სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში
"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში

„ძველ­მა თბი­სე­ლებ­მა ქორ­წი­ლიც და გლო­ვაც ორი­გი­ნა­ლუ­რი იცოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით თბი­ლი­სე­ლი მა­ჭანკლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და პრო­ფე­სი­ულ ფე­ნა­საც ქმნიდ­ნენ. ქა­ლის გა­სინ­ჯვა ხში­რად გო­გირ­დო­ვან აბა­ნო­ებ­შიც ხდე­ბო­და. წარ­მა­ტე­ბულ მა­ჭან­კო­ლო­ბას ნიშ­ნო­ბა მოს­დევ­და, ნიშ­ნო­ბას - ქორ­წი­ლი, ქორ­წილს - მზი­თე­ვი, მზი­თევს - ძე­ო­ბა, ძე­ო­ბას ნათ­ლო­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ამ­ჯე­რად ძველ თბი­ლის­ში ქორ­წი­ნე­ბი­სა და ქორ­წი­ლის წე­სე­ბი­სა და ტრა­დი­ცე­ბის თე­მას გან­ვი­ხი­ლავთ.

მზი­თე­ვი

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში მზი­თე­ვი ოჯა­ხის შექ­მნის სა­კი­თხში მარ­თლაც რომ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობ­და. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის თქმით, XIX სა­უ­კუ­ნის თბი­ლის­ში მზი­თევ­მა და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მა მი­ი­ღო, რად­გა­ნაც ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ვაჭ­რუ­ლი სული, ამ სფე­რო­შიც აი­სა­ხა, მა­გა­ლი­თად, მზი­თე­ვის წა­ღე­ბა იო­სებ გრი­შაშ­ვილს ასე აქვს აღ­წერ­ლი: „წინ ზურ­ნა მი­დის, მერე პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­საც გულ­ზე მის­ვე­ნე­ბუ­ლი სარ­კე მი­აქვს, ამ სარ­კის ბიჭს ორ-ორი ჭა­ბუ­კი მის­დევს, რომ­ლებ­საც თავ­ზე უწყვი­ათ წყვილ-წყვი­ლი ბა­ლი­ში ფურ­ფუ­შე­ბი­ა­ნი... შემ­დეგ მო­დის მუ­თა­ქე­ბი (ესეც წყვილ-წყვი­ლი)... თი­თო­ე­ულ მუ­თა­ქას თან ახ­ლავს კოხ­ტად და­კე­ცი­ლი სა­ბა­ნი. შემ­დეგ სა­მუ­რა­ბე ტაშ­ტი (ლა­გა­ნი) ხე­ლის ყუთი თა­ვის საწ­ვრილ­მა­ნო­თი, შკა­ფი, კა­მო­დი, მაფ­რა­შა და წყვი­ლი „პოდ­ნო­სის კრა­ო­ტი“... ეს და­სა­ნა­ხად გა­მო­ტა­ნი­ლი მზი­თე­ვი იყო, რო­მე­ლიც „ნე­ფის“ ოჯახ­ში შე­დი­ო­და, და­ნარ­ჩე­ნი კი სიის მი­ხედ­ვით, ბოხ­ჩა­ში და სკივ­რში ლაგ­დე­ბო­და...

ქორ­წი­ნე­ბის ასაკს და დროს ქა­ლი­სა და ვა­ჟის მშობ­ლე­ბი გან­სა­ზღვრავ­დნენ, რად­გან ქორ­წი­ნე­ბა დიდ ხარ­ჯებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მისი მომ­ზა­დე­ბა მხო­ლოდ დიდი ოჯა­ხის მეს­ვე­უ­რებს შე­ეძ­ლოთ.... სა­ნამ საქ­მე ქორ­წი­ნე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, უნდა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წი­ნა­პი­რო­ბე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­მორ­ცხუ­ი­ლი­ყო წყვი­ლებს შო­რის 7-9 თა­ო­ბამ­დე ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი - ასე­ვე მკაც­რად იცავ­დნენ სო­ცი­უ­ა­ლურ სტა­ტუსს. და­უშ­ვე­ბე­ლი იყო, თა­ვა­დაზ­ნა­ურს ცო­ლად გლე­ხის ქალი მო­ეყ­ვა­ნა, - ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად, წო­დებ­რი­ვად თა­ნას­წორს ეძებ­და.

