მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის
სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები,  თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

სევ­რის სამ­შვი­დო­ბო (სა­ზა­ვო) ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა

სევ­რი - ამ ფრან­გუ­ლი ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი ბევ­რს, ალ­ბათ, ცნო­ბი­ლი ფა­ი­ფუ­რის ნა­კე­თო­ბებს გა­ახ­სე­ნებს: სევრში მდე­ბა­რე­ობს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კე­რა­მი­კის მა­ნუ­ფაქ­ტუ­რა (კომ­პა­ნია), თუმ­ცა ასე­ვე ბევ­რმა, ალ­ბათ, არ იცის, რომ ზუს­ტად ასი წლის წინ სევრში ხელი მო­ე­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­მაც ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ბედი გა­და­წყვი­ტა.

1920 წლის 10 აგ­ვის­ტო. სევრში ზა­ფხუ­ლის პა­პა­ნა­ქე­ბაა. ფა­ი­ფუ­რის მა­ნუ­ფაქ­ტუ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან უჩ­ვე­უ­ლო ხალ­ხმრავ­ლო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა - აქ არის უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კო­სი, დიპ­ლო­მა­ტი, ჟურ­ნა­ლის­ტი... დღის 12 სა­ა­თი­სათ­ვის შე­ნო­ბის წინ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ჩერ­დე­ბი­ან, გად­მო­დი­ან პირ­ველ მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ან­ტან­ტის (მო­კავ­ში­რე­თა) ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი... აქვე ვხე­დავთ და­მარ­ცხე­ბუ­ლი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, რომ­ლებ­საც ცოტა ხნის შემ­დეგ შე­ნო­ბის დიდ დარ­ბაზ­ში ერ­თობ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო დო­კუ­მენტზე მო­უ­წევთ ხელ­მო­წე­რა - ოდეს­ღაც ძლე­ვა­მო­სი­ლი იმ­პე­რი­ის დაშ­ლა-და­ნა­წი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მაშ ასე, სევრში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დგო­მი მცი­რე აზი­ის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის და ნა­წი­ლობ­რივ, კავ­კა­სი­ის მო­წყო­ბის სა­კი­თხი წყდე­ბა... ფორმ­დე­ბა სა­ზა­ვო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­მარ­ჯვე­ბულს და და­მარ­ცხე­ბულს შო­რის, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ვერ­სალ-ვა­შინგტო­ნის სის­ტე­მის ნა­წილს (ანუ ასა­ხავს იმ ახალ მსოფ­ლიო წეს­რიგს, რო­მე­ლიც 1919 წლის 27 ივ­ნი­სის ვერ­სა­ლის სა­ზა­ვო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­და პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ).

  • ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტე­ბი

ერთი მხრივ - ან­ტან­ტის წევ­რე­ბი და მათი სა­ტე­ლი­ტი ქვეყ­ნე­ბი (საფ­რან­გე­თი, იტა­ლია, ია­პო­ნია, ბელ­გია, სა­ბერ­ძნე­თი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, სერ­ბეთ-ხორ­ვა­ტეთ-სლო­ვე­ნე­თის სა­მე­ფო, ჰი­ჯა­ზის სა­მე­ფო, ჩე­ხოს­ლო­ვა­კია); მე­ო­რე მხრივ - ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რია (თურ­ქე­თი),

დო­კუ­მენტს ხელს აწე­რენ ან­ტან­ტის ქვეყ­ნე­ბის მე­თა­უ­რე­ბი, პირ­ველ მსოფ­ლიო ომში ან­ტან­ტის მხა­რე­ზე მებ­რძო­ლი ქვეყ­ნე­ბის (ბრი­ტა­ნე­თის დო­მი­ნი­ო­ნე­ბის) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სულ­თან მეჰ­მედ VI-ის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რე­ბი ჰა­ა­დი-ფაშა და რიზა თევ­ფიკ-ბეი, აგ­რეთ­ვე სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის დაშ­ნა­კუ­რი მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ავე­ტის აგა­რო­ნი­ა­ნი.

  • ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი

ა) ინ­გლის-საფ­რან­გეთ-რუ­სე­თის (ე.წ. „სა­იქს-პი­კოს“) სა­ი­დუმ­ლო შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც და­ი­დო 1916 წელს დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო მრჩევ­ლის მარკ სა­იქ­სის და საფ­რან­გე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის ფრან­სუა ჟორჟ-პი­კოს მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად ბე­ი­რუთ­ში. ბე­ი­რუ­თის შემ­დეგ მო­ლა­პა­რა­კე­ბა გაგ­რძელ­და პე­ტერ­ბურ­გში. დო­კუ­მენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას. საფ­რან­გე­თი იღებ­და იმ­პე­რი­ის სამ­ხრეთ-ღმო­სავ­ლეთ ნა­წილს, ჩრდი­ლო­ეთ ერაყს, სი­რი­ა­სა და ლი­ბანს. ინ­გლი­სი იღებ­და იმ ტე­რი­ტო­რი­ას, რო­მელ­ზეც თა­ნა­მედ­რო­ვე იორ­და­ნია, ერა­ყის სამ­ხრე­თი ნა­წი­ლი და ის­რა­ე­ლი მდე­ბა­რე­ობს. პე­ტერ­ბურ­გში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქნა რუ­სე­თის მთავ­რო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი: ოს­მა­ლეთ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რუ­სე­თი იღებ­და ბოს­ფორ-დარ­და­ნე­ლის სრუ­ტე­ებს, კონ­სტან­ტი­ნო­პოლს (სტამ­ბოლს), და­სავ­ლეთ სომ­ხეთს და ქურ­თის­ტა­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილს.

შე­ნიშ­ვნა: რად­გა­ნაც რუ­სეთ­ში 1917 წელს კო­მუ­ნის­ტუ­რი (ბოლ­შე­ვი­კუ­რი) გა­დატ­რი­ა­ლე­ბა („ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცია“) მოხ­და, საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ უარი გა­ნა­ცხა­და ან­ტან­ტის წევ­რო­ბა­ზე და მისი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გა­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რა­ში.

