საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიწყეთ სპონტანურად საქართველოს ჰიმნის შესრულება, ყველამ არც ვიცოდით ტექსტი, თქვენ და თქვენი დელეგაცია აგვყევით" - რა მისწერეს საინგილოდან კახა ლომაიას
"დავიწყეთ სპონტანურად საქართველოს ჰიმნის შესრულება, ყველამ არც ვიცოდით ტექსტი, თქვენ და თქვენი დელეგაცია აგვყევით" - რა მისწერეს საინგილოდან კახა ლომაიას

გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კახა ლო­მა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჩა­ნა­წერს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია წე­რილ­ზე, რო­მელ­შიც მას სა­ინ­გი­ლო­დან მის­წე­რეს:

"მო­თხრო­ბაა რა.

2004-2007 წლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ინ­გი­ლო­ში ვი­ზი­ტებს აწყობ­და. წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, გა­ზა­ფხულ­ზე და შე­მოდ­გო­მით, ჩაგ­ვქონ­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, წიგ­ნე­ბი, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა, რუ­კე­ბი და სა­კან­ცე­ლა­რიო საგ­ნე­ბი.

მა­შინ, სა­ინ­გი­ლოს სამ რა­ი­ონ­ში 12 ქარ­თუ­ლი სკო­ლა და სექ­ტო­რი იყო. იქა­უ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს, მოს­წავ­ლე­ებს და მათ მშობ­ლებს ჩვე­ნი ჩას­ვლა უხა­რო­დათ, აგუ­ლი­ა­ნებ­დათ, ამ­ხნე­ვებ­დათ. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. დღეს ჩემ ინ­ბოქსში ვი­პო­ვე იქა­უ­რი ქარ­თვე­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი. ჩვე­ნი ერთ-ერთი ვი­ზი­ტის დროს, წე­რი­ლის ავ­ტო­რი მე-11 კლა­სე­ლი ყო­ფი­ლა. პა­ტა­რა თავ­გა­სა­ვა­ლი გა­დახ­დო­მი­ათ თავს, ჩვენ რომ ვე­ნა­ხეთ. რა თქმა უნდა, აქ არც გვარს ვახ­სე­ნებ და არც რა­ი­ონს და სო­ფელს, რო­მელ­შიც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და. წელი, ალ­ბათ 2004 ან 2005. სტი­ლი და­ცუ­ლია:

"გა­მარ­ჯო­ბათ, თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­ინ­გი­ლო­ში N რ/ნ-ის N და­ბის სკო­ლა­ში იყა­ვით ვი­ზი­ტით, რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლებ­ლის­გან ვი­ცო­დით რომ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყა­ვით, სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის დი­რექ­ტორს არ უნ­დო­და ეს ამ­ბა­ვი ქარ­თუ­ლი სექ­ტო­რის ბავ­შვებს გა­ე­გოთ ან ვინ­მე შეგ­ხვედ­რო­დათ, ამი­ტომ მაგ დღეს ადრე დაგ­ვი­თხო­ვეს სკო­ლი­დან, მე ჩემს მე­გობ­რებს ვუ­თხა­რი, რომ ჩა­მო­დი­ო­დით და ვარ­წმუ­ნებ­დი, ნუ უხა­რო­დათ, რომ დაგ­ვი­თხო­ვეს სკო­ლი­დან. ასე შე­ვიკ­რი­ბეთ ბავ­შვე­ბი სახ­ლი­დან წა­მო­ვი­ღეთ ფან­დუ­რე­ბი, ვი­საც გვქონ­და და დიდ­ხანს გე­ლო­დე­ბო­დით ქუ­ჩა­ში სკო­ლი­დან მო­შო­რე­ბით გზა­ზე.

