პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქვს თუ არა საფუძველი მსგავს ბრალდებებს - მირიან ხოსიტაშვილი 1920 წლის ცხინვალის მოვლენების შესახებ
აქვს თუ არა საფუძველი მსგავს ბრალდებებს - მირიან ხოსიტაშვილი 1920 წლის ცხინვალის მოვლენების შესახებ

ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც რუ­სე­თის წა­ქე­ზე­ბით ე.წ სამ­ხრეთ ოსეთ­ში იქ­მნე­ბა, ფაქ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბით ცდი­ლობს, ბრა­ლი დას­დოს ქარ­თულ მხა­რეს ოსე­ბის გე­ნო­ციდ­ში და ამით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯის და­ზი­ა­ნე­ბის გარ­და, გა­აძ­ლი­ე­როს რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნა სე­პა­რა­ტის­ტულ ძა­ლებ­ზე. პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ობს, ბოლო წლებ­ში კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­და.

მო­რი­გი დე­ზინ­ფორ­მა­ცია – ქარ­თველ­თა მხრი­დან 1920 წელს ოსუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბით და­სახ­ლე­ბულ ქარ­თულ რე­გი­ონ­ში მო­წყო­ბი­ლი გე­ნო­ცი­დის შე­სა­ხებ, აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა რუ­სე­თი­სა თუ დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მარ­თუ­ლი ის­ტო­რი­კო­სე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.სა­ინ­ტე­რე­სოა, აქვს თუ არა სა­ფუძ­ვე­ლი მსგავს ბრალ­დე­ბებს და რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად ზუს­ტად ერთი სა­უ­კუ­ნის წინ. ქარ­თულ-ოსუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და 1920 წელს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ ჩვენს კი­თხვებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ეთ­ნო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს:

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უფრო ნა­თე­ლი რომ გახ­დეს ზო­გა­დი სი­ტუ­ა­ცია, ვი­სა­უბ­როთ „სამ­ხრეთ ოსეთ­ზე“, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ზე… არ­სე­ბობ­და თუ არა საბ­ჭო­თა კავ­ში­რამ­დე მსგავ­სი სუ­ბი­ექ­ტი და რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მისი გა­მო­ყო­ფა?

- და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ ე.წ „სამ­ხრეთ ოსე­თის“ ტე­რი­ტო­რია მუ­დამ იყო და არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, მათ შო­რის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პე­რი­ოდ­შიც – 1918-1921 წლებ­ში.1922 წელს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ „სამ­ხრეთ ოსე­თის“ ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის შექ­მნა პირ­და­პირ კავ­შირ­ში იყო აჯან­ყე­ბებ­თან და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ძა­ლე­ბის მომძლავ­რე­ბას­თან, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და მათ წა­ქე­ზე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ.

- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პე­რი­ოდ­ში (1918-1921 წწ) მუდ­მი­ვად ხდე­ბო­და “სამ­ხრეთ ოსე­თის” ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს წა­ქე­ზე­ბა, რათა იქ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი, ოსი ბოლ­შე­ვი­კე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­დნენ ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. რა პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი ჰქონ­და 1920 წელს ოსი ბოლ­შე­ვი­კე­ბის აჯან­ყე­ბას და ვის წის­ქვილ­ზე ას­ხამ­და წყალს ეს ყო­ვე­ლი­ვე?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სე­თის, რო­მელ­საც სურ­და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ე­სუს­ტე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა სა­ფუძ­ვე­ლი მისი შემ­დგო­მი ოკუ­პა­ცი­ი­სათ­ვის. ოს ბოლ­შე­ვიკ­თა აჯან­ყე­ბებს 1918, 1919 და 1920 წლებ­ში სწო­რედ ეს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ჰქონ­და.1920 წლის აჯან­ყე­ბა იყო მე­სა­მე მცდე­ლო­ბა, რომ­ლის დრო­საც, ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დევ­ნა შიდა ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი ავიწ­რო­ებ­დნენ მათ და იყო ძარ­ცვა-გლე­ჯის ფაქ­ტე­ბიც.აჯან­ყე­ბუ­ლებ­მა პირ­ველ ეტაპ­ზე, „სამ­ხრეთ ოსე­თის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კო­მი­ტე­ტის“ დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­კის რა­ი­ონ­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს,. შემ­დეგ კი ცხინ­ვალ­ზეც იგი­ვე გა­და­წყდა.