ბ) სან-რე­მოს (იტა­ლია) 1920 წლის 19-26 აპ­რი­ლის კონ­ფე­რენ­ცი­ის (დიდი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის და იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის, აგ­რეთ­ვე ია­პო­ნი­ის ელ­ჩის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მარ­თვის თა­ო­ბა­ზე ერთა ლი­გის მან­და­ტით. ოს­მა­ლე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლის (ტრა­პი­ზო­ნი, არ­თვი­ნი, ერ­ზე­რუ­მი) ბე­დის გა­და­სა­წყვე­ტად სან-რე­მოს კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მიწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლე­გა­ცი­ე­ბიც, საქ­მე ეხე­ბო­და ბა­თუ­მის ნავ­სად­გუ­რით ერ­თობ­ლივ სარ­გებ­ლო­ბას, რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბას ყარ­სი­დან ბა­თუ­მამ­დე, მდი­ნა­რე ჭო­რი­ხის ხე­ო­ბის გავ­ლით. სამ­წუ­ხა­როდ, თბი­ლის­სა და ერე­ვანს შო­რის ერ­თი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა-შე­თან­ხმე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, სან-რე­მოს მო­ლა­პა­რა­კე­ბის მო­ნა­წი­ლე ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლი წერს თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1918-1921 წლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ში", სომ­ხე­ბი ითხოვ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (არ­თვი­ნის ოლ­ქში) აგე­ბუ­ლი რკი­ნიგ­ზა მათ სა­კუთ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო, ასე­ვე სურ­დათ მისი ერთ-ერთი გან­შტო­ე­ბა ბა­თუ­მი­დან რი­ზეს ნავ­სად­გურ­შიც გა­სუ­ლი­ყო, ანუ ისი­ნი ბა­თუ­მით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბოდ­ნენ და რი­ზე­ში სა­კუ­თა­რი დიდი პორ­ტის შექ­მნა სურ­დათ. მოკ­ლედ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შე­თან­ხმე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

  • ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ზა­ნი და პი­რო­ბე­ბი

სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ზა­ნი იყო ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის (თურ­ქე­თის) პერ­სპექ­ტი­ვა - მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სი, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ან­ტან­ტის წევ­რებს შო­რის და და­ყო­ფა მარ­თვის (გავ­ლე­ნის) ზო­ნე­ბად.

დო­კუ­მენ­ტის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრა ოს­მა­ლე­თის არ­მი­ის რა­ო­დე­ნო­ბა - 50 ათა­სამ­დე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ოს­მა­ლე­თის (თურ­ქე­თის) ფი­ნან­სებ­ზე წეს­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტრო­ლი. გარ­და ამი­სა, ოს­მა­ლე­თი კარ­გავ­და ტე­რი­ტო­რი­ებს:

ა) ევ­რო­პულ ნა­წილს - აღმ.თრა­კი­ას, ად­რი­ა­ნო­პოლს, ეგე­ო­სის ზღვის კუნ­ძუ­ლებს - რომ­ლე­ბიც სა­ბერ­ძნეთს გა­და­ე­ცა. სა­ბერ­ძნეთ­მა მი­ი­ღო აგ­რეთ­ვე სმი­რა (დღე­ვან­დე­ლი იზ­მი­რი);

ბ) ალ­ბა­ნე­თი ცხად­დე­ბო­და იტა­ლი­ის პრო­ტექ­ტო­რა­ტად;

გ) კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი და შავი ზღვის სრუ­ტე­ე­ბი ცხად­დე­ბო­და დე­ლი­მი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნად. რო­გორც ით­ქვა, ოს­მა­ლე­თის ეს ნა­წი­ლი რუ­სეთს უნდა გა­და­ცე­მო­და, მაგ­რამ რად­გა­ნაც საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ან­ტან­ტი­დან გა­ვი­და, ქა­ლაქ­ზე და სრუ­ტე­ებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო მარ­თვა გა­მო­ცხად­და;

დ) სი­რი­ი­სა და ლი­ბა­ნის მარ­თვის მან­და­ტი გა­და­ე­ცა საფ­რან­გეთს;

ე) პა­ლეს­ტი­ნი­სა და მე­სო­პო­ტა­მი­ის მარ­თვის მან­და­ტი - დიდ ბრი­ტა­ნეთს;

ვ) ოს­მა­ლე­თი (თურ­ქე­თი) კარ­გავ­და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კას (სი­რი­ას, ტუ­ნისს, ეგ­ვიპ­ტეს), არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულს (სა­დაც ცხად­დე­ბო­და ჰი­ჯა­ზის სა­მე­ფოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა). ყვე­ლა მათ­ზე პრო­ტექ­ტო­რატს იღებ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თი;

ზ) ოს­მა­ლე­თი აღი­ა­რებ­და სომ­ხეთს "თა­ვი­სუ­ფალ და და­მო­უ­კი­დე­ბელ" სა­ხელ­მწი­ფოდ. "თურ­ქე­თი და სომ­ხე­თი თან­ხმდე­ბოდ­ნენ, რომ მათ შო­რის სა­ზღვა­რი (ვა­ნის, ბით­ლი­სი­სა, ერ­ზე­რუ­მის, ტრა­პი­ზო­ნის ვი­ლა­ი­თებ­თან მი­მარ­თე­ბით) და სომ­ხე­თის­თვის შავ ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი დად­გინ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რა­ჟით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ვუდ­რო ვილ­სო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ასე­ვე ორი­ვე მხა­რე აცხა­დებ­და, რომ აღი­ა­რებ­და არ­ბიტ­რა­ჟის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სომ­ხეთ­თან მო­მიჯ­ნა­ვე ოს­მა­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ცხად­დე­ბო­და დე­ლი­მი­ტა­რი­ზე­ბულ ზო­ნად“ (მუხ­ლი 89).

"სომ­ხე­თის სა­ზღვრე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­თან და სა­ქარ­თვე­ლოს­თან (ტე­რი­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად) დად­გინ­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თო თან­ხმო­ბით. თუ რა­ი­მე შემ­თხვე­ვის გამო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის თან­ხმო­ბა არ მოხ­დე­ბა, მა­შინ სა­ზღვარს დად­გინ­დე­ბა მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის შუ­ა­მავ­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ მის ად­გილ­ზე გა­ტა­რე­ბას" (სტა­ტია 92).

"ბა­თუ­მის პორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით შავ ზღვა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს, აზერ­ბა­ი­ჯანს, სომ­ხეთს და სპარ­სეთს. პორ­ტით სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის მათ აქვთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ტრან­ზი­ტის უფ­ლე­ბა" (მუხ­ლი 350). ეს ნიშ­ნავს, რომ სომ­ხეთს, აზერ­ბა­ი­ჯანს და სპარ­სეთს ეძ­ლე­ო­დათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ით თა­ვი­სუფ­ლად სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა - ტვირ­თე­ბის გა­და­სა­ზი­დად და მგზავ­რთა გა­და­საყ­ვა­ნად..

შე­ნიშ­ვნა: "ახა­ლი თურ­ქე­თის“ მთავ­რო­ბამ მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, უარი გა­ნა­ცხა­და სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, დიდ ეროვ­ნულ კრე­ბას (პარ­ლა­მენტს) მისი რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია.

  • აშშ-ის სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და სომ­ხე­თის ბედი

1920 წლის 22 ნო­ემ­ბერს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ვუდ­რო ვილ­სონ­მა მო­კავ­ში­რე­ებს გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რუდ­გი­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვით თურ­ქე­თი სომ­ხეთს გა­დას­ცემ­და 103 ათას 599 კვ.კმ. ფარ­თო­ბის ტე­რი­ტო­რი­ას, მათ შო­რის ვა­ნი­სა და ბით­ლი­სის ვი­ლა­ი­ე­ტე­ბის ორ მე­სა­მედს, თით­ქმის მთლი­ა­ნად ტრა­პი­ზო­ნის ვი­ლა­ი­ეთს, ტრა­პი­ზო­ნის ნავ­სად­გუ­რის ჩათ­ვლით. ანუ სომ­ხე­თი ერ­თი­ან­დე­ბო­და და იღებ­და გა­სას­ვლელს შავ ზღვა­ზე. თუმ­ცა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უკვე მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ ჰქონ­და...

1920 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში, სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ახა­ლი თურ­ქე­თის ქე­მა­ლის­ტუ­რი მთავ­რო­ბის არ­მი­ამ სომ­ხეთს შე­უ­ტია და ხელ­ში ჩა­იგ­დო ჯერ ყარ­სი, შემ­დეგ კი ალექ­სან­დრო­პო­ლი (ყოფ. ლე­ნი­ნა­კა­ნი, დღე­ვან­დე­ლი გი­უმ­რი), თურ­ქე­ბი და­ი­მუქრნენ ერევ­ნის და­პყრო­ბი­თაც. 1920 წლის ნო­ემ­ბერ­ში სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო გა­ნად­გუ­რე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. 1920 წლის 2 დე­კემ­ბერს ქა­ლაქ ალექ­სან­დრო­პოლ­ში და­ი­დო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რის მი­ხედ­ვით სომ­ხეთ­მა უარი თქვა ყარ­სის ოლ­ქზე და სურ­მა­ლის მაზ­რა­ზე არა­რა­ტის მთას­თან ერ­თად. ამა­სო­ბა­ში სომ­ხეთ­ში წი­თე­ლი არ­მი­ის ნა­წი­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ, დაშ­ნაკ­თა მთავ­რო­ბა და­ემ­ხო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ალექ­სან­დრო­პო­ლის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი გან­მე­ორ­და 1921 წლის მარტ-ოქ­ტომ­ბერ­ში და­დე­ბულ მოს­კო­ვი­სა და ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში.

  • იყო თუ არა ალ­ტერ­ნა­ტი­ვა?

სო­მე­ხი მკვლე­ვა­რე­ბის აზ­რით, რად­გა­ნაც ქე­მა­ლის­ტურ­მა თურ­ქეთ­მა სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, სომ­ხეთს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ერ­თე­ბა მხო­ლოდ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ეძ­ლო, მაგ­რამ მის 30-ათა­სი­ან არ­მი­ას წინ 50 ათა­სი­ა­ნი ქე­მა­ლის­ტთა არ­მია ეღო­ბე­ბო­და. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სომ­ხე­თი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­და მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­შირ­ში, მაგ­რამ ორ მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში საკ­მაო პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობ­და და მათი გა­და­ლახ­ვა ვერ მო­ხერ­ხდა. თურ­ქუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია უკე­თე­სად მუ­შა­ობ­და: 1920 წლის 8 სექ­ტემ­ბერს მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის და­ვა­ლე­ბით თბი­ლის­ში თურ­ქე­თის დე­ლე­გა­ცია გა­ემ­გზავ­რა (ხელ­მძღვა­ნე­ლი - იუ­სუფ ქე­მალ-ბეი, მი­ნის­ტრი) და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მარ­თა.

  • სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა

ა) სომ­ხე­თი­სათ­ვის:

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სევრში ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი სომ­ხე­ბის სა­უ­კუ­ნო ოც­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და: იქ­მნე­ბო­და "დიდი სომ­ხე­თის" კონ­ტუ­რე­ბი და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, რაც იმ­დრო­ინ­დელ დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში "სომ­ხუ­რი სა­კი­თხის" სა­ხე­ლით იყო ცნო­ბი­ლი. სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, სომ­ხე­თის ამ­ბი­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბო­და რო­გორც თურ­ქე­თის, ასე­ვე კავ­კა­სი­უ­რი მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ. შავ ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რი სომ­ხეთს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან..

ბ) სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის

ზუ­რაბ ავა­ლიშ­ვი­ლი თა­ვის წიგნ­ში სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას "ბედ­ნავსს" უწო­დებს, რო­მე­ლიც "და­სავ­ლეთ ევ­რო­პის კო­ლექ­ტი­უ­რი "ვე­ლი­კო­დერ­ჟა­ვუ­ლი" თვალ­საზ­რი­სის ნა­ყოფს წარ­მო­ად­გენს". სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტი (ანუ ხელ­მომ­წე­რი) სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა, რო­გორც ზე­მოთ უკვე აღი­ნიშ­ნა, დო­კუ­მენ­ტის რიგი მუხ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლად ეხე­ბო­და. გარ­და ამი­სა, არის რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი, რო­მე­ლიც წინ უძღო­და სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას:

ერთი მხრივ, როცა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის აჭა­რის (ბა­თუ­მის ოლ­ქის) დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, 1920 წლის 28 ივ­ნისს ბა­თუმ­ში ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთს შო­რის კონ­ცე­სი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სომ­ხე­თი­დან (ყარ­სი­დან) რკი­ნიგ­ზის გაყ­ვა­ნას შავ ზღვამ­დე, მდი­ნა­რე ჭო­რო­ხის ხე­ო­ბის გავ­ლით. ანუ დიდი ბრი­ტა­ნე­თი სომ­ხეთ­ზე ზრუ­ნავ­და და სა­ქარ­თვე­ლოს აი­ძუ­ლებ­და ტე­რი­ტო­რია რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის და­ეთ­მო. მე­ო­რე მხრივ - თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სომ­ხე­თის იმ­დრო­ინ­დელ აგ­რე­სი­ულ პო­ლი­ტი­კას, მე­ზობ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­სი­კე­თო არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

