საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს" - მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე
"თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს" - მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე

თერ­ჯო­ლა­ში 11 წლის ბავ­შვის ოჯა­ხი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ელო­დე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ად თვით­მკვლე­ლო­ბა და­სა­ხელ­და, მო­ზარდს სა­ვა­რა­უ­დოდ, წე­სის აგე­ბის გა­რე­შე დაკ­რძა­ლა­ვენ.

რო­გორც თერ­ჯო­ლა-ტყი­ბუ­ლის ეპარ­ქი­ის მე­უ­ფე გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე აცხა­დებს, თუ მო­ზარ­დმა თავი მო­იკ­ლა, წესს ვერ აუ­გე­ბენ და ვერც გა­მო­ნაკ­ლისს და­უშ­ვე­ბენ.

"არ ვიცი, ამის შე­სა­ხებ ჩემ­თვის არ მო­უ­მარ­თავთ. აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ვა­ლებ მა­მა­ოს ამ სა­კი­თხის გა­მოკ­ვლე­ვას, ვიმ­სჯე­ლებთ, თუ ბავ­შვმა თავი მო­იკ­ლა, წესს ვერ ავუ­გებთ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ეს ღვთის გმო­ბაა.

არ გვაქს უფ­ლე­ბა, ვერც გა­მო­ნაკ­ლისს და­ვუშ­ვებთ, ღმერ­თს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი არ აქვს, ზუს­ტად მოქ­მე­დებს. ვერც მო­ზარ­დის შემ­თხვე­ვა­ში... 11 წლის ბავ­შვი გა­უ­აზ­რე­ბე­ლია? ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ცოდ­ვე­ბი მი­ვუ­ტე­ვოთ, სხვა მხრივ და­უშ­ვე­ბე­ლია, გა­მო­ნაკ­ლისს ვუშ­ვებთ ავად­მყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ ექი­მის ცნო­ბა იქ­ნე­ბა, სხვა მხრივ არა", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე გი­ორ­გიმ.

ოჯა­ხი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ელო­დე­ბა. ოჯა­ხი სა­პატ­რი­არ­ქოს მი­მარ­თავს და სთხოვს, რომ ბავ­შვს წესი აუ­გონ და რად­გან ის ეკ­ლე­სუ­რი იყო.

ავტორი:

"თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს" - მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე

"თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს" - მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე

თერჯოლაში 11 წლის ბავშვის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. იმ შემთხვევაში თუ გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა, მოზარდს სავარაუდოდ, წესის აგების გარეშე დაკრძალავენ.

როგორც თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე აცხადებს, თუ მოზარდმა თავი მოიკლა, წესს ვერ აუგებენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებენ.

"არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა.

არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში... 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა", - განაცხადა მეუფე გიორგიმ.

ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, რომ ბავშვს წესი აუგონ და რადგან ის ეკლესური იყო.

კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში