სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია
საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია

0-დან 17 წლის ჩათ­ვლით ბავ­შვე­ბის­თვის, 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მშობ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას დღე­ი­დან შეძ­ლე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი ინ­სტრუქ­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია, სა­მი­ნის­ტროს ვებ გვერ­დზე: www.moh.gov.ge და ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე -daxmareba.moh.gov.ge, რო­მე­ლიც უკვე ჩა­ირ­თო.

„ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე უნდა გან­თავ­სდეს შემ­დე­გი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია: ბავ­შვის სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი, პი­რა­დი ნო­მე­რი; მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხე­ლი, გვა­რი, პი­რა­დი ნო­მე­რი; მშობ­ლის/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ხელ­ზე კო­მერ­ცი­ულ სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გახ­სნი­ლი სა­ბან­კო ან­გა­რი­შის რეკ­ვი­ზი­ტე­ბი (ბან­კის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი); სა­კონ­ტაქ­ტო მო­ბი­ლუ­რი, რო­მელ­ზეც მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა მოხ­დე­ბა.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ, ვერ ხდე­ბა ბავ­შვსა და მშო­ბელს შო­რის ურ­თერ­თკავ­ში­რის და­დას­ტუ­რე­ბა, მშო­ბელ­მა ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე ბავ­შვის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა უნდა ატ­ვირ­თოს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვი­სა და ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დახ­მა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ ვერ ხდე­ბა ბავ­შვსა და კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის და­დას­ტუ­რე­ბა, კა­ნო­ნი­ერ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე მე­ურ­ვედ/მზრუნ­ვე­ლად და­ნიშ­ვნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა ატ­ვირ­თოს.

ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე შევ­სე­ბუ­ლი გა­ნა­ცხა­დით, მშო­ბე­ლი/კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ადას­ტუ­რებს შევ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სის­წო­რეს.

სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, ბავ­შვის ერთ-ერთი მშო­ბე­ლის ან კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ, ბავ­შვის ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე გან­ცხა­დე­ბის შევ­სე­ბის შემ­დეგ გა­ი­ცე­მა. 0-დან 17 წლის ჩათ­ვლით ბავ­შვე­ბის­თვის 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, მშობ­ლებს რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა 15 აგ­ვის­ტო­დან პირ­ველ დე­კემ­ბრამ­დე შე­ეძ­ლე­ბათ. დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბრი­დან.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფი­ზი­კურ პირი ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლას ვერ ახერ­ხებს, უნდა მი­მარ­თოს: სსიპ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყვე­ლა ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულს, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თველ­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებს, „ლი­ბერ­თი ბან­კის“ ფი­ლი­ა­ლებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, ელექტრო­ნულ პორ­ტალ­ზე შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ატ­ვირ­თვა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე - 1505.

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანუკა
7

სმს არ მოდის მობილურზე სარეგისტრაციო. ცხელ ხაზზე არავინ იღებს და მიხედავს ვინმე ამ პრობლემას? განცხადებები კარგი იცით და შესრულებული ჯერ ვერაფერი დავინახე

ნანა
0

არ მუშაოოოოობს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია

საიტი, სადაც 200 ლარიანი დახმარების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ, ჩაირთო - ნახეთ, დეტალური ინფორმაცია

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლები სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge, რომელიც უკვე ჩაირთო.

„ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს.

სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სამინისტროს განმარტებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

"3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია" - საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

როგორია შატილის გზაზე, ავარიის შედეგად დაშავებული 3 პაციენტის მდგომარეობა - ლევან რატიანი უახლესი ინფორმაციით

მარიამობა: მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი დღესასწაული - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღესთან დაკავშირებით