რო­გორც იქნა გა­მოჩ­ნდა თქვე­ნი მან­ქა­ნე­ბი ოღონდ სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს და გა­მოვრბო­დით მთელს გზა­ზე, რომ მოგ­ვეს­წრო სკო­ლის კა­რებ­თან შეხ­ვედ­რა, რად­გან მერე აღარ შე­მოგ­ვიშ­ვებ­დნენ სკო­ლა­ში (ხში­რად იყო სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მებ­ში გა­დაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი რომ არ გვრთავ­დნენ შევ­ხვედ­რო­დით ან გვე­სა­უბ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი დაგ­ხვდით რათ­ქმა­უნ­და, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დით დი­რექ­ტო­რის და­ვა­ლე­ბით მა­შინ მო­ამ­ზა­დეს და­წყე­ბით კლა­სის ბავ­შვე­ბი, მგო­ნი პირ­ვე­ლი თუ მე-2 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი და ვარ­დე­ბიც იმათ ქონ­დათ ეს რათ­ქმა­უნ­და გა­მიზ­ნუ­ლად გა­ა­კე­თეს მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩვენ მე-11 კლა­სე­ლებს გვინ­დო­და თქვენ­თან შეხ­ვედ­რა და ვი­საც შეგ­ვეძ­ლო გვე­სა­უბ­რა თქვენ­თან არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე.

მახ­სოვს რო­გორ გა­გიკ­ვირ­დათ ქუ­ჩა­ში რომ გვნა­ხეთ, შე­მოგ­ვიყ­ვა­ნეთ სკო­ლის ეზო­ში რო­დე­საც შეგ­ხვდნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩვენ და­ვი­წყეთ სპონ­ტა­ნუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბა, ეს იყო მა­შინ, რო­დე­საც შე­იც­ვა­ლა ჰიმ­ნი და ჩვენ მოგ­ვა­წო­დეს ჰიმ­ნის ტექ­სტი თბი­ლის­ში ბავ­შვთა სახ­ლში მყოფ­მა ინ­გი­ლო ბავ­შვებ­მა მათ შო­რის ჩემი ძმაც მანდ სწავ­ლობ­და,(იმ დროს არ იყო ყვე­ლას­თვის მი­საწ­ვდო­მი ინ­ტერ­ნე­ტი) ყვე­ლამ არ ვი­ცო­დით ჰიმ­ნის ტექ­სტი და თქვენ და თქვე­ნი დე­ლე­გა­ცია აგ­ვყვა მა­შინ და ერ­თად შე­ვას­რუ­ლეთ. მე ლექ­სი წა­ვი­კი­თხე მა­შინ და თქვენ გა­დაგ­ვეხ­ვი­ეთ და გვი­თხა­რით, რომ ჩვენ გამო ჩა­მოხ­ვე­დით, ძა­ლი­ან გვი­ხა­რო­და. მად­ლო­ბა თქვენ, იმ ემო­ცი­ის­თვის, იმ დღის­თვის, თუნ­დაც ერთი დღით რომ უთხა­რით დი­რექ­ტორს, რომ სწო­რედ ჩვენ გამო ჩა­მოხ­ვე­დით, როცა სკო­ლის შე­ნო­ბი­დან უნ­დო­და ჩვე­ნი გა­მო­ძე­ვე­ბა კი­ბე­ებ­ზე შეგ­ვხვდით და ისევ უკან მოგ­ვაბ­რუ­ნეთ. მად­ლო­ბა თქვენ წლე­ბის შემ­დეგ იმ დღის­თვის".

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ateisti
16

მოდი და გული ნუ აგიჩუყდება ... 

კორონიკო!
46

კახა ლომაია, ლევან ბერძენიშვილი, და ხალხს კიდევ უკვირთ რატომ გვაქვს ამისთანა წაქცეული განათლების სისტემა!!!!

ავტორი:

"დავიწყეთ სპონტანურად საქართველოს ჰიმნის შესრულება, ყველამ არც ვიცოდით ტექსტი, თქვენ და თქვენი დელეგაცია აგვყევით" - რა მისწერეს საინგილოდან კახა ლომაიას

"დავიწყეთ სპონტანურად საქართველოს ჰიმნის შესრულება, ყველამ არც ვიცოდით ტექსტი, თქვენ და თქვენი დელეგაცია აგვყევით" - რა მისწერეს საინგილოდან კახა ლომაიას

განათლების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩანაწერს აქვეყნებს, რომელშიც ლაპარაკია წერილზე, რომელშიც მას საინგილოდან მისწერეს:

"მოთხრობაა რა.

2004-2007 წლებში განათლების სამინისტრო საინგილოში ვიზიტებს აწყობდა. წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომით, ჩაგვქონდა სახელმძღვანელოები, წიგნები, თვალსაჩინოება, რუკები და საკანცელარიო საგნები.