მთე­ლი ის შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რაც აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის ხელ­ში იყო, მა­მი­სო­ნის უღელ­ტე­ხი­ლის გავ­ლით და რო­კის ხე­ო­ბით, რუ­სე­თი­დან შე­მო­დი­ო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ია­რა­ღით რუ­სე­თი ამა­რა­გებ­და. ამას­თან, ეს სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი ჯარი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­თან უპი­რის­პირ­დე­ბა საბ­ჭო­თა მე-11 არ­მი­ის შე­ნა­ერ­თებს.ეს იყო რუ­სე­თის მხრი­დან კარ­გად და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია, რო­მელ­საც სხვა პა­სუ­ხი ვერ ექ­ნე­ბო­და – ქარ­თულ­მა მხა­რემ ამ აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბით ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­მოს­ვლა აღ­კვე­თა. რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლ­შე­ვი­კებ­მა არას­რუ­ლი წლის შემ­დეგ მა­ინც შეძ­ლეს.1920 წლის 12 ივ­ნისს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კა იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მო­ახ­დი­ნოს სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა აჯან­ყე­ბულ­თა წი­ნა­აღ­მდეგ და ჩა­ა­ტა­როს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი. არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სწრაფ მოქ­მე­დე­ბებს მო­ი­თხოვ­და – უკვე 23 ივ­ნისს აჯან­ყე­ბა მთლი­ა­ნად ჩახ­შო­ბი­ლი იყო. აჯან­ყე­ბულ­თა ნა­წი­ლი ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა, ნა­წი­ლი კი ჩრდი­ლო­ეთ­ში გა­და­ვი­და.

- პუ­ტინ­მა 2006 წელს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა: „ჩვენ ვიხ­სე­ნებთ, რომ 1920 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ჯა­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს სამი სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია ოსი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ… ჩვენ მემ­კვიდ­რე­ო­ბად გვერ­გო ძა­ლი­ან რთუ­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც უნდა გვახ­სოვ­დეს და ვი­მოქ­მე­დოთ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად“… რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში 1920 წელს, რა იყო ის, რა­საც პუ­ტი­ნი სა­კუ­თარ “ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლებ­ში” მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს?

- ცხა­დია, რუ­სე­ბი­სა და ოსე­ბის პო­ზი­ცია გა­ყალ­ბე­ბულ ის­ტო­რი­ას ეყ­რდნო­ბა. ოს მეც­ნი­ერ­თა დიდი ნა­წი­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რუ­სე­თის დაკ­ვე­თი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით, აყალ­ბებს ფაქ­ტებს და მათ სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნებს. ეს ჩვე­უ­ლი სტი­ლია, ასე მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა – ისი­ნი ქმნი­ან ფონს, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლად ოსე­ბის მჩაგ­ვრე­ლი იყო, რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც, რა თქმა უნდა, არ გა­აჩ­ნი­ათ.გე­ნო­ციდს, ცხა­დია, სულ სხვა მას­შტა­ბე­ბი აქვს და გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბას, არა­მედ იე­რიშს მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, რაც 1920 წელს არ მომ­ხდა­რა.

შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს არ­მი­ის მხრი­დან ნამ­დვი­ლად ჰქონ­და ად­გი­ლი გარ­კვე­ულ გა­დაც­დო­მებს, თუმ­ცა ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სათ­ვის გე­ნო­ცი­დის იარ­ლი­ყის მი­კე­რე­ბა ცალ­სა­ხად აბ­სურ­დუ­ლია.ეს არის შეგ­ნე­ბუ­ლი პრო­პა­გან­და, ფაქ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რი ის­ტო­რი­ის შექ­მნის მცდე­ლო­ბა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯის და­ზი­ა­ნე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

- რამ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი იყო 1920 წლის ოს ბოლ­შე­ვიკ­თა აჯან­ყე­ბა და თა­ნა­უგ­რძნობ­და თუ არა აჯან­ყე­ბუ­ლებს ოსი მო­სახ­ლე­ო­ბა?

- არ­სე­ბუ­ლი ფო­ნის აღ­საქ­მე­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ოსე­ბის დიდ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ იცო­და ქარ­თუ­ლი ენა, რაც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ მათ სჭირ­დე­ბო­დათ და სურ­დათ ქარ­თვე­ლებ­თან სი­ახ­ლო­ვე. ეს მხო­ლოდ შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბით არ იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, არა­მედ დიდი როლი ჰქონ­და ეკო­ნო­მი­კურ და სა­მე­ურ­ნეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც.შემ­დგო­მი და­ძა­ბუ­ლო­ბა, რაც ამ მხა­რე­ში ხდე­ბო­და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო არა ოსი ხალ­ხის სა­ერ­თო გან­წყო­ბით, არა­მედ ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო ფი­გუ­რე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც წა­ქე­ზე­ბულ­ნი და მარ­თულ­ნი იყ­ვნენ რუ­სე­ბის მხრი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც ქარ­თულ მხა­რეს მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად უნდა ემოქ­მე­და, რად­გან, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ამ დროს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კას, მე­ო­რე ფრონტზე უხ­დე­ბო­და ბრძო­ლა.ზო­გა­დად, სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბებ­ში შე­ტა­კე­ბე­ბი­სას ძა­ლი­ან რთუ­ლია, და­იც­ვა კონ­კრე­ტუ­ლი ზღვა­რი, რა­მაც ალ­ბათ გა­დაც­დო­მე­ბიც გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა, არც იმ­დრო­ინ­დე­ლი პრე­სი­სა და სხვა სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის შეს­წავ­ლის შე­დე­გად არ იკ­ვე­თე­ბა მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ ქარ­თულ მხა­რეს რა­ი­მე ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქო­ნო­და ოს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან. ეს იყო ცალ­სა­ხად აჯან­ყე­ბულ­თა წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი. მტკი­ცე­ბა, რომ 1920 წელს ქარ­თველ­თა მხრი­დან ოსი ხალ­ხის გე­ნო­ცი­დი გან­ხორ­ცი­ელ­და, რბი­ლად რომ ვთქვათ, აბ­სურ­დია.მეტ­საც გე­ტყვით, 1918 წლის იან­ვარ­ში და­წყე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბი­სას 300-მა ოსმა 20-მდე ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი და­ა­ყა­ჩა­ღა და გა­დაწ­ვა, ად­გი­ლობ­რი­ვი თა­ვად-აზ­ნა­უ­რე­ბის სახ­ლე­ბი და­ან­გრია და ძა­ლი­ან ბევ­რი იქა­უ­რი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­ხო­ცა. ეს ფაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს გე­ნო­ცი­დის ნიშ­ნებს, რად­გან მოხ­და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმა.

- ანუ თქვენ ამ­ბობთ, რომ ის, რა­საც ე.წ სამ­ხრეთ ოსე­თი ქარ­თულ მხა­რეს აბ­რა­ლებს, რე­ა­ლუ­რად ოსე­ბის მხრი­დან 1918 წელს გან­ხორ­ცი­ელ­და?

- 2 წლით ადრე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი პირ­და­პირ იყო მი­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ის, რა­საც 1920 წელს ქარ­თულ მხა­რეს სდე­ბენ ბრა­ლად, რე­ა­ლუ­რად 1918 წელს, პი­რი­ქით, თა­ვად აჯან­ყე­ბუ­ლი ოსე­ბის მხრი­დან მოხ­და.ცხა­დია, 1920 წლის აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბი­სას ქარ­თუ­ლი მხა­რე ოს მო­სახ­ლე­ო­ბას არ ერ­ჩო­და, პი­რი­ქით, არ­სე­ბობს ოსთა მი­მართ მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი უამ­რა­ვი ფაქ­ტი.

- „ახლა ვიმ­ყო­ფე­ბით ოსი ხალ­ხის შეკ­რე­ბა­ზე ჯა­ვას­თან. სა­ცო­და­ვი, მო­ტყუ­ე­ბუ­ლი გლე­ხე­ბი! რო­გორ მიყ­ვარს ისი­ნი და რო­გორ მე­ცო­დე­ბი­ან“ – წერს სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის მე­თა­უ­რი ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლი მე­მუ­ა­რებ­ში და თით­ქოს აქაც იკ­ვე­თე­ბა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოსი ხალ­ხი­სად­მი. თუ შე­გიძ­ლი­ათ, გვი­თხრათ მეტი არა მარ­ტო სა­ხალ­ხო გვარ­დი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, არა­მედ ზო­გა­დად მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოსთა მი­მართ იმ პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბულ გან­წყო­ბებ­ზე?

- ჯუ­ღე­ლის მიერ ნახ­სე­ნე­ბი ტერ­მი­ნი „მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბაც“ ხაზს უს­ვამს, რომ ეს არ იყო ოსთა სა­ერ­თო გან­წყო­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, არა­მედ აჯან­ყე­ბუ­ლე­ბი ცალ­კე­ულ პირ­თა წა­ქე­ზე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ. არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თა­ვად ოსი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სთხო­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ რეს­პუბ­ლი­კას ამ კონ­ფლიქ­ტის შე­ჩე­რე­ბას.არ არ­სე­ბობს არც ერთი ფაქ­ტი, რომ ვა­ლი­კო ჯუ­ღე­ლის რაზმმა, აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ, ჩა­ა­ტა­რა რა­ი­მე სა­ხის სა­დამ­სჯე­ლო ოპე­რა­ცია მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში – არა­ვი­თა­რი წმენ­და არ მომ­ხდა­რა.საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა­ზე მეტი შე­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა აქვთ ოსებ­თან, რაც თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი კულ­ტუ­რუ­ლად ასი­მი­ლი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­თან, ჰქონ­დათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა – და­ძა­ბუ­ლო­ბა ამ მხა­რე­ში კი რუ­სუ­ლი ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენ­და და მის მი­ერ­ვე იყო პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტუ­ლად გან­წყო­ბილ პირ­თა ხე­ლით.ცხინ­ვალ­ში სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის და ოსუ­რი თე­ატ­რის და­არ­სე­ბა, ოსუ­რი ენის სწავ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ოსუ­რი ენის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნის მომ­ზა­დე­ბა, ყვე­ლა ეს ფაქ­ტი ქარ­თუ­ლი მხა­რის მხარ­და­ჭე­რი­თაა შექ­მნილ-და­არ­სე­ბუ­ლი. რაც მე­ტყვე­ლებს, რომ არ­ცერთ პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლე­ბი ოსე­ბის მი­მართ მტრუ­ლად არ იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი, პი­რი­ქით.

- “ცხინ­ვა­ლი 1920” არის ფილ­მი, რომ­ლის შემ­ქმნე­ლებ­მაც 1920 წელს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მად ასახ­ვა ითა­ვეს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მსგავ­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

