მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება
"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის და უშ­ვი­ლო­ბის ცენ­ტრის ექი­მი, მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი სვა­ნეთ­ში კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი სვა­ნეთ­ში 14 დღი­ან კა­რან­ტინ­ში. ბევ­რი ჩემი პა­ცი­ენ­ტი, ახ­ლო­ბე­ლი, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი მწერს და მი­რე­კავს, მე­კი­თხე­ბი­ან რამე ხომ არ მჭირ­დე­ბა, მთა­ვა­ზო­ბენ დახ­მა­რე­ბას და ა. შ.

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, თბი­ლი მო­კი­თხვის­თვის და ყუ­რა­დღე­ბის­თვის, მინ­და გი­თხრათ, რომ ვიმ­ყო­ფე­ბი სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო­ში, სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბით და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლით, რო­მე­ლიც ისე ზრუ­ნავს ჩემ­ზე და ისეთ კომ­ფორ­ტს მიქ­მნის, რომ არც კი ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა ვი­ნატ­რო ამა­ზე მეტი...

მე ხომ სა­კუ­თარ თავს არას­დროს მივ­ცემ­დი იმის ფუ­ფუ­ნე­ბას, რომ ასე­თი ხან­გრძლი­ვი დრო­ით მოვ­წყვე­ტო­დი სამ­სა­ხურს და ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას. არა­და ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ერთი კარ­გი ხან­გრძლი­ვი დას­ვე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად მჭირ­დე­ბო­და, თუნ­დაც ის რად ღირს, რომ ჩემი მრა­ვალ­წლი­ა­ნი ქრო­ნი­კუ­ლი ბრონ­ქი­ტი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტი არ შვე­ლო­და, სვა­ნე­თის ჰა­ერ­მა სულ რა­ღაც 5 დღე­ში სრუ­ლად გან­კურ­ნა. ვზი­ვარ ახლა ჩემს მყუდ­რო ოთახ­ში და ვფიქ­რობ - ნეტა რა მაკ­ლია კი­დევ სრულ ბედ­ნი­ე­რე­ბამ­დე?

სვა­ნე­თის ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბი ჩემი ოთა­ხი­დან, მთე­ბის, ჩანჩქე­რე­ბის, ბა­ლა­ხე­ბი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი არო­მა­ტით გაჟ­ღენ­თი­ლი ჰა­ე­რი, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი საზ­რუ­ნა­ვე­ბის­გან ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი და ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბით დამ­ტკბა­რი... დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ყვე­ლას, ვინც ასე­თი სა­ო­ცა­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა და შემ­დეგ კი ისე­თი იძუ­ლე­ბი­თი კა­რან­ტი­ნი მო­მი­წყო, რომ ვფიქ­რობ, ჩემი ცხოვ­რე­ბის ეს მო­ნაკ­ვე­თი ერ­თერთ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ და და­უ­ვი­წყარ პე­რი­ო­დად იქ­ცე­ვა" - წერს მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს 10 აგ­ვის­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მა­ღა­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კის გამო შე­ი­ზღუ­და შეს­ვლა-გა­მოს­ვლა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში: დაბა მეს­ტი­ის, ბე­ჩოს, ეცე­რის, იდ­ლი­ა­ნის, იფა­რის, კა­ლას, ლა­ტა­ლის, ლა­ხა­მუ­ლის, ლენ­ჯე­რის, მუ­ლა­ხის, ნაკ­რას, უშ­გუ­ლის, ფა­რის, ცხუ­მა­რის, წვირ­მის, ჭუ­ბე­რის და ხა­ი­შის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში.

ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ღრმა ეპიდკვლე­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სვა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით აფეთ­ქე­ბის მი­ზე­ზი თბი­ლი­სი­დან ჩა­სუ­ლი ორ­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vas
3

ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ ყოველწლიულად ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა ვალს და შვებულებას ატარებდა სხვა ქვეყანაში, როდესაც საქართველოს ულამაზესი ადგილები მხოლოდ სურათებში შეიძლება ქონოდათ ნანახი

 

?!?!?!
39

ქრონიკული მრავალწლიანი ბრონქიტისაგან, რომელსაც თურმე არანაირი წამალი არ შველოდა,სვანეთის ჰაერით 5 დღეში სრულიად განკურნებულა ქალი, რომელიც პროფესიით ექიმია!!! 

ავტორი:

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

რეპროდუქციული მედიცინის და უშვილობის ცენტრის ექიმი, მანანა მგალობლიშვილი სვანეთში კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი სვანეთში 14 დღიან კარანტინში. ბევრი ჩემი პაციენტი, ახლობელი, ნაცნობი თუ უცნობი მწერს და მირეკავს, მეკითხებიან რამე ხომ არ მჭირდება, მთავაზობენ დახმარებას და ა. შ.

დიდი მადლობა ყველას, თბილი მოკითხვისთვის და ყურადღებისთვის, მინდა გითხრათ, რომ ვიმყოფები საუკეთესო სასტუმროში, საუკეთესო პირობებით და არაჩვეულებრივი პერსონალით, რომელიც ისე ზრუნავს ჩემზე და ისეთ კომფორტს მიქმნის, რომ არც კი ვიცი, რა შეიძლება ვინატრო ამაზე მეტი...

მე ხომ საკუთარ თავს არასდროს მივცემდი იმის ფუფუნებას, რომ ასეთი ხანგრძლივი დროით მოვწყვეტოდი სამსახურს და ყოველდღიურ რუტინას. არადა ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთი კარგი ხანგრძლივი დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა, თუნდაც ის რად ღირს, რომ ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი, რომელსაც არანაირი მედიკამენტი არ შველოდა, სვანეთის ჰაერმა სულ რაღაც 5 დღეში სრულად განკურნა. ვზივარ ახლა ჩემს მყუდრო ოთახში და ვფიქრობ - ნეტა რა მაკლია კიდევ სრულ ბედნიერებამდე?

სვანეთის ულამაზესი ხედები ჩემი ოთახიდან, მთების, ჩანჩქერების, ბალახებისა და ყვავილების თავბრუდამხვევი არომატით გაჟღენთილი ჰაერი, ამქვეყნიური საზრუნავებისგან ჩამოშორებული და შინაგანი თავისუფლების შეგრძნებით დამტკბარი... დიდი მადლობა ყველას, ყველას, ვინც ასეთი საოცარი მოგზაურობა და შემდეგ კი ისეთი იძულებითი კარანტინი მომიწყო, რომ ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი ერთერთ ყველაზე ბედნიერ და დაუვიწყარ პერიოდად იქცევა" - წერს მანანა მგალობლიშვილი.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ადგილზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. არსებული ინფორმაციით, სვანეთში კორონავირუსით აფეთქების მიზეზი თბილისიდან ჩასული ორსული ქალბატონი გახდა.

"ბედნიერებაა, როდესაც თავს გესხმის ის, ვინც შენს მიერ გავრილოვის პარლამენტიდან გაგდებაზე ბოდიშებს იხდიდა მოსკოვში" - რას პასუხობს სალომე სამადაშვილი ნინო ბურჯანაძეს

"ხვალ ჩემი შვილის დაბადების დღეა და მასთან არ ვიქნები... ვერ დავაღწიე თავი საავადმყოფოს, ვერ დავიბრუნე ხალისი" - ხიდაშელის ემოციური პოსტი კლინიკიდან

"ვარლამ გოლეთიანის გამოჩენა სალხინოში მიმაჩნია შეცდომად, როგორც მის გულშემატკივარს" - რას წერს გია ხუხაშვილი?