პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა
"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი პარ­ტია სექ­ტას ემ­სგავ­სე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა სო­ფელ მა­ღა­როს წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნა, თუ რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სი მას­თან მივა, ეს არ არის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა.

„ხე­დავთ რა ხდე­ბა? ყო­ველ წელს არის არ­ჩევ­ნე­ბი. შე­ხე­დეთ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან თუ მო­ვი­და ვინ­მე წირ­ვა­ზე, პირ­კა­ტა ეცე­მათ ხოლ­მე. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან დიქ­ტო­რე­ბი გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან ხოლ­მე. ძი­რი­თა­დად პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბია, მე თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­ვი­ზია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვიცი. თავს არ მო­ვი­ტყუ­ებ და არც თქვენ მო­გა­ტყუ­ებთ, ყვე­ლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­აა, სამ­თავ­რო­ბო იქ­ნე­ბა თუ არა­სამ­თავ­რო­ბო, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. და­ი­წყე­ბენ ხოლ­მე, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მი­ვი­და, ან დე­პუ­ტა­ტო­ბა და უკვე ეკ­ლე­სია შე­ეკ­რა იმათ, ფულს სთხო­ვენ, რა­ღა­ცებს სთხო­ვენ. ეს სირ­ცხვი­ლია! კარ­გად მიც­ნობთ და არ მი­ჭირს გა­მოვ­ხა­ტო რაც არ მომ­წონს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ იქ­ნე­ბა, თუ არა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით, შე­იძ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მი­სა­მარ­თი­თაც გა­მოვ­ხა­ტო, ან ეკ­ლე­სი­ის მი­სა­მარ­თით. შე­იძ­ლე­ბა ჩემი თა­ვიც არ მო­მე­წო­ნოს და ჩემ­ზეც ვამ­ბობ, როცა გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი არ მაქვს. ე.ი. არ უნდა ია­როს ხალ­ხმა სა­ერ­თოდ ეკ­ლე­სი­ა­ში? რო­დის ყო­ფი­ლა, სად გი­ნა­ხი­ვართ, რომ მე პარ­ტი­ულ იმა­ზე ვეს­წრე­ბო­დი. არც გი­ნა­ხი­ვართ და არც მნა­ხავთ იმი­ტომ, რომ მე ჩემი არ­ჩე­ვა­ნი მაქვს და ღმერ­თი მაქვს ამორ­ჩე­უ­ლი.

სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი­ერ­თი პარ­ტია სექ­ტას ემ­სგავ­სე­ბა. კაცი თუ მო­ვი­და ჩემ­თან არ უნდა მი­ვი­ღო? რა ჩემი საქ­მეა, ვინ­მე პო­ლი­ტი­კო­სი თუ სხვა კონ­ფე­სი­ას­თან წა­ვი­და? ვი­საც სად უნდა იქ წავა, თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს. ეს არ არის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა. არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვა თუ მინ­და, გა­მო­ვალ და ვი­ტყვი, ამი­ტომ ჭკვი­ა­ნად უნდა იყ­ვნენ და ტყუ­ი­ლად ნუ გვაბ­რა­ლე­ბენ რა­ღა­ცას. ყვე­ლა ჩვე­ნი­ა­ნია, პო­ზი­ცია თუ ოპო­ზი­ცია, დამ­ნა­შა­ვეა თუ არ არის დამ­ნა­შა­ვე ყვე­ლა ჩვე­ნი შვი­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად.

ჩემ­თან ვინ­მე მო­ვი­და და ხელი ვკა­რი? კარ­გად გა­და­ხე­დონ ვინ უფრო მო­დი­ო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და ისი­ნი უფრო მო­დი­ოდ­ნენ, დას­ჯის რომ ეში­ნო­დათ. საკ­მა­ოდ ბევ­რს, ვინც ვი­ცო­დი, რომ სის­ხლში გას­ვრი­ლი არ იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, და­ვეხ­მა­რე. 7 და 10 კა­ცის გამო ყვე­ლა ხომ არ უნდა და­ი­სა­ჯოს? პარ­ტია უფრო დი­დია თუ ქარ­თვე­ლო­ბა? ჩემი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან, სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლე­ბი არი­ან და ვინც არ უნდა მო­ვი­დეს, მი­ვი­ღებ.

