სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს
5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა ბევრ ჩვენ­განს ხან­გრძლივ და რთულ პრო­ცე­სად წარ­მო­უდ­გე­ნია, რად­გან სან­დო დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის, ოპ­ტი­მა­ლუ­რი ფა­სის მქო­ნე პრო­ექ­ტი­სა და მი­სა­ღე­ბი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შერ­ჩე­ვა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ნის შერ­ჩე­ვი­სას უამ­რა­ვი დრო­ი­სა და ენერ­გი­ის ხარ­ჯვა გვი­წევს, რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია, ეს პრო­ცე­სი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გავ­ხა­დოთ. ამი­სათ­ვის კი შემ­დე­გი 5 რე­კო­მენ­და­ცია უნდა მივ­ყვეთ:

იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის სუბ­სი­დი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით სარ­გებ­ლო­ბა

მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი პა­კე­ტის მი­ხედ­ვით, ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნის შე­ძე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო და­ა­სუბ­სი­დი­რებს იპო­თე­კუ­რი სეს­ხის გა­ნაკ­ვე­თის 4%-ს. სუბ­სი­დია სეს­ხის აღე­ბი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სუბ­სი­დია არა­უ­მე­ტეს 200 000-ლა­რი­ან სეს­ხებ­ზე გა­ი­ცე­მა და მათ, ვი­საც სურს, ახა­ლი პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლოს, ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სულ მცი­რე 10% უნდა ჰქონ­დეს შე­ტა­ნი­ლი.

თუ ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ან მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის შე­ძე­ნას გეგ­მავთ, მთავ­რო­ბის ეს პროგ­რა­მა თქვენ­თვის ხელ­საყ­რე­ლი უნდა იყოს, რად­გან სუბ­სი­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით, ნაკ­ლე­ბი თან­ხის გა­დახ­და გი­წევთ. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა, მხო­ლოდ დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ას­თან და მომ­სა­ხუ­რე ბანკთან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ან მშე­ნე­ბა­რე ბი­ნის შერ­ჩე­ვაა სა­ჭი­რო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი სექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ყიდ­ვე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რია, მათი ყვე­ლა პრო­ექ­ტის ერთ პლატ­ფორ­მა­ზე ნახ­ვა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც მომ­ხმა­რე­ბელ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბას იწ­ვევ­და. სა­ბო­ლო­ოდ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მა SS.ge-ის გუნ­დმა შექ­მნა House.ge, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ მშე­ნე­ბა­რე და ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის შე­სა­ხებ არის ინ­ფორ­მა­ცია თავ­მოყ­რი­ლი და პრო­ექ­ტე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი. დრო­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, შეგ­ვიძ­ლია, House.ge-ზე მოვ­ძებ­ნოთ ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ბინა სა­სურ­ველ ფა­სად და არ გვქონ­დეს იმის შეგ­რძნე­ბა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა გა­მოგ­ვრჩა.

პრო­ექ­ტე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან შე­და­რე­ბა

თით­ქმის ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, შეგ­ვიძ­ლია, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს რამ­დე­ნი­მე კრი­ტე­რი­უ­მით შე­ვა­და­როთ და მათი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი გა­მოვ­კვე­თოთ: ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, გამ­წვა­ნე­ბა, სპორ­ტუ­ლი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, კა­ფე­ე­ბი, აუზი და ა.შ. აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­სა­ზღვრის სა­შუ­ა­ლე­ბას კი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მა House.ge გვაძ­ლევს.

სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტი­სა და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის კუ­თხით რო­მე­ლიც უფრო მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა და მო­ერ­გე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბის წესს, შეგ­ვიძ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად ის შე­ვარ­ჩი­ოთ.

კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა

სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტორ­ში ათო­ბით კომ­პა­ნია ოპე­რი­რებს. მათი ნა­წი­ლის სა­ხე­ლი კი შე­იძ­ლე­ბა, არას­დროს გსმე­ნი­ათ, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის არა­სან­დოდ მი­იჩ­ნი­ოთ.

კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად უნდა და­ვა­ზუს­ტოთ მისი ასა­კი ანუ რამ­დე­ნი წე­ლია, რაც სამ­შე­ნებ­ლო ბა­ზარ­ზეა და რა პრო­ექ­ტე­ბი აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა დე­ვე­ლო­პე­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს, მისი წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი კი კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბა­ზე წარ­მოდ­გე­ნას შე­გიქ­მნით.

ამას­თან, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­ვა­და­რებთ პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ გა­ცე­მულ და­პი­რე­ბებს და უკვე დას­რუ­ლე­ბულ ნა­მუ­შე­ვარს. თუ და­პი­რე­ბე­ბი შეს­რულ­და, შე­იძ­ლე­ბა. ეს სან­დო­ო­ბის ინ­დი­კა­ტო­რად ჩავ­თვა­ლოთ.

