საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს
ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს

თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩის 42 ნო­მერ­ში მცხოვ­რებ 82 წლის ქალ­ბა­ტონს მთაწ­მინ­დის გამ­გე­ო­ბამ ოც­ნე­ბა აუს­რუ­ლა და სახ­ლს, რო­მელ­შიც ის უკვე 70 წე­ლია ცხოვ­რობს, პირ­ვან­დე­ლი სახე და­უბ­რუ­ნა. ინ­ფორ­მა­ცა და სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი თბი­ლი­სის მე­რი­ის "ფე­ის­ბუ­ქის" გევ­რდზე გავ­რცელ­და.

"ეს მთაწ­მინ­დაა, ყვე­ლა­ზე თბი­ლი­სუ­რი ქუ­ჩე­ბი­სა და სახ­ლე­ბის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ბევრ ნამ­დვილ თუ ლე­გენ­დად შე­მორ­ჩე­ნილ ამ­ბავს ინა­ხავს - ზოგს მუდ­მი­ვად სამ­ზე­ურ­ზე გა­მო­ფენს, ზოგს ივი­წყებს, ზოგს კი და­მა­ლავს და სხვა ეპო­ქა­ში გა­ა­ცო­ცხლებს. ჩვე­ნი ამ­ბა­ვიც ერთი სახ­ლის გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი ის­ტო­რი­აა. 82 წლის ირი­ნა გინზბურ­გი თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩის 42 ნო­მერ­ში 70 წე­ლია ცხოვ­რობს.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი ოც­ნე­ბა, რომ პირ­ვან­დე­ლი სახე დაბ­რუ­ნე­ბო­და საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს დროს თვით­ნე­ბუ­რად გა­და­ღე­ბილ სა­დარ­ბა­ზოს, რომ­ლის ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­ღე­ბა­ვის შრე­ე­ბის მიღ­მა ად­რე­უ­ლი მხატ­ვრო­ბის ფერ­წე­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცია იმა­ლე­ბო­და, რო­გორც იქნა ას­რულ­და. 1889 წელს აშე­ნე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ეს ძეგლი იმ­დრო­ინ­დე­ლი ევ­რო­პუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუ­შია.

ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა კი მისი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მე­მა­ტი­ა­ნე. მას ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს.. ახ­სოვს ფე­რა­დი ვიტ­რა­ჟე­ბი, კი­ბის რი­კუ­ლე­ბი­ა­ნი მო­ა­ჯი­რე­ბი, მო­ზა­ი­კუ­რი ია­ტა­კი, მო­ხა­ტუ­ლი კედ­ლე­ბი და ჭერი - ფერ­წე­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცია „წე­ლი­წა­დის დრო­ნი“... ახ­სოვს თბი­ლი­სუ­რი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის სტუმ­რი­ა­ნო­ბა, მხი­ა­რუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი, ღია ფან­ჯრე­ბი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მხა­რეს და გას­ტრო­ლებ­ზე მყო­ფი ცნო­ბი­ლი სოპ­რა­ნო­ე­ბი­სა თუ ბა­რი­ტო­ნე­ბის ხმის ტემ­ბრი...ახ­სოვს გა­ზა­ფხუ­ლის ფე­რა­დი სურ­ნე­ლი მთელ ქუ­ჩა­ზე და ჟრი­ა­მუ­ლი ზამ­თრის თოვ­ლი­ან დღე­ებ­ში.

ახ­სოვს 1970-იანი წლე­ბის ბო­ლოც, რო­დე­საც აგა­რა­კი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს, სა­დარ­ბა­ზო­ში „წე­ლი­წა­დის დრო­ნი“ აღარ დახ­ვდა. ფერ­წე­რა კედ­ლებ­ზე და ჭერ­ზე სულ გა­და­ღე­ბი­ლი იყო - წაშ­ლი­ლი ერ­თფე­რო­ვა­ნი მძაფ­რი სუ­ნის სა­ღე­ბა­ვით. ქალ­ბა­ტონ ირი­ნას იმ დრო­შიც კი არ და­უ­ტო­ვე­ბია არც ერთი უწყე­ბა, სა­დაც პა­სუ­ხი არ მო­ე­თხო­ვა ამ ვან­და­ლიზ­მზე. „ჩვენ ვა­სუფ­თა­ვებთ სა­დარ­ბა­ზო­ებს“ - ყველ­გან სა­ღე­ბა­ვი­ვით ერ­თფე­რო­ვა­ნი პა­სუ­ხით დახ­ვდნენ. მას შემ­დეგ ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მე­ბიც კი, მაგ­რამ „წე­ლი­წა­დის დრო­ნი“, ია­ფა­სი­ა­ნი სა­ღე­ბა­ვის შრე­ე­ბის მიღ­მა, ისევ და­მა­ლუ­ლი იყო.

2018 წელს, „ბი­ნათ­მე­სა­კუთ­რე­თა ამ­ხა­ნა­გო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში, მთაწ­მინ­დის გამ­გე­ო­ბამ სა­დარ­ბა­ზოს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო. კონ­სერ­ვა­ტორ-რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ფერ­წე­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე - ფრთხი­ლად, ფა­ქი­ზად აც­ლიდ­ნენ სა­ღე­ბავს კედ­ლებს და თვით­ნე­ბუ­რი ფე­ნე­ბი­დან ნამ­დვილ ფე­რე­ბი ჩნდე­ბოდ­ნენ. წე­ლი­წა­დის ოთხი­ვე დრო პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღ­დგა. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და, ასე­ვე, სა­დარ­ბა­ზოს კარს, მო­ზა­ი­კურ ია­ტაკს და ლი­თო­ნის მო­ა­ჯი­რებს.