რე­გი­ო­ნებს თა­ვი­სე­ბუ­რი აკ­რძალ­ვე­ბი ჰქონ­და, - მთა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი იყო თა­ნა­სოფ­ლე­ლებს შო­რის ქორ­წი­ნე­ბა. ასე­ვე არ შე­ი­ძე­ბო­და ერთი ხა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­წყვი­ლე­ბა... სა­ქორ­წი­ნოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქალ-ვა­ჟის შეთ­ვი­სე­ბა ძი­რი­თა­დად ხა­ტო­ბა­ზე, სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, ქორ­წი­ლებ­ში ხდე­ბო­და. დიდ ქა­ლა­ქებ­ში კი - იქ არ­სე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბებ­ზე: კრი­ვი, ჭი­და­ო­ბა, ყა­ბა­ყი და სხვ. მას შემ­დეგ, რაც „სა­ბე­დო“ შე­ირ­ჩე­ო­და, იწყე­ბო­და სა­პატ­რაძ­ლოს „გა­ჩხრეკ­ვა“, ანუ მთე­ლი მისი „ჯი­ში­სა“ და „ჯი­ლა­გის“ შე­მოწ­მე­ბა. არ­კვევ­დნენ, ჰყავ­და თუ არა ახლო სა­ნა­თე­სა­ო­ში თან­და­ყო­ლი­ლი ფი­ზი­კუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი ნაკ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი. ეს იმის­თვის, რომ მათი შთა­მომ­ვა­ლი ჯან­სა­ღი და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. შემ­დეგ ხდე­ბო­და უშუ­ა­ლოდ სა­პა­ტარ­ძლოს შემ­წმე­ბა ფი­ზი­კუ­რი, ასა­კობ­რი­ვი, მო­რა­ლუ­რი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ხა­სი­ა­თი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ კეთ­დე­ბო­და, რომ ოჯახს შემ­დეგ­ში და­მო­უ­კი­დე­ბად რჩე­ნა შეძ­ლებ­და და სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. თუ სარ­ძლო და­ბა­ლი წრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, თა­ვი­სი­ვე წრის სა­სი­ძოს ური­გებ­დნენ. მა­შინ აქ­ცენ­ტი მის ფი­ზი­კურ ძა­ლა­ზე, ამ­ტა­ნო­ბა­სა და სა­მე­ურ­ნეო უნარ-ჩვე­ვებ­ზე კეთ­დე­ბო­და. მშობ­ლე­ბი შვი­ლებს ურ­ჩევ­დნენ, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი, ჯან­მრთე­ლი ქალი შე­ერ­თო: „შვი­ლო, - ხში­რად ეტყო­და მამა თა­ვის ვაჟ­სა, ისე­თი ქალი უნდ შე­ირ­თო, რომ ლო­გინ­ში არ და­გე­კარ­გო­სო“.

მა­ღა­ლი წლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა კი სხვა ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბო­და. არის­ტოკ­რა­ტი­ულ ოჯა­ხებ­ში ვა­ჟის აღ­ზრდას - მის სპორ­ტულ და სამ­ხედ­რო წვრთნას მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ. კი­დევ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და მა­ღა­ლი წრის ქა­ლის აღ­ზრდას.

