მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს მუსიკა" - პროფესიით იურისტი ლევან ყანდიაშვილი "დიდი სცენის" გამარჯვებული გახდა
"ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს მუსიკა" - პროფესიით იურისტი ლევან ყანდიაშვილი "დიდი სცენის" გამარჯვებული გახდა

დას­რულ­და მე­გა­შოუ "დიდი სცე­ნის“ მე­ო­რე სე­ზო­ნი. ხან­გრძლი­ვი და რთუ­ლი გზის გავ­ლის შემ­დეგ, პრო­ექ­ტი ლე­ვან ყან­დი­აშ­ვილ­მა მო­ი­გო.

"არ ვიცი, რამ­დე­ნად მე­ტყო­ბო­და ეკ­რან­ზე, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი და ათე­უ­ლის ბავ­შვებს, როცა "ავ­თერ­ფარ­თი­ზე“ წა­ვე­დით, ვე­კი­თხე­ბო­დი, - პრო­ექ­ტი მარ­თლა მორ­ჩა და მე გა­ვი­მარ­ჯვე-მექთ­ქი? მერე ჯილ­დოს დავ­ხე­დავ­დი, რო­მე­ლიც გად­მომ­ცეს - ხომ მარ­თლა ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი აწე­რია-მეთ­ქი? ვერ გა­ვი­აზ­რე სრუ­ლე­ბით, რა მოხ­და. ახლა გო­ნე­ბა­ში ნელ-ნელა "ვახ­ვევ“ კად­რებს და ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდაც თან­და­თან ორ­მაგ­დე­ბა. ამ პრო­ექ­ტში იმ­დე­ნი დრო და ენერ­გია ჩავ­დე, მგო­ნი, ჩემი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს იმის ენერ­გია აღარ დამ­რჩა, რომ შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­მე­ხა­ტა სი­ხა­რუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ერ­თნა­ი­რად მო­დუნ­და ყვე­ლა კუნ­თი და ნერ­ვი, რაც აქამ­დე ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და შე­ბო­ჭი­ლი იყო“ - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან "დიდი სცე­ნის“ მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ლე­ვან ყან­დი­აშ­ვი­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი შოუს გან­მავ­ლო­ბა­ში 6-ჯერ იყო ხალ­ხის რჩე­უ­ლი, ლა­ივ­კონ­ცერ­ტის ლი­დე­რი, ჯერ კი­დევ არ სჯე­რა, რომ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, შოკ­შია, თუმ­ცა ამის­თვის თავი მარ­თლა არ და­უ­ზო­გავს, ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მა.

ერთი თვის წინ კი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბა­რი ასე და­ი­წყო:

"ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი ვარ, რო­მელ­საც უზო­მოდ უყ­ვარს მუ­სი­კა და ბავ­შვო­ბი­დან მუდ­მი­ვად მუ­სი­კით მო­ცუ­ლი... კა­ხე­თი­დან, გურ­ჯა­ა­ნი­დან ვარ და კა­ხუ­რი გუ­ლი­ა­ნო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მა­ხა­სი­ა­თებს. წელს „ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში“ იუ­რი­დი­უ­ილ ფა­კულ­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე და ახლა კი­დევ გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვა­ბა­რებ. ხვალ მაქვს გა­მოც­და“.

რო­გორც ვთქვით, ეს იყო ერთი თვის წინ, ამ ხნის მან­ძილ­ზე კი ლე­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მოხ­და - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დე­ნიც გახ­და და პრო­ექ­ტიც მო­ი­გო.

