მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვები იყვნენ მოუვლელები, მოუწესრიგებლები..." - რატომ ჩამოართვეს 9 შვილიან ქალს დედობის უფლება და რას ამბობენ ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტზე სოცსააგენტოში
"ბავშვები იყვნენ მოუვლელები, მოუწესრიგებლები..." - რატომ ჩამოართვეს 9 შვილიან ქალს დედობის უფლება და რას ამბობენ ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტზე სოცსააგენტოში

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თხილ­ნარ­ში მცხოვ­რებ ქალს, ცხრა შვი­ლის დე­დას სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ შვი­ლე­ბი ჩა­მო­არ­თვა და მინ­დო­ბი­ლო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. პო­ლი­ტი­კოს დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სტა­ტუსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა:

"რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის 9 შვი­ლი ერ­თად წა­ას­ხა სახ­ლი­დან, იძუ­ლე­ბის წე­სით. 9 შვი­ლის დედა, მა­დო­ნა ფუტ­კა­რა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ნად­გო­მის თხოვ­ნით მი­მარ­თავს (ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნის მი­ზე­ზი, ოჯა­ხის შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი!!) რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ლე­კი­ა­ნო­ბა და­ი­წყო?! ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა სა­ჯა­რო გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თოს აღ­ნიშ­ნულ­ზე?.." - წერ­და ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უამ­რა­ვი ინ­ტერპრე­ტა­ცია მოჰ­ყვა. წერ­დნენ, რომ ოჯახს შვი­ლე­ბი მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით წა­არ­თვეს, რომ ეზო­ში ჩეჩ­მა ედ­გათ. ასე­ვე წერ­დნენ იმა­საც, რომ სო­რო­სის გეგ­მა იყო, რომ ოჯა­ხე­ბი შვი­ლე­ბის გა­რე­შე უნდა დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ. ზო­გის ფან­ტა­ზია უფრო შორს წა­ვი­და და ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბამ­დე მი­ვიდ­ნენ. რე­ა­ლო­ბა კი ცხა­დია სხვა­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა.

AMBEBI.GE-ს თხილ­ნა­რის რწმუ­ნე­ბულ­მა თა­მაზ წუ­ლი­კი­ძემ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და:

- კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვით რა მი­ზე­ზი იყო, მაგ­რამ ამ ოჯახს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო არა­ერ­თხელ და­ეხ­მა­რა. ძრო­ხა უყი­დეს, ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, გვერ­დში ედგნენ. მე რო­გორც სო­ცი­ა­ლურ­მა აგენ­ტმა, გად­მომ­ცა ინ­ფორ­მა­ცია, ოჯა­ხი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სტან­დარ­ტებს და ამის გამო ბავ­შვე­ბი წა­არ­თვეს. 6-7 თვის წინ სო­ცი­ა­ლურ აგენტს შევ­ხვდი და მი­თხრა, რომ პრობ­ლე­მე­ბი იყო.

- ანუ ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ ცუდ პი­რო­ბებ­ში?

- დიახ, ასე გა­მო­დის, რომ ბავ­შვე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ და ცუდ პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ.

- ალ­ბათ ოჯახს სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბაც ექ­ნე­ბო­და...

- დიახ, ძა­ლი­ან ბევ­რი დახ­მა­რე­ბა ჰქონ­დათ. სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყ­ვნენ, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დე­დის უყუ­რა­დღე­ბო­ბით თუ რა­ღაც, სო­ცი­ა­ლურ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­და­წყვი­ტა ჩა­მო­ერ­თვა ბავ­შვე­ბი. ოჯახს ვიც­ნობ, მი­სუ­ლიც ვარ, მაგ­რამ პი­რო­ბე­ბი არ აქვთ.

- თუ მთავ­რო­ბა ეხ­მა­რე­ბო­და, ხომ შე­ეძ­ლოთ პი­რო­ბე­ბის შექ­მნა?

- მა­გას ვერ გე­ტყვით, მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს ხომ ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა, სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნა, მო­წეს­რი­გე­ბა, ამ სა­კი­თხებ­ზე ჰქონ­და სო­ცი­ა­ლურ აგენტს პრობ­ლე­მა.

სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ცი­სა­ნა ჩიკ­ვა­ი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებს გვიყ­ვე­ბა:

- ამ ოჯახ­თან ვმუ­შა­ობთ 2009 წლი­დან, ოჯა­ხი ჩარ­თუ­ლი იყო რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კომ­პო­ნენ­ტში, სა­ხელ­მწი­ფო­დან ეძ­ლე­ო­დათ ყო­ველ­თვი­უ­რი დახ­მა­რე­ბა. გარ­და ამი­სა, ყო­ვე­ლი ბავ­შვის და­ბა­დე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ხდე­ბო­და კვე­ბი­თი ვა­უ­ჩე­რის გა­ცე­მა ერთ წლამ­დე. ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ, რად­გან არ ჰქონ­დათ სტა­ბი­ლუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ბა­თუ­მის მე­რი­ის მიერ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გა­და­ე­ცათ 120 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, 72 ათა­სი ლარი ჩა­ე­რი­ცხათ რე­მონ­ტის­თვის.

გარ­და ამი­სა, არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ეხ­მა­რა. ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა "სა­ქარ­თვე­ლოს ბავ­შვე­ბი", რო­მელ­თაც არა­ერ­თხელ მი­უ­ტა­ნეს ქვე­შა­გე­ბი. ვი­ძი­ებ­დით სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და "ნო­უთ­ბუ­ქიც" კი აჩუ­ქეს ბავ­შვს, სა­რე­ცხი მან­ქა­ნა და მა­ცი­ვა­რი. პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბო­და ამ ოჯა­ხის გაძ­ლი­ე­რე­ბა. რად­გან ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს მა­ინც მო­თხოვ­ნე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ნო­ნის დაც­ვით გა­მოყ­ვა­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ ეს ბავ­შვე­ბი.

- ბა­თუ­მის სახ­ლში არ ცხოვ­რობ­დნენ?

- ეს სახ­ლი გა­ყი­დეს და შე­ი­ძი­ნეს სოფ­ლად, რად­გან მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა იყო იფიქ­რეს, რომ უკე­თე­სად იქ­ნე­ბოდ­ნენ თუ ბავ­შებს ექ­ნე­ბო­დათ სა­კუ­თა­რი ეზო. მე პი­რა­დად ამ ბი­ნის გა­ყიდ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში მი­თხრეს, რომ სა­ჩუ­ქა­რია და თა­ვად გან­კარ­გა­ვენ, ჩვენ უკვე ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და. შე­ი­ძი­ნეს კერ­ძო სახ­ლი სა­კუ­თა­რი ეზო­თი, მაგ­რამ მშობ­ლე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო მი­ზე­ზი, უფრო მე­ტად დე­დის.

- გაყ­ვა­ნი­სას ბავ­შვე­ბის მხრი­დან ხომ არ იყო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა.

- ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ვი­თა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა, მინ­და, კი­დევ გი­თხრათ, რომ ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც მო­ნაც­ვლე­ობ­და ეს ოჯა­ხი, დი­რექ­ცი­აც საქ­მის კურ­სში იყო და არა­ერ­თი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს ოჯახს. ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბით, ყო­ველ­თვის გვერ­დით ვე­დე­ქით ოჯახს.

ბავ­შვე­ბის მი­მართ იყო უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა. და­ნარ­ჩენ­ზე, მე­ტად აღარ დავ­კონ­კრეტ­დე­ბი. კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, რომ კა­ნო­ნის დაც­ვით მოხ­და ამ ბავ­შვე­ბის გა­მოყ­ვა­ნა. სა­ხე­ზე იყო მშობ­ლე­ბის მხრი­დან ბავ­შვე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა - რაც ძა­ლა­დო­ბის ერთ-ერთი სა­ხეა. ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ მო­უვ­ლე­ლე­ბი და მო­უ­წეს­რი­გებ­ლე­ბი, ყვე­ლა ის სა­ჭი­რო უნარჩვე­ვა და მზრუნ­ვე­ლო­ბა, ეს ბავ­შვე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ყვე­ლა­ფერს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაროკო
16