მაშინ, საინგილოს სამ რაიონში 12 ქართული სკოლა და სექტორი იყო. იქაურებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს ჩვენი ჩასვლა უხაროდათ, აგულიანებდათ, ამხნევებდათ. ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება განსხვავებული იყო. დღეს ჩემ ინბოქსში ვიპოვე იქაური ქართველის მიერ გამოგზავნილი წერილი. ჩვენი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, წერილის ავტორი მე-11 კლასელი ყოფილა. პატარა თავგასავალი გადახდომიათ თავს, ჩვენ რომ ვენახეთ. რა თქმა უნდა, აქ არც გვარს ვახსენებ და არც რაიონს და სოფელს, რომელშიც ეს ამბავი მოხდა. წელი, ალბათ 2004 ან 2005. სტილი დაცულია:

"გამარჯობათ, თქვენი მინისტრობის პერიოდში საინგილოში N რ/ნ-ის N დაბის სკოლაში იყავით ვიზიტით, რამდენიმე მასწავლებლისგან ვიცოდით რომ უნდა ჩამოსულიყავით, სამწუხაროდ, სკოლის დირექტორს არ უნდოდა ეს ამბავი ქართული სექტორის ბავშვებს გაეგოთ ან ვინმე შეგხვედროდათ, ამიტომ მაგ დღეს ადრე დაგვითხოვეს სკოლიდან, მე ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ჩამოდიოდით და ვარწმუნებდი, ნუ უხაროდათ, რომ დაგვითხოვეს სკოლიდან. ასე შევიკრიბეთ ბავშვები სახლიდან წამოვიღეთ ფანდურები, ვისაც გვქონდა და დიდხანს გელოდებოდით ქუჩაში სკოლიდან მოშორებით გზაზე.

როგორც იქნა გამოჩნდა თქვენი მანქანები ოღონდ საპირისპირო მხარეს და გამოვრბოდით მთელს გზაზე, რომ მოგვესწრო სკოლის კარებთან შეხვედრა, რადგან მერე აღარ შემოგვიშვებდნენ სკოლაში (ხშირად იყო სამოქალაქო ფორმებში გადაცმული პოლიციელები რომ არ გვრთავდნენ შევხვედროდით ან გვესაუბრა ჟურნალისტებთან.

სრულიად მოუმზადებლები დაგხვდით რათქმაუნდა, ძალიან ვნერვიულობდით დირექტორის დავალებით მაშინ მოამზადეს დაწყებით კლასის ბავშვები, მგონი პირველი თუ მე-2 კლასის მოსწავლეები და ვარდებიც იმათ ქონდათ ეს რათქმაუნდა გამიზნულად გააკეთეს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჩვენ მე-11 კლასელებს გვინდოდა თქვენთან შეხვედრა და ვისაც შეგვეძლო გვესაუბრა თქვენთან არსებულ პრობლემებზე.

მახსოვს როგორ გაგიკვირდათ ქუჩაში რომ გვნახეთ, შემოგვიყვანეთ სკოლის ეზოში როდესაც შეგხვდნენ მასწავლებლები ჩვენ დავიწყეთ სპონტანურად საქართველოს ჰიმნის შესრულება, ეს იყო მაშინ, როდესაც შეიცვალა ჰიმნი და ჩვენ მოგვაწოდეს ჰიმნის ტექსტი თბილისში ბავშვთა სახლში მყოფმა ინგილო ბავშვებმა მათ შორის ჩემი ძმაც მანდ სწავლობდა,(იმ დროს არ იყო ყველასთვის მისაწვდომი ინტერნეტი) ყველამ არ ვიცოდით ჰიმნის ტექსტი და თქვენ და თქვენი დელეგაცია აგვყვა მაშინ და ერთად შევასრულეთ. მე ლექსი წავიკითხე მაშინ და თქვენ გადაგვეხვიეთ და გვითხარით, რომ ჩვენ გამო ჩამოხვედით, ძალიან გვიხაროდა. მადლობა თქვენ, იმ ემოციისთვის, იმ დღისთვის, თუნდაც ერთი დღით რომ უთხარით დირექტორს, რომ სწორედ ჩვენ გამო ჩამოხვედით, როცა სკოლის შენობიდან უნდოდა ჩვენი გამოძევება კიბეებზე შეგვხვდით და ისევ უკან მოგვაბრუნეთ. მადლობა თქვენ წლების შემდეგ იმ დღისთვის".