- ფილ­მი ატა­რებს ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას და მი­სი­ას – მა­შინ, როცა დე-ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენის და­თეს­ვას და კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბას ცდი­ლობს, ის­ტო­რი­უ­ლი სი­ნამ­დვი­ლის ასახ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს. ბუ­ნებ­რი­ვია, მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ და უპირ­ვე­ლე­სად მათ­თვის, შემ­დეგ კი მთლი­ა­ნად ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის, არა მარ­ტო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ჭი­როც კია, იცოდ­ნენ რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია – ის, რაც დო­კუ­მენ­ტუ­რად დას­ტურ­დე­ბა.ეს ფილ­მი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პა­სუ­ხი ის­ტო­რი­ის გა­ყალ­ბე­ბის მცდე­ლო­ბას, არა­მედ სწო­რი გზავ­ნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც, რათა კი­დევ ერთხელ გა­ეს­ვას ხაზი, რო­გორ მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­ში და რამ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლია გე­ნო­ცი­დის ბრალ­დე­ბა.მინ­და ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძის სი­ტყვე­ბით და­ვას­რუ­ლო.„ოსე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ზნე­ობ­რი­ვად, რომ ქარ­თველ ერს და მათს ის­ტო­რი­ას ასე უნდა უც­ქი­რონ, რო­გორც თა­ვი­ანთ თავს და ძვირ­ფასს სა­უნ­ჯეს, თო­რემ თუ მათ ქარ­თვე­ლი ერი გა­და­იმ­ტე­რეს და ქარ­თლიც აიკ­ლეს, მა­შინ მათ კარ­გად უნდა იცოდ­ნენ, რომ ისი­ნიც ისე გაჰ­ქ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ას­პა­რეზ­ზე, რო­გორც გაჰ­ქ­რა ერთ დროს ქა­ლა­ქი ჟინ­ვა­ლი და აქ მცხოვ­რებ ოსე­ბის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბიც”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

აქვს თუ არა საფუძველი მსგავს ბრალდებებს - მირიან ხოსიტაშვილი 1920 წლის ცხინვალის მოვლენების შესახებ

აქვს თუ არა საფუძველი მსგავს ბრალდებებს - მირიან ხოსიტაშვილი 1920 წლის ცხინვალის მოვლენების შესახებ

ალტერნატიული ისტორია, რომელიც რუსეთის წაქეზებით ე.წ სამხრეთ ოსეთში იქმნება, ფაქტების გაყალბებით ცდილობს, ბრალი დასდოს ქართულ მხარეს ოსების გენოციდში და ამით საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანების გარდა, გააძლიეროს რუსული გავლენა სეპარატისტულ ძალებზე. პუტინის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც კავკასიაში გავლენების გასაძლიერებლად დაუღალავად მუშაობს, ბოლო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდა.

მორიგი დეზინფორმაცია – ქართველთა მხრიდან 1920 წელს ოსური მოსახლეობით დასახლებულ ქართულ რეგიონში მოწყობილი გენოციდის შესახებ, აქტიურად ვრცელდება რუსეთისა თუ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მართული ისტორიკოსების, მეცნიერებისა და მედიასაშუალებების მეშვეობით.საინტერესოა, აქვს თუ არა საფუძველი მსგავს ბრალდებებს და რა მოხდა რეალურად ზუსტად ერთი საუკუნის წინ. ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და 1920 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ ჩვენს კითხვებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთნოლოგიის დოქტორი, მირიან ხოსიტაშვილი პასუხობს:

- უპირველეს ყოვლისა, უფრო ნათელი რომ გახდეს ზოგადი სიტუაცია, ვისაუბროთ „სამხრეთ ოსეთზე“, როგორც ადმინისტრაციულ ერთეულზე… არსებობდა თუ არა საბჭოთა კავშირამდე მსგავსი სუბიექტი და რა მიზანს ემსახურებოდა მისი გამოყოფა?

- დავიწყოთ იქიდან, რომ ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორია მუდამ იყო და არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი, მათ შორის, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც – 1918-1921 წლებში.1922 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის შექმნა პირდაპირ კავშირში იყო აჯანყებებთან და რასაკვირველია, საქართველოს ტერიტორიაზე სეპარატისტული ძალების მომძლავრებასთან, რაც მიზნად ისახავდა მათ წაქეზებას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

- დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში (1918-1921 წწ) მუდმივად ხდებოდა “სამხრეთ ოსეთის” ნაციონალური საბჭოს წაქეზება, რათა იქ გაძლიერებულიყო სეპარატისტული მისწრაფებები, ოსი ბოლშევიკები წინააღმდეგობას უწევდნენ ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას. რა პოლიტიკური სარჩული ჰქონდა 1920 წელს ოსი ბოლშევიკების აჯანყებას და ვის წისქვილზე ასხამდა წყალს ეს ყოველივე?