პრო­ექ­ტის ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბა

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მის შე­მოწ­მე­ბი­სა და სან­დო დე­ვე­ლო­პე­რის შერ­ჩე­ვის შემ­დეგ, ჩვე­ნი­ვე სიმ­შვი­დის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, შე­ვა­მოწ­მოთ პრო­ექ­ტის ხა­რის­ხი.

თა­ვის­თა­ვად, კომ­პა­ნი­ის სან­დო­ო­ბა და მისი რე­პუ­ტა­ცია გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას უკვე გვაძ­ლევს, თუმ­ცა ეს რომ დო­კუ­მენ­ტუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლიც ვნა­ხოთ, შეგ­ვიძ­ლია, დე­ვე­ლო­პე­რის­გან სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი დას­კვნაც მო­ვი­თხო­ვოთ. თუ დას­კვნა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მშე­ნებ­ლო­ბის ად­გი­ლას გრუნ­ტის წყლე­ბია, უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ შე­ნო­ბის სა­ძირ­კველ­სა და მი­წა­ში ჩაღ­რმა­ვე­ბულ ნა­წილს ჰიდ­რო­სა­ი­ზო­ლა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და დრე­ნა­ჟი უკეთ­დე­ბა.

ამას­თან, სა­სურ­ვე­ლია, შე­მოწ­მდეს პრო­ექ­ტში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა: არ­მა­ტუ­რა და ბე­ტო­ნი. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, შე­ვა­მოწ­მოთ, სა­ძირ­კვლის სიღ­რმე რამ­დე­ნად მო­დის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ნა­გე­ბო­ბის სი­მაღ­ლეს­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­ა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა შეგ­ვიძ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ას მოვ­თხო­ვოთ.

აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სწრა­ფი ტემ­პით მშე­ნებ­ლო­ბა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს უხა­რის­ხო ნა­გე­ბო­ბას. პი­რი­ქით, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის გა­წელ­ვა შე­იძ­ლე­ბა, კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რის შე­დე­გა­დაც, მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან-ხოლ­მე.

უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის და­ზუს­ტე­ბა

სა­სურ­ვე­ლია, გა­და­ვა­მოწ­მოთ რო­გორც გაყ­ვა­ნი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, ისე მონ­ტაჟ­დე­ბა თუ არა ჰა­ერ­ში CO-ს დო­ზი­რე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, აქვს თუ არა შე­ნო­ბას სა­ხან­ძრო სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლე­ბი, რამ­დე­ნად მი­სად­გო­მია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი სა­ხან­ძრო მან­ქა­ნის­თვის და ა.შ.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პლატ­ფორ­მა House.ge-ზე კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­სა და დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შეს­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა გან­თავ­სე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია, ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­კი­თხე­ბი ჯერ ვებ-გვერ­დზე გა­და­ვა­მოწ­მოთ და თუ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ დაგ­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამის შემ­დეგ მივ­მარ­თოთ პრო­ექ­ტის შემ­სრუ­ლებ­ლებს.

თენგო
8

ყველა შენობას უნდა იბარებდეს ფინანსური პოლიცია

ავტორი:

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს

5 რჩევა მათთვის, ვინც ბინის შეძენას აპირებს

უძრავი ქონების შეძენა ბევრ ჩვენგანს ხანგრძლივ და რთულ პროცესად წარმოუდგენია, რადგან სანდო დეველოპერული კომპანიის, ოპტიმალური ფასის მქონე პროექტისა და მისაღები ადგილმდებარეობის შერჩევა მარტივი ნამდვილად არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ბინის შერჩევისას უამრავი დროისა და ენერგიის ხარჯვა გვიწევს, რამდენიმე დეტალის გათვალისწინებით შეგვიძლია, ეს პროცესი უფრო კომფორტული გავხადოთ. ამისათვის კი შემდეგი 5 რეკომენდაცია უნდა მივყვეთ:

იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა

მთავრობის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტის მიხედვით, ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის განაკვეთის 4%-ს. სუბსიდია სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ სუბსიდია არაუმეტეს 200 000-ლარიან სესხებზე გაიცემა და მათ, ვისაც სურს, ახალი პროგრამით ისარგებლოს, ბინის ღირებულების სულ მცირე 10% უნდა ჰქონდეს შეტანილი.

თუ ახალაშენებული ან მშენებარე ბინის შეძენას გეგმავთ, მთავრობის ეს პროგრამა თქვენთვის ხელსაყრელი უნდა იყოს, რადგან სუბსიდიის მეშვეობით, ნაკლები თანხის გადახდა გიწევთ. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, მხოლოდ დეველოპერულ კომპანიასთან და მომსახურე ბანკთან დაკავშირება, თუმცა მანამდე ახალაშენებული ან მშენებარე ბინის შერჩევაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დეველოპერული სექტორი საქართველოში გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერია, მათი ყველა პროექტის ერთ პლატფორმაზე ნახვა დიდი ხნის განმავლობაში არ იყო შესაძლებელი, რაც მომხმარებელში დაბნეულობას იწვევდა. საბოლოოდ, უძრავი ქონების პლატფორმა SS.ge-ის გუნდმა შექმნა House.ge, რომელზეც მხოლოდ მშენებარე და ახალაშენებული ბინების შესახებ არის ინფორმაცია თავმოყრილი და პროექტები და შეთავაზებები დეტალურად არის აღწერილი. დროის დაზოგვის მიზნით, შეგვიძლია, House.ge-ზე მოვძებნოთ ჩვენთვის ყველაზე მისაღები ბინა სასურველ ფასად და არ გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ საინტერესო შეთავაზება გამოგვრჩა.

