მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში
„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. მარ­თვი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ „ალ­ტერბრი­ჯში“ სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მებ­ზე გა­ნა­ცხა­დის მი­ღე­ბა 20 აგ­ვის­ტო­დან - 11 სექ­ტემ­ბრამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

„ალ­ტერბრი­ჯი“ და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დია მეც­ნი­ე­რე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­ნათ­ლე­ბა­სა და და­საქ­მე­ბას შო­რის“ - აცხა­დე­ბენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

„ალ­ტერბრი­ჯ­მა“ 6-წლი­ა­ნი უპი­რო­ბო ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ი­ღო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს კონ­კუ­რენ­ტულ ბა­ზარ­ზე კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­მხრი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე უნი­ვერ­სი­ტე­ტი გა­მოჩ­ნდა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფსი­ქო­ლო­გია ბა­კა­ლავ­რე­ბის­თვის, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია - მა­გის­ტრე­ბის­თვის თი­თო­ე­ულ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­მოც­დი­ლი და თა­ვი­ანთ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი გა­უ­ძღვე­ბი­ან.

„ჩვენ­მა პროგ­რა­მებ­მა სრუ­ლად უნდა შეც­ვა­ლოს PR-ის დონე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩვე­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფსი­ქო­ლო­გე­ბი, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, ნე­ი­რო­ლინგვის­ტუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბის უნა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად იქ­ნე­ბი­ან, შექ­მნან სწო­რი კონ­ტენ­ტი და მო­არ­გონ ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რე­სებს. ჩვენ უნდა შევ­ქმნათ პი­როვ­ნუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის ახა­ლი, სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ხელი შე­ვუ­წყოთ გა­ნათ­ლე­ბით და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას. “, აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, ნა­თია გო­ცა­ძე.

მისი გან­ცხა­დე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბი ცოდ­ნას უშუ­ა­ლოდ პრაქ­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან მი­ი­ღე­ბენ და თა­ვი­დან­ვე ჩა­ერ­თვე­ბი­ან სა­კო­მუ­ნი­კა­ციო აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

„ალ­ტერბრი­ჯის“ პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­როს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ: მე­დია, სა­რეკ­ლა­მო ინ­დუსტრია, მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი თუ სა­ჯა­რო უწყე­ბე­ბი - ყვე­ლა ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია მზა­დაა, „ალ­ტერბრი­ჯის“ სტუ­დენ­ტებს თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის და უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ.

“თა­ვი­დან­ვე ჩემი პი­რა­დი მო­ტი­ვა­ცია იყო, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დარ­გი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. ამ მიზ­ნით შე­იქ­მნა PR აკა­დე­მია, რო­მე­ლიც დღეს “ალ­ტერბრი­ჯის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია და უკვე 7 წე­ლია, ლი­დე­რია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. “ალ­ტერბრი­ჯშიც” პირ­ვე­ლი პროგ­რა­მე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ“, აღ­ნიშ­ნავს რექ­ტო­რი.

კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი, სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი და ფო­რუ­მე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი - ესაა იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს.

გარ­და ამი­სა, „ალ­ტერბრი­ჯში“ სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო პროგ­რა­მე­ბის გავ­ლაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი: ტრე­ნინ­გე­ბი, ვორ­ქშო­პე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი და ა.შ.

უნი­ვერ­სი­ტეტს გა­აჩ­ნია ასე­ვე მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რაც წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტებს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბით სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, „ალ­ტერბრი­ჯში“ პე­რი­ო­დუ­ლად იგეგ­მე­ბა პარტნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბის და ლექ­ტო­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნაც, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მის კურ­სებს გა­უ­ძღვე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ და­საქ­მე­ბას, ნა­თია გო­ცა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ალ­ტერბრი­ჯი“ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში ახალ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს გაზ­რდის, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ სი­ტყვას იტყვი­ან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია დღეს სჭირ­დე­ბა ყვე­ლას, ვის­თვი­საც სა­ზო­გა­დობ­რი­ვი აზრი, ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რე­პუ­ტა­ცია და გრძელ­ვა­დი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ჩვე­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ან ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. „ალ­ტერბრი­ჯი“ მის­ცემს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას, გახ­დნენ ბა­ზარ­ზე ინო­ვა­ტო­რი ლი­დე­რე­ბი, სტრა­ტე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პო­ლი­ტი­კას აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახალ დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნენ” - აღ­ნიშ­ნავს ნა­თია.

„ალ­ტერბრი­ჯი“ ეკო­ლო­გი­ურ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში, ბა­გებ­ში, ყო­ფი­ლი სტუდ­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ლოფ­ტის ტი­პის დი­ზა­ი­ნით და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბის სტრუქ­ტუ­რა უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ სტუ­დენ­ტებ­მა კომ­ფორ­ტულ და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში იმე­ცა­დი­ნონ და მი­ი­ღონ სა­ჭი­რო ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი.