ნა­ტა­ლია (ნატო) გა­ბუ­ნია-ცა­გა­რე­ლი ხა­ნუ­მას როლ­ში

მა­ჭანკლო­ბა

რო­დე­საც ოჯა­ხი „გან­ჩხრეკ­ვის“ ანუ გა­კი­თხვის შემ­დეგ და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, სარ­ძლოს სა­თხოვ­ნე­ლად შუ­ა­მავ­ლის შე­სარ­ჩე­ვად ზრუნ­ვას იწყებ­და. ხში­რად ამ მო­ვა­ლე­ო­ბას ვა­ჟის ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი - ბი­ძე­ბი, მა­მი­დე­ბი, დე­ი­დე­ბი, უფ­რო­სი ძმე­ბი და ნათ­ლი­ე­ბი ას­რუ­ლებ­დნენ. შუ­ა­მავ­ლად შერ­ჩე­უ­ლი პი­რე­ბი გა­რეგ­ნუ­ლად, მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. ასეთ პი­როვ­ნე­ბას სარ­ძლოს ოჯა­ხი ან­გა­რიშს უწევ­და. შუ­ა­მავ­ლის ფუნ­ქცი­ას მთა­ში - მა­მა­კა­ცი ბარ­ში ქალი ას­რუ­ლებ­და.

XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხნი­დან კი პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა „მა­ჭან­კალ­მა“ („მარ­ჯა­კალ­მა“) შეც­ვა­ლა. შემ­დეგ­ში „მა­ჭანკლე­ბი“ კარ­გად გა­რი­გე­ბუ­ლი საქ­მი­სათ­ვის სარ­ფი­ან შე­მო­სა­ვალს იღებ­დნენ. და­სა­წყის­ში მათი ანაზ­რა­უ­რე­ბა ნა­ტუ­რით ხდე­ბო­და - მა­მა­კა­ცის­თის ხა­რის ტყა­ვი, ქა­ლის­თის - ჭრე­ლი სა­კა­ბე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე ფუ­ლა­დი ანაზ­რა­უ­რე­ბით და­ი­წყეს საქ­მე­ებს მოგ­ვა­რე­ბა.

ქა­ლის გა­სინ­ჯვა

ქა­ლის გა­სინ­ჯვის თბი­ლი­სუ­რი წე­სე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს მისი გა­რეგ­ნო­ბის შე­მოწ­მე­ბის ზო­გი­ერ­თი ისე­თი ჩვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ად­გი­ლებ­ში მოქ­მე­დი წესი არ არის და მხო­ლოდ თბი­ლი­სის­თვი­საა ნი­შან­დობ­ლი­ვი. ესაა აბა­ნო­ში პა­ტარ­ძლის წაყ­ვა­ნი­სა და მა­ჭანკლე­ბის მიერ მისი გა­სინ­ჯვა-შე­მოწ­მე­ბის წესი, რაც გამ­სინ­ჯველ­თა გე­მოვ­ნე­ბის და მი­ღე­ბუ­ლი გა­სამ­რჯე­ლოს შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მის და­დებ­თად თუ უარ­ყო­ფი­თად გად­წყვე­ტის სა­წინ­და­რი იყო. თბი­ლი­სის აბა­ნო­ებ­ში არა­მარ­ტო შერ­ჩე­უ­ლი სა­პა­ტარ­ძლოს ფი­ზი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბო­და, არა­მედ დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, ტუჩ-კბი­ლი­სა და პი­რის რღუ­საც უმოწ­მებ­დნენ, რის შემ­დე­გაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებ­დნენ. აბა­ნო­ში­ვე ხდე­ბო­და სა­პა­ტარ­ძლოს შერ­ჩე­ვა, რა­ზეც იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი წერს: „რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ჭან­კა­ლი ქა­ლე­ბი არც აბა­ნო­ში ივი­წყებ­დნენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ას, ბევ­რი ლა­მა­ზი ქა­ლის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლა იქ. ბევ­რი სან­დო­მი­ა­ნი „ქალი და რძა­ლი“ გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლა და ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლი აღ­მოს­ჩე­ნია გა­ტიტ­ვლე­ბულ ქალს“.

