სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა" - "ოცნებამ" გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
"ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა" - "ოცნებამ" გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ქარ­თლზე გა­დის ფრონ­ტის ხაზი, - ასე მი­მარ­თა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, კახა კა­ლა­ძემ გო­რი­სა და კას­პის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლის წარ­დგე­ნა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას.

კა­ლა­ძის თქმით, ამ ქა­ლაქ­მა გა­და­ი­ტა­ნა სა­კუ­თარ თავ­ზე ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი, სწო­რედ ამ ად­გი­ლებ­ში შე­იქ­მნა გმი­რო­ბის, ვაჟ­კა­ცო­ბის, თავ­და­დე­ბი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის უამ­რა­ვი ის­ტო­რია, „რო­მელ­ზეც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი აღიზ­რდე­ბი­ან“.

„პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ ქარ­თლზე გა­დის ფრონ­ტის ხაზი. აქ გორ­ში, ყვე­ლა იმ სა­ერ­თო საქ­მეს, რაც ქვეყ­ნის წი­ნა­შეა, ერ­თვის ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, რომ თქვენ უყუ­რებთ ომის და­ნა­ტო­ვარს - სის­ხლზე და ცრემლზე გა­დახ­ვე­ულ მავ­თულხლართს, ჩვე­ნი მიწა-წყლის წა­გ­ლე­ჯილ ნა­წი­ლებს, ეს ქა­ლა­ქი მებ­რძო­ლი და გმი­რი ქა­ლა­ქია.

თქვენ, გო­რის მცხოვ­რებ­ლებ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცით, თუ რას ნიშ­ნავს ოკუ­პა­ცია, ეს მო­უ­შუ­შე­ბე­ლი იარა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად გვახ­სე­ნებს თავს. კარ­გად იცით, რა მძი­მე შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არას­წორ ნა­ბი­ჯებს.

თქვენ გახ­სოვთ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც წა­მო­ე­გო რუ­სულ პრო­ვო­კა­ცი­ას და სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო ხალ­ხის­თვის პა­ტი­ე­ბა ეთხო­ვა და სახ­ლში წა­სუ­ლი­ყო, პი­რი­ქით, რეპ­რე­სი­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რა.

პი­რა­დად მე, რო­დე­საც 2012 წელს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი და ბევრ ნაც­ნობ ადა­მი­ანს შევ­ხვდი, ვის­თა­ნაც ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გო­რის მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი ფე­ხით შე­მო­ვი­ა­რეთ, გვახ­სოვს თუ რო­გო­რი აგ­რე­სი­ით შე­ე­ცა­და დაგვპი­რის­პი­რე­ბო­და მა­შინ­დე­ლი რე­ჟი­მი. ამან მხო­ლოდ და მხო­ლოდ გან­გვიმ­ტკი­ცა რწმე­ნა, რომ ეს იყო სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს ბრძო­ლა მო­ი­გო და წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ბო­ლოო დე­ო­კუ­პა­ცი­აა.

„„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დღი­დან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი სწო­რედ ადა­მი­ან­ზე ზრუნ­ვა, ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მა და ყო­ველ­გვა­რი ჩაგ­ვრი­სა და უსა­მარ­თლო­ბის დას­რუ­ლე­ბა გახ­და ქვე­ყა­ნა­ში, რა­შიც თქვე­ნი როლი და წვლი­ლი არის ძა­ლი­ან დიდი და ამის­თვის მინ­და, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, იმა­თაც, ვინც დღეს აქ ვერ შეძ­ლო მოს­ვლა, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

ამას­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ბო­ლოო დე­ო­კუ­პა­ცი­აა, რო­მე­ლიც სწო­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის წარ­მო­ე­ბას­თან ერ­თად, ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხის, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მცხოვ­რებ და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­მო­სახ­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვა ესა­ჭი­რო­ე­ბა და ამის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ თუ ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი და სი­ა­მა­ყე თუ არ ექ­ნე­ბა შენს მო­ქა­ლა­ქეს შენს ქვე­ყა­ნა­ში, თუ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მიღ­მა მყოფ­მა ადა­მი­ან­მა არ და­ი­ნა­ხა, რომ სწო­რედ აქეთ არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და მშვი­დო­ბა, სხვა­ნა­ი­რად გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა.