არის მე­სა­მე მო­მენ­ტიც: სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გამო და­წყე­ბუ­ლი თურ­ქეთ-სომ­ხე­თის ომით სა­ქარ­თვე­ლომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გარ­კვე­უ­ლი სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბი მი­ი­ღო: გა­ა­ფარ­თო­ვა კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის არე­ა­ლი არ­ტა­ა­ნის ოლ­ქში (ჩრდი­ლის ტბის ზო­ნა­ში) და ჯა­რე­ბი შე­იყ­ვა­ნა ლო­რის ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში (სომ­ხეთ­თან შე­თან­ხმე­ბით).

  • სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შემ­დეგ: ლო­ზა­ნა

სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერც ან­ტან­ტის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა და ვერც სომ­ხეთ­მა ვერ მო­ას­წრეს, შე­სა­ბა­მი­სად, დო­კუ­მენ­ტის პი­რო­ბებს იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ შე­უ­ძე­ნია. თურ­ქულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ამ მი­აღ­წია იმას, რომ სევრში და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი­ყო. 1923 წლის 24 ივ­ლისს ლო­ზა­ნა­ში (იტა­ლია) გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად გა­ფორმ­და მრა­ვალ­მხრი­ვი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში "ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის" სა­ხე­ლით შე­ვი­და: მას­ზე ხელი მო­ა­წე­რეს ერთი მხრივ - დიდი ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, ია­პო­ნი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, რუ­მი­ნე­თი­სა და სერ­ბე­ბის, ხორ­ვა­ტე­ბი­სა და სლო­ვე­ნი­ე­ლე­ბის სა­მე­ფოს და მე­ო­რე მხრივ - თურ­ქე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

1923 წლის ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ, ფაქ­ტი­უ­რად, 1920 წლის სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჩა­ა­ნაც­ვლა: ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის სა­ზღვრე­ბი, იუ­რი­დი­უ­ლად გა­ა­ფორ­მა ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბამ გა­მო­ა­ცხა­და ზავი თურ­ქეთ­სა და ან­ტან­ტის სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის. თურ­ქეთ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა აღ­მო­სავ­ლე­თი თრა­კია, იზ­მი­რი, ვანი, ბით­ლი­სი, ერ­ზე­რუ­მი, ტრა­პი­ზო­ნი და სხვა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც და­კარ­გა სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­დე­გად. იმავდრო­უ­ლად თურ­ქეთ­მა უარი თქვა არა­ბეთ­ზე, ეგ­ვიპ­ტე­ზე, სუ­დან­ზე და სხვა გავ­ლე­ნის სფე­რო­ებ­ზე.

1923 წლის 23 აგ­ვის­ტოს თურ­ქეთ­მა მო­ახ­დი­ნა ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცია, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ იუ­რი­დი­ულ ძა­ლა­ში შე­ვი­და 1924 წლის 6 აგ­ვის­ტო­დან, რო­დე­საც მისი რა­ტი­ფი­კა­ცია ყვე­ლა ხელ­მომ­წერ­მა სა­ხელ­მწი­ფომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

  • სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე სომ­ხე­თი

რო­გორც უკვე ავღ­ნიშ­ნეთ, სომ­ხე­თი­სათ­ვის სევრში და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა "სომ­ხუ­რი სა­კი­თხის" გა­და­წყვე­ტის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენტს წარ­მო­ად­გენს.

სომ­ხეთ­ში, თურ­ქეთ-აზერ­ბა­ი­ჯან­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, სულ უფრო ხში­რად გა­ის­მის ხმე­ბი, რომ სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას სომ­ხე­თის­თვის ძალა არ და­უ­კარ­გავს. სო­მე­ხი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალმცოდ­ნე­ე­ბის არ­გუ­მენ­ტე­ბი ასე­თია:

ა) ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში არ არის ნათ­ქვა­მი, რომ სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­უქ­მე­ბუ­ლია;

ბ) მარ­თა­ლია, სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ამით აშშ-ის სა­არ­ბიტ­რა­ჟო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ შეც­ვლი­ლა, ანუ ის დღე­საც ძა­ლა­შია და სომ­ხე­თი, გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ეც­დე­ბა მის რე­ა­ლი­ზე­ბას.

გ) ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში თურ­ქე­თი­სა და სომ­ხე­თის სა­ზღვრე­ბი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, იუ­რი­დი­უ­ლად, თურ­ქეთს სომ­ხე­თის კუთ­ვნი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი უკა­ნო­ნოდ აქვს და­კა­ვე­ბუ­ლი.

დ) რაც შე­ე­ხე­ბა მოს­კო­ვი­სა და ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით სომ­ხეთ-თურ­ქე­თის სა­ზღვრე­ბი დად­გინ­და, არც ის დო­კუ­მენ­ტე­ბი არ არი­ან სრულ­ყო­ფილ­ნი, რად­გან მათი ხელ­მო­წე­რის დროს თურ­ქე­თის და რუ­სე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­სუ­ბი­ექ­ტე­ბად არ იყ­ვნენ აღი­ა­რე­ბულ­ნი.

  • სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თი

თურ­ქე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პი­რა­დად პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას იძუ­ლე­ბით და თავ­სმოხ­ვე­ულს უწო­დებს, რომ­ლის შე­დე­გად თურ­ქეთ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კარ­გა, მათ შო­რის ხმელ­თა­შუა ზღვის შელ­ფიც. იგი არას­რულ­ყო­ფი­ლად თვლის ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­საც, რომ­ლის თა­ნახ­მად, თურ­ქეთ­მა ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აღიდ­გი­ნა სევ­რით და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. რე­ჯეფ ერ­დო­ღან­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­ა­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბი­თაც პრე­ზი­დენ­ტმა რამ­დენ­ჯერ­მე მი­ა­ნიშ­ნა თა­ვის უკ­მა­ყო­ფი­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასი წლის წი­ნან­დე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­მართ.