შეც­ვლი­ლი წე­სე­ბი

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სუ­ლი მმარ­თველ­ბით შე­იც­ვა­ლა, ქარ­თულ ყო­ფა­შიც ბევ­რი რამ სხვაგ­ვა­რად და­ლაგ­და. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლისს შე­ე­ხო. ასე რომ, რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი ტრა­დი­ცია შე­ე­წი­რა. თბი­ლი­სელ­თა ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რილ­მა ახალ­მა ყო­ფამ პა­ტარ­ძლის გამ­ზით­ვე­ბის ტრა­დი­ცი­ა­ზეც იმოქ­მე­და და მა­ხინ­ჯი ფორ­მა მი­ი­ღო. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სამ­ჩნე­ვი იყო და­ბა­ლი ფე­ნის ოჯა­ხებ­ში. გა­სა­თხო­ვა­რი ქა­ლის მთა­ვა­რი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი მისი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ნიკო ნი­კო­ლა­ძე ასე მი­მარ­თავ­და სა­ცო­ლე ვა­ჟებს: „ცო­ლის შერ­თვის დროს უფრო ხა­სი­ათ­სა და ზნეს მიჰ­ხე­დეთ, ვიდ­რე - მზი­თევს“. მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დე­ლი ვა­ჟე­ბი მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას უფრო ელტვოდ­ნენ. მზი­თე­ვის სი­ე­ბი დრო­ის და წო­დე­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბო­და. მა­ღა­ლი წრის ქა­ლებს ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას­თან ერ­თად, ყმა-გლე­ხებ­საც ატან­დნენ. იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო წიგ­ნე­ბი: „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“, „ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა“, „სი­ტყვის კონა“, „ქი­ლი­ლა და და­მა­ნა“, „ან­ბან­თქე­ბა“, „ღრა­მა­ტი­კა“, „რი­ტო­რი­კა“, „დი­ა­ლექ­ტი­კა“ და სხვ.

მზა­დე­ბა ქორ­წი­ლის­თვის

მხა­რე­ე­ბის შე­თან­ხმე­ბი­სა და მზი­თე­ვის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბის შემ­დეგ, სა­სი­ძო სა­ცო­ლეს ბე­ჭედს ან სხვა ნივთს უგ­ზავ­ნი­და. ეს იყო ქა­ლის და­წინ­დვის ნი­შა­ნი. სა­პა­ტარ­ძლოს სა­ნა­ხა­ვად კი სა­ჩუქ­რე­ბით მი­დი­ო­და. ქა­ლის და­წინ­დვი­სა და გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ორი­ვე მხა­რე სა­ქორ­წი­ლო სამ­ზა­დისს იწყებ­და. ამ სამ­ზა­დის­ში მო­ნა­წი­ლობ­დნენ მე­ქორ­წი­ნე ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი. ქორ­წი­ლის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა ვა­ჟის მხა­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო. ამ სა­პა­ტიო მი­სი­ას „ნეფე“ მეჯ­ვა­რეს, ან ნათ­ლი­ას ან­დობ­და. ქორ­წი­ლი უმე­ტე­სად ვა­ჟის ოჯახ­ში იმარ­თე­ბო­და. ოჯა­ხი ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იწყებ­და ეზო-კა­რის მო­წეს­რი­გე­ბა-და­სუფ­თა­ვე­ბას. თუ სტუ­მარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რი იყო, მა­შინ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ დარ­ბაზს ვა­ჟის ოჯა­ხი გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ქი­რა­ობ­და.

ვანო ხო­ჯა­ბე­გო­ვის ნა­ხა­ტი - ნე­ფის ცეკ­ვა მა­მის საფ­ლავ­ზე

და­ბა­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­თა ქორ­წი­ლი 1-2 დღეს გრძელ­დე­ბო­და, დიდ­გვა­როვ­ნე­ბის - მთე­ლი კვი­რა. სა­ქორ­წი­ნო დროდ შე­მოდ­გო­მა მი­იჩ­ნე­ო­და, კვი­რის დღე­ე­ბი­დან კი - შა­ბათ-კვი­რა. ქორ­წი­ლის წინა დღეს ქალ­სა და ვაჟს თა­ვი­ან­თი ახლო მე­გობ­რე­ბი, მეჯ­ვა­რე­ე­ბი აბა­ნო­ში მიჰ­ყვე­ბო­დენ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ გან­ბან­ვა-მო­წეს­რი­ე­ბა­ში. ქორ­წილ­ში ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ რო­გორც წე­რი­ლო­ბით, ისე და­ძა­ხე­ბით. 1840-იან წლებ­ში შეძ­ლე­ბუ­ლი და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ბი­ლე­თე­ბით ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო ერთი ჩვე­უ­ლე­ბაც - თუ „ნე­ფის“ მამა გარ­დაც­ვლი­ლი იყო, სა­ქორ­წი­ნო ლხინ­ში მო­ნა­წი­ლე ახ­ლობ­ლე­ბი მის საფ­ლავ­ზე მი­დი­ოდ­ნენ, სა­დაც „ნე­ფის“ ცეკ­ვა იმარ­თე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ ცნო­ბებს კვლავ ძვე­ლი თბი­ლი­სის მე­ხოტ­ბე იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი გვაწ­ვდის.