ამი­ტომ, ჩვენ, თქვენ­თან ერ­თად, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო და მი­თუ­მე­ტეს ეს მხა­რე იყოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი და მიმ­ზიდ­ვე­ლი ყვე­ლას­თვის.

ჩვენ ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით, ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბით უნდა შევ­ქმნათ წარ­მა­ტე­ბე­ბის ის­ტო­რია, უნდა შევ­ქმნათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გლე­ხე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

გორ­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას ეს­წრე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც. გა­ხა­რი­ას თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, იზ­რუ­ნონ იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლე­ბი გახ­დნენ.

„მო­გე­სალ­მე­ბით გო­რე­ლე­ბო, დიდი პა­ტი­ვია დღეს, აქ, თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყო­ველ­თვის ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ მო­მა­ვალ­ში, რა თქმა უნდა, ერ­თად. თუმ­ცა, ქარ­თლში, ჭეშ­მა­რი­ტად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ რე­გი­ონ­ში, ხერ­ხე­მალ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ზე მძი­მე და სევ­დი­ა­ნი დღე­ე­ბი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის, უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის არ გა­ვიხ­სე­ნოთ.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თვე­ლებს მოგ­ვი­წია ია­რა­ღით ხელ­ში ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და მი­წის დაც­ვა, მაგ­რამ ჩვენ ეს მოგ­ვი­წია და ამან თქვენს მხრებ­ზე გა­და­ი­ა­რა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ბრძო­ლა­ში სი­ცო­ცხლე გა­წი­რა და ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ყო­ველ­დღე ისე გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, რომ მსგავ­სი ტრა­გე­დია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში აღარ გან­მე­ორ­დეს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ჩვე­ნი პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლე­ბი გახ­დნენ, პირ­ველ რიგ­ში მათ­ზე ვიზ­რუ­ნოთ. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ თქვენ, ქარ­თლე­ლე­ბი, გო­რე­ლე­ბი ცხოვ­რობთ ამ ადა­მი­ა­ნებ­თან და თქვე­ნი გაწ­ვდე­ნი­ლი ხელი არის უფრო ახლო და მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის თქვე­ნი და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თობ­ლი­ვი ზრუნ­ვა ჩვენს დევ­ნი­ლებ­ზე. ეს ზრუნ­ვა უნდა იყოს ყო­ველ­დღი­უ­რი, ყო­ველ­წა­მი­ე­რი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ისა­უბ­რა აგ­ვის­ტოს ომზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლას ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ახ­სოვ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ბრძო­ლა­ში სი­ცო­ცხლე გას­წი­რა და თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მათ­ზე ზრუნ­ვა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლე­ბი გახ­დნენ.

„ჩვენ ყო­ველ­თვის ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, მო­მა­ვალ­ში ერ­თად რა უნდა გა­ვა­კე­თოთ, თუმ­ცა ქარ­თლში, სა­ქარ­თვე­ლოს ჭეშ­მა­რი­ტად ის­ტო­რი­ულ რე­გი­ონ­ში, ხერ­ხე­მალ­ში, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გა­ვიხ­სე­ნოთ ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლის, ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე მძი­მე და სევ­დი­ა­ნი დღე­ე­ბი. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ქარ­თვე­ლებს მოგ­ვი­წია ია­რა­ღით ხელ­ში, ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის და მი­წის დაც­ვა. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. მაგ­რამ, ჩვენ ეს მოგ­ვი­წია და ამან თქვენს მხრებ­ზე გა­და­ი­ა­რა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ბრძო­ლა­ში სი­ცო­ცხლე გას­წი­რა და ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გავ­ზარ­დოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ისე, რომ მსგავ­სი ტრა­გე­დია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში აღარ გან­მე­ორ­დეს. მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში დევ­ნი­ლე­ბი გახ­დნენ, მათ­ზე ვიზ­რუ­ნოთ პირ­ველ რიგ­ში. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის, რომ თქვენ, ქარ­თლე­ლე­ბი, გო­რე­ლე­ბი ცხოვ­რობთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით და თქვე­ნი გაწ­ვდი­ლი ხელი არის უფრო ახლო და თქვე­ნი და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თობ­ლი­ვი ზრუნ­ვა ჩვენს დევ­ნი­ლებ­ზე უნდა იყოს ყო­ველ­დღი­უ­რი, ყო­ველ­წა­მი­ე­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნად და შრო­მით.