- რასაკვირველია, რუსეთის, რომელსაც სურდა მაქსიმალურად დაესუსტებინა საქართველო და მოემზადებინა საფუძველი მისი შემდგომი ოკუპაციისათვის. ოს ბოლშევიკთა აჯანყებებს 1918, 1919 და 1920 წლებში სწორედ ეს ერთადერთი მიზანი ჰქონდა.1920 წლის აჯანყება იყო მესამე მცდელობა, რომლის დროსაც, ასევე, მიმდინარეობდა ქართველი მოსახლეობის დევნა შიდა ქართლის ტერიტორიაზე, აჯანყებულები ავიწროებდნენ მათ და იყო ძარცვა-გლეჯის ფაქტებიც.აჯანყებულებმა პირველ ეტაპზე, „სამხრეთ ოსეთის რევოლუციური კომიტეტის“ დადგენილების საფუძველზე, როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს,. შემდეგ კი ცხინვალზეც იგივე გადაწყდა.

მთელი ის შეიარაღება, რაც აჯანყებულების ხელში იყო, მამისონის უღელტეხილის გავლით და როკის ხეობით, რუსეთიდან შემოდიოდა. ფაქტობრივად, მათ საქართველოს წინააღმდეგ იარაღით რუსეთი ამარაგებდა. ამასთან, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქართული ჯარი საქართველოს საზღვრებთან უპირისპირდება საბჭოთა მე-11 არმიის შენაერთებს.ეს იყო რუსეთის მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც სხვა პასუხი ვერ ექნებოდა – ქართულმა მხარემ ამ აჯანყების ჩახშობით ქვეყანაში რუსული არმიის შემოსვლა აღკვეთა. რაც, სამწუხაროდ, ბოლშევიკებმა არასრული წლის შემდეგ მაინც შეძლეს.1920 წლის 12 ივნისს, დამოუკიდებელი რესპუბლიკა იღებს გადაწყვეტილებას, მოახდინოს სათანადო რეაგირება აჯანყებულთა წინააღმდეგ და ჩაატაროს სამხედრო მოქმედებები. არსებული მდგომარეობა სწრაფ მოქმედებებს მოითხოვდა – უკვე 23 ივნისს აჯანყება მთლიანად ჩახშობილი იყო. აჯანყებულთა ნაწილი ამ დაპირისპირებაში დაიღუპა, ნაწილი კი ჩრდილოეთში გადავიდა.

- პუტინმა 2006 წელს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ ვიხსენებთ, რომ 1920 წელს, საქართველოს შეიარაღებულმა ჯარებმა ჩაატარეს სამი სადამსჯელო ოპერაცია ოსი ხალხის წინააღმდეგ… ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ძალიან რთული ისტორია, რომელიც უნდა გვახსოვდეს და ვიმოქმედოთ ძალიან ფრთხილად“… რა მოხდა სინამდვილეში 1920 წელს, რა იყო ის, რასაც პუტინი საკუთარ “ისტორიის გაკვეთილებში” მძიმე მემკვიდრეობად მოიხსენიებს?

- ცხადია, რუსებისა და ოსების პოზიცია გაყალბებულ ისტორიას ეყრდნობა. ოს მეცნიერთა დიდი ნაწილი, რასაკვირველია, რუსეთის დაკვეთითა და დაფინანსებით, აყალბებს ფაქტებს და მათ საქართველოს წინააღმდეგ იყენებს. ეს ჩვეული სტილია, ასე მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა – ისინი ქმნიან ფონს, თითქოს საქართველოს ისტორიულად ოსების მჩაგვრელი იყო, რის მტკიცებულებებიც, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ.გენოციდს, ცხადია, სულ სხვა მასშტაბები აქვს და გულისხმობს არა მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებას, არამედ იერიშს მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც 1920 წელს არ მომხდარა.