ხოლო კი­თხვა­ზე - თუ რამ გა­და­ა­წყვე­ტი­ნა პრო­ფე­სი­ის ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა, მა­შინ ასე გვი­პა­სუ­ხა:

"იუ­რი­დი­ულ­ზე სწავ­ლა მშობ­ლე­ბის რჩე­ვა იყო, რომ ცოტა პრაგ­მა­ტულ პრო­ფე­სი­ას და­ვუფ­ლე­ბო­დი. ახლა ვფიქ­რობ, რომ ამ ორი პრო­ფე­სი­ის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა, კულ­ტუ­რის მე­ნე­ჯმენ­ტის მხრივ ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით - ბევ­რი იდეა მაქვს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვუ­მად­ლი ამ ფა­კულ­ტეტს, რად­გან კარ­გი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მუ­სი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე უნდა ვის­წავ­ლო. უცხო­ეთ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ეს ფა­კულ­ტე­ტი“.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლე­ვანს ისიც ვკი­თხეთ, რომ მთე­ლი შოუს მან­ძილ­ზე მა­ყუ­რე­ბე­ლი მას გა­მორ­ჩე­უ­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და ამას რით ხსნი­და, ამას­თან, რა მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და:

"ჟი­უ­რი­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ტუ­რი­დან ტურ­ში ვვი­თარ­დე­ბი, სხვა­ნა­ი­რი ვხდე­ბი... ერ­თა­დერ­თი მო­ლო­დი­ნი კი ისაა, რომ გავ­ხდე ჩემს თავ­ზე უკე­თე­სი. ახლა ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო გზას გავ­დი­ვარ, ისეთ ხალ­ხთან მაქვს შე­ხე­ბა და იმ­დენ რა­მე­ში მო­ვე­დი აზ­რზე, თი­თო­ე­უ­ლი დღე ახ­ლის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა - ჩემი მუ­სი­კა გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდე­ბა“... ახლა, რად­გან უკვე მუ­სი­კა­ლუ­რი შოუს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და თან, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტიც, მუ­სი­კა­ში დიდი და სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი აქვს, რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც რო­გორც ამ­ბობს, ნელ-ნელა შე­უდ­გე­ბა...

23 აგ­ვის­ტოს "რუს­თა­ვი 2“-ის ეთე­რით მე­გა­შოუ "დიდი სცე­ნის“ ფი­ნა­ლუ­რი შოუ შედ­გა, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ლე­ვან ყან­დი­აშ­ვი­ლი გახ­და, რო­მელ­საც "რუს­თა­ვი 2“-ის მიერ თბი­ლის­ში ბინა გა­ე­ცა, მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა გი­ორ­გი ფუტ­კა­რა­ძემ, ხოლო მე­სა­მე ად­გი­ლი მა­რი­ამ-მემე ჟორ­და­ნი­ას ერგო.

ავტორი:

"ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს მუსიკა" - პროფესიით იურისტი ლევან ყანდიაშვილი "დიდი სცენის" გამარჯვებული გახდა

"ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს მუსიკა" - პროფესიით იურისტი ლევან ყანდიაშვილი "დიდი სცენის" გამარჯვებული გახდა

დასრულდა მეგაშოუ "დიდი სცენის“ მეორე სეზონი. ხანგრძლივი და რთული გზის გავლის შემდეგ, პროექტი ლევან ყანდიაშვილმა მოიგო.

"არ ვიცი, რამდენად მეტყობოდა ეკრანზე, მაგრამ ვერაფერს ვაანალიზებდი და ათეულის ბავშვებს, როცა "ავთერფართიზე“ წავედით, ვეკითხებოდი, - პროექტი მართლა მორჩა და მე გავიმარჯვე-მექთქი? მერე ჯილდოს დავხედავდი, რომელიც გადმომცეს - ხომ მართლა ჩემი სახელი და გვარი აწერია-მეთქი? ვერ გავიაზრე სრულებით, რა მოხდა. ახლა გონებაში ნელ-ნელა "ვახვევ“ კადრებს და ბედნიერების განცდაც თანდათან ორმაგდება. ამ პროექტში იმდენი დრო და ენერგია ჩავდე, მგონი, ჩემი სახელისა და გვარის გამოცხადების დროს იმის ენერგია აღარ დამრჩა, რომ შესაბამისად გამომეხატა სიხარული. უბრალოდ, ერთნაირად მოდუნდა ყველა კუნთი და ნერვი, რაც აქამდე ძალიან დაძაბული და შებოჭილი იყო“ - ამბობს AMBEBI.GE-სთან "დიდი სცენის“ მეორე სეზონის გამარჯვებული ლევან ყანდიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი შოუს განმავლობაში 6-ჯერ იყო ხალხის რჩეული, ლაივკონცერტის ლიდერი, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ კონკურსის გამარჯვებულია, შოკშია, თუმცა ამისთვის თავი მართლა არ დაუზოგავს, ძალიან ბევრი იშრომა.