რაც უფრო მივ­დი­ვართ არ­ჩევ­ნე­ბის­კენ, მით უფრო ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ. თუ ჩა­ვე­რიე, არ მგო­ნია, მა­გათ­თვის სა­სი­კე­თოდ დამ­თავ­რდეს. ჭკვი­ა­ნად იყ­ვნენ და ნუ ეში­ნი­ათ, ხალ­ხი ვი­საც აირ­ჩევს, აირ­ჩევს! თქვენ ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხი ხართ, არ­ჩე­უ­ლი გყავთ ქრის­ტე. მე რო­გორ უნდა გი­თხრათ, ვინ­მეს მი­ე­ცით ხმა, რა ჩემი საქ­მეა? ერ­თა­დერ­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც კონ­სტი­ტუ­ცი­ით გაქვთ, ხმის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სხვა ყვე­ლა­ფერს სა­ხელ­მწი­ფოს გა­დას­ცემთ, ყვე­ლა სა­დამ­სჯე­ლო ფუნ­ქცი­ას და არა­ფე­რი გრჩე­ბათ. მე ვი­საც არ ავირ­ჩევ და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც მაქვს, ყვე­ლამ კარ­გად იცის“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა ქა­და­გე­ბი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

"ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება" - რაზე იქადაგა დღეს მეუფე იაკობმა

სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ რომელიმე პოლიტიკოსი მასთან მივა, ეს არ არის არჩევნებში ჩარევა.

„ხედავთ რა ხდება? ყოველ წელს არის არჩევნები. შეხედეთ ტელევიზიებს, ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე წირვაზე, პირკატა ეცემათ ხოლმე. ტელევიზიებიდან დიქტორები გველაპარაკებიან ხოლმე. ძირითადად პარტიული ტელევიზიებია, მე თავისუფალი ტელევიზია საქართველოში არ ვიცი. თავს არ მოვიტყუებ და არც თქვენ მოგატყუებთ, ყველა აბსოლუტურად პარტიული ტელევიზიაა, სამთავრობო იქნება თუ არასამთავრობო, მნიშვნელობა არ აქვს. დაიწყებენ ხოლმე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლობა მივიდა, ან დეპუტატობა და უკვე ეკლესია შეეკრა იმათ, ფულს სთხოვენ, რაღაცებს სთხოვენ. ეს სირცხვილია! კარგად მიცნობთ და არ მიჭირს გამოვხატო რაც არ მომწონს ხელისუფლების მიმართ იქნება, თუ არახელისუფლების მისამართით, შეიძლება ოპოზიციის მისამართითაც გამოვხატო, ან ეკლესიის მისამართით. შეიძლება ჩემი თავიც არ მომეწონოს და ჩემზეც ვამბობ, როცა გასამართლებელი არ მაქვს. ე.ი. არ უნდა იაროს ხალხმა საერთოდ ეკლესიაში? როდის ყოფილა, სად გინახივართ, რომ მე პარტიულ იმაზე ვესწრებოდი. არც გინახივართ და არც მნახავთ იმიტომ, რომ მე ჩემი არჩევანი მაქვს და ღმერთი მაქვს ამორჩეული.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. კაცი თუ მოვიდა ჩემთან არ უნდა მივიღო? რა ჩემი საქმეა, ვინმე პოლიტიკოსი თუ სხვა კონფესიასთან წავიდა? ვისაც სად უნდა იქ წავა, თავისუფალი არჩევანი გვაქვს. ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, გამოვალ და ვიტყვი, ამიტომ ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე ყველა ჩვენი შვილია აბსოლუტურად.

ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? კარგად გადახედონ ვინ უფრო მოდიოდა, ხელისუფლება შეიცვალა და ისინი უფრო მოდიოდნენ, დასჯის რომ ეშინოდათ. საკმაოდ ბევრს, ვინც ვიცოდი, რომ სისხლში გასვრილი არ იყო წინა ხელისუფლებიდან, დავეხმარე. 7 და 10 კაცის გამო ყველა ხომ არ უნდა დაისაჯოს? პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, საქართველოს შვილები არიან და ვინც არ უნდა მოვიდეს, მივიღებ.

რაც უფრო მივდივართ არჩევნებისკენ, მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. თუ ჩავერიე, არ მგონია, მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს. ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს! თქვენ ბედნიერი ხალხი ხართ, არჩეული გყავთ ქრისტე. მე როგორ უნდა გითხრათ, ვინმეს მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა? ერთადერთი თავისუფლება, რაც კონსტიტუციით გაქვთ, ხმის თავისუფლებაა, არჩევანის თავისუფლება. სხვა ყველაფერს სახელმწიფოს გადასცემთ, ყველა სადამსჯელო ფუნქციას და არაფერი გრჩებათ. მე ვისაც არ ავირჩევ და რა დამოკიდებულებაც მაქვს, ყველამ კარგად იცის“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

"მინდა კამერები გაიხსნას, რომ ნამდვილად დამტკიცდეს, რატომ არის ჩალურჯებები" - ოჯახი კლინიკის მედპერსონალს 77 წლის ქალზე ძალადობაში ადანაშაულებს

ბაღების მუშაობის განახლებული პროტოკოლი - პროგრამაში შევიდა ახალი თამაშები, აიკრძალა მშობლების დაშვება და შეიცვალა ბავშვის გამოყვანის წესი

"ჩემს ქვევრს თანატოლი მსოფლიოში არ ჰყავს, არც მის ტევადობას აქვს ანალოგი" - გაიცანით ოსტატი მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფლიდან