პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ყვავილები სახლთან ახლოს“ - წიგნი, რომელშიც ხელოვნებისა და მედიცინის გზები იკვეთება, ჟურნალ "გზასთან" ერთად
„ყვავილები სახლთან ახლოს“ - წიგნი, რომელშიც ხელოვნებისა და მედიცინის გზები იკვეთება, ჟურნალ "გზასთან" ერთად

„მწერ­ლო­ბა გზაა, რო­მე­ლიც დიდი ხნის მან­ძილ­ზე უნდა გა­იკ­ვა­ლო და იმ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი უნდა ეხა­ლი­სე­ბო­დეს შენს მკი­თხველს“, - ეს თა­მარ გო­დე­რი­ძეა, რო­მე­ლიც სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ას­პა­რეზ­ზე გა­სულ წელს გა­მოჩ­ნდა. თა­მა­რი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019“-ის ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მისი წიგ­ნი „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“, რო­მელ­შიც სამი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის, კე­სა­ნეს, რო­ნე­სა და ენ­ნი­ეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სირ­თუ­ლე­ე­ბით სავ­სე ამ­ბე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი, ერთი წლის შემ­დე­გაც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას. ამ­ჯე­რად, წიგ­ნი, 3 სექ­ტემ­ბრი­დან, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლურ ფასი იქ­ნე­ბა 8.50 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.50.

თა­მარ გო­დე­რი­ძეს სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა აქვს, ის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია. თუმ­ცა მის­თვის წერა და მუ­სი­კა ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლი ლექ­სი 4 წლის ასაკ­ში და­წე­რა. ახლა კი უფრო დე­ტა­ლუ­რად სა­კუ­თარ თავ­სა და წიგნ­ზე თა­ვად თა­მა­რი გვე­სა­უბ­რე­ბა.

ექი­მი, მუ­სი­კო­სი, მწე­რა­ლი - ვინ არის თა­მარ გო­დე­რი­ძე?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხე­ლოვ­ნე­ბას დიდი ად­გი­ლი უკა­ვია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, ვარ ექი­მი. ფორ­ტე­პი­ა­ნოს შეს­წავ­ლა დე­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, პა­ტა­რა ასა­კი­დან და­ვი­წყე. მუ­სი­კი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი კი ჩემი პე­და­გო­გე­ბის ლი­ა­ნა ნი­ქა­ბა­ძი­სა და ირმა რუ­ხა­ძის უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა წე­რას, ვწერ ბავ­შვო­ბი­დან. თუმ­ცა მწე­რა­ლი, ვფიქ­რობ, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მია. მე ჩემს თავს ყო­ველ­თვის ავ­ტო­რად მო­ვიხ­სე­ნი­ებ. მწერ­ლო­ბა გზაა, რო­მე­ლიც დიდი ხნის მან­ძილ­ზე უნდა გა­იკ­ვა­ლო და იმ გზა­ზე სი­ა­რუ­ლი შენს მკი­თხველს უნდა ეხა­ლი­სე­ბო­დეს. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, პირ­ვე­ლი ლექ­სი ოთხი წლის ასაკ­ში დავ­წე­რე და დე­დას მი­ვუ­ძღვე­ნი. სხვა­თა­შო­რის ჩემი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩემი მკი­თხვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, შთამ­ბეჭ­და­ვად და­ა­მახ­სოვ­რდათ და ჩემ­თვი­საც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, შედ­გა 22 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დიდ დარ­ბაზ­ში, შო­პე­ნის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ფონ­ზე, რო­მელ­საც თა­ვად ვას­რუ­ლებ­დი. ამ სა­ღა­მო­ზე პირ­ვე­ლად ვთქვი ხმა­მაღ­ლა, რომ წიგ­ნი დე­დას მი­ვუ­ძღვე­ნი.

რო­გორ გა­და­იკ­ვე­თა თქვე­ნი გზა მწერ­ლო­ბას­თან? რო­გორ უთავ­სებთ ერ­თმა­ნეთს მწერ­ლო­ბა­სა და ექი­მო­ბას?

წიგ­ნით „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“ ნა­თე­ლი გახ­და, რომ ჩემ­მა პრო­ფე­სი­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზეც - მთა­ვარ გმი­რებს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ, რაც წარ­სულ­ში ერ­თმა­ნე­თის­თვის და­კარ­გულ ადა­მი­ა­ნებს - კე­სა­ნეს და რო­ნეს უც­ნა­უ­რად შე­ახ­ვედ­რებს ერ­თმა­ნეთს.