ადამიანს შეიძლება გაუგო აპატიო მის მდგომარეობაში შეხვიდე ნებისმიერი საქციელის მოქმედების მიუხედავად გარდა ერთისა და ეს ერთი არის ბავშვი მითუმეტეს როდესაც შენი შვილია. თუ შენი საკუთარი შვილი სისხლი და ხორცი არ გიყვარს მასზე არ ზრუნავ და მისი კარგად ყოფნისთვის მზად არ ხარ დააუფიქრებლად გაწირო შენი სიცოცხლე მაშინ ჩათვალე რომ შენ ცხოვრებას აზრი არ აქვს შენ საკუთარი შვილი თუ არ გიყვარს მაშინ სხვა საერთოდ არ გეყვარება და შესაბამისად ადამიანს ვისაც არავინ არ უყვარს და გვერდში არავინ არ ყავს მისი სიცოცხლე და არსებობა ნულის ტოლია

ალეკო
102

რაღაც ცუდი ტენდენცია მკვიდრდება საქართველოში, წაყვანილი ბავშვები ვითომ უკეთეს პირობებში იქნებიან ვიდრე სახლში?მაგას არავინ დაიჯერებს ხელისუფლება უკვე ზედმეტებში გადადის, რასაც დასავლეთიდან უბრძანებენ ყურმოჭრილი მონებივით უსიტყვოდ ასრულებენ

ავტორი:

"ბავშვები იყვნენ მოუვლელები, მოუწესრიგებლები..." - რატომ ჩამოართვეს 9 შვილიან ქალს დედობის უფლება და რას ამბობენ ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტზე სოცსააგენტოში

"ბავშვები იყვნენ მოუვლელები, მოუწესრიგებლები..." - რატომ ჩამოართვეს 9 შვილიან ქალს დედობის უფლება და რას ამბობენ ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტზე სოცსააგენტოში

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ქალს, ცხრა შვილის დედას სოციალური მომსახურების სააგენტომ შვილები ჩამოართვა და მინდობილობით აღზრდაში გადაიყვანეს. პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფანიძის სტატუსს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოყვა:

"როგორც დღეს გახდა ცნობილი, სოციალურმა მუშაკმა პოლიციის დახმარებით ფუტკარაძეების ოჯახის 9 შვილი ერთად წაასხა სახლიდან, იძულების წესით. 9 შვილის დედა, მადონა ფუტკარაძე საზოგადოებას თანადგომის თხოვნით მიმართავს (ბავშვების წაყვანის მიზეზი, ოჯახის შეჭირვებული სოციალური ფონი!!) რა ხდება ქვეყანაში, ლეკიანობა დაიწყო?! ვინმემ შეიძლება საჯარო განმარტება გააკეთოს აღნიშნულზე?.." - წერდა ლორთქიფანიძე.

გავრცელებულ ინფორმაციას უამრავი ინტერპრეტაცია მოჰყვა. წერდნენ, რომ ოჯახს შვილები მხოლოდ იმ მიზეზით წაართვეს, რომ ეზოში ჩეჩმა ედგათ. ასევე წერდნენ იმასაც, რომ სოროსის გეგმა იყო, რომ ოჯახები შვილების გარეშე უნდა დარჩენილიყვნენ. ზოგის ფანტაზია უფრო შორს წავიდა და ორგანოებით ვაჭრობამდე მივიდნენ. რეალობა კი ცხადია სხვანაირი აღმოჩნდა.

AMBEBI.GE-ს თხილნარის რწმუნებულმა თამაზ წულიკიძემ მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:

- კონკრეტულად ვერ გეტყვით რა მიზეზი იყო, მაგრამ ამ ოჯახს სოციალური სააგენტო არაერთხელ დაეხმარა. ძროხა უყიდეს, ეხმარებოდნენ, გვერდში ედგნენ. მე როგორც სოციალურმა აგენტმა, გადმომცა ინფორმაცია, ოჯახი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს და ამის გამო ბავშვები წაართვეს. 6-7 თვის წინ სოციალურ აგენტს შევხვდი და მითხრა, რომ პრობლემები იყო.

- ანუ ბავშვები იყვნენ ცუდ პირობებში?

- დიახ, ასე გამოდის, რომ ბავშვები უყურადღებოდ და ცუდ პირობებში იყვნენ.

- ალბათ ოჯახს სოციალური შემწეობაც ექნებოდა...