ჯვრის­წე­რა იყო ქა­ლა­ქუ­რი ქორ­წი­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი აქტი. XIX სა­უ­კუ­ნის პი­რელ ნა­ხე­ვარ­ში ჯვირ­წე­რა შუ­ა­ღა­მი­სას იმარ­თე­ბო­და, ამას ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად უყუ­რებ­და, რის გა­მოც მა­შინდლ მთა­ვარ­მარ­თე­ბელს 1827 წელს მიტ­რო­პო­ლიტ იო­ა­ნეს­თან წე­რი­ლით მი­უ­მარ­თავს, რომ 9 სა­ათ­ზე გვი­ან ჯვრის­წე­რა აღარ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, გა­მო­ნაკ­ლი­სის შემ­თხვე­ვა­ში კი, პო­ლი­ცი­ის­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნათ. მე­ქორ­წი­ლე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ყა­რა­ჩ­ოღ­ლე­ბი და აშუღ-მუ­სი­კო­სე­ბი სა­ქორ­წი­ლო ლხინს მტკვარ­ზე მო­ცუ­რა­ვე ტი­ვებ­ზე აგ­რძე­ლებ­დნენ. ეს ყვე­ლაფ­რი კი სა­ბო­ლო­ოდ გო­გირ­დო­ვა­ნი აბა­ნო­ე­ბით მთავ­დე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
12

კარგია, რომ დღეს აღარ არის ეს მახინჯი ტრადიცია.

sergo
5

რაც კარგი ტრადიცია გვქონდა, დავივიწყეთ. სამაგიეროდ ლოთობა და ყანწების სროლა კი დარჩა. ესეც საკითხავია ჩვენი ტრადიცია იყო თუ რუსების შემოტანილია.

ავტორი:

"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში

"საპატრაძლოს "გასინჯვისას", არკვევდნენ, ჰქონდა თუ არა მის სანათესაოში ვინმეს ფიზიკური ნაკლი" - რა როლს თამაშობდა მაჭანკალი და მზითევი ქართულ ქორწინებაში

„ძველმა თბისელებმა ქორწილიც და გლოვაც ორიგინალური იცოდნენ, საქართველოში თავისი საქმიანობით თბილისელი მაჭანკლები გამოირჩეოდნენ და პროფესიულ ფენასაც ქმნიდნენ. ქალის გასინჯვა ხშირად გოგირდოვან აბანოებშიც ხდებოდა. წარმატებულ მაჭანკოლობას ნიშნობა მოსდევდა, ნიშნობას - ქორწილი, ქორწილს - მზითევი, მზითევს - ძეობა, ძეობას ნათლობა“ - აღნიშნავს ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი, რომელთან ერთადაც ამჯერად ძველ თბილისში ქორწინებისა და ქორწილის წესებისა და ტრადიცების თემას განვიხილავთ.

