საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი", - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, რომელიც დღეს პროკურატურაში მივიდა
"ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი", - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, რომელიც დღეს პროკურატურაში მივიდა

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რად აჭი­ა­ნუ­რე­ბენ.

თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი შვი­ლი მოკ­ლეს და მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

"ჩვე­ნი თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მოს­ვლის მი­ზე­ზი ის არის, რომ ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა საქ­მის მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­კი­თხზე არ იცოდ­ნენ რა უნდა და­ე­წე­რათ და რაც და­წე­რეს, მა­ინც ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მა­გათ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან აჭი­ა­ნუ­რე­ბენ და ეს სჭირ­დე­ბათ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რათა შემ­დეგ მო­ა­დუ­ნონ ყუ­რა­დღე­ბა. კი­დევ ვფიქ­რობ FBI-ის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე. ეჭვი, რომ ჩემი შვი­ლი მოკ­ლეს, არის მყა­რი და მო­ვი­თხოვ, მუხ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5 - დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

giga
0

ყველა ვინც თავი მოიკლა ან/და გვიან იპოვეს მოკლულია? სულ ეგრე რატომ ხდება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი", - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, რომელიც დღეს პროკურატურაში მივიდა

"ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი", - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, რომელიც დღეს პროკურატურაში მივიდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ საქმის გამოძიებას სპეციალურად აჭიანურებენ.

თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

"ჩვენი თბილისის პროკურატურაში მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა საქმის მასალებთან დაკავშირებით. ამ მედიკამენტების საკითხზე არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ და რაც დაწერეს, მაინც ყოველთვის ყველაფერი მაგათ საწინააღმდეგოდ იქნება. ძალიან აჭიანურებენ და ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რათა შემდეგ მოადუნონ ყურადღება. კიდევ ვფიქრობ FBI-ის ჩართულობაზე. ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ, მუხლის გადაკვალიფიცირებას”, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

17 წლით პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც  ყოფილი შეყვარებულს ბენზინი გადაასხა და მკვლელობა სცადა

შსს პოზნერის ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს ასაჯაროებს - "ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა"

შეიარაღებული დაპირისპირება სტამბოლში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედიის ცნობით, ერთმანეთს ჩეჩნები და ქართველები დაუპირისპირდნენ