NS

ავტორი:

„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სფეროს მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში უკვე ახალი საერთაშორისო სტანდარტებით გახდა შესაძლებელი. მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯში“ სამაგისტრო პროგრამებზე განაცხადის მიღება 20 აგვისტოდან - 11 სექტემბრამდე მიმდინარეობს.

„ალტერბრიჯი“ დამაკავშირებელი ხიდია მეცნიერებას, საზოგადოებას, განათლებასა და დასაქმებას შორის“ - აცხადებენ უნივერსიტეტში.

„ალტერბრიჯმა“ 6-წლიანი უპირობო ავტორიზაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სფეროს კონკურენტულ ბაზარზე კიდევ ერთი საინტერესო და მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე უნივერსიტეტი გამოჩნდა. საზოგადოებრივი ურთიერთობები და კომუნიკაციის ფსიქოლოგია ბაკალავრებისთვის, სტრატეგიული კომუნიკაცია - მაგისტრებისთვის თითოეულ ამ მიმართულებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამოცდილი და თავიანთ სფეროში წარმატებული პროფესორები გაუძღვებიან.

„ჩვენმა პროგრამებმა სრულად უნდა შეცვალოს PR-ის დონე საქართველოში. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან კომუნიკაციის ფსიქოლოგები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, ნეიროლინგვისტური პროგრამირების უნარები, რომლებიც მზად იქნებიან, შექმნან სწორი კონტენტი და მოარგონ ის საზოგადოებრივ ინტერესებს. ჩვენ უნდა შევქმნათ პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ განათლებით დასაქმების პერსპექტივას. “, აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი, ნათია გოცაძე.

მისი განცხადებით, სტუდენტები ცოდნას უშუალოდ პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან მიიღებენ და თავიდანვე ჩაერთვებიან საკომუნიკაციო აქტივობებში.

„ალტერბრიჯის“ პარტნიორი ორგანიზაციები კომუნიკაციების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ: მედია, სარეკლამო ინდუსტრია, მსხვილი კომპანიები თუ საჯარო უწყებები - ყველა ეს ორგანიზაცია მზადაა, „ალტერბრიჯის“ სტუდენტებს თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის და უნარების ათვისებაში დაეხმარონ.

“თავიდანვე ჩემი პირადი მოტივაცია იყო, რომ ქვეყანაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგი განვითარებულიყო. ამ მიზნით შეიქმნა PR აკადემია, რომელიც დღეს “ალტერბრიჯის” დამფუძნებელია და უკვე 7 წელია, ლიდერია არაფორმალური განათლების სფეროში. “ალტერბრიჯშიც” პირველი პროგრამები ამ მიმართულებით განვახორციელეთ“, აღნიშნავს რექტორი.

კვლევითი პროექტები, საჯარო შეხვედრები, სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და ფორუმები, პრაქტიკული სამუშაოები - ესაა იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალი, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

გარდა ამისა, „ალტერბრიჯში“ სასერტიფიკატო პროგრამების გავლაც არის შესაძლებელი: ტრენინგები, ვორქშოპები, პროფესიული მომზადების კურსები და ა.შ.

უნივერსიტეტს გააჩნია ასევე მჭიდრო კონტაქტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან მსოფლიოს მასშტაბით, რაც წარმატებულ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული კონტაქტების მეშვეობით, „ალტერბრიჯში“ პერიოდულად იგეგმება პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების და ლექტორების ჩამოყვანაც, რომლებიც შესაბამის კურსებს გაუძღვებიან.

რაც შეეხება მომავალ დასაქმებას, ნათია გოცაძის განცხადებით, „ალტერბრიჯი“ კომუნიკაციების სფეროში ახალ პროფესიონალებს გაზრდის, რომლებიც თავიანთ სიტყვას იტყვიან ამ მიმართულებით.

,,სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს სჭირდება ყველას, ვისთვისაც საზოგადობრივი აზრი, ლოიალური მომხმარებელი, რეპუტაცია და გრძელვადიანი ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. ჩვენი კურსდამთავრებულები იქნებიან პროფესიონალები, რომლებიც შექმნიან ამ ღირებულებებს. „ალტერბრიჯი“ მისცემს მათ საშუალებას, გახდნენ ბაზარზე ინოვატორი ლიდერები, სტრატეგები, რომლებიც საკომუნიკაციო პოლიტიკას აბსოლუტურად ახალ დონეზე აიყვანენ” - აღნიშნავს ნათია.

„ალტერბრიჯი“ ეკოლოგიურ და უსაფრთხო გარემოში, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს. ლოფტის ტიპის დიზაინით დაგეგმარებული შენობის სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა კომფორტულ და თავისუფალ გარემოში იმეცადინონ და მიიღონ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები.

NS

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღე საქართველოს რეგიონებში