდან გადაღებული სურათები მოძიებული იყოს“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე ერთ-ერთ ჩვენებაში გამორიცხავდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი უცხო ადამიანის თხოვნით ან დახმარების მიზნით უცნობ ტერიტორიაზე, თეთრიწყაროს რაიონში წასულიყო.

რამიშვილი თამარ ბაჩალეიშვილის ტელეფონისა და კომპიუტერის მონაცემების აღდგენას ითხოვს.

„მინდა შევეხო რამდენიმე ჩვენებას. ერთ-ერთი არის დეა კაპანაძის ჩვენება, რომელიც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ შემთხვევაში, ჩვენებებიდან გამოვყოფ რამდენიმე ფაქტს. ერთ-ერთია ის, რომ როცა დეა კაპანაძე დაკითხვაზე მივიდა, საერთოდ არ იყო არანაირ თვითმკვლელობის ფაქტებზე საუბარი. ერთი საინტერესო ფაქტია, კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა თამარი იქ აღმოჩენილიყო, დეამ შემდეგნაირი პასუხი გასცა, რომ თამარი რადგან იყო ძალიან გულჩვილი და ამავდროულად ძალიან მშიშარა ადამიანი, აქედან გამომდინარე, როგორც მისი მეგობარი, გამორიცხავდა, რომ ვიღაცის თხოვნით ან დახმარების მიზნით თამარი წასულიყო მისთვის უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თეთრიწყაროს რაიონში, თუმცა, კატეგორიულად გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მამაკაცი. ანუ, ამ შემთხვევაში დეა კაპანაძე არ გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მანდილოსანი და ძალიან ახლობელი. თვით მისი მეგობარიც კი ამტკიცებს, რომ გამორიცხული იყო, რომ შინაური ადამიანის მოქმედების გარეშე ვინმეს თამარი გაეყვანა სახლიდან“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

ის ასევე კაპანაძის ჩვენებებში შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ თამარის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო ანა ჭანკვეტაძისგან, ეს გახლავთ თამარის კლასელი, ხოლო მეორე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის თაობაზე მან არა მისი მეგობრისგან, ანუ, თავისი და თამარი მეგობრისგან - ანა ჭანკვეტაძისგან, არამედ თვით თამარ ბაჩალიაშვილისგან შეიტყო და ეს მოხდა დაახლოებით სამი წლის უკან:

„ხსენებული საუბარი არ მახოვს, თუმცა, მახსოვს რომ თამარმა მომიყვა იმის შესახებ , რომ სკოლის პერიოდში ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ერთხელ მან დაიზიანა ვენები და იხსენებდა, რომ ძალიან რცხვენოდა თანაკლასელების და დაზიანებულ ხელებზე იფარებდა ქურთუკსა და გრძელმკლავიან მაისურებს, რომ ვინმეს არ შეემჩნია მისი დაზიანებები, ხოლო მეორედ დაახლოებით 14 წლის ასაკში, როცა მათ ოჯახში მის მშობლებს შორის მოხდა კონფლიქტი და საქმეში ჩაერთო პოლიცია. თამარს ხსენებული ოჯახური კონფლიქტის გამო დაულევია ძლიერ მოქმედი წამლები თავის მოკვლის მიზნით, რა დროსაც რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა კომაში და მკურნალობდა იაშვილის სახელობის კლინიკაში.“

როცა პოლიციის და გამოძიების მხრიდან დაიწყო თვითმკვლელობის ვერსიის გამყარება და ამაზე მთელი ყურადღების მიქცევა, რომ ეს იყო აუცილებლად ჩადენილი თვითმკვლელობა, ეს ჩვენებებიც მხოლოდ და მხოლოდ აქეთ იყო ორიენტირებული“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"დამაფინანსოს რუსეთმა, მერე, რა მაგათი საქმეა?" - ვინ არის ბაჩალიაშვილის საქმის ახალი ფიგურანტი დავით ფურცხვანიძე და რა აკავშირებს რუსეთთან

35 000 ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

პროკურატურა მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს