სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენამდე მოვიდა ცუდი ინფორმაცია, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ" - ჯანდაცვის სამინისტრო
"ჩვენამდე მოვიდა ცუდი ინფორმაცია, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ" - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, რიგი ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი­სა და გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხრი­დან, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ 0-17 წლის ჩათ­ვლით ბავ­შვე­ბის­თვის 200 ლა­რი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მის, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რობს.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე ფა­სი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, რა­საც რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

"ჩვე­ნამ­დე მო­ვი­და ძა­ლი­ან ცუდი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ არ­სე­ბო­ბენ ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ქა­ლა­ქე­ებს ონ­ლა­ინ რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე ფა­სი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, რომ ეს არის კრი­მი­ნა­ლი და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დე­ბა ჩვე­ნამ­დე მო­სულ ყვე­ლა ასეთ ფაქ­ტზე. ეს არის უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­საც ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი მი­ი­ღე­ბენ მთავ­რო­ბის­გან,“ - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ ბარ­კა­ლა­ი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ასე­ვე ერთ-ერთ პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის სა­კუ­თა­რი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

„ჩვე­ნამ­დე მო­ვი­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ამ პრო­ცე­სის პო­ლი­ტი­ზე­ბას, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ბავ­შვი­ა­ნი ოჯა­ხე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა და ნამ­დვი­ლად არ გვაქვს სურ­ვი­ლი, რომ ამ პრო­ცე­სის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს ნე­ბის­მი­ერ­მა ძა­ლამ“, - აღ­ნიშ­ნავს ბარ­კა­ლა­ია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქე ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას ვერ ახერ­ხებს, არ აქვს წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­თან ან კომ­პი­უ­ტერ­თან, მას შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სსიპ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ნე­ბის­მი­ერ ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულს, ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებს, ან „ლი­ბერ­თი ბან­კის“ ფი­ლი­ა­ლებს. მათ­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სრუ­ლი­ად უფა­სოდ მოხ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
17

სახლებში აკაკუნებენ, მერიის სეზინფექციის სამსახურიდან ვართ, ფული დაყაჭეთ თორემ დაჯარიმდებითო, ეს არ არის კრიმინალი, არავინ დასჯილა და მომსახურებაში რომ ფული აიღოს ეგ კრიმინალია? მასე გრინ ქარდის მომსახურებაც კრიმინალი ყოფილა, სტაიანჩიკი რომ გეკაჩავება და მანქანის დაზიანებით გემუქრება, მაგ კრიმინალს ვერ ხედავთ? სახელმწიფო პარკინგი რომ გადაკეტილი აქვთ და მითვისებული, ვერც მაგას?

SILENSIO
0

ადამიანს რომ ორი წინადადების დაწერაში მიეხმარო ისიც ბავშვების ინტერესიდან გამომდინარე ფული უნდა მოსთხოვო?ასეთი ზნედაცემულები გავხდით ქართველები?!!!ასეთი სულითვაჭრები უნდა ამოძირკვო გენოფონდიდან!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ჩვენამდე მოვიდა ცუდი ინფორმაცია, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ" - ჯანდაცვის სამინისტრო

"ჩვენამდე მოვიდა ცუდი ინფორმაცია, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ" - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო, რიგი ფიზიკური პირებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ 0-17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200 ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამის, საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტზე საუბრობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებაშია ნათქვამი, გარკვეული პირები მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ, რასაც რეაგირება მოჰყვება.

"ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან,“ - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე ერთ-ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას სახელმწიფო პროგრამის საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ამ პროცესის პოლიტიზებას, ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, - აღნიშნავს ბარკალაია.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, მას შეუძლია მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. მათთვის დახმარების გაწევა სრულიად უფასოდ მოხდება.

24 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა რეგულაციების დაცვით შეძლებენ სკოლის ბუფეტები მუშაობას?

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა - რა თანხის დახარჯვას გეგმავს მერია?