დროი ორი­ვე საქ­მის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. სამ­დი­ცი­ნო სფე­როს უამ­რა­ვი ენერ­გია და ფი­ზი­კუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა, წერა კი, ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ხა­სი­ათ­სა და გან­წყო­ბა­საც მო­ი­თხოვს. მარ­ტი­ვი შე­სა­თავ­სე­ბე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის, თუმ­ცა, როცა „ში­ნა­გა­ნი მე“ გთხოვს, იღებ ფურ­ცელს და წერ. ჩემ­თვის ჩა­ნა­ხა­ტე­ბის და ლექ­სე­ბის წერა დიდი გან­ტვირ­თვაა.

რაზე მოგ­ვი­თხრობს „ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს“ და რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს სა­თა­უ­რი?

ის, რაც ერთი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ჩე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, შე­იძ­ლე­ბა და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­თვის სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო აღ­მოჩ­ნდეს, და პი­რი­ქით. ამ წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია სამი სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლად, სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, სი­ცო­ცხლის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­და­ლახ­ვის უნა­რი უქ­ცე­ვი­ათ. პირ­ველ ნა­წილ­ში ადა­მი­ა­ნებს სა­ხე­ლე­ბი არ აქვთ, მხო­ლოდ და­სას­რულ, ისიც ბოლო წი­ნა­და­დე­ბა­ში აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ობ­ლო­ბა­ში გაზ­რდილ მთა­ვარ გმირს, ბე­ბი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად, კე­სა­ნე ჰქვია. არც ექიმს აქვს სა­ხე­ლი - „თეთ­რი ხა­ლა­თით“ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ველ წა­მალს კი “მშვე­ლე­ლი” ჰქვია.

წიგნ­ში მძაფ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი, რო­გორ ცდი­ლო­ბენ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, მათ­მა ფსი­ქი­კამ აი­რეკ­ლოს, მაგ­რამ მა­ინც ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დოს უკურ­ნე­ბელ სენს. სევ­დი­ა­ნა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ოჯა­ხის წევ­რებ­თან ბავ­შვო­ბი­სას ნა­ზი­ა­რებ სით­ბოს ან პი­რი­ქით, სიმ­კაც­რეს. მო­თხრო­ბი­ლია ორი ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც, მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, სწო­რედ ეს ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა შე­ახ­ვედ­რებთ ერ­თმა­ნეთს. პირ­ველ ნა­წილ­ში ტექ­სტში გაბ­ნე­უ­ლი ლექ­სე­ბია, რო­მე­ლე­ბიც კე­სა­ნეს ემო­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს. ნა­წარ­მო­ე­ბის მე­ო­რე ნა­წილ­ში ჩნდე­ბა კი­დევ ერთი მთა­ვა­რი გმი­რი, რონე, რო­მე­ლიც, დიდ ნი­ჭთან ერ­თად, თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი ში­ნა­გა­ნად აპ­რო­ტეს­ტებს მშო­ბე­ლი მა­მის ჯიუტ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და არ სურს და­ო­ჯახ­დეს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მა­ინც უშ­ვებს დიდი შეც­დო­მას და ცო­ლად ირ­თავს ქალს, რო­მე­ლიც არ უყ­ვარს. აქვს მცდე­ლო­ბა, რომ შე­ეჩ­ვი­ოს, მაგ­რამ შეჩ­ვე­ვა სიყ­ვა­რულს არ ბა­დებს და რონე, სა­ბო­ლო­ოდ, იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მი­ა­ტო­ვოს მემ­კვიდ­რე­ო­ბით და­ტო­ვე­ბუ­ლი ძა­ლი­ან დიდი ქო­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი ნა­ხა­ტე­ბის იმე­დად წა­ვი­დეს სრუ­ლი­ად უცხო ქვე­ყა­ნა­ში და გვი­ან, მაგ­რამ მა­ინც მო­ი­პო­ვოს ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. „თეთ­რი ხა­ლა­თის” გმი­რი ორი­ვე პერ­სო­ნა­ჟის ცხოვ­რე­ბა­ში დიდ როლს თა­მა­შობს. თა­ვი­დან მკი­თხვე­ლი აუ­ცი­ლებ­ლად იფიქ­რებს, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გან­დი­დე­ბის მა­ნი­ი­თაა შე­პყრო­ბი­ლი, თუმ­ცა ის ისეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ავ­ლენს კე­სა­ნეს და რო­ნეს შვი­ლის, ენ­ნი­ეს მი­მართ, რომ დიდ კი­თხვის ნი­შანს სვამს, ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი? სა­კუ­თარ კა­რი­ე­რა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მარ­ტო­სუ­ლი და უხა­სი­ა­თო პი­როვ­ნე­ბა, თუ მისი ქცე­ვა გა­უმ­ხე­ლე­ლი გრძნო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია? ეს უკვე მკი­თხვე­ლის გა­და­სა­წყვე­ტია.