თურ­ქულ­მა მა­ს­მე­დი­ამ პრე­ზი­დენ­ტის გა­მო­ნათ­ქვა­მი რეს­პუბ­ლი­კის და­მა­არ­სებ­ლის მუს­ტა­ფა ქე­მა­ლის ირიბ კრი­ტი­კად შე­ა­ფა­სა - პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ათა-თურ­ქი ("თურ­ქა მამა") ხომ ლო­ზა­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას თა­ვის გა­მარ­ჯვე­ბად მი­იჩ­ნევ­და, რის შე­დე­გა­დაც სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­მა იუ­რი­დი­უ­ლი ძალა და­კარ­გა.

  • სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დღე­ი­სათ­ვის რა­ი­მე იუ­რი­დი­უ­ლი და ფაქ­ტი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს (თურ­ქეთ­თან ჩვე­ნი სა­ზღვა­რი ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბი­თაა დად­გე­ნი­ლი), თუმ­ცა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ თურ­ქე­თი­სა და სომ­ხე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი დო­კუ­მენ­ტის მი­მართ საკ­მა­ოდ კონფრონ­ტა­ცი­უ­ლია, მა­ინც ბა­დებს გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. კავ­კა­სი­ა­ში ხომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ყო­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ე­ბის კუთ­ვნი­ლე­ბი­სა თუ სა­ზღვრე­ბის გა­და­სინ­ჯვის თა­ო­ბა­ზე სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვას იწ­ვევს.

შე­იძ­ლე­ბა მტკი­ცედ ით­ქვას, რომ მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სევ­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ირ­გვლივ ისე­თი არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ მოხ­დე­ბა, რაც რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბას მკვეთ­რად გა­ა­უ­ა­რე­სებს (ან­კა­რა-ერევ­ნის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სი­ტყვი­ე­რი გა­მო­ხატ­ვის მი­უ­ხე­და­ვად). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს რა­ი­მე რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნე­ბა. ეს ჰი­პო­თე­ტუ­რა­დაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დღე­ვან­დელ ეტაპ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სომ­ხეთს და თურ­ქეთს, ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია მათი სენ­სი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მათი სი­ტყვი­ე­რი-შეხ­ლა-შე­მოხ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ უნდა იყოს, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მოვ­ლე­ნებს ყუ­რა­დღე­ბით უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
angel
3

ოსმალებს ეგრეც მოუწევთ...რაუნდათ აქ? წავიდნენ ძირძველ სტეპებში

მერაბი
27

სომხებს მაგარი მადა ჰქონიათ, საქართველო როგორ დაუდგებოდა გვერდით, დაშნაკებმა კინაღამ თბილისი წაგვართვეს. ხარბები რომ არ იყვნენ, უნდა გაიგონ, რომ ამოდენა მუსულმანურ ოკეანეში ორი პატარა კუნძულივით ვართ და ჩვენთან ძმურ დამოკიდებულებაში ყოფნა სჭირდებათ, მაგრამ არა...ახლაც კი ქართულ ტერიტორიებზე თვალი აქვთ დადგმული. 

ავტორი:

სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

სევრის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები,  თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

სევრის სამშვიდობო (საზავო) ხელშეკრულება

სევრი - ამ ფრანგული ქალაქის სახელი ბევრს, ალბათ, ცნობილი ფაიფურის ნაკეთობებს გაახსენებს: სევრში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერამიკის მანუფაქტურა (კომპანია), თუმცა ასევე ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ზუსტად ასი წლის წინ სევრში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელმაც ოსმალეთის იმპერიის ბედი გადაწყვიტა.

1920 წლის 10 აგვისტო. სევრში ზაფხულის პაპანაქებაა. ფაიფურის მანუფაქტურის ადმინისტრაციის შენობასთან უჩვეულო ხალხმრავლობა შეინიშნება - აქ არის უამრავი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ჟურნალისტი... დღის 12 საათისათვის შენობის წინ ავტომობილები ჩერდებიან, გადმოდიან პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტის (მოკავშირეთა) ქვეყნების ლიდერები, პოლიტიკოსები... აქვე ვხედავთ დამარცხებული ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენლებსაც, რომლებსაც ცოტა ხნის შემდეგ შენობის დიდ დარბაზში ერთობ არასასიამოვნო დოკუმენტზე მოუწევთ ხელმოწერა - ოდესღაც ძლევამოსილი იმპერიის დაშლა-დანაწილების თაობაზე.

მაშ ასე, სევრში პირველი მსოფლიო ომის შემდგომი მცირე აზიის, ახლო აღმოსავლეთის და ნაწილობრივ, კავკასიის მოწყობის საკითხი წყდება... ფორმდება საზავო ხელშეკრულება გამარჯვებულს და დამარცხებულს შორის, რომელიც წარმოადგენს ვერსალ-ვაშინგტონის სისტემის ნაწილს (ანუ ასახავს იმ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც 1919 წლის 27 ივნისის ვერსალის საზავო ხელშეკრულებით ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ).

  • ხელშეკრულების სუბიექტები

ერთი მხრივ - ანტანტის წევრები და მათი სატელიტი ქვეყნები (საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ბელგია, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთ-ხორვატეთ-სლოვენეთის სამეფო, ჰიჯაზის სამეფო, ჩეხოსლოვაკია); მეორე მხრივ - ოსმალეთის იმპერია (თურქეთი),

დოკუმენტს ხელს აწერენ ანტანტის ქვეყნების მეთაურები, პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეზე მებრძოლი ქვეყნების (ბრიტანეთის დომინიონების) წარმომადგენლები, სულთან მეჰმედ VI-ის ნდობით აღჭურვილი პირები ჰაადი-ფაშა და რიზა თევფიკ-ბეი, აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკის დაშნაკური მთავრობის თავმჯდომარე ავეტის აგარონიანი.

  • ხელშეკრულების საფუძველი

ა) ინგლის-საფრანგეთ-რუსეთის (ე.წ. „საიქს-პიკოს“) საიდუმლო შეთანხმება, რომელიც დაიდო 1916 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო მრჩევლის მარკ საიქსის და საფრანგეთის გენერალური კონსულის ფრანსუა ჟორჟ-პიკოს მოლაპარაკების შედეგად ბეირუთში. ბეირუთის შემდეგ მოლაპარაკება გაგრძელდა პეტერბურგში. დოკუმენტი ითვალისწინებდა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების გადანაწილებას. საფრანგეთი იღებდა იმპერიის სამხრეთ-ღმოსავლეთ ნაწილს, ჩრდილოეთ ერაყს, სირიასა და ლიბანს. ინგლისი იღებდა იმ ტერიტორიას, რომელზეც თანამედროვე იორდანია, ერაყის სამხრეთი ნაწილი და ისრაელი მდებარეობს. პეტერბურგში გამართული მოლაპარაკების დროს გათვალისწინებული იქნა რუსეთის მთავრობის ინტერესები: ოსმალეთზე გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი იღებდა ბოსფორ-დარდანელის სრუტეებს, კონსტანტინოპოლს (სტამბოლს), დასავლეთ სომხეთს და ქურთისტანის ჩრდილოეთ ნაწილს.

