საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო დიმიტრი! როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?" - ცერცვაძე ხუნდაძეს პასუხობს
"ბატონო დიმიტრი! როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?" - ცერცვაძე ხუნდაძეს პასუხობს

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე დე­პუ­ტატ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს პა­სუ­ხობს. ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე ხუნ­და­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის მიერ 20 აგ­ვის­ტო­დან COVID-19-ით და აივ/შიდსით სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იყო.

"ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი! ჩვენ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით დრო­ე­ბით შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, ვი­ნა­ი­დან ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ცენ­ტრში არ იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი, მი­ნი­მა­ლუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი.

ამას­თან, საქ­მე ეხე­ბა არა მხო­ლოდ ძა­ლი­ან ცუდ ყო­ფით პი­რო­ბებს (პა­ლა­ტე­ბი, ტუ­ა­ლე­ტე­ბი, დე­რეფ­ნე­ბი და სხვ.), თუმ­ცა ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არა­მედ პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისე­თი სის­ტე­მე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის არარ­სე­ბო­ბას, რო­გო­რი­ცაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვენ­ტი­ლა­ცია, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბის სის­ტე­მა, კორ­პუ­სე­ბის და­მი­წე­ბა, ადრე შე­ძე­ნი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფის და­სად­გა­მი ფარ­თის მო­წყო­ბა და სხვ.

COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ჟანგბა­დის არ­მი­წო­დე­ბის გამო რომ და­ღუ­პუ­ლი­ყო (რაც ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რია) ან ვენ­ტი­ლა­ცი­ის და/ან გამ­წმენ­დი ნა­გე­ბო­ბის არ­ქო­ნის გამო COVID-19-ის ან სხვა სა­ში­ში ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო (რაც ასე­ვე ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რია), ან კი­დევ და­მი­წე­ბის არ­ქო­ნის გამო პა­ცი­ენ­ტის­თვის დენს და­ერ­ტყა, ვინ იქ­ნე­ბო­და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? ალ­ბათ ისევ ჩვენ დაგ­ვი­ჭერ­დნენ.

ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, გა­ვა­კე­თეთ იმის­თვის, რათა ცენ­ტრში შე­სა­ბა­მი­სი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, მათ შო­რის მრა­ვალ­გზის მივ­მარ­თეთ შე­სა­ბა­მი­სი თხოვ­ნით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი ცენ­ტრი 100%-ით სა­ხელ­მწი­ფოს მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ბაა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის ნე­ბარ­თვი­სა და დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დით.

ბა­ტო­ნო დი­მიტ­რი! რო­დე­საც ბრძა­ნებთ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბა არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, იქ­ნებ ისიც გვი­თხრათ, რო­მე­ლი იქ­ნე­ბო­და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რო­გორ უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით - დაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხის ქვეშ?" - აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მალხაზ ნიკოლაძე
1

ცერცვაძე უდაოდ კარგი ეზიმია. იმ ხუნდაძემ კი ყველა "პრობკის" მორგება იცის კარგად მხოლოდ

ლალუკა
1

ხუნდაძე პასუხები არ არის საჭირო. მიხედეთ ინფექციურს, პანდემია უტევს მსოფლიოს და ეს კაცი სანამდე გაძლებს.

ავტორი:

"ბატონო დიმიტრი! როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?" - ცერცვაძე ხუნდაძეს პასუხობს

"ბატონო დიმიტრი! როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ?" - ცერცვაძე ხუნდაძეს პასუხობს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს. ცერცვაძის განცხადებით, ჟურნალისტის კითხვაზე ხუნდაძემ უპასუხა, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ 20 აგვისტოდან COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.

"ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები.

ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.

COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ.

ჩვენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გავაკეთეთ იმისთვის, რათა ცენტრში შესაბამისი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულიყო, მათ შორის მრავალგზის მივმართეთ შესაბამისი თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ.

მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადობაა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სტრუქტურების ნებართვისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით.

ბატონო დიმიტრი! როდესაც ბრძანებთ, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც გვითხრათ, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ?" - აცხადებს ცერცვაძე.

სტიქია აჭარაში - ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ, მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები

"დარწმუნებული ვარ, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს" - ეკატერინე ტიკარაძე

"თენგიზ ცერცვაძეს არასდროს ჰქონია სურვილი მოხვედრილიყო პარლამენტში, ის რჩება "ოცნების" მხარდამჭერად" - პრესსამსახური

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"