„ჩვენ რა­საც არ უნდა ვა­კე­თებ­დეთ ამ ხალ­ხის­თვის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­გა­ლი­თად, მა­ღალმთი­ა­ნი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბით, რა­საც მო­აქვს თა­ვი­სი და­მა­ტე­ბი­თი სო­ცი­ა­ლუ­რი ბე­ნე­ფი­ტე­ბი, ასე­ვე გაზ­მო­მა­რა­გე­ბით, სას­მე­ლი და სარ­წყა­ვი წყლის დახ­მა­რე­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ ადა­მი­ა­ნებს რო­დე­საც ელა­პა­რა­კე­ბი, ხვდე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­როა, მაგ­რამ არა­ფე­რია იმ ტკი­ვილ­თან და იმ მი­ზან­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა ჰქვია. ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნად და შრო­მით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ და­ი­წყე­ბა აქე­დან - ქარ­თლი­დან. ამ გამ­თლი­ა­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა არის ყო­ველ­დღი­უ­რი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შრო­მა, ამ გამ­თლი­ა­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა არის მა­გა­ლი­თად, ისიც, რომ მი­უ­ხე­და­ვად გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ი­სა, ქვე­ყა­ნა­ში არ­ცერ­თი დღით არა­ნა­ი­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სის­ტე­მუ­რი პრო­ექ­ტე­ბი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და არც უნდა შე­ჩერ­დეს. ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა ვიშ­რო­მოთ იმის­თვის, რომ სულ უფრო და უფრო წარ­მა­ტე­ბულ, ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ვი­ცხოვ­როთ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ერ­მა ისა­უბ­რა მმარ­თვე­ლი გუნ­დის პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნი იყო და იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზრუნ­ვის ძი­რი­თა­დი სა­გა­ნი.

„ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ადა­მი­ა­ნი იყო და იქ­ნე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზრუნ­ვის ძი­რი­თა­დი სა­გა­ნი. ეს უნდა იყოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მა მთავ­რო­ბის, რო­მელ­მაც ღირ­სე­უ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მის პი­რო­ბე­ბი უნდა შე­უქ­მნას თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს. შიდა ქარ­თლში 2013 წლი­დან მხო­ლოდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი იყო 840 მლნ ლარი. გარ­და ამი­სა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ აქ გა­კეთ­და ქა­რის პირ­ვე­ლი ელექტრო­სად­გუ­რი. ეს იყო ბა­ტო­ნი კა­ხის წა­მო­წყე­ბა 20 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი, რომ­ლი­საც, მერ­წმუ­ნეთ, არა­ვის სჯე­რო­და, მაგ­რამ ეს გა­კეთ­და. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, აქ შიდა ქარ­თლში, გორ­ში უკვე არის 2 პრო­ექ­ტი "ნი­ქო­ზი" და "ქარ­თლი ორი" რომ­ლე­ბიც 200 მლნ-იანი პრო­ექ­ტე­ბია და რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზი­ფი­ცი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით შიდა ქარ­თლში გაჩ­ნდა 30 000 ახა­ლი აბო­ნენ­ტი, წყალ­მო­მა­რა­გე­ბის ნა­წილ­შიც ბევ­რი პრო­ექ­ტი და­ი­წყო, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი.

