მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა
შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 11 თა­ნამ­შრო­მელს Covid-19 და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

მათი ცნო­ბით, 11 თა­ნამ­შრომ­ლი­დან - 7 შემ­თხვე­ვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ზღვრის მარ­თვი­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­ში და­ფიქ­სირ­და, სამი შემ­თხვე­ვა - მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში: მე­ხან­ძრე-მაშ­ველს, დაც­ვის პო­ლი­ცი­ელს და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს და­უ­დას­ტურ­და, ხოლო მე-11 თბი­ლის­ში დაც­ვის პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტორს და­უ­დას­ტურ­და.

"სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ზღვრის მარ­თვი­სა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს შვი­დი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი და­რი­ა­ლის სა­სა­ზღვრო-გამ­ტარ პუნ­ქტზე ას­რუ­ლებ­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას. ყვე­ლა მათ­გა­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლია თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყვე­ლა ამ თა­ნამ­შრომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი მათ კონ­ტაქ­ტებს აქ­ტი­უ­რად იკ­ვლე­ვენ. შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი 20-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში.

აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრო­მელ­თა სა­მუ­შაო სივ­რცე­ებ­ში ჩა­ტარ­და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბით და­მუ­შავ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­მუ­შაო რე­ჟი­მის დროს, მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, მკაც­რად იცა­ვენ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ტო­კო­ლით გან­სა­ზღვრულ ნორ­მებს.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრთან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­ზე მიზ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის თა­ნამ­შრომ­ლებს მუდ­მივ რე­ჟიმ­ში უტარ­დე­ბათ" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
9

ჩაკეტეთ დარიალის სასაზღვრო პუნქტი,არ შემოუშვათ რუსები,თორემ მათი აგენტები ყველას გადაგვდებენ კორონას.

jjj
4

მე მეშინია ამ ძალით შეკავებულმა კორონამ ერთად არ იფეთქოს.

ავტორი:

შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

შსს-ს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი ცნობით, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

აღნიშნულ თანამშრომელთა სამუშაო სივრცეებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სამსახურებრივი ავტოტრანსპორტი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სამუშაო რეჟიმის დროს, მოქალაქეებთან ურთიერთობისას, მკაცრად იცავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ ნორმებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში უტარდებათ" - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა - მარინა ელდელაძე დეტალებით

"ვერაფერი გადაარჩინეს, აალების დროს სახლში იყვნენ ოჯახის წევრებიც" - ხონის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

8 დარღვევა, რის გამოც საქართველოში ყველაზე მეტი მძღოლი ჯარიმდება