საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა
შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ ბა­თუმ­ში ოთხი კლუ­ბი და­ხუ­რა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ოთხი ობი­ექ­ტი - „სოჰო” , „სექ­ტო­რი 26“ კლუ­ბი „კონ­ტე“ და UP2U მო­თხოვ­ნებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და.

„შრო­მის ინ­სპექ­ცი­ი­სა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ბა­თუმ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ღა­მის კლუ­ბე­ბის შე­მოწ­მე­ბა. შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მო­თხოვ­ნებს ერთი ობი­ექ­ტი აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და - შპს რი­ვი­ე­რა ბიჩ (კლუ­ბი ივე­რია ბიჩი). ოთხი ობი­ექ­ტი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და მო­თხოვ­ნებს:

შპს სა­მა­ია (კლუ­ბი კონ­ტე);

შპს ვიპ კა­ნუ­პო­სი (UP2U); შპს ს2020 ლა­უნჯ რეს­ტო­რა­ნი (სოჰო);

შპს სექ­ტო­რი 26 (სექ­ტო­რი 26).

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ი­სა და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან არა­ერ­თგზის გან­ხორ­ცი­ელ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის სი­ტყვი­ე­რი გაფრ­თხი­ლე­ბა და მათ მი­ე­წო­დათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის დე­ტა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი, შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად კვლავ და­ფიქ­სირ­და კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ობი­ექ­ტებს შე­უ­ჩერ­დეს საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბა. ამას­თა­ნა­ვე დარ­ღვე­ვე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის გამო თი­თო­ე­უ­ლი ობი­ექ­ტი და­ჯა­რიმ­და 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

შრო­მის ინ­სპექ­ცია კვლავ მო­უ­წო­დებს ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პი­რებს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით და­იც­ვან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

მორჩა სეზონი!

კორონიკო!
0

ივლისი და აგვისტოში ყველაფერი რიგზე ქონდათ??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ოთხი ობიექტი - „სოჰო” , „სექტორი 26“ კლუბი „კონტე“ და UP2U მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

„შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოთხოვნებს ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა - შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი). ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს:

შპს სამაია (კლუბი კონტე);

შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო);

შპს სექტორი 26 (სექტორი 26).

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.