მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრულმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია...  "გრძელი ღამეც" იყო" - თბილისში პითონი დაიჭირეს
"პატრულმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია...  "გრძელი ღამეც" იყო" - თბილისში პითონი დაიჭირეს

ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა თბი­ლის­ში პი­თო­ნი და­ი­ჭი­რეს. ინ­ფორ­მა­ცია მათ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ა­გენ­ტო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან შე­ვი­და, რის შემ­დე­გად იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც პი­თო­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­აც კი გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პი­თო­ნი მე­პატ­რო­ნეს ერთ-ერთი ზო­ო­მა­ღა­ზი­ი­დან გა­ექ­ცა.

"გუ­შინ, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 19:30-ზე მო­ნი­ტო­რინ­გის ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­მო­ვი­და. საკ­მა­ოდ აღელ­ვე­ბუ­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი ხმით მა­მა­კა­ცი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და:

- პი­თო­ნი გა­მექ­ცა, და­მეხ­მა­რეთ.

ჩვე­ნი ოპე­რა­ტო­რი იბ­ნე­ვა, სთხოვს კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­როს რა სა­ხის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რე­ო­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლად ორი ეკი­პა­ჟი გა­დის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.წარ­მო­იდ­გი­ნეთ რამ­ხე­ლა რის­კის წი­ნა­შე იდგა თი­თო­ე­უ­ლი თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ძაღ­ლე­ბი, კა­ტე­ბი. პი­თო­ნი მახ­რჩო­ბე­ლა­სებ­რი, მტა­ცე­ბე­ლი გვე­ლე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და ცხა­დია არა­ვის ვუ­სურ­ვებთ მის "სტუმ­რო­ბას".

ბო­ლომ­დე გვი­ჭირ­და გა­აზ­რე­ბა რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვი­დე­ქით, რომ ეს იყო ბეწ­ვის ხიდი და არ გვქონ­და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი წუთი იყო გარ­დამ­ტე­ხი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რი­გით მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, საფრ­თხე ჩვენს მაშ­ველ ბი­ჭებ­საც ემუქ­რე­ბო­და, რო­მელ­თაც ფაქ­ტი­უ­რად "თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლებს" მო­უ­წი­ათ ბრძო­ლის ველ­ზე გას­ვლა. გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, არ­ცერ­თი წამი არ გვი­ფიქ­რია უკან დაგ­ვე­ხია, ბოლო წუ­თამ­დე შე­მარ­თე­ბით ვემ­სა­ხუ­რეთ ჩვენს ქა­ლაქს, ჩვენს თბი­ლი­სე­ლებს.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ამ მყი­სი­ე­რად და­ი­წყო მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია და "გრძე­ლი ღა­მეც" და­ი­წყო. და­ვან­გრი­ეთ მრა­ვა­ლი კე­დე­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად, გა­ვა­სუფ­თა­ვეთ უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია ავე­ჯი­სა და ნივ­თე­ბის­გან ფარ­ნის შუქ­ზე თით­ქმის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით. არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია არ­ცერ­თი კუ­თხე, არც კუნ­ჭუ­ლი და მთა­ვა­რი "დამ­ნა­შა­ვეც" გა­მო­ვი­ჭი­რეთ. ჩვენ ბედ­ნი­ე­რე­ბი, ცო­ტა­თი ამა­ყე­ბიც დავ­ბრუნ­დით ბა­ზა­ზე, წინ კი­დევ ბევ­რი საქ­მეა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
12

პითონზე რომ წერენ: „ბო­ლომ­დე გვი­ჭირ­და გა­აზ­რე­ბა რამ­ხე­ლა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვი­დე­ქით, რომ ეს იყო ბეწ­ვის ხიდი და არ გვქონ­და შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი წუთი იყო გარ­დამ­ტე­ხი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რი­გით მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად, საფრ­თხე ჩვენს მაშ­ველ ბი­ჭებ­საც ემუქ­რე­ბო­და, რო­მელ­თაც ფაქ­ტი­უ­რად "თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლებს" მო­უ­წი­ათ ბრძო­ლის ველ­ზე გას­ვლა“. შავი მამბა რომ ყოფილიყო, ალბათ ქვეშ ჩაიფსავდნენ.

თამარი
0

რუსეთში გაექცათ პითონი, რომელიც როგორღაც მეზობლის ოჯახში შეიპარა და ლოგინში მძინარე პატარა ბავშვი მოახრჩო.

ავტორი:

"პატრულმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია...  "გრძელი ღამეც" იყო" - თბილისში პითონი დაიჭირეს

"პატრულმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია...  "გრძელი ღამეც" იყო" - თბილისში პითონი დაიჭირეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში პითონი დაიჭირეს. ინფორმაცია მათ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

როგორც ცნობილი ხდება, შეტყობინება სააგენტოში გუშინ საღამოს გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა, რის შემდეგად იმ ადგილიდან, სადაც პითონი იმყოფებოდა, მოსახლეობის ევაკუაციაც კი განხორციელდა. ჩვენი ინფორმაციით, პითონი მეპატრონეს ერთ-ერთი ზოომაღაზიიდან გაექცა.

"გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა:

- პითონი გამექცა, დამეხმარეთ.

ჩვენი ოპერატორი იბნევა, სთხოვს კიდევ ერთხელ გაიმეოროს რა სახის დახმარება ესაჭირეობა და ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გადის შემთხვევის ადგილზე.წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მაცხოვრებელი, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია არავის ვუსურვებთ მის "სტუმრობას".

ბოლომდე გვიჭირდა გააზრება რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტიურად "თვალებახვეულებს" მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა. გულწრფელად გეუბნებით, არცერთი წამი არ გვიფიქრია უკან დაგვეხია, ბოლო წუთამდე შემართებით ვემსახურეთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს თბილისელებს.

საპატრულო პოლიციაამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და "გრძელი ღამეც" დაიწყო. დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფარნის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი "დამნაშავეც" გამოვიჭირეთ. ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა" - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც

თემქის მოსახლეობა აფეთქებას გადაურჩა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი ენერჯი"

"როცა შევხვდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემგან ინფორმაციას იღებდა..." - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი ბაჩანა ლობჟანიძეზე