„ჩვენ რო­დე­საც გორ­ში ამა­ზე ვსა­უბ­რობთ, ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ის ელე­მენ­ტა­რუ­ლი სის­ტე­მუ­რი პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა შე­ვუქ­მნათ. გორ­ში, შიდა ქარ­თლში, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი მოქ­მე­დე­ბის და ცხოვ­რე­ბის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი არის რა თქმა უნდა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა ყვე­ლა უნდა შევ­თან­ხმდეთ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ შრო­მით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ გზით, რომ ქვე­ყა­ნა გახ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი, კე­თილ­დღე­ო­ბის დონე იყოს მა­ღა­ლი და ჩვენ უნდა გავ­ხდეთ მიმ­ზიდ­ვე­ლი ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ჩვე­ნი ძმე­ბის­თვის. უაღ­რე­სად მძი­მეა, რო­დე­საც ხე­დავ ოკუ­პა­ცი­ის ხაზ­ზე შენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ორი­ვე მხრი­დან. უაღ­რე­სად მძი­მეა, ის რაც დღეს ხდე­ბა მა­გა­ლი­თად ახალ­გორ­ში, ახალ­გო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რო­დე­საც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტრო­ფის დო­ნე­ზეა მი­სუ­ლი, ადა­მი­ა­ნებს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბით გა­დაკ­ვე­თის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც არ აძ­ლე­ვენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია და მძი­მე სა­ლა­პა­რა­კოა, თუმ­ცა ჩვენ მო­მა­ვალ­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ, ეს უნდა გვახ­სოვ­დეს და უნდა ვიშ­რო­მოთ ყო­ველ­დღი­უ­რად", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა ისა­უბ­რა შიდა ქარ­თლში სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და იმ პროგ­რა­მებ­ზე, რომ­ლი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ფერ­მე­რებს ეხ­მა­რე­ბა. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, წელს შიდა ქარ­თლში ვაშ­ლის ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა და წელს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი წელი, რო­დე­საც „და­ნერ­გე მო­მავ­ლის" პრო­ექ­ტე­ბი­დან 30 ათა­სი ტონა პრო­დუქ­ტის გა­ტა­ნა ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„შიდა ქარ­თლში შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­მა­ვალ­ზე სა­უ­ბა­რი, თუ აქ­ცენ­ტი არ გა­ვა­კე­თეთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბით შიდა ქარ­თლში და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია 500 მი­ლი­ონ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ხელ­შე­სა­ხე­ბია ის, რომ წელს, რო­დე­საც მთავ­რო­ბამ, სა­ხელ­მწი­ფომ და­ი­წყო გლე­ხის მო­სავ­ლის და­ბი­ნა­ვე­ბა­ზე ზრუნ­ვა, ეს და­ვი­წყეთ კა­ხე­თით, ატ­მის მო­სავ­ლით და პირ­ვე­ლად წელს 30 ათა­სი ტონა ატ­მის ექ­სპორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, მა­შინ, რო­დე­საც გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გა­დაყ­რი­ლი ფული გაქ­ვთო, შე­იძ­ლე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ, მაგ­რამ სა­ერ­თოდ ქარ­თვე­ლი გლე­ხი­სა და ფერ­მე­რის დახ­მა­რე­ბის კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. წელს შიდა ქარ­თლში ვაშ­ლის ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 3-ჯერ მეტი, და­ახ­ლო­ე­ბით 150 ათას ტონა მო­სა­ვალს ვე­ლო­დე­ბით. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი პოსტსაბ­ჭო­თა წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა სტან­დარ­ტუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ისიც უნდა გვეს­მო­დეს, რომ წელს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი წელი, რო­დე­საც „და­ნერ­გე მო­მავ­ლის" პრო­ექ­ტე­ბი­დან 30 ათა­სი ტონა იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად კარ­გი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია, ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე გა­ვი­ტა­ნოთ. სხვას რა ვუ­ყოთ? სხვა გლე­ხი მი­ვა­ტო­ვოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვი­ზამთ და არას­ტან­დარ­ტუ­ლი ვაშ­ლის შეს­ყიდ­ვის ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი, რო­დე­საც მთავ­რო­ბა ად­გი­ლობ­რივ მე­წარ­მეს გა­რან­ტი­ის სა­ხით ეხ­მა­რე­ბა, გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა „და­ნერ­გე მო­მა­ვა­ლი", სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პროგ­რა­მე­ბი, „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში", თან შიდა ქარ­თლში მშრო­მე­ლი ხალ­ხი ხართ და ამ პროგ­რა­მე­ბის ათ­ვი­სე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ე­რის თქმით, არ­ცერ­თი კი­ლოგ­რა­მი მო­სა­ვა­ლი და­უ­ბი­ნა­ვე­ბე­ლი არ დარ­ჩე­ბა და ამის გა­რან­ტი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძ­ლე­ვა.

„სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნო, და­წყე­ბუ­ლი ატ­მით, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი ვაშ­ლით, სა­მეგ­რე­ლო­ში უკვე და­ი­წყო თხი­ლი, შემ­დგომ იქ­ნე­ბა რთვე­ლი, შემ­დგომ - ციტ­რუ­სი, ქარ­თულ მი­წა­ზე მოყ­ვა­ნი­ლი არ­ცერ­თი კი­ლოგ­რა­მი მო­სა­ვა­ლი და­უ­ბი­ნა­ვე­ბე­ლი არ დარ­ჩე­ბა და ამის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ის მი­ნი­მუ­მი, რი­თაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ვეხ­მა­როთ. ჩვენ ეკო­ნო­მი­კუ­რად ჯერ კი­დევ სუს­ტი ქვე­ყა­ნა ვართ და მთა­ვა­რია, ჩვე­ნი შე­ზღუ­დუ­ლი რე­სურ­სი სა­მარ­თლი­ა­ნად და თა­ნაბ­რად გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის. ეს არის მთავ­რო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც ჩვენ თქვენ­თან ერ­თად უნდა გა­ვა­კე­თოთ და ქვეყ­ნის­თვის სა­ჭი­რო ძა­ლი­ან ბევ­რი ღი­რე­ბუ­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც ერ­თად და­ვი­წყეთ, ასე­ვე ერ­თად უნდა და­ვას­რუ­ლოთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­დავ­წყვეტთ 31 ოქ­ტომ­ბერს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გო­რე­ლე­ბის ღირ­სე­უ­ლი ხმა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ სა­მარ­თლი­ან ბრძო­ლა­ში. გა­მარ­ჯვე­ბას გი­სურ­ვებთ!", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოც-კამეჩნი !
1

ცხვირებით-უნდა გახვნევინოთ-მიწა !

როგორც-დააქციეთ-გაძარცვეთ-ქვეყანა !

მიწის-მუშებზე მეტი-არ-ღირხართ !

დაყაჩაღებულს-დააბრუნებთ ! ბიძოს-გფიცამთ !

მეფე
2

არაფრის გამკეთებლები ხართ , დადიხართ ხალხში ვითომ რაღაცას აკეთებთ , ხალხს აღარა სჯერავს თქვენი. მე თქვენი .... ვინც თქვენ ხმა მოგცეთ იმის კიდევ....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა" - "ოცნებამ" გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

"ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა" - "ოცნებამ" გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

ქართლზე გადის ფრონტის ხაზი, - ასე მიმართა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე მოსახლეობას.

კალაძის თქმით, ამ ქალაქმა გადაიტანა საკუთარ თავზე ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ ამ ადგილებში შეიქმნა გმირობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და ერთგულების უამრავი ისტორია, „რომელზეც ჩვენი შვილები, მომავალი თაობები აღიზრდებიან“.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ქართლზე გადის ფრონტის ხაზი. აქ გორში, ყველა იმ საერთო საქმეს, რაც ქვეყნის წინაშეა, ერთვის ის განსაკუთრებულობა, რომ თქვენ უყურებთ ომის დანატოვარს - სისხლზე და ცრემლზე გადახვეულ მავთულხლართს, ჩვენი მიწა-წყლის წაგლეჯილ ნაწილებს, ეს ქალაქი მებრძოლი და გმირი ქალაქია.

თქვენ, გორის მცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იცით, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია, ეს მოუშუშებელი იარა, რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს. კარგად იცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს პოლიტიკოსების არასწორ ნაბიჯებს.

თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ, რომელიც წამოეგო რუსულ პროვოკაციას და საკუთარი დანაშაულების გამო ხალხისთვის პატიება ეთხოვა და სახლში წასულიყო, პირიქით, რეპრესიები გააძლიერა.

პირადად მე, როდესაც 2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ვიყავი და ბევრ ნაცნობ ადამიანს შევხვდი, ვისთანაც ერთად, შეიძლება ითქვას, გორის მიმდებარე სოფლები ფეხით შემოვიარეთ, გვახსოვს თუ როგორი აგრესიით შეეცადა დაგვპირისპირებოდა მაშინდელი რეჟიმი. ამან მხოლოდ და მხოლოდ განგვიმტკიცა რწმენა, რომ ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა მოიგო და წარმატებით დაასრულა“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა.

„„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ადამიანზე ზრუნვა, ადამიანის პატივისცემა და ყოველგვარი ჩაგვრისა და უსამართლობის დასრულება გახდა ქვეყანაში, რაშიც თქვენი როლი და წვლილი არის ძალიან დიდი და ამისთვის მინდა, თითოეულ თქვენგანს, იმათაც, ვინც დღეს აქ ვერ შეძლო მოსვლა, მადლობა გადავუხადო.

ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დეოკუპაციაა, რომელიც სწორი საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და განვითარებას უკავშირდება.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოსახლებულ მოსახლეობას განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროება და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თუ ღირსეული ცხოვრების პირობები და სიამაყე თუ არ ექნება შენს მოქალაქეს შენს ქვეყანაში, თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფმა ადამიანმა არ დაინახა, რომ სწორედ აქეთ არის სამართლიანობა, თავისუფლება, განვითარება და მშვიდობა, სხვანაირად გაგვიჭირდება ქვეყნის გამთლიანება.