მზითევი

გასულ საუკუნეებში მზითევი ოჯახის შექმნის საკითხში მართლაც რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, XIX საუკუნის თბილისში მზითევმა დამახინჯებული ფორმა მიიღო, რადგანაც ბურჟუაზიული ურთიერთობები, ვაჭრული სული, ამ სფეროშიც აისახა, მაგალითად, მზითევის წაღება იოსებ გრიშაშვილს ასე აქვს აღწერლი: „წინ ზურნა მიდის, მერე პატარა ბიჭი, რომელსაც გულზე მისვენებული სარკე მიაქვს, ამ სარკის ბიჭს ორ-ორი ჭაბუკი მისდევს, რომლებსაც თავზე უწყვიათ წყვილ-წყვილი ბალიში ფურფუშებიანი... შემდეგ მოდის მუთაქები (ესეც წყვილ-წყვილი)... თითოეულ მუთაქას თან ახლავს კოხტად დაკეცილი საბანი. შემდეგ სამურაბე ტაშტი (ლაგანი) ხელის ყუთი თავის საწვრილმანოთი, შკაფი, კამოდი, მაფრაშა და წყვილი „პოდნოსის კრაოტი“... ეს დასანახად გამოტანილი მზითევი იყო, რომელიც „ნეფის“ ოჯახში შედიოდა, დანარჩენი კი სიის მიხედვით, ბოხჩაში და სკივრში ლაგდებოდა...

ქორწინების ასაკს და დროს ქალისა და ვაჟის მშობლები განსაზღვრავდნენ, რადგან ქორწინება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მისი მომზადება მხოლოდ დიდი ოჯახის მესვეურებს შეეძლოთ.... სანამ საქმე ქორწინებამდე მივიდოდა, უნდა სავალდებულო წინაპირობები შესრულებულიყო. პირველ რიგში უნდა გამორცხუილიყო წყვილებს შორის 7-9 თაობამდე ნათესაური კავშირები - ასევე მკაცრად იცავდნენ სოციუალურ სტატუსს. დაუშვებელი იყო, თავადაზნაურს ცოლად გლეხის ქალი მოეყვანა, - ყველა სოციალურად, წოდებრივად თანასწორს ეძებდა.

რეგიონებს თავისებური აკრძალვები ჰქონდა, - მთაში მიუღებელი იყო თანასოფლელებს შორის ქორწინება. ასევე არ შეიძებოდა ერთი ხატის წარმომადგენლების დაწყვილება... საქორწინოდ მომზადებული ქალ-ვაჟის შეთვისება ძირითადად ხატობაზე, სახალხო დღესასწაულებზე, ქორწილებში ხდებოდა. დიდ ქალაქებში კი - იქ არსებულ სანახაობებზე: კრივი, ჭიდაობა, ყაბაყი და სხვ. მას შემდეგ, რაც „საბედო“ შეირჩეოდა, იწყებოდა საპატრაძლოს „გაჩხრეკვა“, ანუ მთელი მისი „ჯიშისა“ და „ჯილაგის“ შემოწმება. არკვევდნენ, ჰყავდა თუ არა ახლო სანათესაოში თანდაყოლილი ფიზიკური თუ სულიერი ნაკლის მქონე ადამიანი. ეს იმისთვის, რომ მათი შთამომვალი ჯანსაღი დაბადებულიყო. შემდეგ ხდებოდა უშუალოდ საპატარძლოს შემწმება ფიზიკური, ასაკობრივი, მორალური, მატერიალური, ხასიათისა და უნარ-ჩვევების მიხედვით. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდებოდა, რომ ოჯახს შემდეგში დამოუკიდებად რჩენა შეძლებდა და სხვაზე დამოკიდებული არ ყოფილიყო. თუ სარძლო დაბალი წრის წარმომადგენელი იყო, თავისივე წრის სასიძოს ურიგებდნენ. მაშინ აქცენტი მის ფიზიკურ ძალაზე, ამტანობასა და სამეურნეო უნარ-ჩვევებზე კეთდებოდა. მშობლები შვილებს ურჩევდნენ, ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი ქალი შეერთო: „შვილო, - ხშირად ეტყოდა მამა თავის ვაჟსა, ისეთი ქალი უნდ შეირთო, რომ ლოგინში არ დაგეკარგოსო“.

მაღალი წლის საზოგადოების წარმომადგენლების შეფასება კი სხვა ნიშნების მიხედვით ხდებოდა. არისტოკრატიულ ოჯახებში ვაჟის აღზრდას - მის სპორტულ და სამხედრო წვრთნას მეტ ყურადღებას აქცევდნენ. კიდევ უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა მაღალი წრის ქალის აღზრდას.