დღეს ეს ის­ტო­რი­უ­ლი სახ­ლი თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ვი­ზი­ტო­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის არე­ალ­შია მოქ­ცე­უ­ლი. სა­დარ­ბა­ზო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ად­რე­უ­ლი მხატ­ვრო­ბის ფერ­წე­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის ნახ­ვი­სას ისი­ნი გულ­წრფელ აღ­ტა­ცე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ. ქალ­ბა­ტო­ნი ირი­ნა კი ყო­ველ­თვის მათი თბი­ლი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე მას­პინ­ძე­ლია. იყო მთაწ­მინ­დე­ლი, ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შენი ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ი­სა თუ კულ­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში" - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ლია
0

ძალიან მაგარია.უზომოდ გამიხარდა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს

ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს

თაბუკაშვილის ქუჩის 42 ნომერში მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს მთაწმინდის გამგეობამ ოცნება აუსრულა და სახლს, რომელშიც ის უკვე 70 წელია ცხოვრობს, პირვანდელი სახე დაუბრუნა. ინფორმაცა და სახლის ფოტოები თბილისის მერიის "ფეისბუქის" გევრდზე გავრცელდა.

"ეს მთაწმინდაა, ყველაზე თბილისური ქუჩებისა და სახლების ადგილი, რომელიც ძალიან ბევრ ნამდვილ თუ ლეგენდად შემორჩენილ ამბავს ინახავს - ზოგს მუდმივად სამზეურზე გამოფენს, ზოგს ივიწყებს, ზოგს კი დამალავს და სხვა ეპოქაში გააცოცხლებს. ჩვენი ამბავიც ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორიაა. 82 წლის ირინა გინზბურგი თაბუკაშვილის ქუჩის 42 ნომერში 70 წელია ცხოვრობს.

მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად, მისი ოცნება, რომ პირვანდელი სახე დაბრუნებოდა საბჭოთა საქართველოს დროს თვითნებურად გადაღებილ სადარბაზოს, რომლის იაფფასიანი საღებავის შრეების მიღმა ადრეული მხატვრობის ფერწერული კომპოზიცია იმალებოდა, როგორც იქნა ასრულდა. 1889 წელს აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი იმდროინდელი ევროპული არქიტექტურის ნიმუშია.

ქალბატონი ირინა კი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მემატიანე. მას ყველაფერი ახსოვს.. ახსოვს ფერადი ვიტრაჟები, კიბის რიკულებიანი მოაჯირები, მოზაიკური იატაკი, მოხატული კედლები და ჭერი - ფერწერული კომპოზიცია „წელიწადის დრონი“... ახსოვს თბილისური ინტელიგენციის სტუმრიანობა, მხიარული საღამოები, ღია ფანჯრები ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარეს და გასტროლებზე მყოფი ცნობილი სოპრანოებისა თუ ბარიტონების ხმის ტემბრი...ახსოვს გაზაფხულის ფერადი სურნელი მთელ ქუჩაზე და ჟრიამული ზამთრის თოვლიან დღეებში.

ახსოვს 1970-იანი წლების ბოლოც, როდესაც აგარაკიდან სახლში დაბრუნებულს, სადარბაზოში „წელიწადის დრონი“ აღარ დახვდა. ფერწერა კედლებზე და ჭერზე სულ გადაღებილი იყო - წაშლილი ერთფეროვანი მძაფრი სუნის საღებავით. ქალბატონ ირინას იმ დროშიც კი არ დაუტოვებია არც ერთი უწყება, სადაც პასუხი არ მოეთხოვა ამ ვანდალიზმზე. „ჩვენ ვასუფთავებთ სადარბაზოებს“ - ყველგან საღებავივით ერთფეროვანი პასუხით დახვდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის ფორმებიც კი, მაგრამ „წელიწადის დრონი“, იაფასიანი საღებავის შრეების მიღმა, ისევ დამალული იყო.

2018 წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მთაწმინდის გამგეობამ სადარბაზოს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. კონსერვატორ-რესტავრატორები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ფერწერული კომპოზიციის რესტავრაციაზე - ფრთხილად, ფაქიზად აცლიდნენ საღებავს კედლებს და თვითნებური ფენებიდან ნამდვილ ფერები ჩნდებოდნენ. წელიწადის ოთხივე დრო პირვანდელი სახით აღდგა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე, სადარბაზოს კარს, მოზაიკურ იატაკს და ლითონის მოაჯირებს.

დღეს ეს ისტორიული სახლი თაბუკაშვილის ქუჩაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესის არეალშია მოქცეული. სადარბაზოში გამოვლენილი ადრეული მხატვრობის ფერწერული კომპოზიციის ნახვისას ისინი გულწრფელ აღტაცებას გამოხატავენ. ქალბატონი ირინა კი ყოველთვის მათი თბილი და სტუმართმოყვარე მასპინძელია. იყო მთაწმინდელი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა შენი ქალაქის ისტორიისა თუ კულტურის შენარჩუნებისა და მომავალი განვითარების საქმეში" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"პლეხანოველი მარინა" თბილისმა დღემდე ვერ დაივიწყა  - დედაქალაქის კოლორიტად ქცეული ქალის სევდიანი ამბავი

ხვალიდან 4 აგვისტომდე მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ზღვაზე 3 ბალიანი შტორმი - ამინდის პროგნოზი

"მერე განსაკუთრებულად მძიმეა, როცა შვილები მშობლების გარეშე რჩებიან" - ბასა ფოცხიშვილი მამაზე და მისდამი მიძღვნილ ახალ პროექტზე