ამიტომ, ჩვენ, თქვენთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და მითუმეტეს ეს მხარე იყოს განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი და მიმზიდველი ყველასთვის.

ჩვენ ჩვენი ყოველდღიურობით, ჩვენი ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებების ისტორია, უნდა შევქმნათ წარმატებული გლეხები, წარმატებული სოფლები, წარმატებული რაიონები, წარმატებული ქალაქები“, - აღნიშნა კალაძემ.

გორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. გახარიას თქმით, ხელისუფლებისა და თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, იზრუნონ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ.

„მოგესალმებით გორელებო, დიდი პატივია დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რა თქმა უნდა, ერთად. თუმცა, ქართლში, ჭეშმარიტად საქართველოს ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში შეუძლებელია ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები ჩვენი ისტორიის, უახლესი წარსულის არ გავიხსენოთ.

წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და მიწის დაცვა, მაგრამ ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გაწირა და ჩვენი ვალდებულებაა, ყოველდღე ისე გავზარდოთ ჩვენი შვილები, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს, მაგრამ ამავდროულად ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ, პირველ რიგში მათზე ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანებთან და თქვენი გაწვდენილი ხელი არის უფრო ახლო და მე ძალიან კარგად მესმის თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე. ეს ზრუნვა უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა, ახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და თითოეული ადამიანის ვალდებულებაა მათზე ზრუნვა, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში ერთად რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ქართლში, საქართველოს ჭეშმარიტად ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის, ისტორიის ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და მიწის დაცვა. 21-ე საუკუნეში. მაგრამ, ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და ჩვენი ვალდებულებაა, გავზარდოთ ჩვენი შვილები ისე, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს. მაგრამ ამავდროულად ჩვენი ვალდებულებაა ის, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ, მათზე ვიზრუნოთ პირველ რიგში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანების გვერდით და თქვენი გაწვდილი ხელი არის უფრო ახლო და თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის გამთლიანება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით.

„ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამ ხალხისთვის სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებით, რასაც მოაქვს თავისი დამატებითი სოციალური ბენეფიტები, ასევე გაზმომარაგებით, სასმელი და სარწყავი წყლის დახმარებით, საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებს როდესაც ელაპარაკები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არაფერია იმ ტკივილთან და იმ მიზანთან შედარებით, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან - ქართლიდან. ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომა, ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის მაგალითად, ისიც, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ქვეყანაში არცერთი დღით არანაირი ინფრასტრუქტურული სისტემური პროექტები არ შეჩერებულა და არც უნდა შეჩერდეს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ისაუბრა მმართველი გუნდის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების" ზრუნვის ძირითადი საგანი.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი იყო და იქნება „ქართული ოცნების" ზრუნვის ძირითადი საგანი. ეს უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოველდღიური შრომა მთავრობის, რომელმაც ღირსეული ყოველდღიური შრომის პირობები უნდა შეუქმნას თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. შიდა ქართლში 2013 წლიდან მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იყო 840 მლნ ლარი. გარდა ამისა, მოგეხსენებათ აქ გაკეთდა ქარის პირველი ელექტროსადგური. ეს იყო ბატონი კახის წამოწყება 20 მეგავატიანი, რომლისაც, მერწმუნეთ, არავის სჯეროდა, მაგრამ ეს გაკეთდა. დღეის მდგომარეობით, აქ შიდა ქართლში, გორში უკვე არის 2 პროექტი "ნიქოზი" და "ქართლი ორი" რომლებიც 200 მლნ-იანი პროექტებია და რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების თვალსაზრისით შიდა ქართლში გაჩნდა 30 000 ახალი აბონენტი, წყალმომარაგების ნაწილშიც ბევრი პროექტი დაიწყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენ როდესაც გორში ამაზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ელემენტარული სისტემური პირობები, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევუქმნათ. გორში, შიდა ქართლში, ჩვენი ყოველდღიური მოქმედების და ცხოვრების საბოლოო მიზანი არის რა თქმა უნდა ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შრომით, მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით, რომ ქვეყანა გახდეს წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი, კეთილდღეობის დონე იყოს მაღალი და ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველი ევროპული სახელმწიფო ჩვენი ძმებისთვის. უაღრესად მძიმეა, როდესაც ხედავ ოკუპაციის ხაზზე შენს მოქალაქეებს ორივე მხრიდან. უაღრესად მძიმეა, ის რაც დღეს ხდება მაგალითად ახალგორში, ახალგორის მიმართულებით, სხვა მიმართულებითაც, როდესაც ჰუმანიტარული კატასტროფის დონეზეა მისული, ადამიანებს საოკუპაციო ხაზის ჰუმანიტარული მიზნებით გადაკვეთის საშუალებასაც არ აძლევენ. ეს ყველაფერი მძიმე საყურებელია და მძიმე სალაპარაკოა, თუმცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, ეს უნდა გვახსოვდეს და უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და იმ პროგრამებზე, რომლითაც სახელმწიფო ფერმერებს ეხმარება. გიორგი გახარიას განცხადებით, წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება და წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის" პროექტებიდან 30 ათასი ტონა პროდუქტის გატანა ევროპის ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