ნატალია (ნატო) გაბუნია-ცაგარელი ხანუმას როლში

მაჭანკლობა

როდესაც ოჯახი „განჩხრეკვის“ ანუ გაკითხვის შემდეგ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა, სარძლოს სათხოვნელად შუამავლის შესარჩევად ზრუნვას იწყებდა. ხშირად ამ მოვალეობას ვაჟის ახლო ნათესავები - ბიძები, მამიდები, დეიდები, უფროსი ძმები და ნათლიები ასრულებდნენ. შუამავლად შერჩეული პირები გარეგნულად, მჭევრმეტყველებითა და სოციალური მდგომარეობით გამორჩეული უნდა ყოფილიყვნენ. ასეთ პიროვნებას სარძლოს ოჯახი ანგარიშს უწევდა. შუამავლის ფუნქციას მთაში - მამაკაცი ბარში ქალი ასრულებდა.

XIX საუკუნის შუა ხნიდან კი პროფესიონალმა „მაჭანკალმა“ („მარჯაკალმა“) შეცვალა. შემდეგში „მაჭანკლები“ კარგად გარიგებული საქმისათვის სარფიან შემოსავალს იღებდნენ. დასაწყისში მათი ანაზრაურება ნატურით ხდებოდა - მამაკაცისთის ხარის ტყავი, ქალისთის - ჭრელი საკაბე. მოგვიანებით უკვე ფულადი ანაზრაურებით დაიწყეს საქმეებს მოგვარება.

ქალის გასინჯვა

ქალის გასინჯვის თბილისური წესებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი გარეგნობის შემოწმების ზოგიერთი ისეთი ჩვეულება, რომელიც საქართველოს სხვა ადგილებში მოქმედი წესი არ არის და მხოლოდ თბილისისთვისაა ნიშანდობლივი. ესაა აბანოში პატარძლის წაყვანისა და მაჭანკლების მიერ მისი გასინჯვა-შემოწმების წესი, რაც გამსინჯველთა გემოვნების და მიღებული გასამრჯელოს შესაბამისად, საქმის დადებთად თუ უარყოფითად გადწყვეტის საწინდარი იყო. თბილისის აბანოებში არამარტო შერჩეული საპატარძლოს ფიზიკური შემოწმება ხდებოდა, არამედ დეტალური დათვალიერება, ტუჩ-კბილისა და პირის რღუსაც უმოწმებდნენ, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებდნენ. აბანოშივე ხდებოდა საპატარძლოს შერჩევა, რაზეც იოსებ გრიშაშვილი წერს: „რასაკვირველია, მაჭანკალი ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას, ბევრი ლამაზი ქალის ბედი გადაწყვეტილა იქ. ბევრი სანდომიანი „ქალი და რძალი“ გაბედნიერებულა და ფიზიკური ნაკლი აღმოსჩენია გატიტვლებულ ქალს“.

შეცვლილი წესები

მას შემდეგ, რაც საქართველოში სამეფო ხელისუფლება რუსული მმართველბით შეიცვალა, ქართულ ყოფაშიც ბევრი რამ სხვაგვარად დალაგდა. ეს ცვლილებები განსაკუთრებით თბილისს შეეხო. ასე რომ, რუსეთთან შეერთებას მანამდე არსებული არაერთი ტრადიცია შეეწირა. თბილისელთა ცხოვრებაში შემოჭრილმა ახალმა ყოფამ პატარძლის გამზითვების ტრადიციაზეც იმოქმედა და მახინჯი ფორმა მიიღო. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დაბალი ფენის ოჯახებში. გასათხოვარი ქალის მთავარი შეფასების კრიტერიუმი მისი მატერიალური შესაძლებლობა იყო. XIX საუკუნის 80-იან წლებში ნიკო ნიკოლაძე ასე მიმართავდა საცოლე ვაჟებს: „ცოლის შერთვის დროს უფრო ხასიათსა და ზნეს მიჰხედეთ, ვიდრე - მზითევს“. მაგრამ იმდროინდელი ვაჟები მატერიალურ კეთილდღეობას უფრო ელტვოდნენ. მზითევის სიები დროის და წოდების მიხედვით განსხვავდებოდა. მაღალი წრის ქალებს ძვირფასეულობასთან ერთად, ყმა-გლეხებსაც ატანდნენ. იოსებ გრიშაშვილი აღნიშნავს, რომ სიაში დაფიქსირებული იყო წიგნები: „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, „სიტყვის კონა“, „ქილილა და დამანა“, „ანბანთქება“, „ღრამატიკა“, „რიტორიკა“, „დიალექტიკა“ და სხვ.