შესაძლოა, საქართველოს არმიის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი გარკვეულ გადაცდომებს, თუმცა ცალკეული შემთხვევებისათვის გენოციდის იარლიყის მიკერება ცალსახად აბსურდულია.ეს არის შეგნებული პროპაგანდა, ფაქტების გაყალბება და პარალელური ისტორიის შექმნის მცდელობა, რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენაა მიმართული.

- რამდენად მასშტაბური იყო 1920 წლის ოს ბოლშევიკთა აჯანყება და თანაუგრძნობდა თუ არა აჯანყებულებს ოსი მოსახლეობა?

- არსებული ფონის აღსაქმელად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში ოსების დიდმა უმრავლესობამ იცოდა ქართული ენა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ სჭირდებოდათ და სურდათ ქართველებთან სიახლოვე. ეს მხოლოდ შერეული ქორწინებით არ იყო განპირობებული, არამედ დიდი როლი ჰქონდა ეკონომიკურ და სამეურნეო ურთიერთობებსაც.შემდგომი დაძაბულობა, რაც ამ მხარეში ხდებოდა განპირობებული იყო არა ოსი ხალხის საერთო განწყობით, არამედ ცალკეული პოლიტიკური თუ სამხედრო ფიგურების მოქმედებებით, რომლებიც წაქეზებულნი და მართულნი იყვნენ რუსების მხრიდან. შესაბამისად, ეს იყო სამხედრო დაპირისპირება, რომლის დროსაც ქართულ მხარეს მაქსიმალურად სწრაფად უნდა ემოქმედა, რადგან, როგორც აღვნიშნე, ამ დროს დემოკრატიულ რესპუბლიკას, მეორე ფრონტზე უხდებოდა ბრძოლა.ზოგადად, სამხედრო მოქმედებებში შეტაკებებისას ძალიან რთულია, დაიცვა კონკრეტული ზღვარი, რამაც ალბათ გადაცდომებიც გამოიწვია. თუმცა, არც იმდროინდელი პრესისა და სხვა საარქივო მასალის შესწავლის შედეგად არ იკვეთება მოცემულობა, რომ ქართულ მხარეს რაიმე ტიპის დაპირისპირება ჰქონოდა ოს მოსახლეობასთან. ეს იყო ცალსახად აჯანყებულთა წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები. მტკიცება, რომ 1920 წელს ქართველთა მხრიდან ოსი ხალხის გენოციდი განხორციელდა, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდია.მეტსაც გეტყვით, 1918 წლის იანვარში დაწყებული აჯანყებისას 300-მა ოსმა 20-მდე ქართული სოფელი დააყაჩაღა და გადაწვა, ადგილობრივი თავად-აზნაურების სახლები დაანგრია და ძალიან ბევრი იქაური მაცხოვრებელი დახოცა. ეს ფაქტი შეიძლება შეიცავდეს გენოციდის ნიშნებს, რადგან მოხდა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ის, რასაც ე.წ სამხრეთ ოსეთი ქართულ მხარეს აბრალებს, რეალურად ოსების მხრიდან 1918 წელს განხორციელდა?

- 2 წლით ადრე განვითარებული ეს მოქმედებები პირდაპირ იყო მიმართული ქართული ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ და ის, რასაც 1920 წელს ქართულ მხარეს სდებენ ბრალად, რეალურად 1918 წელს, პირიქით, თავად აჯანყებული ოსების მხრიდან მოხდა.ცხადია, 1920 წლის აჯანყების ჩახშობისას ქართული მხარე ოს მოსახლეობას არ ერჩოდა, პირიქით, არსებობს ოსთა მიმართ მათი დამოკიდებულების ამსახველი უამრავი ფაქტი.