შენიშვნა: რადგანაც რუსეთში 1917 წელს კომუნისტური (ბოლშევიკური) გადატრიალება („ოქტომბრის რევოლუცია“) მოხდა, საბჭოთა მთავრობამ უარი განაცხადა ანტანტის წევრობაზე და მისი შემადგენლობიდან გავიდა. შესაბამისად, რუსეთი არ მონაწილეობდა სევრის ხელშეკრულების ხელმოწერაში.

ბ) სან-რემოს (იტალია) 1920 წლის 19-26 აპრილის კონფერენციის (დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების, აგრეთვე იაპონიის ელჩის მონაწილეობით) გადაწყვეტილებები ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიების მართვის თაობაზე ერთა ლიგის მანდატით. ოსმალეთის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის (ტრაპიზონი, ართვინი, ერზერუმი) ბედის გადასაწყვეტად სან-რემოს კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიც, საქმე ეხებოდა ბათუმის ნავსადგურით ერთობლივ სარგებლობას, რკინიგზის მშენებლობას ყარსიდან ბათუმამდე, მდინარე ჭორიხის ხეობის გავლით. სამწუხაროდ, თბილისსა და ერევანს შორის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება-შეთანხმება შეუძლებელი გახდა. როგორც ცნობილი ქართველი დიპლომატი, სან-რემოს მოლაპარაკების მონაწილე ზურაბ ავალიშვილი წერს თავის მემუარებში "საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში", სომხები ითხოვდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე (ართვინის ოლქში) აგებული რკინიგზა მათ საკუთრებაში ყოფილიყო, ასევე სურდათ მისი ერთ-ერთი განშტოება ბათუმიდან რიზეს ნავსადგურშიც გასულიყო, ანუ ისინი ბათუმით არ კმაყოფილდებოდნენ და რიზეში საკუთარი დიდი პორტის შექმნა სურდათ. მოკლედ, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციების შეთანხმება ვერ მოხერხდა.

  • ხელშეკრულების მიზანი და პირობები

სევრის ხელშეკრულების მიზანი იყო ოსმალეთის იმპერიის (თურქეთის) პერსპექტივა - მისი საერთაშორისო სტატუსი, ტერიტორიების გადანაწილება ანტანტის წევრებს შორის და დაყოფა მართვის (გავლენის) ზონებად.

დოკუმენტის პირობების მიხედვით განისაზღვრა ოსმალეთის არმიის რაოდენობა - 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, ოსმალეთის (თურქეთის) ფინანსებზე წესდებოდა საერთაშორისო კონტროლი. გარდა ამისა, ოსმალეთი კარგავდა ტერიტორიებს:

ა) ევროპულ ნაწილს - აღმ.თრაკიას, ადრიანოპოლს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს - რომლებიც საბერძნეთს გადაეცა. საბერძნეთმა მიიღო აგრეთვე სმირა (დღევანდელი იზმირი);

ბ) ალბანეთი ცხადდებოდა იტალიის პროტექტორატად;

გ) კონსტანტინოპოლი და შავი ზღვის სრუტეები ცხადდებოდა დელიმიტარიზებულ ზონად. როგორც ითქვა, ოსმალეთის ეს ნაწილი რუსეთს უნდა გადაცემოდა, მაგრამ რადგანაც საბჭოთა რუსეთის ანტანტიდან გავიდა, ქალაქზე და სრუტეებზე საერთაშორისო მართვა გამოცხადდა;

დ) სირიისა და ლიბანის მართვის მანდატი გადაეცა საფრანგეთს;

ე) პალესტინისა და მესოპოტამიის მართვის მანდატი - დიდ ბრიტანეთს;

ვ) ოსმალეთი (თურქეთი) კარგავდა ჩრდილოეთ აფრიკას (სირიას, ტუნისს, ეგვიპტეს), არაბეთის ნახევარკუნძულს (სადაც ცხადდებოდა ჰიჯაზის სამეფოს დამოუკიდებლობა). ყველა მათზე პროტექტორატს იღებდა დიდი ბრიტანეთი;

ზ) ოსმალეთი აღიარებდა სომხეთს "თავისუფალ და დამოუკიდებელ" სახელმწიფოდ. "თურქეთი და სომხეთი თანხმდებოდნენ, რომ მათ შორის საზღვარი (ვანის, ბითლისისა, ერზერუმის, ტრაპიზონის ვილაითებთან მიმართებით) და სომხეთისთვის შავ ზღვაზე გასასვლელი დადგინდებოდა საერთაშორისო არბიტრაჟით, აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის ხელმძღვანელობით. ასევე ორივე მხარე აცხადებდა, რომ აღიარებდა არბიტრაჟის გადაწყვეტილებას. სომხეთთან მომიჯნავე ოსმალეთის ტერიტორიები ცხადდებოდა დელიმიტარიზებულ ზონად“ (მუხლი 89).

"სომხეთის საზღვრები აზერბაიჯანთან და საქართველოსთან (ტერიტორიის კუთვნილების გასარკვევად) დადგინდება დაინტერესებული ქვეყნების საერთო თანხმობით. თუ რაიმე შემთხვევის გამო დაინტერესებული ქვეყნების თანხმობა არ მოხდება, მაშინ საზღვარს დადგინდება მთავარი მოკავშირე სახელმწიფოების შუამავლობით, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ადგილზე გატარებას" (სტატია 92).

"ბათუმის პორტის მეშვეობით შავ ზღვაზე თავისუფალი დაშვების უფლება ეძლევათ საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სპარსეთს. პორტით სარგებლობისათვის მათ აქვთ ტერიტორიებზე თავისუფალი ტრანზიტის უფლება" (მუხლი 350). ეს ნიშნავს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს და სპარსეთს ეძლეოდათ საქართველოს ტერიტორიით თავისუფლად სარგებლობის უფლება - ტვირთების გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად..