მზადება ქორწილისთვის

მხარეების შეთანხმებისა და მზითევის საკითხის მოგვარების შემდეგ, სასიძო საცოლეს ბეჭედს ან სხვა ნივთს უგზავნიდა. ეს იყო ქალის დაწინდვის ნიშანი. საპატარძლოს სანახავად კი საჩუქრებით მიდიოდა. ქალის დაწინდვისა და გარკვეული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, ორივე მხარე საქორწილო სამზადისს იწყებდა. ამ სამზადისში მონაწილობდნენ მექორწინე ოჯახების წევრები, მეზობლები, მეგობრები, ახლო ნათესავები. ქორწილის საკითხების მოგვარება ვაჟის მხარის ვალდებულება იყო. ამ საპატიო მისიას „ნეფე“ მეჯვარეს, ან ნათლიას ანდობდა. ქორწილი უმეტესად ვაჟის ოჯახში იმართებოდა. ოჯახი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებდა ეზო-კარის მოწესრიგება-დასუფთავებას. თუ სტუმართა რაოდენობა ბევრი იყო, მაშინ თბილისში არსებულ დარბაზს ვაჟის ოჯახი გარკვეული დროით ქირაობდა.

ვანო ხოჯაბეგოვის ნახატი - ნეფის ცეკვა მამის საფლავზე

დაბალი წრის წარმომადგენლეთა ქორწილი 1-2 დღეს გრძელდებოდა, დიდგვაროვნების - მთელი კვირა. საქორწინო დროდ შემოდგომა მიიჩნეოდა, კვირის დღეებიდან კი - შაბათ-კვირა. ქორწილის წინა დღეს ქალსა და ვაჟს თავიანთი ახლო მეგობრები, მეჯვარეები აბანოში მიჰყვებოდენ და ეხმარებოდნენ განბანვა-მოწესრიებაში. ქორწილში ეპატიჟებოდნენ როგორც წერილობით, ისე დაძახებით. 1840-იან წლებში შეძლებული და პრივილეგირებული ოჯახები სტუმრებს სპეციალური ბილეთებით ეპატიჟებოდნენ. საყურადღებო იყო ერთი ჩვეულებაც - თუ „ნეფის“ მამა გარდაცვლილი იყო, საქორწინო ლხინში მონაწილე ახლობლები მის საფლავზე მიდიოდნენ, სადაც „ნეფის“ ცეკვა იმართებოდა. ამის შესახებ ცნობებს კვლავ ძველი თბილისის მეხოტბე იოსებ გრიშაშვილი გვაწვდის.

ჯვრისწერა იყო ქალაქური ქორწილის ცენტრალური აქტი. XIX საუკუნის პირელ ნახევარში ჯვირწერა შუაღამისას იმართებოდა, ამას ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფითად უყურებდა, რის გამოც მაშინდლ მთავარმართებელს 1827 წელს მიტროპოლიტ იოანესთან წერილით მიუმართავს, რომ 9 საათზე გვიან ჯვრისწერა აღარ ჩაეტარებინათ, გამონაკლისის შემთხვევაში კი, პოლიციისთვის შეეტყობინებინათ. მექორწილეები, განსაკუთრებით ყარაჩოღლები და აშუღ-მუსიკოსები საქორწილო ლხინს მტკვარზე მოცურავე ტივებზე აგრძელებდნენ. ეს ყველაფრი კი საბოლოოდ გოგირდოვანი აბანოებით მთავდებოდა.