რო­გო­რია თქვე­ნი სამ­წერ­ლო­ბო გეგ­მე­ბი?

წერა ტალ­ღაა - უნდა მო­ვი­დეს შე­ნამ­დე და მერე და­ი­წყო წერა, მა­ნამ­დე კი არის რა­ღაც, რაც გო­ნე­ბა­ში იხარ­შე­ბა. აი, ახლა ზუს­ტად ამ პრო­ცეს­ში ვარ. ამი­ტომ სამ­წერ­ლო­ბო გეგ­მე­ბი ჩემს შემ­თხვე­ვა­ში წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი არას­დრო­საა, თუმ­ცა სი­ახ­ლე­ე­ბი მო­მა­ვალ­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„ყვავილები სახლთან ახლოს“ - წიგნი, რომელშიც ხელოვნებისა და მედიცინის გზები იკვეთება, ჟურნალ "გზასთან" ერთად

„ყვავილები სახლთან ახლოს“ - წიგნი, რომელშიც ხელოვნებისა და მედიცინის გზები იკვეთება, ჟურნალ "გზასთან" ერთად

„მწერლობა გზაა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უნდა გაიკვალო და იმ გზაზე სიარული უნდა ეხალისებოდეს შენს მკითხველს“, - ეს თამარ გოდერიძეა, რომელიც სალიტერატურო ასპარეზზე გასულ წელს გამოჩნდა. თამარი კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. მისი წიგნი „ყვავილები სახლთან ახლოს“, რომელშიც სამი განსხვავებული პერსონაჟის, კესანეს, რონესა და ენნიეს მრავალფეროვანი და სირთულეებით სავსე ამბებია გადმოცემული, ერთი წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. ამჯერად, წიგნი, 3 სექტემბრიდან, ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა.

წიგნის სპეციალურ ფასი იქნება 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.50.

თამარ გოდერიძეს სამედიცინო განათლება აქვს, ის ენდოკრინოლოგია. თუმცა მისთვის წერა და მუსიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც თავად იხსენებს, პირველი ლექსი 4 წლის ასაკში დაწერა. ახლა კი უფრო დეტალურად საკუთარ თავსა და წიგნზე თავად თამარი გვესაუბრება.

ექიმი, მუსიკოსი, მწერალი - ვინ არის თამარ გოდერიძე?

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებას დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვარ ექიმი. ფორტეპიანოს შესწავლა დედის ინიციატივით, პატარა ასაკიდან დავიწყე. მუსიკისადმი სიყვარული კი ჩემი პედაგოგების ლიანა ნიქაბაძისა და ირმა რუხაძის უდიდესი დამსახურებაა.

რაც შეეხება წერას, ვწერ ბავშვობიდან. თუმცა მწერალი, ვფიქრობ, გადაჭარბებული ნათქვამია. მე ჩემს თავს ყოველთვის ავტორად მოვიხსენიებ. მწერლობა გზაა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უნდა გაიკვალო და იმ გზაზე სიარული შენს მკითხველს უნდა ეხალისებოდეს. როგორც მეუბნებიან, პირველი ლექსი ოთხი წლის ასაკში დავწერე და დედას მივუძღვენი. სხვათაშორის ჩემი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც, როგორც ჩემი მკითხველი აღნიშნავს, შთამბეჭდავად დაამახსოვრდათ და ჩემთვისაც გამორჩეული იყო, შედგა 22 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, შოპენის ნაწარმოებების ფონზე, რომელსაც თავად ვასრულებდი. ამ საღამოზე პირველად ვთქვი ხმამაღლა, რომ წიგნი დედას მივუძღვენი.

როგორ გადაიკვეთა თქვენი გზა მწერლობასთან? როგორ უთავსებთ ერთმანეთს მწერლობასა და ექიმობას?

წიგნით „ყვავილები სახლთან ახლოს“ ნათელი გახდა, რომ ჩემმა პროფესიამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ნაწარმოების პერსონაჟების ცხოვრებაზეც - მთავარ გმირებს მძიმე დაავადება აღმოაჩნდებათ, რაც წარსულში ერთმანეთისთვის დაკარგულ ადამიანებს - კესანეს და რონეს უცნაურად შეახვედრებს ერთმანეთს.

დროი ორივე საქმისთვის უმნიშვნელოვანესია. სამდიცინო სფეროს უამრავი ენერგია და ფიზიკური რესურსი სჭირდება, წერა კი, ამ ყველაფერთან ერთად, ხასიათსა და განწყობასაც მოითხოვს. მარტივი შესათავსებელი ნამდვილად არ არის, თუმცა, როცა „შინაგანი მე“ გთხოვს, იღებ ფურცელს და წერ. ჩემთვის ჩანახატების და ლექსების წერა დიდი განტვირთვაა.

