სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი და ბელარუსი  - "არ არის გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ისეთ მოთხოვნებს დათანხმდეს, რაზეც ადრე უარს ამბობდა"
პუტინი და ბელარუსი  - "არ არის გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ისეთ მოთხოვნებს დათანხმდეს, რაზეც ადრე უარს ამბობდა"

"მარ­ჯვნივ წახ­ვალ - ბე­ლა­რუსს და­კარ­გავ, მარ­ცხნივ წახ­ვალ - მა­ინც ბე­ლა­რუსს და­კარ­გავ. რჩე­ბა ერ­თგვა­რი შუ­ა­ლე­დუ­რი გზის ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სეთს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს თა­ვი­დან აი­ცი­ლოს მას­შტა­ბუ­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­კარ­გე­ბი, ბე­ლა­რუ­სის პერ­სპექ­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით ასე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ის ამო­ცა­ნა, რო­მე­იც მთე­ლი სიგ­რძე-სი­გა­ნით დად­გა რუ­სე­თის წი­ნა­შე", - წერს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი მი­ხე­ილ როს­ტოვ­სკი სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით "პუ­ტი­ნი და ბე­ლა­რუ­სი: კრემლს რთუ­ლი ამო­ცა­ნის გა­და­წყვე­ტა უწევს", რო­მე­ლიც გა­ზეთ „მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც­შია" («Московский комсомолец») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. სტა­ტი­ას ასე­თი ქვე­სა­თა­უ­რიც აქვს: “ლუ­კა­შენ­კო, რო­გორც ახა­ლი ჩა­უ­შეს­კუ“.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას შე­მოკ­ლე­ბით:

"რუ­სე­თის "ძი­რი­თა­დი ინ­სტინქtი" დსთ-ის სივ­რცე­ში ყო­ველ­თვის იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ მოს­კო­ვი მხარს მმარ­თველ რე­ჟი­მებს უჭერ­და, მაგ­რამ განა გო­ნივ­რუ­ლია დაჰ­ყვე ძი­რი­თად ინ­სტინ­ქტს, როცა მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლი ხდე­ბა, ხოლო რუ­სე­თის მი­მართ უკი­დუ­რე­სად არა­ლო­ი­ა­ლუ­რი?

მაგ­რამ ბე­ლა­რუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის სრუ­ლი ნგრე­ვაც რუ­სე­თი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო არ იქ­ნე­ბო­და, რად­გან ეს ნიშ­ნავს, რომ კრემ­ლი ძი­რი­თად პა­კეტს და­სავ­ლეთს თა­ვი­სი ნე­ბით აძ­ლევს. ერ­თა­დერ­თი გა­მარ­თლე­ბუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი კურ­სი მოს­კო­ვი­სათ­ვის - შე­ე­ცა­დოს ყვე­ლა­სათ­ვის სა­ჭი­რო შუ­ა­მავ­ლის როლი შე­ას­რუ­ლოს... მაგ­რამ ამ ამო­ცა­ნის ფორ­მუ­ლი­რე­ბა უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე მისი შეს­რუ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ავ­ტო­რი და რუ­მი­ნე­ლი პრე­ზი­დენტ-დიქ­ტა­ტო­რის ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს პო­ლი­ტი­კურ კურსს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ბე­ლა­რუ­სი პრე­ზი­დენტ-დიქ­ტა­ტო­რის ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს პო­ლი­ტი­კას­თან იქ­ნეს შე­და­რე­ბუ­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ
22:31 / 17-08-2020

"ყოველივე ის, რაც ბელარუსს ეხება და მინსკში ხდება, მოსკოვის ინტერესშია და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობს" - ბელარუსი პოლიტოლოგი

10:43 / 18-08-2020

ლუკაშენკოს სკანდალური პირადი ცხოვრება, ქონება და 26-წლიანი მმართველობის გზა - უცნობი ფაქტები "ევროპის უკანასკნელ დიქტატორზე"

10:43 / 27-08-2020

მინსკის "მძიმე ღამე“ - რა ხდებოდა ბელარუსში, სადაც  "ომონმა" საპროტესტო აქცია დაშალა და 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა (ფოტოები)

12:44 / 28-08-2020

რუსეთმა, "საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა ბელარუსში პოლიცია გაგზავნოს - რაზე შეთანხმდენენ ლუკაშენკო და პუტინი

12:30 / 03-09-2020

მოსკოვი და მინსკი ლიდერების შეხვედრისთვის ემზადებიან  - შეიძლება პუტინმა ლუკაშენკოს საქართველოს და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაც მოსთხოვოს?