შენიშვნა: "ახალი თურქეთის“ მთავრობამ მუსტაფა ქემალის ხელმძღვანელობით, უარი განაცხადა სევრის ხელშეკრულების პირობების აღიარებაზე. შესაბამისად, დიდ ეროვნულ კრებას (პარლამენტს) მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

  • აშშ-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და სომხეთის ბედი

1920 წლის 22 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა მოკავშირეებს განსახილველად წარუდგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით თურქეთი სომხეთს გადასცემდა 103 ათას 599 კვ.კმ. ფართობის ტერიტორიას, მათ შორის ვანისა და ბითლისის ვილაიეტების ორ მესამედს, თითქმის მთლიანად ტრაპიზონის ვილაიეთს, ტრაპიზონის ნავსადგურის ჩათვლით. ანუ სომხეთი ერთიანდებოდა და იღებდა გასასვლელს შავ ზღვაზე. თუმცა ამ გადაწყვეტილებას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა...

1920 წლის სექტემბრის დასაწყისში, სევრის ხელშეკრულებით უკმაყოფილო ახალი თურქეთის ქემალისტური მთავრობის არმიამ სომხეთს შეუტია და ხელში ჩაიგდო ჯერ ყარსი, შემდეგ კი ალექსანდროპოლი (ყოფ. ლენინაკანი, დღევანდელი გიუმრი), თურქები დაიმუქრნენ ერევნის დაპყრობითაც. 1920 წლის ნოემბერში სომხეთის სახელმწიფო განადგურების წინაშე აღმოჩნდა. 1920 წლის 2 დეკემბერს ქალაქ ალექსანდროპოლში დაიდო ხელშეკრულება, რის მიხედვით სომხეთმა უარი თქვა ყარსის ოლქზე და სურმალის მაზრაზე არარატის მთასთან ერთად. ამასობაში სომხეთში წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ, დაშნაკთა მთავრობა დაემხო. მოგვიანებით ალექსანდროპოლის ხელშეკრულების პირობები განმეორდა 1921 წლის მარტ-ოქტომბერში დადებულ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებში.

  • იყო თუ არა ალტერნატივა?

სომეხი მკვლევარების აზრით, რადგანაც ქემალისტურმა თურქეთმა სევრის ხელშეკრულების პირობების აღიარებაზე უარი განაცხადა, სომხეთს ტერიტორიების მიერთება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეეძლო, მაგრამ მის 30-ათასიან არმიას წინ 50 ათასიანი ქემალისტთა არმია ეღობებოდა. ამ სიტუაციაში სომხეთი წარმატებას მიაღწევდა მხოლოდ საქართველოსთან კავშირში, მაგრამ ორ მეზობელ სახელმწიფოს ურთიერთობაში საკმაო პრობლემები არსებობდა და მათი გადალახვა ვერ მოხერხდა. თურქული დიპლომატია უკეთესად მუშაობდა: 1920 წლის 8 სექტემბერს მუსტაფა ქემალის დავალებით თბილისში თურქეთის დელეგაცია გაემგზავრა (ხელმძღვანელი - იუსუფ ქემალ-ბეი, მინისტრი) და საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება გამართა.

  • სევრის ხელშეკრულების მნიშვნელობა

ა) სომხეთისათვის:

შეიძლება ითქვას, რომ სევრში ხელმოწერილი დოკუმენტი სომხების საუკუნო ოცნების განხორციელებას წარმოადგენდა: იქმნებოდა "დიდი სომხეთის" კონტურები დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერით, რაც იმდროინდელ დიპლომატიაში "სომხური საკითხის" სახელით იყო ცნობილი. სევრის ხელშეკრულების პირობების რეალიზებით, ბუნებრივია, სომხეთის ამბიციები კიდევ უფრო გაიზრდებოდა როგორც თურქეთის, ასევე კავკასიური მეზობლების მიმართ. შავ ზღვაზე გასასვლელი და მნიშვნელოვანი ნავსადგური სომხეთს საშუალებას მისცემდა განევითარებინა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები დასავლეთის სახელმწიფოებთან..

ბ) საქართველოსათვის

ზურაბ ავალიშვილი თავის წიგნში სევრის ხელშეკრულებას "ბედნავსს" უწოდებს, რომელიც "დასავლეთ ევროპის კოლექტიური "ველიკოდერჟავული" თვალსაზრისის ნაყოფს წარმოადგენს". სევრის ხელშეკრულების სუბიექტი (ანუ ხელმომწერი) საქართველოს წარმომადგენელი არ ყოფილა, თუმცა, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დოკუმენტის რიგი მუხლები საქართველოს ნამდვილად ეხებოდა. გარდა ამისა, არის რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც წინ უძღოდა სევრის ხელშეკრულებას:

ერთი მხრივ, როცა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსათვის აჭარის (ბათუმის ოლქის) დაბრუნება გადაწყვიტა, 1920 წლის 28 ივნისს ბათუმში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის კონცესიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სომხეთიდან (ყარსიდან) რკინიგზის გაყვანას შავ ზღვამდე, მდინარე ჭოროხის ხეობის გავლით. ანუ დიდი ბრიტანეთი სომხეთზე ზრუნავდა და საქართველოს აიძულებდა ტერიტორია რკინიგზის მშენებლობისთვის დაეთმო. მეორე მხრივ - თუ გავითვალისწინებთ სომხეთის იმდროინდელ აგრესიულ პოლიტიკას, მეზობლის გაძლიერება საქართველოსთვის მაინცდამაინც სასიკეთო არ უნდა ყოფილიყო.

არის მესამე მომენტიც: სევრის ხელშეკრულების გამო დაწყებული თურქეთ-სომხეთის ომით საქართველომ, შეიძლება ითქვას, გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური დივიდენდები მიიღო: გააფართოვა კონტროლირებული ტერიტორიის არეალი არტაანის ოლქში (ჩრდილის ტბის ზონაში) და ჯარები შეიყვანა ლორის ნეიტრალურ ზონაში (სომხეთთან შეთანხმებით).

  • სევრის ხელშეკრულების შემდეგ: ლოზანა

სევრის ხელშეკრულების რატიფიცირება ვერც ანტანტის სახელმწიფოებმა და ვერც სომხეთმა ვერ მოასწრეს, შესაბამისად, დოკუმენტის პირობებს იურიდიული ძალა არ შეუძენია. თურქულმა დიპლომატიამ მიაღწია იმას, რომ სევრში დადებული ხელშეკრულების პირობები განეიტრალებულიყო. 1923 წლის 24 ივლისს ლოზანაში (იტალია) გამართული მოლაპარაკების შედეგად გაფორმდა მრავალმხრივი დოკუმენტი, რომელიც ისტორიაში "ლოზანის ხელშეკრულების" სახელით შევიდა: მასზე ხელი მოაწერეს ერთი მხრივ - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, საბერძნეთის, რუმინეთისა და სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს და მეორე მხრივ - თურქეთის წარმომადგენლებმა.