რაზე მოგვითხრობს „ყვავილები სახლთან ახლოს“ და რატომ მაინცდამაინც ეს სათაური?

ის, რაც ერთი ადამიანისათვის ჩეულებრივი ამბავია, შეიძლება დანარჩენი სამყაროსთვის სრულიად უჩვეულო აღმოჩნდეს, და პირიქით. ამ წიგნში მოთხრობილია სამი სხვადასხვა თაობის ადამიანის შესახებ, რომელთაც მთავარ მამოძრავებელ ძალად, სიყვარულთან ერთად, სიცოცხლის დაუოკებელი სურვილი და ცხოვრებისეული წინააღმდეგობების გადალახვის უნარი უქცევიათ. პირველ ნაწილში ადამიანებს სახელები არ აქვთ, მხოლოდ დასასრულ, ისიც ბოლო წინადადებაში აღმოაჩენთ, რომ ობლობაში გაზრდილ მთავარ გმირს, ბებიის პატივსაცემად, კესანე ჰქვია. არც ექიმს აქვს სახელი - „თეთრი ხალათით“ არის მოხსენიებული. საშიში დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველ წამალს კი “მშველელი” ჰქვია.

წიგნში მძაფრადაა აღწერილი, როგორ ცდილობენ მთავარი გმირები, მათმა ფსიქიკამ აირეკლოს, მაგრამ მაინც ხელჩართული ბრძოლა გამოუცხადოს უკურნებელ სენს. სევდიანადაა გადმოცემული, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახის წევრებთან ბავშვობისას ნაზიარებ სითბოს ან პირიქით, სიმკაცრეს. მოთხრობილია ორი ადამიანის სიყვარულის შესახებ, რომელთაც, მრავალი წლის შემდეგ, სწორედ ეს ვერაგი დაავადება შეახვედრებთ ერთმანეთს. პირველ ნაწილში ტექსტში გაბნეული ლექსებია, რომელებიც კესანეს ემოციებს გამოხატავს. ნაწარმოების მეორე ნაწილში ჩნდება კიდევ ერთი მთავარი გმირი, რონე, რომელიც, დიდ ნიჭთან ერთად, თავისებური ხასიათითაც გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ იგი შინაგანად აპროტესტებს მშობელი მამის ჯიუტ გადაწყვეტილებას და არ სურს დაოჯახდეს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც უშვებს დიდი შეცდომას და ცოლად ირთავს ქალს, რომელიც არ უყვარს. აქვს მცდელობა, რომ შეეჩვიოს, მაგრამ შეჩვევა სიყვარულს არ ბადებს და რონე, საბოლოოდ, იღებს გადაწყვეტილებას, მამის გარდაცვალების შემდეგ, მიატოვოს მემკვიდრეობით დატოვებული ძალიან დიდი ქონება, საკუთარი ნახატების იმედად წავიდეს სრულიად უცხო ქვეყანაში და გვიან, მაგრამ მაინც მოიპოვოს შინაგანი თავისუფლება. „თეთრი ხალათის” გმირი ორივე პერსონაჟის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. თავიდან მკითხველი აუცილებლად იფიქრებს, რომ ეს ადამიანი განდიდების მანიითაა შეპყრობილი, თუმცა ის ისეთ დამოკიდებულებას ავლენს კესანეს და რონეს შვილის, ენნიეს მიმართ, რომ დიდ კითხვის ნიშანს სვამს, ვინ არის ეს ადამიანი? საკუთარ კარიერაზე შეყვარებული, მარტოსული და უხასიათო პიროვნება, თუ მისი ქცევა გაუმხელელი გრძნობის გამოძახილია? ეს უკვე მკითხველის გადასაწყვეტია.

როგორია თქვენი სამწერლობო გეგმები?

წერა ტალღაა - უნდა მოვიდეს შენამდე და მერე დაიწყო წერა, მანამდე კი არის რაღაც, რაც გონებაში იხარშება. აი, ახლა ზუსტად ამ პროცესში ვარ. ამიტომ სამწერლობო გეგმები ჩემს შემთხვევაში წინასწარ გაწერილი არასდროსაა, თუმცა სიახლეები მომავალში აუცილებლად იქნება.

აუდიოწიგნების პლატფრომა gudabooks.ge-ს სიახლეები 8-12 წლის ბავშვებისათვის

მალე ბავშვებს ახალი ქართველი ზღაპრული პერსონაჟები ეყოლებათ

4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, "ქარვასლაში" სასკოლო ბაზრობა გაიმართება