საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად შეიკრიბნენ დღეს გახარია, თალაკვაძე და მინისტრები - ფოტოები ახალციხიდან
სად შეიკრიბნენ დღეს გახარია, თალაკვაძე და მინისტრები - ფოტოები ახალციხიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, პა­რა­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს­თან და მთავ­რო­ბის წევ­რებ­თან ერ­თად, ახალ­ცი­ხე­ში, შალ­ვა ახალ­ცი­ხე­ლის სა­ხე­ლო­ბის ახ­ლად აშე­ნე­ბულ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო წირ­ვას და­ეს­წრო. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ზე­ი­მო წირ­ვა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ მღვდელმთავ­რებ­თან ერ­თად აღავ­ლი­ნა.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მე­უ­ფემ ახა­ლი ტაძ­რის კურ­თხე­ვა­სა და სა­ზე­ი­მო წირ­ვა­ზე დას­წრე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წევ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და და­ლო­ცა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, ვინც ტაძ­რის შე­ჩე­რე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

შეკ­რე­ბილ მრევლს ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა პატ­რი­არ­ქის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ და უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა და მი­ლოც­ვა გა­დას­ცა. ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ. გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ახალ­ცი­ხე­ში შალ­ვა ახალ­ცი­ხე­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ამოქ­მე­დე­ბა არის დიდი ზე­ი­მი არა მარ­ტო ახალ­ცი­ხე­ლე­ბის­თვის, არა­მედ დიდი ზე­ი­მია მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

"ჩემ­თვის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდი­დე­სი პა­ტი­ვია იყოს აქ, თქვენ­თან და ჩვენს სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად. ახალ­ცი­ხე­ში შალ­ვა ახალ­ცი­ხე­ლის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ამოქ­მე­დე­ბა რა თქმა უნდა, არის დიდი ზე­ი­მი არა მარ­ტო ახალ­ცი­ხე­ლე­ბის­თვის, არა­მედ დიდი ზე­ი­მია მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც გვახ­სენ­დე­ბა, რომ ეს ის წმინ­და­ნია, რო­მე­ლიც მფარ­ვე­ლობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინ­და­ნია, რო­მე­ლიც მფარ­ვე­ლობს ჩვენს მე­ომ­რებს და რა თქმა უნდა, აქ გვახ­სენ­დე­ბა აგ­ვის­ტო და გა­და­ტა­ნი­ლი მძი­მე დღე­ე­ბი. მინ­და თი­თო­ე­ულ ახალ­ცი­ხელს გი­სურ­ვოთ მშვი­დო­ბა, წინსვლა და გი­სურ­ვოთ, რომ მსგავ­სი ტაძ­რე­ბი სულ უფრო და უფრო მეტი შენ­დე­ბო­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი
51

ფარისევლები

იერემია
30

ამბობენ მშვიდობააო, მშვიდობა! მაგრამ არ არის მშვიდობა!

ავტორი:

სად შეიკრიბნენ დღეს გახარია, თალაკვაძე და მინისტრები - ფოტოები ახალციხიდან

სად შეიკრიბნენ დღეს გახარია, თალაკვაძე და მინისტრები - ფოტოები ახალციხიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარალამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.

შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა. ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

"ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა პრემიერმა.

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე