პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო მიმართვა საქართველოს! (R)
საგანგებო მიმართვა საქართველოს! (R)

ვირუ­სის გა­მო­ჩე­ნამ­დე ქვე­ყა­ნა­ში მძლავ­რობ­და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა, სი­ძულ­ვი­ლი, ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა-ცი­ლის­წა­მე­ბა... პან­დე­მი­ის ფონ­ზე რამ­დე­ნი­მე თვე თით­ქოს ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ნელ­და, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქა ბოღ­მამ და აგ­რე­სი­ამ! მა­ინ­ცდა­მა­ინც ჭირ­სა და უბე­დუ­რე­ბა­ში უნდა ვი­ყოთ, რომ ერ­თმა­ნეთს არ ვწიხ­ლავ­დეთ?!

ბა­რა­ქა­ლა ხე­ლი­სუ­ფალ­თა 24-სა­ა­თი­ან თავ­და­დე­ბულ შრო­მას!

ბა­რა­ქა­ლა ექი­მე­ბის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის, მე­ომ­რე­ბის... თავ­გან­წირ­ვას!

ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ი­თა­ვი­სა პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რჩე­ვე­ბი, და­უ­ღა­ლა­ვად აშ­რო­მა ხე­ლი­სუ­ფალ­ნი და სა­ო­ცა­რი შე­დე­გიც თვალ­სა­ჩი­ნოა _ სხვებ­თან შე­და­რე­ბით სა­უ­კე­თე­სო ვი­თა­რე­ბა გვაქვს! ამ ფონ­ზე კი ამაზ­რზე­ნია ჩა­საფ­რე­ბულ­თა, თუ კრი­ჭა­ში მდგომ­თა სა­ში­ნე­ლი უმა­დუ­რო­ბა!

პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა შედ­გე­ნილ­მა გეგ­მებ­მა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის­მა მოქ­მე­დე­ბამ შე­აძ­ლე­ბი­ნა ქვე­ყა­ნას, რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­კარ­გით გა­მო­სუ­ლი­ყო.

იბა­დე­ბა აზრი _ აქამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ ჰქო­ნო­და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა მიერ შედ­გე­ნი­ლი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი/სა­ფუძ­ვლე­ბი ყვე­ლა საქ­ვეყ­ნო პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ანუ მდგრა­დი სა­ხელ­მწი­ფო ქვე­სის­ტე­მე­ბის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად, ჩვენს ბედს ძაღ­ლი არ დაჰ­ყეფ­და! ეს ის ქვე­სის­ტე­მე­ბია, რომ­ლებ­საც ეყ­რდნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო, რო­გორც სის­ტე­მა: ენა, ეროვ­ნუ­ლი მო­ძღვრე­ბა, მა­ს­მე­დია, ოჯა­ხი, სო­ფე­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­მარ­თა­ლი, მე­დი­ცი­ნა, ეკო­ნო­მი­კა, თავ­დაც­ვა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, პო­ლი­ტი­კა.

მოდი, გა­დავ­ხე­დოთ გან­ვლილ 30 წელს:

ავირ­ჩი­ეთ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია (აცხო­ნოს ღმერ­თმა). ჯერ გა­ვა­კერ­პეთ, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­მო­ვა­ცხა­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო გამ­სა­ხურ­დი­ას გა­რე­შეო, გა­ვა­ძე­ვეთ და... მოვ­კა­ლით.

ახლა შე­ვარ­დნა­ძე გა­ვა­კერ­პეთ, მაგ­რამ ლა­მის ბოლო მოგ­ვი­ღო. ამი­ტომ გა­მო­ვა­ცხა­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო შე­ვარ­დნა­ძის გა­რე­შეო და ისიც გა­ვა­ძე­ვეთ.

მიშა გა­ვა­კერ­პეთ და, ამან ხომ სა­ერ­თოდ დედა გვი­ტი­რა! ისევ გა­მო­ვა­ცხა­დეთ, სა­ქარ­თვე­ლო მი­შას გა­რე­შეო და მო­ვი­შო­რეთ, თუმ­ცა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ვერ მო­ვი­შო­რეთ.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­ვა­კერ­პეთ (თუმ­ცა, ამ­ბობ­და, არ შე­იძ­ლე­ბა ერთი კა­ცის მო­ლო­დი­ნით ცხოვ­რე­ბაო) და ახლა ისევ გვეს­მის, სა­ქარ­თვე­ლო ბი­ძი­ნას გა­რე­შეო!