„შიდა ქართლში შეუძლებელია მომავალზე საუბარი, თუ აქცენტი არ გავაკეთეთ სოფლის მეურნეობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ „აწარმოე საქართველოში" და სოფლის მეურნეობის პროგრამებით შიდა ქართლში დაფინანსებულია 500 მილიონზე მეტი ღირებულების სხვადასხვა პროექტი. მნიშვნელოვანი და ხელშესახებია ის, რომ წელს, როდესაც მთავრობამ, სახელმწიფომ დაიწყო გლეხის მოსავლის დაბინავებაზე ზრუნვა, ეს დავიწყეთ კახეთით, ატმის მოსავლით და პირველად წელს 30 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში გადაყრილი ფული გაქვთო, შეიძლება სოფლის მეურნეობაში განხორციელებული ინვესტიციის ეფექტიანობაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საერთოდ ქართველი გლეხისა და ფერმერის დახმარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება შეუძლებელია. წელს შიდა ქართლში ვაშლის ძალიან კარგი მოსავალი იქნება, დაახლოებით 3-ჯერ მეტი, დაახლოებით 150 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ისტორიული პოსტსაბჭოთა წარსულიდან გამომდინარე, ყველა სტანდარტული ვერ იქნება, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ წელს იქნება პირველი წელი, როდესაც „დანერგე მომავლის" პროექტებიდან 30 ათასი ტონა იქნება აბსოლუტურად კარგი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია, ევროპის ბაზარზე გავიტანოთ. სხვას რა ვუყოთ? სხვა გლეხი მივატოვოთ? რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვიზამთ და არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის ის პროგრამა, რომელიც იყო ინიცირებული, როდესაც მთავრობა ადგილობრივ მეწარმეს გარანტიის სახით ეხმარება, გაგრძელდება. ასევე გაგრძელდება „დანერგე მომავალი", სოფლის მეურნეობის პროგრამები, „აწარმოე საქართველოში", თან შიდა ქართლში მშრომელი ხალხი ხართ და ამ პროგრამების ათვისების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, არცერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას ხელისუფლება იძლევა.

„სოფლის მეურნეობის მიმართულებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, დაწყებული ატმით, გაგრძელებული ვაშლით, სამეგრელოში უკვე დაიწყო თხილი, შემდგომ იქნება რთველი, შემდგომ - ციტრუსი, ქართულ მიწაზე მოყვანილი არცერთი კილოგრამი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება და ამის გარანტიას იძლევა ხელისუფლება.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არის ის მინიმუმი, რითაც ჩვენ შეგვიძლია, მოქალაქეებს დავეხმაროთ. ჩვენ ეკონომიკურად ჯერ კიდევ სუსტი ქვეყანა ვართ და მთავარია, ჩვენი შეზღუდული რესურსი სამართლიანად და თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ და ქვეყნისთვის საჭირო ძალიან ბევრი ღირებული საქმე, რომელიც ერთად დავიწყეთ, ასევე ერთად უნდა დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, ამას ყველანი ერთად გადავწყვეტთ 31 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

"მე ის მიშა აღარა ვარ, რომელიც ვიყავი... ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა" - მიხეილ სააკაშვილი

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედია

"საქართველო  ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შიმშილის ზონაში იმყოფება - ისევე, როგორც აფრიკის საჰარისა და აზიის ზოგიერთი სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი