საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ -  „შერატონ ბათუმში“  მარკ მენსონის წიგნის წარდგენა გაიმართება
„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ -  „შერატონ ბათუმში“  მარკ მენსონის წიგნის წარდგენა გაიმართება

თუ თქვენ­თვის სამ­ყა­რო და თქვენ გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ზედ­მე­ტად მძი­მეა, მა­შინ დროა ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტიფ ხე­ლოვ­ნე­ბას და­ე­უფ­ლოთ.

უფრო მე­ტიც, თუ ფიქ­რობთ, რომ ჯო­ჯო­ხე­თურ, მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ში ხართ გა­მო­კე­ტი­ლი... თუ ად­ვი­ლად ბრაზ­დე­ბით, ძა­ლი­ან სუ­ლე­ლუ­რი, უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­მე­ე­ბიც კი გა­ცო­ფებთ და ვერ გა­გი­გი­ათ, რა არის ამის მი­ზე­ზი. თუ თავს ისე მო­წყე­ნი­ლად და მარ­ტო­სუ­ლად გრძნობთ, რომ ამა­ზე ერთი გა­ფიქ­რე­ბაც კი გიმ­ძაფ­რებთ სევ­დას, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ეს­წროთ ღო­ნის­ძი­ე­ბას „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა“, სა­დაც მარკ მენ­სო­ნის წიგ­ნის „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“ წარ­დგე­ნაც გა­ი­მარ­თე­ბა. NEW YORK TIMES-ის ამ ბესტსე­ლერ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში, „ბიბ­ლუ­სის“ ტოპ 10 გა­ყიდ­ვად წიგნს შო­რის და­ი­კა­ვა პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. წიგ­ნის პირ­ვე­ლი 3000-ცა­ლი­ა­ნი ტი­რა­ჟი გა­მო­ცე­მი­დან ერთ თვე­ში გაქ­რა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან. ასე­თი სა­მო­ტი­ვა­ციო ჟან­რის წიგ­ნი, რო­მელ­მაც მკი­თხველ­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი და­იმ­სა­ხუ­რა, ბრა­ი­ან თრე­ი­სის "შე­ჭა­მე ბა­ყა­ყის" შემ­დეგ, მე­ო­რე პრე­ცე­დენ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მარკ მენ­სო­ნი ამე­რი­კე­ლი სპი­კე­რი და მწე­რა­ლია, რო­მელ­მაც, თავ­და­პირ­ვე­ლად, პი­რა­დი ონ­ლა­ინბ­ლო­გი შექ­მნა და ვერც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ვი­ღაც ენა­ბილ­წი ბოს­ტო­ნე­ლის, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, "რა­ღაც მოჩ­მა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბის აზ­რის შე­სა­ხებ“ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტან­და.

წიგნ­ში, „ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბის ნა­ტი­ფი ხე­ლოვ­ნე­ბა“ ავ­ტო­რი ეჭვქვეშ აყე­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ტენ­დენ­ცი­ას, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ო­ბე­ბი მო­წამ­ლა და ჩა­ა­გო­ნა ადა­მი­ა­ნებს, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ თა­ვის წარ­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო.

მენ­სო­ნი გვირ­ჩევს, კარ­გად გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და შე­ვე­გუ­ოთ მათ. ხოლო რო­დე­საც თვალს გა­ვუს­წო­რებთ ჩვენს ში­შებ­სა თუ სი­სუს­ტე­ებს და და­ვი­ნა­ხავთ მწა­რე სი­მარ­თლეს, სწო­რედ მა­შინ ვი­პო­ვით იმ სი­თა­მა­მეს, შე­უ­პოვ­რო­ბას, პა­ტი­ოს­ნე­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბას, რომ­ლებ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ეძებს სა­კუ­თარ თავ­ში.

ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ღო­ნის­ძი­ე­ბის დროს მო­ის­მენთ, და­გარ­წმუ­ნებთ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა სწო­რედ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას მო­აქვს. გა­ი­გებთ, რომ წარ­მა­ტე­ბის გზა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი სუ­ლაც არ არის.

14 აგ­ვის­ტოს და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სკი­პე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან: კომ­პა­ნია Caucasus Online-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ კო­პა­ლა­ძე, „სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ყიდ­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე და ტრე­ნე­რი და ბლო­გე­რი ან­დრო დგე­ბუ­ა­ძე.

და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე: „ეს წიგ­ნი არის არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით. ჩემ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა და ბევრ რა­მე­ზე ჩა­მო­მი­ყა­ლი­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა. რა­ღაც­ნა­ი­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი წიგ­ნია, თუნ­დაც მის ქვე­სა­თა­უ­რებს რომ გა­დავ­ხე­დოთ. პირ­ვე­ლი­ვე გვხვდე­ბა, მა­გა­ლი­თად: Do Not Try (არ შე­ე­ცა­დო), რაც იმის ან­ტი­პო­დია, რა­საც, ხში­რად, სხვა წიგ­ნებ­ში ვკი­თხუ­ლობთ.“

ღო­ნის­ძი­ე­ბა 14 აგ­ვის­ტოს 19:00 სა­ათ­ზე, ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო „შე­რა­ტონ­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა.

ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­და­დით მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე: http://tkt.ge/BlueOcean

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/583030182387385/

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
0

სხვა, კარგი არაფერი ასწავლოთ ახალგაზრდობას, რამ გადაგრიათ ასე.

ზაზა
0

სხვა რამეზე კარგაფ ვიცი დაკიდება ხოდა მკიდიხართ თქვენი უაზრი წიგნებიანად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ -  „შერატონ ბათუმში“  მარკ მენსონის წიგნის წარდგენა გაიმართება

„ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“ -  „შერატონ ბათუმში“  მარკ მენსონის წიგნის წარდგენა გაიმართება

თუ თქვენთვის სამყარო და თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები ზედმეტად მძიმეა, მაშინ დროა ფეხებზე დაკიდების ნატიფ ხელოვნებას დაეუფლოთ.

უფრო მეტიც, თუ ფიქრობთ, რომ ჯოჯოხეთურ, მოჯადოებულ წრეში ხართ გამოკეტილი... თუ ადვილად ბრაზდებით, ძალიან სულელური, უმნიშვნელო რამეებიც კი გაცოფებთ და ვერ გაგიგიათ, რა არის ამის მიზეზი. თუ თავს ისე მოწყენილად და მარტოსულად გრძნობთ, რომ ამაზე ერთი გაფიქრებაც კი გიმძაფრებთ სევდას, მაშინ აუცილებლად უნდა დაესწროთ ღონისძიებას „ფეხებზე დაკიდების ხელოვნება“, სადაც მარკ მენსონის წიგნის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ წარდგენაც გაიმართება. NEW YORK TIMES-ის ამ ბესტსელერმა, საქართველოში, „ბიბლუსის“ ტოპ 10 გაყიდვად წიგნს შორის დაიკავა პირველი ადგილი. წიგნის პირველი 3000-ცალიანი ტირაჟი გამოცემიდან ერთ თვეში გაქრა წიგნის მაღაზიებიდან. ასეთი სამოტივაციო ჟანრის წიგნი, რომელმაც მკითხველში ძალიან მაღალი ინტერესი დაიმსახურა, ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყის" შემდეგ, მეორე პრეცედენტია საქართველოში.

მარკ მენსონი ამერიკელი სპიკერი და მწერალია, რომელმაც, თავდაპირველად, პირადი ონლაინბლოგი შექმნა და ვერც კი წარმოედგინა, რომ ვიღაც ენაბილწი ბოსტონელის, როგორც თვითონ ამბობს, "რაღაც მოჩმახული ცხოვრების აზრის შესახებ“ ასეთ წარმატებას მოუტანდა.

წიგნში, „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ ავტორი ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ ტენდენციას, რომელმაც მთელი თაობები მოწამლა და ჩააგონა ადამიანებს, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ თავის წარმოჩენაა საჭირო.

მენსონი გვირჩევს, კარგად გავიაზროთ ჩვენი ნაკლოვანებები და შევეგუოთ მათ. ხოლო როდესაც თვალს გავუსწორებთ ჩვენს შიშებსა თუ სისუსტეებს და დავინახავთ მწარე სიმართლეს, სწორედ მაშინ ვიპოვით იმ სითამამეს, შეუპოვრობას, პატიოსნებას, პასუხისმგებლობასა და შემწყნარებლობას, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ეძებს საკუთარ თავში.

ისტორიები, რომლებსაც ღონისძიების დროს მოისმენთ, დაგარწმუნებთ, რომ ბედნიერება სწორედ პრობლემის მოგვარებას მოაქვს. გაიგებთ, რომ წარმატების გზა სწორხაზოვანი სულაც არ არის.

14 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებაზე სკიპერები იქნებიან: კომპანია Caucasus Online-ის გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე, „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი დავით ჩიკვაიძე და ტრენერი და ბლოგერი ანდრო დგებუაძე.

დავით ჩიკვაიძე: „ეს წიგნი არის არაორდინალური თავისი შინაარსით. ჩემში ძალიან ბევრი მიმართულება შეცვალა და ბევრ რამეზე ჩამომიყალიბა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება. რაღაცნაირი რევოლუციური წიგნია, თუნდაც მის ქვესათაურებს რომ გადავხედოთ. პირველივე გვხვდება, მაგალითად: Do Not Try (არ შეეცადო), რაც იმის ანტიპოდია, რასაც, ხშირად, სხვა წიგნებში ვკითხულობთ.“

ღონისძიება 14 აგვისტოს 19:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება.

ბილეთების შესაძენად გადადით მითითებულ ბმულზე: http://tkt.ge/BlueOcean

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/583030182387385/

წიგნი, რომლის კითხვისას, მკითხველი ავტორის როლს ირგებს -   7 აგვისტოდან „ფენიქსის“ კიდევ 2 ალტერნატიული გაგრძელება გამოვა

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-12)

"ბიბლიის განმარტებების" მე-16 ტომიდან დაიწყება ახალი აღთქმა", - წერილი რედაქტორისგან