1923 წლის ლოზანის ხელშეკრულებამ, ფაქტიურად, 1920 წლის სევრის ხელშეკრულება ჩაანაცვლა: ჩამოაყალიბა თანამედროვე თურქეთის საზღვრები, იურიდიულად გააფორმა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ხელშეკრულებამ გამოაცხადა ზავი თურქეთსა და ანტანტის სახელმწიფოებს შორის. თურქეთმა შეინარჩუნა აღმოსავლეთი თრაკია, იზმირი, ვანი, ბითლისი, ერზერუმი, ტრაპიზონი და სხვა ტერიტორიები, რომლებიც დაკარგა სევრის ხელშეკრულების შედეგად. იმავდროულად თურქეთმა უარი თქვა არაბეთზე, ეგვიპტეზე, სუდანზე და სხვა გავლენის სფეროებზე.

1923 წლის 23 აგვისტოს თურქეთმა მოახდინა ლოზანის ხელშეკრულების რატიფიკაცია, რომელიც საბოლოოდ იურიდიულ ძალაში შევიდა 1924 წლის 6 აგვისტოდან, როდესაც მისი რატიფიკაცია ყველა ხელმომწერმა სახელმწიფომ განახორციელა.

  • სევრის ხელშეკრულება და თანამედროვე სომხეთი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სომხეთისათვის სევრში დადებული ხელშეკრულება "სომხური საკითხის" გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.

სომხეთში, თურქეთ-აზერბაიჯანთან დამოკიდებულების პერიოდული გამწვავების ფონზე, სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ სევრის ხელშეკრულებას სომხეთისთვის ძალა არ დაუკარგავს. სომეხი საერთაშორისო სამართალმცოდნეების არგუმენტები ასეთია:

ა) ლოზანის ხელშეკრულებაში არ არის ნათქვამი, რომ სევრის ხელშეკრულება გაუქმებულია;

ბ) მართალია, სევრის ხელშეკრულების რატიფიცირება არ მომხდარა, მაგრამ ამით აშშ-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სამართლებრივი მნიშვნელობა არ შეცვლილა, ანუ ის დღესაც ძალაშია და სომხეთი, გარკვეული პირობების შემთხვევაში, შეეცდება მის რეალიზებას.

გ) ლოზანის ხელშეკრულებაში თურქეთისა და სომხეთის საზღვრები მითითებული არ არის, შესაბამისად, იურიდიულად, თურქეთს სომხეთის კუთვნილი ტერიტორიები უკანონოდ აქვს დაკავებული.

დ) რაც შეეხება მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს, რომელთა მიხედვით სომხეთ-თურქეთის საზღვრები დადგინდა, არც ის დოკუმენტები არ არიან სრულყოფილნი, რადგან მათი ხელმოწერის დროს თურქეთის და რუსეთი საერთაშორისო სამართალსუბიექტებად არ იყვნენ აღიარებულნი.

  • სევრის ხელშეკრულება და თანამედროვე თურქეთი

თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, განსაკუთრებით კი პირადად პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი სევრის ხელშეკრულებას იძულებით და თავსმოხვეულს უწოდებს, რომლის შედეგად თურქეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა, მათ შორის ხმელთაშუა ზღვის შელფიც. იგი არასრულყოფილად თვლის ლოზანის ხელშეკრულებასაც, რომლის თანახმად, თურქეთმა ნაწილობრივ მაინც აღიდგინა სევრით დაკარგული ტერიტორიები. რეჯეფ ერდოღანმა ასეთი განცხადება 2016 წლის სექტემბერში გააკეთა. მოგვიანებითაც პრეზიდენტმა რამდენჯერმე მიანიშნა თავის უკმაყოფილო დამოკიდებულება ასი წლის წინანდელი ხელშეკრულების მიმართ.

თურქულმა მასმედიამ პრეზიდენტის გამონათქვამი რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალის ირიბ კრიტიკად შეაფასა - პირველი პრეზიდენტი, ათა-თურქი ("თურქა მამა") ხომ ლოზანის ხელშეკრულებას თავის გამარჯვებად მიიჩნევდა, რის შედეგადაც სევრის ხელშეკრულების პირობებმა იურიდიული ძალა დაკარგა.

  • სევრის ხელშეკრულება და თანამედროვე საქართველო

საქართველოსთვის სევრის ხელშეკრულებას დღეისათვის რაიმე იურიდიული და ფაქტიური მნიშვნელობა არ აქვს (თურქეთთან ჩვენი საზღვარი ყარსის ხელშეკრულებითაა დადგენილი), თუმცა ის გარემოება, რომ თურქეთისა და სომხეთის პოზიციები დოკუმენტის მიმართ საკმაოდ კონფრონტაციულია, მაინც ბადებს გარკვეული შეშფოთების საფუძველს უსაფრთხოების თვალსაზრისით. კავკასიაში ხომ ოფიციალური პირების ყოველი განცხადება ტერიტორიების კუთვნილებისა თუ საზღვრების გადასინჯვის თაობაზე სიტუაციის დაძაბვას იწვევს.

შეიძლება მტკიცედ ითქვას, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სევრის ხელშეკრულების ირგვლივ ისეთი არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება, რაც რეგიონში ვითარებას მკვეთრად გააუარესებს (ანკარა-ერევნის უკმაყოფილების სიტყვიერი გამოხატვის მიუხედავად). აქედან გამომდინარე, საქართველოს რაიმე რეალური პოლიტიკური პრობლემები არ შეექმნება. ეს ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელია დღევანდელ ეტაპზე. რაც შეეხება სომხეთს და თურქეთს, ყველასათვის ცნობილია მათი სენსიტიური დამოკიდებულება უახლესი ისტორიის დოკუმენტების მიმართ. შესაბამისად, საქართველოსთვის მათი სიტყვიერი-შეხლა-შემოხლის გაგრძელება მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუმცა, რასაკვირველია, მოვლენებს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ.

ავტორი: სიმონ კილაძე

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს

"წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია" - ამირან გამყრელიძე