15:00 / 10-09-2020

ბელარუსი ერთთვიანი პროტესტის შემდეგ: მომიტინგეები არ ნებდებიან, "ბატკა" არ მიდის, მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელია - თუ ლუკაშენკო არა, მაშ, ვინ?

რუ­მი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტი დიქ­ტა­ტო­რი თით­ქმის მე­ო­თხე­დი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან (ჩათ­ვა­ლე - რუ­სეთ­თან) ხაზ­გას­მუ­ლად აწარ­მო­ებ­და დის­ტან­ცი­ურ პო­ლი­ტი­კას და და­სავ­ლეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და, გმობ­და მოს­კო­ვის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას და ქვეყ­ნის შიგ­ნით მოლ­და­ვე­თის სსრ-ს რუ­მი­ნე­თის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევ­და. მოკ­ლედ, საბ­ჭო­თა კავ­შირს აბუ­ჩად იგ­დებ­და... მაგ­რამ როცა 1989 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­უ­ჭირ­და, ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუმ ვარ­შა­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­იხ­სე­ნა და მოს­კოვს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა...

კი­დევ ერთი პრე­ცე­დენ­ტი: როცა აჯან­ყე­ბუ­ლი უნ­გრე­თი 1849 წელს ავ­სტრი­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის ფრანც-იო­სე­ბის კონ­ტრო­ლი­დან გა­ვი­და, მან დახ­მა­რე­ბა რუს კო­ლე­გას სთხო­ვა. რუ­სე­თი და­ეხ­მა­რა, უნ­გრეთ­ში ჯარი შე­იყ­ვა­ნა და ისევ ფრანც-იო­სებს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წელი და ფრანც-იო­სებ­მა ან­ტი­რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა და­ი­წყო...

ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რა­ღაც აქვს ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კო­სიც და ფრანც-იო­სე­ბი­საც: ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წი­ნათ "ბატ­კა" და­სავ­ლეთ­თან ხი­დებს აშე­ნებ­და და აღ­მო­სავ­ლელ მე­ზო­ბელ­ში "საფრ­თხეს" ხე­დავ­და - რუ­სეთს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­დაყ­ლაპ­ვა უნ­დაო, ახლა კი, რო­გორც კი გა­უ­ჭირ­და, უცებ გა­ახ­სენ­და სა­მო­კავ­ში­რეო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და "კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა... "ბატ­კა" ისევ ცდი­ლობს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას - თუ არ და­მეხ­მა­რე­ბი, და­სავ­ლე­თი რუ­სე­თის სა­ზღვრებ­თან აღ­მოჩ­ნდე­ბაო. ასე­თი სი­ტუ­ა­ცია რუ­სე­თი­სათ­ვის მაც­დუ­ნე­ბე­ლია, რომ მან ისევ უკან მი­ი­ღოს "უძღე­ბი შვი­ლი" და და­ეხ­მა­როს. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ და­სუს­ტე­ბუ­ლი ლუ­კა­შენ­კო მოს­კო­ვის ბევრ ისეთ მო­თხოვ­ნა­ზე და­თან­ხმდეს, რო­მელ­ზეც ადრე უარს აცხა­დებ­და.

მაგ­რამ ასეთ ცდუ­ნე­ბას მოს­კო­ვი არ უნდა დაჰ­ყვეს: იმას, რაც დღეს მომ­გე­ბი­ა­ნად გვეჩ­ვე­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სამი-ოთხი სვლის შემ­დეგ სტრა­ტე­გი­უ­ლი წა­გე­ბა მოჰ­ყვეს. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო უკვე „წა­სუ­ლი ნა­ტუ­რაა“ და რო­გორც არ უნდა ეცა­დოს იგი „ღრმა ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე“ და­თან­ხმე­ბას, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი მას­თან რო­გორც დიქ­ტა­ტორ­თან და სა­ხელ­გა­ტე­ხილ პო­ლი­ტი­კოს­თან ერ­თად დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს ნიშ­ნავს იმა­საც, რომ რუ­სე­თი ბე­ლა­რუ­სი ხალ­ხის ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებს.