- „ახლა ვიმყოფებით ოსი ხალხის შეკრებაზე ჯავასთან. საცოდავი, მოტყუებული გლეხები! როგორ მიყვარს ისინი და როგორ მეცოდებიან“ – წერს სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი მემუარებში და თითქოს აქაც იკვეთება მისი დამოკიდებულება ოსი ხალხისადმი. თუ შეგიძლიათ, გვითხრათ მეტი არა მარტო სახალხო გვარდიის დამოკიდებულებაზე, არამედ ზოგადად მთელ საქართველოში ოსთა მიმართ იმ პერიოდში არსებულ განწყობებზე?

- ჯუღელის მიერ ნახსენები ტერმინი „მოტყუებული მოსახლეობაც“ ხაზს უსვამს, რომ ეს არ იყო ოსთა საერთო განწყობით განპირობებული, არამედ აჯანყებულები ცალკეულ პირთა წაქეზებით მოქმედებდნენ. არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც თავად ოსი ადგილობრივები სთხოვენ საქართველოს პირველ რესპუბლიკას ამ კონფლიქტის შეჩერებას.არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომ ვალიკო ჯუღელის რაზმმა, აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ჩაატარა რაიმე სახის სადამსჯელო ოპერაცია მშვიდობიან მოსახლეობაში – არავითარი წმენდა არ მომხდარა.საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართველებს ყველაზე მეტი შერეული ქორწინება აქვთ ოსებთან, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ისინი კულტურულად ასიმილირებულნი იყვნენ ერთმანეთთან, ჰქონდათ განსაკუთრებული ურთიერთობა – დაძაბულობა ამ მხარეში კი რუსული ინტერესს წარმოადგენდა და მის მიერვე იყო პროვოცირებული სეპარატისტულად განწყობილ პირთა ხელით.ცხინვალში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ოსური თეატრის დაარსება, ოსური ენის სწავლების ხელშეწყობა, ოსური ენის განმარტებითი ლექსიკონის მომზადება, ყველა ეს ფაქტი ქართული მხარის მხარდაჭერითაა შექმნილ-დაარსებული. რაც მეტყველებს, რომ არცერთ პერიოდში ქართველები ოსების მიმართ მტრულად არ იყვნენ განწყობილნი, პირიქით.

- “ცხინვალი 1920” არის ფილმი, რომლის შემქმნელებმაც 1920 წელს ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენების დოკუმენტურ ფილმად ასახვა ითავეს. რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი პროექტის განხორციელებას?

- ფილმი ატარებს ძალიან დიდ მნიშვნელობას და მისიას – მაშინ, როცა დე-ფაქტო ცხინვალი სიძულვილის ენის დათესვას და კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს, ისტორიული სინამდვილის ასახვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ბუნებრივია, მავთულხლართებს მიღმა მცხოვრები ადამიანები არიან რუსული დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშ და უპირველესად მათთვის, შემდეგ კი მთლიანად ქართველებისათვის, არა მარტო მნიშვნელოვანი, საჭიროც კია, იცოდნენ რეალური ისტორია – ის, რაც დოკუმენტურად დასტურდება.ეს ფილმი იქნება არა მხოლოდ ქართული პასუხი ისტორიის გაყალბების მცდელობას, არამედ სწორი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რათა კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი, როგორ მუშაობს რუსული დეზინფორმაცია სეპარატისტულ რეგიონში და რამდენად აბსურდულია გენოციდის ბრალდება.მინდა ჩვენი ინტერვიუ ზაქარია ჭიჭინაძის სიტყვებით დავასრულო.„ოსები ვალდებულები არიან ზნეობრივად, რომ ქართველ ერს და მათს ისტორიას ასე უნდა უცქირონ, როგორც თავიანთ თავს და ძვირფასს საუნჯეს, თორემ თუ მათ ქართველი ერი გადაიმტერეს და ქართლიც აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ ისინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაჰქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრებ ოსების ავკარგიანობა და ისტორიული ცნობებიც”.

არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 25 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა