სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი
დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

წი­თელ­სო­ფელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი დის­ტრი­ბუ­ტორს და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, ზუ­რაბ სეხ­ნი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მამა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია, თუმ­ცა მამა-შვი­ლი სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ცხოვ­რობ­დნენ და მათ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.

რო­გორც დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი გან­მარ­ტავს, დის­ტრი­ბუ­ტო­რის მა­მას კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია. თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამ­ჟა­მად კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

“მამა ჩვენ­თან მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხე­ბის წერ­ტი­ლი არ ჰქო­ნი­ათ. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა დუ­შეთ­ში ცხოვ­რობ­და და შვი­ლი წი­თელ­სო­ფელ­ში. მა­მას ე.წ. სწრა­ფი ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­და და პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია, თუმ­ცა, კა­რან­ტინ­შია. ვფიქ­რობთ, რომ ტეს­ტის პა­სუ­ხი ისევ უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, არ მინ­და, რომ მოვ­ლე­ნებს წინ გა­ვუს­წროთ. ჯერ არც კო­მენ­ტარს ვა­კე­თებ. სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია როცა გვექ­ნე­ბა, მერე მო­გაწ­ვდით“, - აცხა­დებს მერი.

ზუ­რაბ სეხ­ნი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, რო­გორც მე­რი­ა­ში, ასე­ვე დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სიმ­შვი­დეა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არა­ვი­თა­რი პა­ნი­კა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ავტორი:

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

წითელსოფელში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პირის მამა მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, თუმცა მამა-შვილი სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ და მათ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ.

როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, დისტრიბუტორის მამას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის ამჟამად კარანტინში იმყოფება.

“მამა ჩვენთან მუშაობდა, მაგრამ ერთმანეთთან შეხების წერტილი არ ჰქონიათ. ჩემი ინფორმაციით, მამა დუშეთში ცხოვრობდა და შვილი წითელსოფელში. მამას ე.წ. სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, თუმცა, კარანტინშია. ვფიქრობთ, რომ ტესტის პასუხი ისევ უარყოფითი იქნება. თუმცა, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. ჯერ არც კომენტარს ვაკეთებ. სრული ინფორმაცია როცა გვექნება, მერე მოგაწვდით“, - აცხადებს მერი.

ზურაბ სეხნიაშვილის განმარტებით, როგორც მერიაში, ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში სიმშვიდეა და მოსახლეობაში არავითარი პანიკა არ შეინიშნება.

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა

"ქობულეთის „წითელ ზონად“ გამოცხადების საშიშროება არ არის, ვფიქრობთ, ეს ცხელი წერტილი სწრაფად ჩაქრება" - ამირან გამყრელიძე უახლესი ცნობებით

"2 ქობულეთის შემთხვევასთან კავშირში მყოფი პირია" - ინფორმაცია კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევის წყაროებისა და კლასტერების შესახებ