საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე
"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე ბოლო დრო­ის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

"არა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ისე­თი ამო­რა­ლუ­რი, რო­გორც ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ვან­შის­თვის!

ჯერ ახალ­გაზ­რდა, 19 წლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის და­კავ­ში­რე­ბა სცა­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და ყვე­ლა­ზე წმინ­დას - ოჯახს, შვილს მი­ად­გნენ... რა თქმა უნდა უშე­დე­გოდ - მა­ლე­ვე გა­ი­შიფრ­ნენ.

ახლა, ოღონდ იგი­ვე გა­ი­მე­ო­რონ და ასე­ვე გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს მი­ა­ყე­ნეს მძი­მე შე­უ­რა­ცხყო­ფა, - და­აბ­რა­ლეს და­ნა­შა­უ­ლი და თქვეს, რომ მან ბე­რას კომ­პი­უ­ტერ­ში შე­აღ­წია...

სხვა მი­ზა­ნი არას­დროს ქო­ნი­ათ. არც ახალ­გაზ­რდე­ბი ადარ­დებთ, არც გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბი. მი­ზა­ნი - რე­ვან­ში, სა­მიზ­ნე კი ისევ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია.

აქამ­დე არ ინ­დობ­დნენ ცო­ცხლებს და ათას სა­ში­ნე­ლე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ, ახლა უკვე გარ­დაც­ვლი­ლებ­საც აღარ ერი­დე­ბი­ან.

მო­რა­ლურ სტან­დარ­ტებ­ზე სა­უ­ბარ­საც თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ,ისეთ პრი­მი­ტი­ულ ვერ­სი­ებს და სპე­კუ­ლა­ცი­ებს თა­ვა­ზო­ბენ ხალ­ხს, რომ ჩანს, ძა­ლი­ან ცუდი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე.წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას ვა­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის და პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რომ ერთი მხრივ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ მსგავ­სი შემ­თხვე­ე­ბის რის­კე­ბი, ძა­ლა­დო­ბა, ქუ­ჩის და­ნა­შა­უ­ლე­ბი და ა. შ.(მომ­ხდარ შემ­თხვე­ვებს, რა თქმა უნდა, სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჭირ­დე­ბა, რაც კეთ­დე­ბა კი­დეც), მე­ო­რე მხრივ კი ტყუ­ი­ლი და სპე­კუ­ლა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით ასეთ თე­მებ­ზე, უნდა იყოს უდი­დე­სი სირ­ცხვი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმწვა­ვე­სი რე­აქ­ცი­ით ფას­დე­ბო­დეს..."

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
644

ნაცები და მათი პროპაგანდისტული ტელევიზიები რას არ იკადრებენ ! 

Gaxaria
107

Tqven rogor moxvedit,erti rapaliancze ras gvetyvi

ავტორი:

"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე

"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ბოლო დროის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ საუბრობს:

"არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის!

ჯერ ახალგაზრდა, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის დაკავშირება სცადეს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე წმინდას - ოჯახს, შვილს მიადგნენ... რა თქმა უნდა უშედეგოდ - მალევე გაიშიფრნენ.

ახლა, ოღონდ იგივე გაიმეორონ და ასევე გარდაცვლილ ადამიანს, თამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, - დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია...

სხვა მიზანი არასდროს ქონიათ. არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი - რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია.

აქამდე არ ინდობდნენ ცოცხლებს და ათას საშინელებას აბრალებდნენ, ახლა უკვე გარდაცვლილებსაც აღარ ერიდებიან.

მორალურ სტანდარტებზე საუბარსაც თავი რომ დავანებოთ,ისეთ პრიმიტიულ ვერსიებს და სპეკულაციებს თავაზობენ ხალხს, რომ ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე.წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდნენ.

აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვეების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და ა. შ.(მომხდარ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი გამოძიება ჭირდება, რაც კეთდება კიდეც), მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს..."

"მეხის გავარდნასავით იყო, ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს ჩვენი დახმარება სჭირდება

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"სრული თავზარი! კეთილი მეგობარი, გემრიელი დრამერი, ასე აბსურდულად დაკარგული..." - ვინ იყო კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ერთ-ერთი ადამიანი