ერთი თვის წინ კი AMBEBI.GE-სთან საუბარი ასე დაიწყო:

"ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს მუსიკა და ბავშვობიდან მუდმივად მუსიკით მოცული... კახეთიდან, გურჯაანიდან ვარ და კახური გულიანობა, ყველაფერი მახასიათებს. წელს „ჯავახიშვილში“ იურიდიუილ ფაკულტეტი წარჩინებით დავამთავრე და ახლა კიდევ გამოცდებისთვის ვემზადები, კონსერვატორიაში ვაბარებ. ხვალ მაქვს გამოცდა“.

როგორც ვთქვით, ეს იყო ერთი თვის წინ, ამ ხნის მანძილზე კი ლევანის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა - კონსერვატორიის სტუდენიც გახდა და პროექტიც მოიგო.

ხოლო კითხვაზე - თუ რამ გადააწყვეტინა პროფესიის ასეთი რადიკალურად შეცვლა, მაშინ ასე გვიპასუხა:

"იურიდიულზე სწავლა მშობლების რჩევა იყო, რომ ცოტა პრაგმატულ პროფესიას დავუფლებოდი. ახლა ვფიქრობ, რომ ამ ორი პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება შეიძლება, კულტურის მენეჯმენტის მხრივ ან საავტორო უფლებების დაცვის კუთხით - ბევრი იდეა მაქვს. აბსოლუტურად ვუმადლი ამ ფაკულტეტს, რადგან კარგი ზოგადი განათლება მივიღე. კონსერვატორიაში მუსიკის ტექნოლოგიების ფაკულტეტზე უნდა ვისწავლო. უცხოეთში ძალიან პოპულარულია ეს ფაკულტეტი“.

აღნიშნულ ინტერვიუში ლევანს ისიც ვკითხეთ, რომ მთელი შოუს მანძილზე მაყურებელი მას გამორჩეულად გულშემატკივრობდა და ამას რით ხსნიდა, ამასთან, რა მოლოდინი ჰქონდა:

"ჟიურიმაც აღნიშნა, რომ ტურიდან ტურში ვვითარდები, სხვანაირი ვხდები... ერთადერთი მოლოდინი კი ისაა, რომ გავხდე ჩემს თავზე უკეთესი. ახლა ისეთ საინტერესო გზას გავდივარ, ისეთ ხალხთან მაქვს შეხება და იმდენ რამეში მოვედი აზრზე, თითოეული დღე ახლის მომცემი იქნება - ჩემი მუსიკა გამრავალფეროვნდება“... ახლა, რადგან უკვე მუსიკალური შოუს გამარჯვებულია და თან, კონსერვატორიის სტუდენტიც, მუსიკაში დიდი და სერიოზული გეგმები აქვს, რის განხორციელებასაც როგორც ამბობს, ნელ-ნელა შეუდგება...

23 აგვისტოს "რუსთავი 2“-ის ეთერით მეგაშოუ "დიდი სცენის“ ფინალური შოუ შედგა, კონკურსის გამარჯვებული ლევან ყანდიაშვილი გახდა, რომელსაც "რუსთავი 2“-ის მიერ თბილისში ბინა გაეცა, მეორე ადგილი დაიკავა გიორგი ფუტკარაძემ, ხოლო მესამე ადგილი მარიამ-მემე ჟორდანიას ერგო.

"თავის დროზე ჩემმა მეუღლემ მომხიბლა იოგათი... დღეში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი, თავზეც ვდგებოდი" - ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობის საიდუმლოს ამხელს

ყველაზე მდიდარი პოპულარული ქართველი ქალები - ფული, კარიერა და მდიდარი მშობლები...

კლაუდია შიფერი 50 წლის გახდა -  როგორ გამოიყურება მოდელი, რომელსაც სჯერა, რომ ადამიანი შეიძლება ნებისმიერ ასაკში ლამაზი იყოს (ფოტოები)