სა­ში­ნე­ლე­ბაა იმის გა­აზ­რე­ბა, რომ გან­ვლი­ლი 30 წელი ვი­ცხოვ­რეთ მზარ­დი სი­ძულ­ვი­ლით ხე­ლი­სუ­ფალ­თა არ­ჩე­ვა-გა­ძე­ვე­ბა­ში! დღე­საც კი პარ­ტია-არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლან­ძღვა­ში ეჯიბ­რე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და არა­ვინ ფიქ­რობს, გა­და­დოს გვერ­დზე სი­ძულ­ვი­ლი და წარ­მო­ად­გი­ნოს ქვეყ­ნის აღორ­ძი­ნე­ბის გო­ნივ­რუ­ლი გეგ­მა.

ამ 30-წლი­ა­ნი გა­კერ­პე­ბა-გა­ძე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი: გაქ­ცე­ულ-ლტოლ­ვი­ლი ქარ­თვე­ლო­ბა, გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი სამ­კვიდ­რო მიწა-წყა­ლი, დაც­ლი­ლი მთა-ბარი, უამ­რა­ვი დან­გრე­უ­ლი და უფრო მეტი შე­უქ­მნე­ლი ოჯა­ხი, ასე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ნარ­კო­ტიკ­სა და აზარ­ტულ თა­მაშ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა, გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი, მხრებ­ჩა­მოყ­რი­ლი და იმედ­და­კარ­გუ­ლი ქარ­თველ­თა მოდ­გმა, ჯე­რაც ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ქვე­სის­ტე­მე­ბი, და­პი­რის­პი­რე­ბა და სი­ძულ­ვი­ლი... „და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30-ე წლის­თავ­ზე ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­პარ­ტა­ხე­ბის აშ­კა­რა ნიშ­ნებს ვხე­დავთ!

გვინ­და, დამ­თავ­რდეს ქვე­ყა­ნა­ში ეს ჯო­ჯო­ხე­თი? მა­შინ მო­ვუხ­მოთ გო­ნე­ბას! დროა, არ­სობ­რი­ვად შევ­ცვა­ლოთ არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან აქამ­დე გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მის შე­დე­გად მი­ვი­ღეთ გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა. ვირ­ჩევ­დით იმი­ტომ, რომ წინა მთავ­რო­ბა მოგ­ვე­შო­რე­ბი­ნა და მთა­ვა­რი გა­მოგ­ვე­პა­რე­ბო­და ხოლ­მე _ ასარ­ჩევ პარ­ტი­ებს არ ჰქონ­დათ ნამ­დვი­ლი მი­ზა­ნი და ქვეყ­ნის აღორ­ძი­ნე­ბის გო­ნივ­რუ­ლი გეგ­მა!

უნდა შევ­ცვა­ლოთ მიდ­გო­მა! ერის ნა­თელ­მა გო­ნე­ბამ (და არა _ პარ­ტია-არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მა) უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს სამ­შობ­ლოს აღორ­ძი­ნე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი გეგ­მა, შემ­დეგ მოვ­თხო­ვოთ პარ­ტი­ებს, წარ­მო­ად­გი­ნონ თა­ვი­ან­თი თვალ­საზ­რი­სი ამ გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და უცებ აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის ვე­ლი­დან უამ­რა­ვი უმაქ­ნი­სი პარ­ტია გაქ­რე­ბა!

ასე­თი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ნათ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მიზ­ნის გა­რე­შე. რო­გორც ცხო­ნე­ბუ­ლი ჭა­ბუა ბრძა­ნებ­და, ჩვენ ვართ სა­ერ­თო მიზ­ნის არმ­ქო­ნე ერი, არა­და, ერის ერ(თ)ობას გან­სა­ზღვრავს საერ(თ)ო მი­ზა­ნი და აყა­ლი­ბებს საერ(თ)ო საზ­რუ­ნა­ვი!!!

თუ დავ­სა­ხავთ ნათ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ დიად მი­ზანს და შე­ვად­გენთ მიზ­ნის შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო ქვე­სის­ტე­მა­თა ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბად კონ­ცეფ­ცი­ებს (სა­ფუძ­ვლებს), ამით შევ­ქმნით ერ­თი­ან, ყოვ­ლის­მომ­ცველ ალ­გო­რითმს, ანუ გვექ­ნე­ბა ყვე­ლა საქ­ვეყ­ნო პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი გეგ­მა! ამას მძლავ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რის შემ­თხვე­ვა­ში, 4-5 კვი­რა დას­ჭირ­დე­ბა!