პროექტების ერთმანეთთან შედარება

თითქმის ერთნაირი ღირებულების რამდენიმე პროექტის შერჩევის შემდეგ, შეგვიძლია, ისინი ერთმანეთს რამდენიმე კრიტერიუმით შევადაროთ და მათი უპირატესობები გამოვკვეთოთ: ადგილმდებარეობა, გამწვანება, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კაფეები, აუზი და ა.შ. აღნიშნულის განსაზღვრის საშუალებას კი უძრავი ქონების პლატფორმა House.ge გვაძლევს.

სხვადასხვა ობიექტისა და ადგილმდებარეობის კუთხით რომელიც უფრო მისაღები იქნება და მოერგება ჩვენს ცხოვრების წესს, შეგვიძლია, კონკრეტულად ის შევარჩიოთ.

კომპანიის სანდოობის შემოწმება

სამშენებლო სექტორში ათობით კომპანია ოპერირებს. მათი ნაწილის სახელი კი შეიძლება, არასდროს გსმენიათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არასანდოდ მიიჩნიოთ.

კომპანიის სანდოობის შესამოწმებლად უნდა დავაზუსტოთ მისი ასაკი ანუ რამდენი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზეა და რა პროექტები აქვს განხორციელებული. მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს, მისი წარმატებით დასრულებული პროექტები კი კომპანიის მუშაობაზე წარმოდგენას შეგიქმნით.

ამასთან, კარგი იქნება, თუ შევადარებთ პროექტთან დაკავშირებით მის მიერ გაცემულ დაპირებებს და უკვე დასრულებულ ნამუშევარს. თუ დაპირებები შესრულდა, შეიძლება. ეს სანდოობის ინდიკატორად ჩავთვალოთ.

პროექტის ხარისხის შემოწმება

უძრავი ქონების პლატფორმის შემოწმებისა და სანდო დეველოპერის შერჩევის შემდეგ, ჩვენივე სიმშვიდისთვის რეკომენდებულია, შევამოწმოთ პროექტის ხარისხი.

თავისთავად, კომპანიის სანდოობა და მისი რეპუტაცია გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას უკვე გვაძლევს, თუმცა ეს რომ დოკუმენტურად დადასტურებულიც ვნახოთ, შეგვიძლია, დეველოპერისგან საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაც მოვითხოვოთ. თუ დასკვნა გვიჩვენებს, რომ მშენებლობის ადგილას გრუნტის წყლებია, უნდა დავრწმუნდეთ, რომ შენობის საძირკველსა და მიწაში ჩაღრმავებულ ნაწილს ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები და დრენაჟი უკეთდება.

ამასთან, სასურველია, შემოწმდეს პროექტში გამოყენებული სამშენებლო მასალა: არმატურა და ბეტონი. რეკომენდებულია, შევამოწმოთ, საძირკვლის სიღრმე რამდენად მოდის შესაბამისობაში ნაგებობის სიმაღლესთან. აღნიშნული დეტალების შეახებ ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია, კონკრეტულად, სამშენებლო კომპანიას მოვთხოვოთ.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ სწრაფი ტემპით მშენებლობა უმეტეს შემთხვევაში, სულაც არ ნიშნავს უხარისხო ნაგებობას. პირიქით, მშენებლობის პროცესის გაწელვა შეიძლება, კომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდეს, რის შედეგადაც, მესაკუთრეები ზარალდებიან-ხოლმე.

უსაფრთხოების ნორმების დაზუსტება

სასურველია, გადავამოწმოთ როგორც გაყვანილობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები, ისე მონტაჟდება თუ არა ჰაერში CO-ს დოზირების განმსაზღვრელი მოწყობილობები, აქვს თუ არა შენობას სახანძრო სათადარიგო გასასვლელები, რამდენად მისადგომია საცხოვრებელი კორპუსი სახანძრო მანქანისთვის და ა.შ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უძრავი ქონების პლატფორმა House.ge-ზე კონკრეტული პროექტებისა და დეველოპერული კომპანიების შესხებ დეტალური ინფორმაციაა განთავსებული, შესაბამისად, შეგვიძლია, ჩამოთვლილი საკითხები ჯერ ვებ-გვერდზე გადავამოწმოთ და თუ მოწოდებული ინფორმაცია არ დაგვაკმაყოფილებს, ამის შემდეგ მივმართოთ პროექტის შემსრულებლებს.

ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა

როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?

Mastercard-ის შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალ კამპანიას იწყებს - კამპანია „სალამი ზაფხულს“, ბათუმში 1 აგვისტოს იწყება