- დიახ, ძალიან ბევრი დახმარება ჰქონდათ. სულ ყურადღების ცენტრში იყვნენ, სოციალური სააგენტოს მხრიდან და მიუხედავად ამისა, დედის უყურადღებობით თუ რაღაც, სოციალურმა სააგენტომ გადაწყვიტა ჩამოერთვა ბავშვები. ოჯახს ვიცნობ, მისულიც ვარ, მაგრამ პირობები არ აქვთ.

- თუ მთავრობა ეხმარებოდა, ხომ შეეძლოთ პირობების შექმნა?

- მაგას ვერ გეტყვით, მცირეწლოვან ბავშვს ხომ ყურადღება სჭირდება, სკოლაში მიყვანა, მოწესრიგება, ამ საკითხებზე ჰქონდა სოციალურ აგენტს პრობლემა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი, ცისანა ჩიკვაიძე ჩვენთან საუბარში ოჯახის შესახებ საინტერესო ფაქტებს გვიყვება:

- ამ ოჯახთან ვმუშაობთ 2009 წლიდან, ოჯახი ჩართული იყო რეინტეგრაციის კომპონენტში, სახელმწიფოდან ეძლეოდათ ყოველთვიური დახმარება. გარდა ამისა, ყოველი ბავშვის დაბადებაზე სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა კვებითი ვაუჩერის გაცემა ერთ წლამდე. ყოველივე ამის შემდეგ, რადგან არ ჰქონდათ სტაბილური თავშესაფარი ბათუმის მერიის მიერ ქალაქის ცენტრში გადაეცათ 120 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, 72 ათასი ლარი ჩაერიცხათ რემონტისთვის.

გარდა ამისა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა. ასეთი ორგანიზაციაა "საქართველოს ბავშვები", რომელთაც არაერთხელ მიუტანეს ქვეშაგები. ვიძიებდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და "ნოუთბუქიც" კი აჩუქეს ბავშვს, სარეცხი მანქანა და მაცივარი. პერიოდულად ხდებოდა ამ ოჯახის გაძლიერება. რადგან ვერ დააკმაყოფილეს მაინც მოთხოვნები, ყველანაირი კანონის დაცვით გამოყვანილები იყვნენ ეს ბავშვები.

- ბათუმის სახლში არ ცხოვრობდნენ?

- ეს სახლი გაყიდეს და შეიძინეს სოფლად, რადგან მრავალშვილიანი დედა იყო იფიქრეს, რომ უკეთესად იქნებოდნენ თუ ბავშებს ექნებოდათ საკუთარი ეზო. მე პირადად ამ ბინის გაყიდვის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ბათუმის მერიაში მითხრეს, რომ საჩუქარია და თავად განკარგავენ, ჩვენ უკვე ჩარევის უფლება არ გვქონდა. შეიძინეს კერძო სახლი საკუთარი ეზოთი, მაგრამ მშობლების უნარ-ჩვევების ნაკლებობა იყო მიზეზი, უფრო მეტად დედის.

- გაყვანისას ბავშვების მხრიდან ხომ არ იყო წინააღმდეგობა.

- ჩემი ინფორმაციით, არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა, მინდა, კიდევ გითხრათ, რომ ყველა საჯარო სკოლაში, სადაც მონაცვლეობდა ეს ოჯახი, დირექციაც საქმის კურსში იყო და არაერთი დახმარება გაუწიეს ოჯახს. ფინანსური დახმარება, მატერიალური, კვების პროდუქტებით, ყოველთვის გვერდით ვედექით ოჯახს.

ბავშვების მიმართ იყო უგულებელყოფა. დანარჩენზე, მეტად აღარ დავკონკრეტდები. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ კანონის დაცვით მოხდა ამ ბავშვების გამოყვანა. სახეზე იყო მშობლების მხრიდან ბავშვების უგულებელყოფა - რაც ძალადობის ერთ-ერთი სახეა. ბავშვები იყვნენ მოუვლელები და მოუწესრიგებლები, ყველა ის საჭირო უნარჩვევა და მზრუნველობა, ეს ბავშვები მოკლებულები იყვნენ ყველაფერს.

ცნობილი ტელეწამყვანი და მეცნიერი არნოლდ გეგეჭკორი კორონავირუსს ემსხვერპლა

გუმათში სამართალდამცავებსა და "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტების თქმით, გახარიამ მათი ორგანიზაციის სახელი მოიპარა