მაგ­რამ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სათ­ვის ისიც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ მი­ა­ტო­ვოს კო­ლე­გა, ის­ტო­რი­ის სა­ნაგ­ვე­ზე გა­და­აგ­დოს და მხა­რი ოპო­ზი­ცი­ას და­უ­ჭი­როს. მარ­თა­ლია, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში „ბატ­კას“ რე­ჟი­მი უკვე გან­წი­რუ­ლია, მაგ­რამ მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ის­ტო­რი­უ­ლი „გა­ნა­ჩე­ნი“ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლი­ებს არ და­ემ­თხვეს, ანუ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის აგო­ნია საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ით გაგ­რძელ­დეს.

ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი: და­სავ­ლეთ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინს მზაკ­ვარ და ყო­ველ­გვარ პრინ­ცი­პებს მოკ­ლე­ბულ პო­ლი­ტი­კო­სად თვლი­ან. მაგ­რამ ეს სწო­რი არ არის: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბა ხში­რად უპ­როგ­ნო­ზოა და ტრა­დი­ცი­ულ დი­პო­მა­ტი­ურ-პო­ლი­ტი­კურ კა­ლა­პოტ­ში არ ჯდე­ბა ხოლ­მე, მას მა­ინც აქვს მკა­ფიო პრინ­ცი­პე­ბი, რომ­ლებ­საც არა­სო­დეს არ არ­ღვევს. ერთ-ერთ ასეთ პრინ­ციპს "ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის" მწვა­ვე მი­უ­ღებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს. მარ­თა­ლია, ალექ­სან­დრე გრი­გო­რე­ვი­ჩი ან­ტი­რუ­სუ­ლად თა­მა­შობ­და და­სავ­ლეთ­თან, მაგ­რამ ის მა­ინც მრა­ვალ­წლი­ა­ნი პარტნი­ო­რია ვლა­დი­მერ ვლა­დი­მი­რო­ვი­ჩი­სათ­ვის. პარტნი­ო­რებს და თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს პუ­ტი­ნი გა­ჭირ­ვე­ბა­ში არ ტო­ვებს. რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია პრინ­ცი­პე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ასე­თი პოს­ტუ­ლა­ტი? ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხი ღიად რჩე­ბა. გა­აჩ­ნია, რა შემ­თხვე­ვა­ში და რო­გორ. რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს: ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე - სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი - უკ­რა­ი­ნა­ში. მთა­ვა­რი აქ ისაა, რომ პუ­ტინს ვერ შეც­ვლი, პუ­ტი­ნი პუ­ტი­ნია.

დღე­ვან­დე­ლი ბე­ლა­რუ­სი 2014 წლის უკ­რა­ი­ნი­სა­გან მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა. ამ­ჟა­მინ­დელ ბე­ლა­რუს­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტებ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი ხა­სი­ა­თი არ ჩანს. თუმ­ცა ამ ფაქ­ტო­რის არ­სე­ბო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ­თვის ასე­თი იქ­ნე­ბა.

მოკ­ლედ, რუ­სეთს ბე­ლა­რუ­სის თა­ვის ორ­ბი­ტა­ზე შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ბრძო­ლა მო­უ­წევს, მაგ­რამ არა სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ გო­ნი­ე­რე­ბით - მოს­კოვ­მა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა და­არ­წმუ­ნოს, რომ რუ­სეთ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო და მომ­გე­ბი­ა­ნია".

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
6

რუსეთს მოვლენების სეფასების გაგებაც დაეკარგა. ვერ ხედავს იმას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული გარემოება ბუმერანგივით მოუბრუნდება თავად, რადგან მხარეა ამის, ხოლო რატომ მოხდა ასე ამის გარკვევა მოუწევს შიგნით, თავის გარემოებაში. ესააააააააააა პოსტსაბჭოთა სივრცის დეფიციტი ყველგან და ყველაფერში!