არ გვაქვს მი­ზა­ნი! დი­ა­დი მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ერის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი! არ შე­იძ­ლე­ბა ერის მი­ზა­ნი იყოს უმუ­შევ­რო­ბის დაძ­ლე­ვა, ფუ­ლის შოვ­ნა, და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­ში, ნა­ტო­სა თუ ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში გა­წევ­რე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კი­თხე­ბია.

მი­ზა­ნი ისე­თი უნდა იყოს, ქარ­თველ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა რომ მი­ი­ღებს _ მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი, მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი, კა­თო­ლი­კე­ე­ბი, პრო­ევ­რო­პე­ლე­ბი, პრო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი, პრო­რუ­სე­ბი, პრო­თურ­ქე­ბი, სა­პარ­ლა­მენ­ტო თუ საპ­რე­ზი­დენ­ტო მო­დე­ლის მომ­ხრე­ე­ბი, მო­ნარ­ქის­ტე­ბი, პარ­ტი­უ­ლე­ბი თუ უპარ­ტი­ო­ე­ბი, ჯე­ე­ლი თუ მო­ხუ­ცი...

ერის მი­ზა­ნი უნდა ასა­ხავ­დეს იმ დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის წი­ნა­შე რომ უნდა ვგრძნობ­დეთ!

ამი­ტომ მი­ზა­ნი ისე­თი უნდა, თა­ო­ბებს რომ გა­დას­წვდე­ბა და გა­ა­ერ­თი­ა­ნებს!

ასე­თი მი­ზა­ნი მშვე­ნივ­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ცხო­ნე­ბულ­მა ჯან­სუღ ღვინ­ჯი­ლი­ამ _ ღირ­სე­უ­ლი ქარ­თვე­ლის/მო­ქა­ლა­ქის საშ­ვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა!

და­ვუკ­ვირ­დეთ: უპირ­ვე­ლე­სია ადა­მი­ა­ნი (თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი, და­სა­ბა­მი­სე­უ­ლი ღირ­სე­ბით), რო­მე­ლიც ქმნის სა­ხელ­მწი­ფოს _ ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის და­მამ­შვე­ნე­ბელს!

ვფიქ­რობ, ასე და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა ქარ­თველ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის, რო­მე­ლიც უკვე ხე­დავს მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ გზას _ ერის ნა­თე­ლი გო­ნე­ბის (ვუ­წო­დოთ, პი­რო­ბი­თად, დარ­ბა­ზი­სე­რი) მო­ბი­ლი­ზე­ბის გზით ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მიზ­ნის შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მწი­ფო ქვე­სის­ტე­მა­თა ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი/სა­ფუძ­ვლე­ბი!

დარ­ბა­ზი­სე­რი _ ეს ერის კრებ­სი­თი ნა­თე­ლი გო­ნე­ბაა წი­ნა­პარ­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე­თა სის­ტე­მა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ნა­აზ­რე­ვის სა­ხით.

ავი­ღოთ, მა­გა­ლი­თის­თვის, მე­დი­ცი­ნა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი ქვე­სის­ტე­მა. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია და პან­დე­მი­ა­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ იმუ­ნი­ტეტ­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს ად­ვი­ლად ერე­ვა ესა თუ ის სენი. იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბას იწ­ვევს სტრე­სუ­ლი გა­რე­მო, ცხოვ­რე­ბის არას­წო­რი წესი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყა­ლი, ჰა­ე­რი, საკ­ვე­ბი. მა­შა­სა­და­მე, მე­დი­ცი­ნის, რო­გორც ქვე­სის­ტე­მის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ისე­თი ერ­თობ­ლი­ო­ბის (ალ­გო­რით­მის) შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ამ მი­ზეზ­თა ზე­მოქ­მე­დე­ბის ჯერ შე­სუს­ტე­ბას, პერ­სპექ­ტი­ვა­ში კი _ სრულ გაქ­რო­ბას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბა­ტო­ნი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე და მის­თა­ნა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლე­ბენ ასე­თი კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას. შემ­დეგ ეს კონ­ცეფ­ცია წა­რედ­გი­ნე­ბა ყვე­ლას, ვინც იხ­ვე­წე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­მიშ­ვი­თო! ვისი ხედ­ვაც იქ­ნე­ბა უფრო აზ­რი­ა­ნი, მივ­ცემთ ხმას და ძა­ლი­ან გა­ი­ოლ­დე­ბა არ­ჩე­ვა. თა­ვის მხრივ, მე­დი­ცი­ნის, რო­გორც ერთ-ერთი ქვე­სის­ტე­მის კონ­ცეფ­ცია მო­ი­თხოვს სხვა ქვე­სის­ტე­მა­თა (სო­ფე­ლი, ეკო­ნო­მი­კა, მეც­ნი­ე­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა...) კონ­ცეფ­ცი­ე­ბის­გან შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა და­გეგ­მვას (ალ­გო­რით­მე­ბის შედ­გე­ნას) ისე, რომ ყვე­ლა ქვე­სის­ტე­მის კონ­ცეფ­ცი­ე­ბი/სა­ფუძ­ვლე­ბი იყოს ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დი და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ერის მი­ზანს. ასე­თი მიდ­გო­მით შე­იქ­მნე­ბა ყვე­ლა საქ­ვეყ­ნო პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი გეგ­მე­ბი.

ამის შემ­დეგ სა­ოც­რად გა­ად­ვილ­დე­ბა აზ­რი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა! ამი­ტომ ვთხოვ ყვე­ლას, ვი­საც აწუ­ხებს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მო­მა­ვა­ლი, გა­მოთ­ქვან აზრი ამ თვალ­საზ­რი­სის შე­სა­ხებ.

შალ­ვა ნა­დი­რა­ძე

R

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.....
28

ნეტა არ არაკუნებდე რა...

დორმიდონტ
18

ვააა, ე რა ენაწყლიანი ყოფილა კაცოოო:)) შენა შაშინებული ხომ არ ხაარ?? გამოვიდა რა ესეც მშვიდობის მტრედი, ქართველებს ერთმანეთი უნდა შეაყვაროოს!!!:))) ყოველგვარი სიძულვილის დედა უსამართლობაა, ყველგან და ყველაფერში! ხო და დაიწყე გახსენება 80-იანების ბოლოდან, მშრომელი ხალხის შრომით შექმნილიის მიტაცება პრიხვატიზაციიდან!!!! იქაა დამარხული ძაღლის თავი!!! ტოჟე მნე მიროტვორეცი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

საგანგებო მიმართვა საქართველოს! (R)

საგანგებო მიმართვა საქართველოს! (R)

ვირუსის გამოჩენამდე ქვეყანაში მძლავრობდა ურთიერთდაპირისპირება, სიძულვილი, ერთმანეთის ლანძღვა-გინება-ცილისწამება... პანდემიის ფონზე რამდენიმე თვე თითქოს ეს ყველაფერი მინელდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ახალი ძალით იფეთქა ბოღმამ და აგრესიამ! მაინცდამაინც ჭირსა და უბედურებაში უნდა ვიყოთ, რომ ერთმანეთს არ ვწიხლავდეთ?!

ბარაქალა ხელისუფალთა 24-საათიან თავდადებულ შრომას!

ბარაქალა ექიმების, პოლიციელების, მეომრების... თავგანწირვას!

ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გაითავისა პროფესიონალთა რჩევები, დაუღალავად აშრომა ხელისუფალნი და საოცარი შედეგიც თვალსაჩინოა _ სხვებთან შედარებით საუკეთესო ვითარება გვაქვს! ამ ფონზე კი ამაზრზენია ჩასაფრებულთა, თუ კრიჭაში მდგომთა საშინელი უმადურობა!

პროფესიონალთა შედგენილმა გეგმებმა და ხელისუფლების შესაბამისმა მოქმედებამ შეაძლებინა ქვეყანას, რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით გამოსულიყო.

იბადება აზრი _ აქამდე ხელისუფლებას რომ ჰქონოდა პროფესიონალთა მიერ შედგენილი კონცეფციები/საფუძვლები ყველა საქვეყნო პრობლემის მოსაგვარებლად, ანუ მდგრადი სახელმწიფო ქვესისტემების ჩამოსაყალიბებლად, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა! ეს ის ქვესისტემებია, რომლებსაც ეყრდნობა სახელმწიფო, როგორც სისტემა: ენა, ეროვნული მოძღვრება, მასმედია, ოჯახი, სოფელი, მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, სამართალი, მედიცინა, ეკონომიკა, თავდაცვა, სპეცსამსახურები, პოლიტიკა.

