სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."
დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

მსა­ხი­ო­ბი და ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი დღეს კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. რამ­დე­ნი­მე სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცოლს და­შორ­და. სა­ლო­მე (სალი) სულ­ხა­ნიშ­ვილ­ზე მსა­ხი­ობ­მა ორი წლის წინ იქორ­წი­ნა. ის "აკვა პარ­კის" მე­პატ­რო­ნის, ბიზ­ნეს­მენ ფეფე სულ­ხა­ნიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია.

ლე­ვა­ნი და სა­ლო­მე ერ­თმა­ნეთს 13 წლი­დან იც­ნობ­დნენ და რო­გორც ლე­ვა­ნი ამ­ბობს, ის მისი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იყო. და­შო­რე­ბის შემ­დეგ სა­ლო­მე ფეხ­ბურ­თელ­ზე გა­თხოვ­და და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ქმარ­თან ერ­თად მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და.

ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­ნახ­ლდა. სა­ბო­ლო­ოდ ლე­ვან­მა, ბა­თუ­მელ გო­გო­ნას­თან - ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილ­თან ჩაშ­ლი­ლი ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ ცო­ლად სა­ლო­მე მო­იყ­ვა­ნა.

ერთი წლის წინ წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი მი­ქა­ე­ლი შე­ე­ძი­ნა. მას შემ­დეგ, რაც ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს, ბიზ­ნეს­მენ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­გან შორს ყოფ­ნა არ­ჩია და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით აღარ ჩნდე­ბა. ის აღარც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რობს.

ლე­ვა­ნი­სა და სა­ლო­მეს გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო წყვი­ლის სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვა­ნი მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებს.

იგი­ვე გვი­თხრა ბიზ­ნეს­მე­ნის დე­დამ, ნონა ჯი­ბღაშ­ვილ­მაც:

- რას ამ­ბობთ, რა ცოლს და­შორ­და, და­სას­ვე­ნებ­ლად არი­ან ერ­თად და სამ თვე­ში მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბათ. გა­და­სა­რე­ვად ცხოვ­რო­ბენ, ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. სა­უ­კე­თე­სო რძა­ლი მყავს, გა­რეგ­ნო­ბით, ხა­სი­ა­თით... მთე­ლი პან­დე­მია ერ­თად ვი­ყა­ვით. ისე კი ხან კა­ხეთ­შიც არი­ან, ხან თბი­ლის­ში, ხა­ნაც ბა­თუმ­ში, მოკ­ლედ, თვი­თონ სა­დაც უნ­დათ, იქ ატა­რე­ბენ დროს. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბულ და ნი­ჭი­ერ ხალ­ხს ვერ იტა­ნენ, ასე­თე­ბი მარ­ტო მკვდრე­ბი უყ­ვართ. მად­ლო­ბა უფალს, ვცხოვ­რობთ ბედ­ნი­ე­რად, ჯან­მრთე­ლად... ვართ ჩვენ­თვის, აღარც ეკ­რან­ზე ვჩნდე­ბით და არც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ჩვენ თუ რა­მეს ვა­კე­თებთ, მხო­ლოდ ჩვე­ნი შრო­მით. ვშრო­მობთ სო­ფელ­შიც და ქა­ლაქ­შიც. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ჩემი რძა­ლი გა­და­სა­რე­ვი გოგო და სა­უ­კე­თე­სო ოჯა­ხის შვი­ლია, ულა­მა­ზე­სი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი.

- პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი რა ასა­კის არის?

- მი­ქა­ე­ლი წლი­ნა­ხევ­რის არის და ახლა მე­ო­რეს ვე­ლო­დე­ბით. პრო­ვო­კა­ცი­ებს რომ თავი ავა­რი­დოთ, ამი­ტომ ვართ წყნა­რად... და­წე­რეთ აუ­ცი­ლებ­ლად, რომ ქარ­თვე­ლებს არ უყ­ვართ გვერ­დით წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ასე­თე­ბი უყ­ვართ მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი. იმა­ზე დარ­დით კი არ უნდა და­ხარ­ჯონ ენერ­გია, რა­ტომ არის სხვა ბედ­ნი­ე­რი, არა­მედ თა­ვა­დაც უნდა იშ­რო­მონ. მე და სა­ლო­მე არ ვართ რძალ-დე­დამ­თი­ლი, მე­გობ­რე­ბი ვართ და სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. გა­და­სა­რევ შვი­ლებს აჩენს და გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი. არა­ვის ხელს არ ვუშ­ლით და დაგ­ვა­ნე­ბონ თავი.

პრო­ვო­კა­ცი­ა­ში ერთხელ უკვე გახ­ვი­ეს ლე­ვა­ნი. არ მი­ჯე­რებ­და, რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ადა­მი­ა­ნებს ბო­რო­ტე­ბა უფრო მოს­წონთ, ვიდ­რე სი­კე­თე-მეთ­ქი. ხომ ნა­ხეთ, პან­დე­მი­ის დროს რა მოხ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი უბე­დუ­რე­ბის დროს ამო­უდ­გნენ მხარ­ში და იმი­ტომ გა­და­ვი­ტა­ნეთ მარ­ტი­ვად. რო­გორც კი ვი­ღაც ბედ­ნი­ე­რი გა­მოგ­ვე­რე­ვა, მერე ვცდი­ლობთ კი­სერ­ში ვე­ცეთ და და­ვახ­რჩოთ, ამი­ტომ შევ­მცირ­დით 12 მი­ლი­ო­ნი­დან ორ მი­ლი­ო­ნამ­დე. მე და ჩემი შვი­ლე­ბი ვცხოვ­რობთ და ვიზ­რდე­ბით პო­ზი­ტი­ვით. დღე და ღამე ვშრო­მობ, რომ ჩემს გარ­შე­მო ყვე­ლას დღე­სას­წა­უ­ლი ჰქონ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
18

რა საინტერესოა თქვენმა შვილმა რით მიაღწია წარმატებას ? სერიალ დეტექტივებით თუ კალანდაძის ვითომ ეროტიული ფილმით ? ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც მამულიჩასავით თავჩახრილი რომ იდექით სასამართლოს წინაშე და რატომ ეგენი წეროს დედათქვენმა , ასე რომ ... 

antistepleri
4

ძაააან მეცინება ძაააან )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

დაშორდა თუ არა ცოლს ლევან ჯიბღაშვილი, ბიზნესმენის დედის კომენტარი -  "ხელს არავის ვუშლით და დაგვანებონ თავი..."

მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. რამდენიმე საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ის ცოლს დაშორდა. სალომე (სალი) სულხანიშვილზე მსახიობმა ორი წლის წინ იქორწინა. ის "აკვა პარკის" მეპატრონის, ბიზნესმენ ფეფე სულხანიშვილის ქალიშვილია.

ლევანი და სალომე ერთმანეთს 13 წლიდან იცნობდნენ და როგორც ლევანი ამბობს, ის მისი პირველი სიყვარული იყო. დაშორების შემდეგ სალომე ფეხბურთელზე გათხოვდა და გარკვეული პერიოდი ქმართან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა.

ოჯახის დანგრევის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და წყვილს შორის ურთიერთობაც განახლდა. საბოლოოდ ლევანმა, ბათუმელ გოგონასთან - ნინიკო ნაცარაშვილთან ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ ცოლად სალომე მოიყვანა.

ერთი წლის წინ წყვილს საერთო შვილი მიქაელი შეეძინა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით გაასამართლეს, ბიზნესმენმა საზოგადოებრივი ცხოვრებისგან შორს ყოფნა არჩია და ტელევიზიებით აღარ ჩნდება. ის აღარც სოციალურ ქსელში აქტიურობს.

ლევანისა და სალომეს განქორწინების შესახებ ინფორმაცია უარყო წყვილის საერთო მეგობარმა. მისი ინფორმაციით, ლევანი მეორე შვილს ელოდება და მეუღლესთან ერთად ბათუმში ისვენებს.

იგივე გვითხრა ბიზნესმენის დედამ, ნონა ჯიბღაშვილმაც:

- რას ამბობთ, რა ცოლს დაშორდა, დასასვენებლად არიან ერთად და სამ თვეში მეორე შვილი შეეძინებათ. გადასარევად ცხოვრობენ, ბედნიერი ოჯახი აქვთ. საუკეთესო რძალი მყავს, გარეგნობით, ხასიათით... მთელი პანდემია ერთად ვიყავით. ისე კი ხან კახეთშიც არიან, ხან თბილისში, ხანაც ბათუმში, მოკლედ, თვითონ სადაც უნდათ, იქ ატარებენ დროს. საქართველოში წარმატებულ და ნიჭიერ ხალხს ვერ იტანენ, ასეთები მარტო მკვდრები უყვართ. მადლობა უფალს, ვცხოვრობთ ბედნიერად, ჯანმრთელად... ვართ ჩვენთვის, აღარც ეკრანზე ვჩნდებით და არც სოციალურ ქსელში. ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი შრომით. ვშრომობთ სოფელშიც და ქალაქშიც. მადლობა ღმერთს, ჩემი რძალი გადასარევი გოგო და საუკეთესო ოჯახის შვილია, ულამაზესი და განათლებული.

- პირველი შვილიშვილი რა ასაკის არის?

- მიქაელი წლინახევრის არის და ახლა მეორეს ველოდებით. პროვოკაციებს რომ თავი ავარიდოთ, ამიტომ ვართ წყნარად... დაწერეთ აუცილებლად, რომ ქართველებს არ უყვართ გვერდით წარმატებული და ნიჭიერი ადამიანი, ასეთები უყვართ მხოლოდ მიცვალებულები. იმაზე დარდით კი არ უნდა დახარჯონ ენერგია, რატომ არის სხვა ბედნიერი, არამედ თავადაც უნდა იშრომონ. მე და სალომე არ ვართ რძალ-დედამთილი, მეგობრები ვართ და საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს. გადასარევ შვილებს აჩენს და გვიყვარს ერთმანეთი. არავის ხელს არ ვუშლით და დაგვანებონ თავი.

პროვოკაციაში ერთხელ უკვე გახვიეს ლევანი. არ მიჯერებდა, რომ ვეუბნებოდი ადამიანებს ბოროტება უფრო მოსწონთ, ვიდრე სიკეთე-მეთქი. ხომ ნახეთ, პანდემიის დროს რა მოხდა, ადამიანები უბედურების დროს ამოუდგნენ მხარში და იმიტომ გადავიტანეთ მარტივად. როგორც კი ვიღაც ბედნიერი გამოგვერევა, მერე ვცდილობთ კისერში ვეცეთ და დავახრჩოთ, ამიტომ შევმცირდით 12 მილიონიდან ორ მილიონამდე. მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ და ვიზრდებით პოზიტივით. დღე და ღამე ვშრომობ, რომ ჩემს გარშემო ყველას დღესასწაული ჰქონდეს.

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა

დღის ფოტო: მეგანისა და ჰარის ოჯახური პორტრეტი - "ის ყველას აჩვენებს, როგორი უნდა იყოს სამაგალითო ქმარი"

"სამეფო კარის თამაშები" და  ბრიტანული სამეფო ოჯახის  მანკიერი მხარეები - 13 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰარისა და მეგანის 7 მლნ დოლარიანი ინტერვიუდან