123
40

სამიდან ერთს აუცილებლად ევროპა მიიღებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

პუტინი და ბელარუსი  - "არ არის გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ისეთ მოთხოვნებს დათანხმდეს, რაზეც ადრე უარს ამბობდა"

პუტინი და ბელარუსი  - "არ არის გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ისეთ მოთხოვნებს დათანხმდეს, რაზეც ადრე უარს ამბობდა"

"მარჯვნივ წახვალ - ბელარუსს დაკარგავ, მარცხნივ წახვალ - მაინც ბელარუსს დაკარგავ. რჩება ერთგვარი შუალედური გზის ძიება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს მასშტაბური გეოპოლიტიკური დანაკარგები, ბელარუსის პერსპექტივასთან დაკავშირებით. დაახლოებით ასე გამოიხატება ის ამოცანა, რომეიც მთელი სიგრძე-სიგანით დადგა რუსეთის წინაშე", - წერს პოლიტიკური მიმომხილველი მიხეილ როსტოვსკი სტატიაში სათაურით "პუტინი და ბელარუსი: კრემლს რთული ამოცანის გადაწყვეტა უწევს", რომელიც გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცშია" («Московский комсомолец») გამოქვეყნებული. სტატიას ასეთი ქვესათაურიც აქვს: “ლუკაშენკო, როგორც ახალი ჩაუშესკუ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"რუსეთის "ძირითადი ინსტინქtი" დსთ-ის სივრცეში ყოველთვის იმაში გამოიხატებოდა, რომ მოსკოვი მხარს მმართველ რეჟიმებს უჭერდა, მაგრამ განა გონივრულია დაჰყვე ძირითად ინსტინქტს, როცა მმართველი რეჟიმი ქვეყნის მოსახლეობისათვის არასასურველი ხდება, ხოლო რუსეთის მიმართ უკიდურესად არალოიალური?

მაგრამ ბელარუსის შემთხვევაში ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის სრული ნგრევაც რუსეთისათვის სასარგებლო არ იქნებოდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ კრემლი ძირითად პაკეტს დასავლეთს თავისი ნებით აძლევს. ერთადერთი გამართლებული და მომგებიანი კურსი მოსკოვისათვის - შეეცადოს ყველასათვის საჭირო შუამავლის როლი შეასრულოს... მაგრამ ამ ამოცანის ფორმულირება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შესრულება", - აღნიშნავს ავტორი და რუმინელი პრეზიდენტ-დიქტატორის ნიკოლაე ჩაუშესკუს პოლიტიკურ კურსს იხსენებს, რომელიც შეიძლება ბელარუსი პრეზიდენტ-დიქტატორის ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკასთან იქნეს შედარებული.

რუმინეთის კომუნისტი დიქტატორი თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში საბჭოთა კავშირთან (ჩათვალე - რუსეთთან) ხაზგასმულად აწარმოებდა დისტანციურ პოლიტიკას და დასავლეთთან თანამშრომლობდა, გმობდა მოსკოვის საგარეო პოლიტიკას და ქვეყნის შიგნით მოლდავეთის სსრ-ს რუმინეთის ნაწილად მიიჩნევდა. მოკლედ, საბჭოთა კავშირს აბუჩად იგდებდა... მაგრამ როცა 1989 წლის დეკემბერში გაუჭირდა, ნიკოლაე ჩაუშესკუმ ვარშავის ხელშეკრულება გაიხსენა და მოსკოვს სამხედრო დახმარება სთხოვა...

კიდევ ერთი პრეცედენტი: როცა აჯანყებული უნგრეთი 1849 წელს ავსტრიელი იმპერატორის ფრანც-იოსების კონტროლიდან გავიდა, მან დახმარება რუს კოლეგას სთხოვა. რუსეთი დაეხმარა, უნგრეთში ჯარი შეიყვანა და ისევ ფრანც-იოსებს დაუქვემდებარა. გავიდა რამდენიმე წელი და ფრანც-იოსებმა ანტირუსული პოლიტიკის გატარება დაიწყო...

ალექსანდრე ლუკაშენკოს რაღაც აქვს ნიკოლაე ჩაუშესკოსიც და ფრანც-იოსებისაც: ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინათ "ბატკა" დასავლეთთან ხიდებს აშენებდა და აღმოსავლელ მეზობელში "საფრთხეს" ხედავდა - რუსეთს ჩვენი ქვეყნის გადაყლაპვა უნდაო, ახლა კი, როგორც კი გაუჭირდა, უცებ გაახსენდა სამოკავშირეო ვალდებულება და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება... "ბატკა" ისევ ცდილობს ვლადიმირ პუტინით მანიპულირებას - თუ არ დამეხმარები, დასავლეთი რუსეთის საზღვრებთან აღმოჩნდებაო. ასეთი სიტუაცია რუსეთისათვის მაცდუნებელია, რომ მან ისევ უკან მიიღოს "უძღები შვილი" და დაეხმაროს. არაა გამორიცხული, რომ დასუსტებული ლუკაშენკო მოსკოვის ბევრ ისეთ მოთხოვნაზე დათანხმდეს, რომელზეც ადრე უარს აცხადებდა.

მაგრამ ასეთ ცდუნებას მოსკოვი არ უნდა დაჰყვეს: იმას, რაც დღეს მომგებიანად გვეჩვენება, შეიძლება სამი-ოთხი სვლის შემდეგ სტრატეგიული წაგება მოჰყვეს. ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე „წასული ნატურაა“ და როგორც არ უნდა ეცადოს იგი „ღრმა ინტეგრაციაზე“ დათანხმებას, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მომავალი მასთან როგორც დიქტატორთან და სახელგატეხილ პოლიტიკოსთან ერთად დისკრედიტირებული იქნება. ეს ნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი ბელარუსი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს.

მაგრამ ვლადიმერ პუტინისათვის ისიც წარმოუდგენელია, რომ მიატოვოს კოლეგა, ისტორიის სანაგვეზე გადააგდოს და მხარი ოპოზიციას დაუჭიროს. მართალია, გრძელვადიან პერსპექტივაში „ბატკას“ რეჟიმი უკვე განწირულია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ისტორიული „განაჩენი“ შეიძლება პოლიტიკურ რეალიებს არ დაემთხვეს, ანუ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის აგონია საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაგრძელდეს.

ასეთ სიტუაციაში არის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: დასავლეთში ვლადიმერ პუტინს მზაკვარ და ყოველგვარ პრინციპებს მოკლებულ პოლიტიკოსად თვლიან. მაგრამ ეს სწორი არ არის: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოქმედება ხშირად უპროგნოზოა და ტრადიციულ დიპომატიურ-პოლიტიკურ კალაპოტში არ ჯდება ხოლმე, მას მაინც აქვს მკაფიო პრინციპები, რომლებსაც არასოდეს არ არღვევს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპს "ფერადი რევოლუციების" მწვავე მიუღებლობა წარმოადგენს. მართალია, ალექსანდრე გრიგორევიჩი ანტირუსულად თამაშობდა დასავლეთთან, მაგრამ ის მაინც მრავალწლიანი პარტნიორია ვლადიმერ ვლადიმიროვიჩისათვის. პარტნიორებს და თანამზრახველებს პუტინი გაჭირვებაში არ ტოვებს. რამდენად გამართლებულია პრინციპებისადმი ერთგულების გამოვლენის ასეთი პოსტულატი? ამაზე ზუსტი პასუხი ღიად რჩება. გააჩნია, რა შემთხვევაში და როგორ. რამდენიმე მაგალითი არსებობს: ედუარდ შევარდნაძე - საქართველოში და ვიქტორ იანუკოვიჩი - უკრაინაში. მთავარი აქ ისაა, რომ პუტინს ვერ შეცვლი, პუტინი პუტინია.

დღევანდელი ბელარუსი 2014 წლის უკრაინისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამჟამინდელ ბელარუსში მიმდინარე პროტესტებში ანტირუსული ხასიათი არ ჩანს. თუმცა ამ ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია ყოველთვის ასეთი იქნება.

მოკლედ, რუსეთს ბელარუსის თავის ორბიტაზე შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს, მაგრამ არა სამხედრო თვალსაზრისით, არამედ გონიერებით - მოსკოვმა ქვეყნის მოსახლეობა უნდა დაარწმუნოს, რომ რუსეთთან ერთად ცხოვრება უფრო სასიამოვნო და მომგებიანია".

ავტორი: სიმონ კილაძე

მინსკში საპროტესტო აქციაზე 300 ადამიანი დააკავეს

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის ეკლესია დაიწვა

თანამედროვე ადოლფ ჰიტლერი - ვინ არის ნამიბიელი პოლიტიკოსი, რომელსაც ნაცისტების ლიდერის სახელი ჰქვია