მოდი, გადავხედოთ განვლილ 30 წელს:

ავირჩიეთ ზვიად გამსახურდია (აცხონოს ღმერთმა). ჯერ გავაკერპეთ, მაგრამ მალევე გამოვაცხადეთ, საქართველო გამსახურდიას გარეშეო, გავაძევეთ და... მოვკალით.

ახლა შევარდნაძე გავაკერპეთ, მაგრამ ლამის ბოლო მოგვიღო. ამიტომ გამოვაცხადეთ, საქართველო შევარდნაძის გარეშეო და ისიც გავაძევეთ.

მიშა გავაკერპეთ და, ამან ხომ საერთოდ დედა გვიტირა! ისევ გამოვაცხადეთ, საქართველო მიშას გარეშეო და მოვიშორეთ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ვერ მოვიშორეთ.

ბიძინა ივანიშვილი გავაკერპეთ (თუმცა, ამბობდა, არ შეიძლება ერთი კაცის მოლოდინით ცხოვრებაო) და ახლა ისევ გვესმის, საქართველო ბიძინას გარეშეო!

საშინელებაა იმის გააზრება, რომ განვლილი 30 წელი ვიცხოვრეთ მზარდი სიძულვილით ხელისუფალთა არჩევა-გაძევებაში! დღესაც კი პარტია-არასამთავრობოები მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს და არავინ ფიქრობს, გადადოს გვერდზე სიძულვილი და წარმოადგინოს ქვეყნის აღორძინების გონივრული გეგმა.

ამ 30-წლიანი გაკერპება-გაძევების შედეგები: გაქცეულ-ლტოლვილი ქართველობა, განახევრებული სამკვიდრო მიწა-წყალი, დაცლილი მთა-ბარი, უამრავი დანგრეული და უფრო მეტი შეუქმნელი ოჯახი, ასეულათასობით ნარკოტიკსა და აზარტულ თამაშზე დამოკიდებული ახალგაზრდა, გაღატაკებული, მხრებჩამოყრილი და იმედდაკარგული ქართველთა მოდგმა, ჯერაც ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო ქვესისტემები, დაპირისპირება და სიძულვილი... „დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავზე ჩვენი სამშობლოს გაპარტახების აშკარა ნიშნებს ვხედავთ!

გვინდა, დამთავრდეს ქვეყანაში ეს ჯოჯოხეთი? მაშინ მოვუხმოთ გონებას! დროა, არსობრივად შევცვალოთ არჩევნებისადმი დამოკიდებულება, ვინაიდან აქამდე გაბატონებული მიდგომის შედეგად მივიღეთ გაპარტახებული ქვეყანა. ვირჩევდით იმიტომ, რომ წინა მთავრობა მოგვეშორებინა და მთავარი გამოგვეპარებოდა ხოლმე _ ასარჩევ პარტიებს არ ჰქონდათ ნამდვილი მიზანი და ქვეყნის აღორძინების გონივრული გეგმა!

უნდა შევცვალოთ მიდგომა! ერის ნათელმა გონებამ (და არა _ პარტია-არასამთავრობოებმა) უნდა წარმოადგინოს სამშობლოს აღორძინების სრულყოფილი გეგმა, შემდეგ მოვთხოვოთ პარტიებს, წარმოადგინონ თავიანთი თვალსაზრისი ამ გეგმის განსახორციელებლად და უცებ აღმოვაჩენთ, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველიდან უამრავი უმაქნისი პარტია გაქრება!

ასეთი გეგმის შემუშავება შეუძლებელია ნათლად ჩამოყალიბებული მიზნის გარეშე. როგორც ცხონებული ჭაბუა ბრძანებდა, ჩვენ ვართ საერთო მიზნის არმქონე ერი, არადა, ერის ერ(თ)ობას განსაზღვრავს საერ(თ)ო მიზანი და აყალიბებს საერ(თ)ო საზრუნავი!!!

თუ დავსახავთ ნათლად ჩამოყალიბებულ დიად მიზანს და შევადგენთ მიზნის შესაბამის სახელმწიფო ქვესისტემათა ურთიერთთავსებად კონცეფციებს (საფუძვლებს), ამით შევქმნით ერთიან, ყოვლისმომცველ ალგორითმს, ანუ გვექნება ყველა საქვეყნო პრობლემის მოგვარების რეალური გეგმა! ამას მძლავრი საინფორმაციო მხარდაჭერის შემთხვევაში, 4-5 კვირა დასჭირდება!

არ გვაქვს მიზანი! დიადი მიზანი, რომელიც იქნება ერის გამაერთიანებელი! არ შეიძლება ერის მიზანი იყოს უმუშევრობის დაძლევა, ფულის შოვნა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, ევროკავშირში, ნატოსა თუ ევრაზიულ კავშირში გაწევრება. ეს ყველაფერი მიზნისკენ მიმავალ გზაზე მოსაგვარებელი საკითხებია.

მიზანი ისეთი უნდა იყოს, ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა რომ მიიღებს _ მართლმადიდებლები, მაჰმადიანები, კათოლიკეები, პროევროპელები, პროამერიკელები, პრორუსები, პროთურქები, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო მოდელის მომხრეები, მონარქისტები, პარტიულები თუ უპარტიოები, ჯეელი თუ მოხუცი...

ერის მიზანი უნდა ასახავდეს იმ დიდ პასუხისმგებლობას, მომავალი თაობების წინაშე რომ უნდა ვგრძნობდეთ!

ამიტომ მიზანი ისეთი უნდა, თაობებს რომ გადასწვდება და გააერთიანებს!

ასეთი მიზანი მშვენივრად ჩამოაყალიბა ცხონებულმა ჯანსუღ ღვინჯილიამ _ ღირსეული ქართველის/მოქალაქის საშვენი სახელმწიფოს შექმნა!

დავუკვირდეთ: უპირველესია ადამიანი (თავისი ნამდვილი, დასაბამისეული ღირსებით), რომელიც ქმნის სახელმწიფოს _ ადამიანის ღირსების დამამშვენებელს!

ვფიქრობ, ასე დასახული მიზანი მისაღები იქნება ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რომელიც უკვე ხედავს მის განსახორციელებელ გზას _ ერის ნათელი გონების (ვუწოდოთ, პირობითად, დარბაზისერი) მობილიზების გზით ჩამოყალიბდეს მიზნის შესაბამის სახელმწიფო ქვესისტემათა ურთიერთთავსებადი კონცეფციები/საფუძვლები!

დარბაზისერი _ ეს ერის კრებსითი ნათელი გონებაა წინაპართა და თანამედროვეთა სისტემაში მოყვანილი ნააზრევის სახით.

ავიღოთ, მაგალითისთვის, მედიცინა, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვესისტემა. ყველასთვის ცნობილია და პანდემიამაც დაადასტურა, რომ იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანის ორგანიზმს ადვილად ერევა ესა თუ ის სენი. იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს სტრესული გარემო, ცხოვრების არასწორი წესი, დაბინძურებული წყალი, ჰაერი, საკვები. მაშასადამე, მედიცინის, როგორც ქვესისტემის საფუძველი იქნება ღონისძიებათა ისეთი ერთობლიობის (ალგორითმის) შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზეზთა ზემოქმედების ჯერ შესუსტებას, პერსპექტივაში კი _ სრულ გაქრობას. დარწმუნებული ვარ, ბატონი ამირან გამყრელიძე და მისთანა პროფესიონალები უპრობლემოდ შეძლებენ ასეთი კონცეფციის შემუშავებას. შემდეგ ეს კონცეფცია წარედგინება ყველას, ვინც იხვეწება, ხელისუფლებაში მიმიშვითო! ვისი ხედვაც იქნება უფრო აზრიანი, მივცემთ ხმას და ძალიან გაიოლდება არჩევა. თავის მხრივ, მედიცინის, როგორც ერთ-ერთი ქვესისტემის კონცეფცია მოითხოვს სხვა ქვესისტემათა (სოფელი, ეკონომიკა, მეცნიერება, განათლება...) კონცეფციებისგან შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას (ალგორითმების შედგენას) ისე, რომ ყველა ქვესისტემის კონცეფციები/საფუძვლები იყოს ურთიერთთავსებადი და შეესაბამებოდეს ერის მიზანს. ასეთი მიდგომით შეიქმნება ყველა საქვეყნო პრობლემის მოგვარების რეალური გეგმები.

ამის შემდეგ საოცრად გაადვილდება აზრიანი არჩევნების ჩატარება! ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც აწუხებს ჩვენი სამშობლოს მომავალი, გამოთქვან აზრი ამ თვალსაზრისის შესახებ.

შალვა ნადირაძე

R

რა შემთხვევაში აქვს დამსაქმებელს თანამშრომლის გათავისუფლების ან ხელფასის შემცირების უფლება - იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი

"ვისოლი" Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა